ინტერნეტი: IP მისამართი და DNS გამარჯობა! მე მქვია პაოლა და მე ვარ Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი მოდით, ახლა ვისაუბროთ, როგორ მუშაობს ინტერნეტი. მე სამსახური არ მექნებოდა, ქსელებს ერთმანეთთან საუბარი რომ არ შეეძლოთ. 1970-იანებში ამის სტანდარტული მეთოდი არც არსებობდა. რაღაც დროს ვინტ სერფმა და ბობ კანმა შიდაქსელური პროტოკოლი შექმნეს და კომუნიკაციაც შესაძლებელი გახდა. ამ გამოგონებამ საფუძველი დაუდო იმას, რასაც დღეს ინტერნეტს ვუწოდებთ. ინტერნეტი ქსელების ქსელია. ის მილიარდობით მოწყობილობას აკავშირებს. ქსელს შეგიძლიათ, ლეპტოპტით ან ტელეფონით დაუკავშირდეთ უკაბელო ინტერნეტით, უკაბელო ინტერნეტი ინტერნეტის სერვისის პროვაიდერს (ISP-ს) უკავშირდება, პროვაიდერი კი მსოფლიოს მილიარდობით მოწყობილობასთან ასობით ათასი ქსელის მეშვეობით გაკავშირებთ. ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ ინტერნეტი დიზაინის ფილოსფიაა, ეს არქიტექტურაა, რომელიც რაღაც პროტოკოლებში გამოიხატება. პროტოკოლი წესებისა და სტანდარტების ნუსხაა, რომელიც ყველამ იცის. თუ ყველა მონაწილე მხარე თანახმაა, ისინი უპრობლემოდ იურთიერთებენ. ის, თუ როგორ მუშაობს ინტერნეტი, ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარია, რომ დიზაინის ამ ფილოსოფიამ ინტერნეტს საშუალება მისცა, კომუნკაციის ახალი ტექნოლოგიები შეითვისოს. იმისთვის, რომ ახალმა ტექნოლოგიამ ინტერნეტი ახლებურად გამოიყენოს, მან უნდა იცოდეს, რომელი პროტოკოლით იმუშაოს. ინტერნეტის მომხმარებელ განსხვავებულ მოწყობილობებს უნიკალური მისამართი აქვთ. მისამართი ჩვეულებრივი ნომერია, ისეთივე, როგორც მობილურის ან ქუჩის. თითოეულ კომპიუტერს ქსელში თავისი ნომერი აქვს. აი, სახლებს და ბიზნესებს რომ თავისი მისამართი აქვთ, ეგრე. აუცილებელი არაა, იცნობდეთ ადრესატს, რომ გაუგზავნოთ წეილი, მაგრამ ნამდვილად აუცილებელია, იცოდეთ მათი მისამართი და მისამართის კონვერტზე დაწერის წესი, რომ წერილმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოს. კომპიუტერების მისამართის სისტემაც მსგავსია. ეს ინტერნეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროტოკოლის ნაწილია. ამ პროტოკოლს ინტერნეტ პროტოკოლი, ანუ, IP, ჰქვია. ამიტომ, კომპიუტერის მისამართს IP მისამართი ჰქვია. ვებ-საიტზე შესვლისას თქვენი კომპიუტერი მეორე კომპიუტერისგან ინფორმაციას მოითხოვს. თქვენი კომპიუტერი აგზავნის მესიჯს მეორე კომპიუტერის IP მისამართზე და ის თავის მისამართსაც უთითებს, რათა ადრესატმა იცოდეს, სად გააგზავნოს პასუხი. IP მისამართი ნანახიც გექნებათ. ჩვეულებრივი ციფრებია! ისინი იერარქიულადაა დალაგებული. აი, როგორც სახლის მისამართში მიუთითებთ ქვეყანას, ქალაქს, ქუჩას, სახლის ნომერს, ისე IP მისამართსაც რამდენიმე ნაწილი აქვს. როგორც ყველა ციფრული მონაცემი, ეს რიცხვებიც ბიტებითაა წარმოდგენილი. ტრადიციულ IP მისამართს 32 ბიტი აქვს, მისამართის თითო ნაწილში 8 ბიტია. წინა რიცხვები ქვეყანას და მოწყობილობის რეგიონალურ ქსელს აღნიშნავს. შემდეგ მოდის ქვექსელი, შემდეგ კი მოწყობილობის მისამართი. IP მისამართის მინიჭების ამ მეთოდს IPv4 ჰქვია. ის 1973 წელს შექმნეს და 80-იანების დასაწყისში სწრაფად გავრცელდა. ამ სისტემით 4 მილიარდზე მეტი უნიკალური მისამართის შექმნა შეიძლება. ამასობაში ინტერნეტი კიდევ უფრო პოპულარული გახდა, ვიდრე ეს ვინტ სერფს წარმოედგინა. 4 მილიარდი უნიკალური მისამართი საკმარისი არაა. ჩვენ ახლა ნელ-ნელა გადავდივართ უფრო გრძელი IP მისამართების სისტემაზე, სახელად IPv6, რომელიც მისამართის ჩასაწერად 128 ბიტს იყენებს და 340 უნდეცილიონი უნიკალური მისამართს ქმნის. დედამიწის ქვიშის თითოეულ მარცვალს რომ IP მისამართი ჰქონდეს, გვეყოფა. მოხმარებელთა უმრავლესობას IP მისამართი ნანახიც არ აქვს. სისტემა, სახელად დომეინის სახელის სისტემა, ანუ, DNS, სახელებს, როგორიცაა www.example.com მისამართებთან აკავშირებს. თქვენი კომპიუტერი DNS-ით დომეინის სახელებს ეძებს და ასოცირებულ IP მისამართს პოულობს, რომლითაც კომპიუტერს საბოლოო დანიშნულებამდე აკავშირებს. აი, ასე ხდება: (ხმა 1) - გამარჯობა, მინდა, შევიდე www.code.org-ზე (ხმა 2) - ჰმ... ხო, ამ დოიმეინის IP მისამართი არ ვიცი, გავიკითხავ. იცი, როგორ მოხვდეთ code.org?-ზე? (ხმა 3) - კი, აი, აქ მაქვს მისამართი - 174.129.14.120 (ხმა 2) - ოჰ, დიდი მადლობა. ამას ჩავიწერ და შემდეგში უკვე მეცოდინება. აი, მსამართი, რომელიც გინდოდა. (ხმა 1) - მაგარია, მადლობა. როგორ შევქმნათ სისტემა, სადაც მილიარდობით მოწყობილობა მილიარდობით ვებ-საიტს მიაგნებს? ერთი DNS სერვერი ამ ყველაფერს მარტო ვერ გაუმკლავდება. სინამდვილეში, DNS სერვერები იერარქიულადაა დაკავშირებული, გაყოფილია ზონების მიხედვით და სხვადასხვა ტიპის დომეინებს განაგებენ, როგორიცაა .org, .com, .net. DNS თავდაპირველად ღია საჯარო კომუნიკაციის პროტოკოლი იყო სამთავრობო და საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის. ის საკმაოდ ღიაა და კიბერ შეტევებისგან თავს ყოველთვის ვერ იცავს. შეტევის მაგალითია DNS შენიღბვა, როცა ჰაკერი DNS სერვერზე შედის და მას ისე ცვლის, რომ დომეინის სახელი არასწორ IP-ს უკავშირდება. ამგვარად ადამიანები ყალბ ვებ-საიტებზე შედიან. თუ თქვენც გახდით ასეთი შეტევის მსხვერპლი, ალბათ არაერთ პრობლემას გადააწყდებით, თქვენ ყალბ ვებ-საიტს იყენებთ და ნამდვილი გგონიათ. ინტერნეტი უზარმაზარია და ყოველ დღე იზრდება, მაგრამ დომეინის სახელის სისტემა და ინტერნეტის პროტოკოლი გაზრდას ექვემდებარება, ისინი ინტერნეტს აუცილებლად დაიტევს.