(ბობაკი - ნასას ინჟინერი) დღეს ნასას რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში ვართ. აქ ვმართავთ მარსმავალ Curiosity-ს. ის ახლა მარსზე დაიარება და პლანეტას შეისწავლის მარსმავალი კომპიუტერული პროგრამით იმართება პროგრამა ისე მუშაობს, როგორც თქვენი ბოლო ამოცანა. კოდი, რომელიც ბოლოს შექმენით, ნებისმიერ რობოტს გზის გაგნებაში ეხმარება ნებისმიერი სირთულისა და სიგრძის ლაბირინთში. კოდი ეხმარება ზომბის, ჩიტს, თვითმავალ მანქანას ან მარსმავალსაც კი. კოდი მას დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს. (ტესი - გუგლის ინჟინერი) შეიძლება, გეგონოთ, რომ ჯერ ბევრი არ გისწავლიათ, მაგრამ ეს კონცეპტები ნებისმიერი აპლიკაციის ან პროგრამის საფუძველია. უკვე შევეხეთ ციკლებს, ციკლურ დებულებებს, თუ დებულებებს, თუ-მაშინ ბლოკს ჯერ სად ხართ! წინ იმდენი რამე გელით. სასწავლს რა გამოლევს! ეწვიეთ Code.org-ს და ისწავლეთ კოდის წერა. ჩვენს 20-საათიან კურიკულუმს რომ დაასრულებთ, პროგრამირების საფუძვლები გეცოდინებათ. შეძლებთ, ისწავლოთ ტელეფონების აპლიკაციების, თამაშების ან რობოტების ინსტრუქციების წერა. ყველაფრის სწავლას შეძლებთ! ტექნოლოგია ჩვენს ცხოვრებას გარდაქმნის სულ ერთია, ახალგაზრდა ხართ თუ მოხუცი, პროგრამირება სახალისოა! პროგრამირება ყველას შეუძლია!