1 00:00:03,489 --> 00:00:07,166 ევოლუციის მექანიზმები. 2 00:00:07,166 --> 00:00:10,058 რა არის ევოლუცია? 3 00:00:10,058 --> 00:00:13,808 ევოლუცია არის სიცოცხლის განვითარება დედამიწაზე. 4 00:00:13,808 --> 00:00:20,058 ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო მილიარდობით წლის წინ და გრძელდება დღემდე. 5 00:00:20,058 --> 00:00:25,529 ევოლუცია გვეუბნება, თუ როგორ იყო შესაძლებელი სიცოცხლის უზარმაზარი მრავალფეროვნების განვითარება. 6 00:00:25,529 --> 00:00:33,834 ის გვიჩვენებს, თუ როგორ შეეძლო პრიმიტიულ პროტოზოას, გამხდარიყო მილიონობით განსხვავებული სახეობა, რომლებსაც დღეს ვხედავთ. 7 00:00:33,834 --> 00:00:42,496 ევოლუცია, ამგვარად, არის პასუხი კითხვაზე, რომელიც ყველას გვაწუხებდა ტაქსასა და გერმანული დოგის ერთად დანახვისას: 8 00:00:42,496 --> 00:00:50,310 როგორ არის შესაძლებელი, საერთო წინაპრებისგან მიგვეღო შთამომავლები, რომლებიც ასე განსხვავებულად გამოიყურებიან ერთმანეთისგან? 9 00:00:50,310 --> 00:00:57,926 ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მოდით, ვკონცენტრირდეთ ცხოველებზე და გამოვრიცხოთ სიცოცხლის სხვა ფორმები, როგორებიცაა სოკოები და მცენარეები. 10 00:00:57,926 --> 00:01:04,848 პირველი შეკითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, არის: როგორ შეიძლება, ერთი ცხოველიდან განვითარდეს ცხოველის სრულიად ახალი სახეობა? 11 00:01:04,848 --> 00:01:11,894 აჰ, აქვე პატარა შეკითხვაც: მაინც რა არის სახეობა? 12 00:01:11,894 --> 00:01:17,188 სახეობა არის ცხოველების ერთობლიობა, რომლებსაც შეუძლიათ შთამომავლობის დატოვება ერთად, 13 00:01:17,188 --> 00:01:22,229 როდესაც შთამომავალს ასევე შეუძლია გამრავლება. 14 00:01:22,229 --> 00:01:26,395 ამ პასუხის უკეთესად გასაგებად, მოდით, უკეთესად დავაკვირდეთ შემდეგ საკითხებს: 15 00:01:26,395 --> 00:01:33,976 ცოცხალი არსებების უნიკალურობა გარანტირებულია შთამომავლობის ჭარბწარმოებითა და მემკვიდრეობითობით; 16 00:01:33,976 --> 00:01:37,772 ასევე, მეორე საკვანძო საკითხით, გადარჩევით. 17 00:01:37,772 --> 00:01:47,560 მოდით, დავიწყოთ უნიკალურობით. ყველა ცოცხალი არსება უნიკალურია და ეს ევოლუციის აუცილებელი ასპექტია. 18 00:01:47,560 --> 00:01:51,187 სახეობის წევრები, შესაძლოა, ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს შესახედაობით; 19 00:01:51,187 --> 00:01:55,520 თუმცა, თითოეულ მათგანს სხვებისგან ოდნავ განსხვავებული ხასიათი და ნიშან-თვისებები გააჩნია. 20 00:01:55,520 --> 00:02:01,520 ისინი, შეიძლება, იყვნენ უფრო დიდები, მსუქნები, ძლიერები, ან გაბედულები, ვიდრე მათი თანამოძმე ცხოველები. 21 00:02:01,520 --> 00:02:08,226 კეთილი, რა შეიძლება იყოს ამ განსხვავებების მიზეზი? მოდით, უფრო ახლოდან დავაკვირდეთ არსებას. 22 00:02:08,226 --> 00:02:13,727 ყველა არსება უჯრედებისგან შედგება. ამ უჯრედებს ბირთვები გააჩნია. 23 00:02:13,727 --> 00:02:21,560 ბირთვი შეიცავს ქრომოსომებს, ქრომოსომები კი — დნმ-ს. 24 00:02:21,560 --> 00:02:28,488 დნმ შედგება სხვადასხვა გენებისგან; სწორედ ეს გენები წარმოადგენს სიცოცხლის ინფორმაციულ გადამტანებს. 25 00:02:28,488 --> 00:02:36,751 ისინი შეიცავს ინსტრუქციებსა და განკარგულებებს უჯრედებისთვის და განსაზღვრავს ნიშან-თვისებებსა და ხასიათს, რაც ცოცხალ არსებებს გააჩნიათ; 26 00:02:36,751 --> 00:02:42,590 სწორედ დნმ-ია ის, რაც ყველა არსებას უნიკალური აქვს. 27 00:02:42,590 --> 00:02:49,565 ის ოდნავ განსხვავებულია ინდივიდიდებს შორის, რაც მათი ნიშან-თვისებებს შორის მცირედ განსხვავებებებს განაპირობებს. 28 00:02:49,565 --> 00:02:55,134 მაგრამ როგორ იქმნება ასეთი უზარმაზარი რაოდენობის დნმ? 29 00:02:55,134 --> 00:02:59,568 ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შთამომავლობის ჭარბწარმოება. 30 00:02:59,568 --> 00:03:04,358 ბუნებაში ვხედავთ, რომ არსებები, ზოგადად, იმაზე გაცილებით მეტ შთამომავლობას ტოვებენ, ვიდრე საჭიროა 31 00:03:04,358 --> 00:03:09,548 მათი სახეობის გადასარჩენად, რის შედეგადაც ბევრი შთამომავალი ადრევე კვდება. 32 00:03:09,548 --> 00:03:14,230 ხშირად შთამომავლობა იმაზე მეტიც კი არის, ვიდრე მათ საცხოვრებელ გარემოს შეუძლია ხელი შეუწყოს. 33 00:03:14,230 --> 00:03:17,610 ეს ერთ-ერთი ფაქტორია მზარდი მრავალფეროვნების სახეობის შიგნით. 34 00:03:17,610 --> 00:03:22,109 რაც უფრო მეტი შთამომავლის წარმოება ხდება, მით უფრო მეტ მცირე განსხვავებას აქვს ადგილი 35 00:03:22,109 --> 00:03:28,801 და ეს სწორედ ის არის, რაც ბუნებას „უნდა“: რაც შეიძლება მეტი მცირე განსხვავება. 36 00:03:28,801 --> 00:03:35,136 ინდივიდის უნიკალურობის მეორე მთავარი მიზეზი თვითონ მემკვიდრეობითობაში ვლინდება. 37 00:03:35,136 --> 00:03:42,303 ჰო, მართლა, მემკვიდრეობითობა ნიშნავს დნმ-ის შთამომავლობაზე გადაცემას. 38 00:03:42,303 --> 00:03:49,971 ამ პროცესში ორი საინტერესო ფაქტორი მონაწილეობს: რეკომბინაცია და მუტაცია. 39 00:03:49,971 --> 00:03:54,885 რეკომბინაცია ორი არსების დნმ-ის შემთხვევითი შერევაა. 40 00:03:54,885 --> 00:04:01,469 როდესაც ორ არსებას ერთმანეთი უყვარდება და წყვილდებიან, ისინი მათი გენების რეკომბინაციას ორჯერ ახდენენ. 41 00:04:01,469 --> 00:04:08,303 პირველად, ამას ცალ-ცალკე აკეთებენ, როდესაც ისინი გამეტებს გამოიმუშავებენ, რომლებიც სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედებია. 42 00:04:08,303 --> 00:04:13,860 გამეტები იღებს გენების ნახევარს და ურევს მათ. 43 00:04:13,860 --> 00:04:18,553 მეორე რეკომბინაცია ხდება მაშინ, როცა მამრი ანაყოფიერებს მდედრს. 44 00:04:18,553 --> 00:04:28,670 თითოეული მშობელი საკუთარი დნმ-ის 50%-ს უზრუნველყოფს; ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, მისი უნიკალური ხასიათისა და ნიშან-თვისებების 50%-ს. 45 00:04:28,670 --> 00:04:33,547 შემდეგ, მათი რეკომბინაცია, ან შერევა ხდება, რისი შედეგიც ახალი შთამომავლობაა. 46 00:04:33,547 --> 00:04:41,025 ამ შთამომავლობას დნმ-ის შემთხვევითი ნარევი გააჩნია და, შესაბამისად, მათი მშობლების ხასიათი და ნიშან-თვისებები. 47 00:04:41,025 --> 00:04:47,454 ეს კიდევ უფრო ზრდის მრავალფეროვნებას და განსხვავებებს სახეობის შიგნით, 48 00:04:47,454 --> 00:04:52,290 მაგრამ მუტაციებიც, აგრეთვე, მნიშვნელოვანია ევოლუციისთვის. 49 00:04:52,290 --> 00:04:55,653 მუტაციები არის შემთხვევითი ცვლილებები დნმ-ში. 50 00:04:55,653 --> 00:05:00,361 ისინი, ასევე, შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც კოპირების შეცდომები დნმ-ში, 51 00:05:00,361 --> 00:05:05,206 გამოწვეული ტოქსინებითა და სხვა ქიმიური ნივთიერებებით, ან რადიაციით. 52 00:05:05,206 --> 00:05:09,874 მუტაციას ადგილი აქვს, როდესაც დნმ-ის ნაწილი იცვლება. 53 00:05:09,874 --> 00:05:15,900 ხშირად, ეს ცვლილებები უარყოფითია და, შეიძლება, გამოიწვიოს დაავადებები, როგორიც არის სიმსივნე. 54 00:05:15,900 --> 00:05:20,154 თუმცა მათ, ასევე, შეიძლება, ჰქონდეთ ნეიტრალური ან დადებითი ეფექტებიც, 55 00:05:20,154 --> 00:05:26,191 როგორიცაა ადამიანებში თვალის ლურჯი ფერი, რომელიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევითი მუტაციაა. 56 00:05:26,191 --> 00:05:32,244 ყველა შემთხვევაში, მუტაციამ გავლენა უნდა მოახდინოს გამეტაზე, რომელიც არის სპერმატოზოიდი ან კვერცხუჯრედი, 57 00:05:32,244 --> 00:05:37,819 რადგან მხოლოდ გამეტებში არსებული დნმ გადაეცემა შთამომავლობას. 58 00:05:37,819 --> 00:05:45,494 ეს, ასევე, არის მიზეზი, თუ რატომ ვფარავთ ჩვენს სქესობრივ ორგანოებს რენტგენის გადაღებისას, როდესაც ჩვენი სხეულის სხვა ნაწილები არ არის რისკის ქვეშ. 59 00:05:45,494 --> 00:05:53,662 ამგვარად, საბოლოოდ, მემკვიდრეობითობის პროცესში, არსებები საკუთარ ნიშან-თვისებებს შთამომავლობას გადასცემენ დნმ-ის სახით. 60 00:05:53,662 --> 00:05:59,362 რეკომბინაცია და მუტაცია ცვლის დნმ-ს ისე, რომ ყოველი შვილი გამოიყურება მათი დედმამიშვილებისგან განსხვავებულად 61 00:05:59,362 --> 00:06:05,081 და ღებულობს მათი მშობლების ნიშან-თვისებების შემთხვევით ნარევს. 62 00:06:05,081 --> 00:06:10,219 აქ არის საკვანძო სიტყვა: შემთხვევითი. 63 00:06:10,219 --> 00:06:13,775 ყველა ეს პროცესი ეფუძნება შანსებს. 64 00:06:13,775 --> 00:06:19,609 შემთხვევითი რეკომბინაცია და მუტაცია განაპირობებს ინდივიდებს ხასიათებისა და ნიშან-თვისებების შემთხვევითი ნარევებით, 65 00:06:19,609 --> 00:06:24,027 რომლებიც, თავის მხრივ, ასევე ურევენ მათ შემთხვევით და გადასცემენ შემდეგ თაობას. 66 00:06:24,027 --> 00:06:31,859 მაგრამ როგორ შეიძლება, ამდენი რამე იყოს დამოკიდებული შანსებზე, როდესაც ყოველი არსება ასე სრულყოფილად არის მორგებული საკუთარ გარემოზე? 67 00:06:31,859 --> 00:06:39,319 მაგალითისთვის, მოჩვენებისებრი მწერი, კოლიბრი და ბაყაყთევზა. 68 00:06:39,319 --> 00:06:43,821 ამაზე პასუხს გვაძლევს მეორე საკვანძო საკითხი: გადარჩევა. 69 00:06:43,821 --> 00:06:49,475 თითოეული ინდივიდი ექვემდებარება ბუნებრივი გადარჩევის პროცესს. 70 00:06:49,475 --> 00:06:53,736 როგორც უკვე ვისწავლეთ, თითოეული ინდივიდი, ასე თუ ისე, განსხვავდება მათი თანამოძმეებისგან 71 00:06:53,736 --> 00:07:00,524 და არსებობს ფართო ვარიაციები სახეობის შიგნით. 72 00:07:00,524 --> 00:07:06,024 გარემოს ზეგავლენა გავლენას ახდენს ცოცხალ არსებებზე. ეს ე.წ. გადარჩევის ფაქტორები მოიცავს: 73 00:07:06,024 --> 00:07:15,317 მტაცებლებს, პარაზიტებს, იგივე სახეობის ცხოველებს, ტოქსინებს, საცხოვრებელი ადგილის ან კლიმატის ცვლილებებს. 74 00:07:15,317 --> 00:07:18,775 გადარჩევა არის პროცესი, რომელსაც თითოეული ინდივიდი ექვემდებარება. 75 00:07:18,775 --> 00:07:23,023 ყველა არსებას ხასიათისა და ნიშან-თვისებების უნიკალური ნაკრები გააჩნია. 76 00:07:23,023 --> 00:07:31,782 ეს ნაკრები ეხმარებათ მათ საკუთარ გარემოში გადასარჩენად, ან, ზოგ შემთხვევაში, ვერ ეხმარებათ. 77 00:07:31,782 --> 00:07:39,350 გამოუსადეგარი ნაკრების მქონე ყველა არსება გარემოდან გადარჩეული იქნება. 78 00:07:39,350 --> 00:07:47,332 სწორი ნაკრების მქონეები გადარჩებიან და შეეძლებათ თავიანთი გაუმჯობესებული ხასიათისა და ნიშან-თვისებების გავრცელება შემდეგ თაობებში. 79 00:07:47,332 --> 00:07:50,239 სწორედ ამიტომ არის მრავალფეროვნება ასეთი მნიშვნელოვანი. 80 00:07:50,239 --> 00:07:56,479 სწორედ ამიტომ ცდილობენ არსებები, შექმნან რაც შეიძლება განსხვავებული შთამომავლები. 81 00:07:56,479 --> 00:08:01,893 ამით ისინი ზრდიან ალბათობას, რომ მათი ერთი შთამომავალი მაინც გადალახავს ბუნებრივი გადარჩევის პროცესს. 82 00:08:01,893 --> 00:08:05,337 ისინი მათი გადარჩენის შანსებს ზრდიან. 83 00:08:05,337 --> 00:08:10,922 ამის კარგი მაგალითი შეგვიძლია შორეულ კუნძულზე მცხოვრებ სკვინჩების (მთიულასებრთა) ჯგუფში ვნახოთ. 84 00:08:10,922 --> 00:08:14,587 ისინი მეცნიერების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცხოველები არიან 85 00:08:14,587 --> 00:08:23,089 და ცნობილნი არიან, როგორც დარვინის სკვინჩები (მთიულასებრნი), მათი აღმომჩენის, ჩარლზ დარვინის პატივსაცემად. ეს კი მათი ისტორიაა. 86 00:08:23,089 --> 00:08:32,978 რამდენიმე ასწლეულის წინ, სკვინჩების პატარა ჯგუფი გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოჩნდა, წყნარი ოკეანის შუაგულში, სავარაუდოდ, ძლიერი ქარიშხლის შედეგად. 87 00:08:32,978 --> 00:08:36,922 სკვინჩები მათთვის სრულიად ახალ გარემოში აღმოჩნდნენ, 88 00:08:36,922 --> 00:08:42,227 ნამდვილ სკვინჩების სამოთხეში: უხვი საჭმლითა და არცერთი მტაცებლით. 89 00:08:42,227 --> 00:08:48,059 ისინი გამრავლდნენ სწრაფად და დიდი რაოდენობით. კუნძულები მალე სკვინჩებით გაივსო. 90 00:08:48,059 --> 00:08:51,252 ეს ნიშნავდა, რომ საჭმლის მარაგი სულ უფრო მეტად მწირი ხდებოდა. 91 00:08:51,252 --> 00:08:56,753 სკვინჩების სამოთხეს შიმშილობა დაემუქრა და მეგობარი სკვინჩები მეტოქეები გახდნენ. 92 00:08:56,753 --> 00:08:59,392 აქ კი გადარჩევა ჩაერია. 93 00:08:59,392 --> 00:09:03,475 მათი ინდივიდუალურობა და მცირე განსხვავებები, ამ შემთხვევაში — მათი ოდნავ განსხვავებული ნისკარტები, 94 00:09:03,475 --> 00:09:10,821 ნიშნავდა, რომ ზოგიერთ ჩიტს შეეძლო, აერიდებინა მეტოქეობა მათ თანამოძმე სკვინჩებთან. 95 00:09:10,821 --> 00:09:16,185 ზოგიერთის ნისკარტი უფრო მოსახერხებელი იყო ჭიების ამოთხრისთვის. 96 00:09:16,185 --> 00:09:21,215 სხვა სკვინჩებს შეეძლოთ მათი ნისკარტების უკეთ გამოყენება მარცვლეულის დასამტვრევად. 97 00:09:21,215 --> 00:09:28,382 შედეგად, სკვინჩები ეკოლოგიურ ნიშებში გადანაწილდნენ. ამ ნიშებში, ისინი ზედმეტი მეტოქეობისგან დაცულნი იყვნენ. 98 00:09:28,382 --> 00:09:32,689 მათ მალევე დაიწყეს შეწყვილება, ძირითადად, იმ სკვინჩებთან, რომლებიც იგივე ნიშას განეკუთვნებოდნენ. 99 00:09:32,689 --> 00:09:37,216 მრავალი თაობის განმავლობაში, ეს ნიშან-თვისებები გაუმჯობესდა, 100 00:09:37,216 --> 00:09:40,937 რამაც სკვინჩებს საშუალება მისცა, წარმატებულად გამოეყენებინათ საკუთარი ნიშები. 101 00:09:40,937 --> 00:09:45,799 ჭიისმთხრელებსა და მარცვლეულისმტვრეველებს შორის განსხვავებები იმდენად დიდი გახდა, 102 00:09:45,799 --> 00:09:52,104 რომ მათ ერთმანეთთან შეწყვილებაც კი აღარ შეეძლოთ; შედეგად, გაჩნდა სხვადასხვა სახეობები. 103 00:09:52,104 --> 00:09:57,939 დღეისათვის, გალაპაგოსის კუნძულებზე სკვინჩების (მთიულასებრთა) 14 სახეობა ბინადრობს; 104 00:09:57,939 --> 00:10:02,023 აქედან ყოველი მათგანი, განსაცდელში ჩავარდნილი სკვინჩების ერთი გუნდის შთამომავალია. 105 00:10:02,023 --> 00:10:05,882 ასე ხდება ევოლუციის მიერ ახალი სახეობების წარმოშობა: 106 00:10:05,882 --> 00:10:08,549 უნიკალური ინდივიდების ურთიერთქმედებით, 107 00:10:08,549 --> 00:10:10,604 შთამომავლობის ჭარბწარმოებით, 108 00:10:10,604 --> 00:10:13,966 რეკომბინაციითა და მუტაციით მემკვიდრეობითობაში, 109 00:10:13,966 --> 00:10:17,299 საბოლოოდ კი — გადარჩევით. 110 00:10:17,299 --> 00:10:20,467 რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? 111 00:10:20,467 --> 00:10:27,642 ის გვეუბნება, თუ საიდან წარმოიშვა სიცოცხლის მრავალფეროვნება და რატომ არიან ცოცხალი არსებები ასე სრულყოფილად მორგებულნი საკუთარ საცხოვრებელ გარემოზე. 112 00:10:27,642 --> 00:10:30,355 მაგრამ ის, ასევე, პირადად ჩვენც გვეხება. 113 00:10:30,355 --> 00:10:37,216 თითოეული პიროვნება არის შედეგი 3,5 მილიარდი წლის ევოლუციის და ეს პირადად თქვენც მოგიცავთ. 114 00:10:37,216 --> 00:10:41,195 თქვენი წინაპრები იბრძოდნენ და ეგუებოდნენ გარემო-პირობებს, რათა გადარჩენილიყვნენ. 115 00:10:41,195 --> 00:10:45,548 გადარჩენა კი უაღრესად საეჭვო იყო. 116 00:10:45,548 --> 00:10:49,965 თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ყველა იმ სახეობის 99%, რასაც კი ოდესმე უარსებია, გადაშენდა, 117 00:10:49,965 --> 00:10:55,692 შეგიძლიათ, თქვენი თავი წარმატების ისტორიაში მოისაზროთ. 118 00:10:55,692 --> 00:10:59,771 დინოზავრები გაქრნენ, მაგრამ თქვენ ცოცხალი ხართ, უყურებთ ამ ვიდეოს, 119 00:10:59,771 --> 00:11:06,299 რადგან თქვენ საოცრად განსაკუთრებული ხართ; ისევე, როგორც სხვა ცოცხალი არსებები, რომლებიც დღეს არსებობენ: 120 00:11:06,299 --> 00:11:10,775 განუმეორებელი და უნიკალური სამყაროში.