1 00:00:00,000 --> 00:00:03,992 ჩემგან ხშირად გაიგებთ სიტყვა 'აბსტრაქტულს', 2 00:00:03,992 --> 00:00:11,202 ამიტომ ვეცდები ამ ცნების განმარტება, ან უფრ სწორად, ინტუიციური განმარტება მოგცეთ. 3 00:00:11,202 --> 00:00:14,689 ეს სიტყვა შეიძლება ვიხმაროთ, როგორც ზედსართავი სახელი, მაგალითად 4 00:00:14,689 --> 00:00:16,158 'აბსტრაქტული აზრი'. 5 00:00:16,158 --> 00:00:21,602 არსებობს 'აბსტრაქტული ხელოვნება' ან, ასევე შეიძლება მისი ზმნად გამოყენება. 6 00:00:21,602 --> 00:00:25,162 შესაძლებელია რაღაც იდეის გააბსტრაქტულება. 7 00:00:25,162 --> 00:00:38,283 'აბსტრაქტს' ასევე იყენებენ, როგორც არსებით სახელს, ის 'შინაარსის' სინონიმია. 8 00:00:38,283 --> 00:00:45,369 თუმცა რა კონტექტსშიც არ უნდა გაიგოთ ეს სიტყვა, ძირითადად მის ქვეშ გულისხმობენ 9 00:00:45,369 --> 00:00:50,839 რაიმე არსებული საგნის არსს 10 00:00:50,839 --> 00:00:53,839 იქნება ეს ზმნის, არსებითი სახელის თუ ზედსართავი სახელის ფორმით. 11 00:00:53,839 --> 00:01:04,751 აქ იყოს ნამდვილი სამყარო, აქ კი მოვათავსოთ იდეების სამყარო. 12 00:01:04,751 --> 00:01:14,411 აბსტრაგირება ნიშნავს ნამდვილი სამყაროდან რაიმე საგნის აღებას და 13 00:01:14,411 --> 00:01:17,442 მის იდეების სამყაროში გადატანას. 14 00:01:17,442 --> 00:01:31,412 ჩემთვის აბსტრაქტულობის კარგი მაგალითია გეომეტრიული ფიგურები. 15 00:01:31,412 --> 00:01:37,373 მაგალითად, კუბის ჩვენება რომ მეთხოვა, ალბათ მიმითითებდით რაიმე ყუთზე, 16 00:01:37,373 --> 00:01:55,653 ან კამათელზე, ასევე შეიძლება რუბიკის კუბიკიც გაგხსენებოდათ. 17 00:01:55,653 --> 00:02:02,964 შეიძლება რაიმე კუბის ფორმის შენობა გეჩვენებინათ. 18 00:02:02,964 --> 00:02:09,218 თქვენ გაქვთ დაახლოებითი წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის კუბი. 19 00:02:09,218 --> 00:02:30,559 ყველა ეს ნივთი ერთმანეთისგან განსხვავებულია, გეომეტრიულადაც კი. 20 00:02:30,629 --> 00:02:43,040 თუმცა ყველას ეს კუბის ფორმობა აერთიანებს, ამ საგნების არსის დაყვანა კუბამდე შეიძლება 21 00:02:43,040 --> 00:02:52,163 გეომეტრიულად, კუბი არის ასეთი ფიგურა, რომლის ყველა გვერდს თანაბარი სიგრძე აქვს. 22 00:02:52,163 --> 00:03:03,503 სამივე განზომილებაში ამ წიბოების სიგრძეები ტოლი იქნება. 23 00:03:03,503 --> 00:03:13,319 იმის თქმა მინდა, რომ არსებობს წარმოდგენა, თუ რა უნდა იყოს კუბი. 24 00:03:13,319 --> 00:03:17,431 ჩვენს სამყაროში არ არსებობს ისეთი ნივთი რომელიც სრულყოფილი კუბია. 25 00:03:17,431 --> 00:03:24,146 ეს კამათლები ძალიან ზუსტად რომ გაგვეზომა, ყველა გვერდი ზუსტად ტოლი არ იქნებოდა. 26 00:03:24,146 --> 00:03:36,569 იდეალური კუბის ყველა გვერდის სიგრძე კი ტოლი უნდა იყოს. 27 00:03:36,569 --> 00:03:48,759 ანუ კამათლის რეალური ფორმა დაგვყავს, ვამსგავსებთ კუბის იდეას. 28 00:03:48,759 --> 00:03:53,744 სიტყვა 'აბსტრაქტულს' ხელოვნების მიმართაც ხმარობენ ხოლმე, 'აბსტრაქტული ხელოვნება' 29 00:03:53,744 --> 00:04:00,840 ეს არის ასეთი ხელოვნების მაგალითი და აქაც მსგავსი რამ ხდება. 30 00:04:00,840 --> 00:04:11,110 აბსტრაქტული ხელოვნება არ ცდილობს რეალობის ისე ასახვას, როგორც ის სინამდვილეშია. 31 00:04:11,110 --> 00:04:13,813 გაიხსენეთ რენესანსი, 32 00:04:13,813 --> 00:04:18,378 ამ დროს მხატვრები ცდილობდნენ საგნები მაქსიმალურად ზუსტად, რეალისტურად აესახათ. 33 00:04:18,378 --> 00:04:22,032 თუმცა აბსტრაქტული ხელოვნები ხშირად არც ცდილობენ ისეთი რამის დახატვას, რაც 34 00:04:22,032 --> 00:04:28,943 ჩვენს სამყაროშია, ისინი იდეების ასახვას ცდილობენ. 35 00:04:28,943 --> 00:04:35,743 ისინი ცდილობენ ფერებისა და ტექსტურის ექსპრესიის გამოსახვას. 36 00:04:35,743 --> 00:04:38,743 ეს არის ჯექსონ პოლოკის ნახატი, რომელიც სტივენ ცუკერმა გადაიღო. 37 00:04:38,743 --> 00:04:45,781 როგორც ამ ნახატზეც ხედავთ, მხატვარი არ ცდილობს, ვთქვათ,ცხენის ან კატის ასახვას 38 00:04:45,781 --> 00:04:54,291 რაც მან დახატა, სრულიად გამოყოფილია იმისგან, რასაც სამაყროში ვხედავთ. 39 00:04:54,291 --> 00:05:03,991 აბსტრაგირება ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველაფრის მიმართ, რასაც ვაკეთებთ. 40 00:05:03,991 --> 00:05:15,412 გარკვეულ საგნებზე საუბრისას ჩვენ ამ საგნების აბსტრაქციას ვახდენთ სიტყვებად. 41 00:05:15,412 --> 00:05:28,212 მაგალითად, როდესაც ვამბობ სიტყვა "ძაღლს", ამაში ვგულისხმობ იმ ყველა მახასიათებელს, 42 00:05:28,212 --> 00:05:34,093 რომლებიც ძაღლს შეესაბამება, მაგალითად: ოთხი ფეხი, ფართხუნა ყურები, 43 00:05:34,093 --> 00:05:37,093 იმას, რომ ძაღლები ადამიანების საუკეთესო მეგობრები არიან და ა.შ. 44 00:05:37,093 --> 00:05:45,563 ამ სიტყვის გაგონებისას თავში ძაღლი წარმოგიდგებათ, იმის მიუხედავად, რომ 45 00:05:45,563 --> 00:05:50,148 რეალურად, ბევრნაირი ძაღლი არსებობს და ყველანი ერთმანეთისგან განსხვავებულები. 46 00:05:50,148 --> 00:05:53,148 არსებობენ დოგები, პატარა პუდელები და ა.შ. 47 00:05:53,148 --> 00:05:57,510 ვხვდებით, რომ მათ "ძაღლის" იდეა აერთიანებთ. 48 00:05:57,510 --> 00:06:02,739 ასევე ხდება ასოების გამოყენებისასაც, რომლებიც მრავლადაა ამ გამოსახულებაზე. 49 00:06:02,739 --> 00:06:08,019 იგივე შეეხებათ რიცხვებსაც, როდესაც ვწერ ციფრ 'ხუთს', 50 00:06:08,019 --> 00:06:13,928 იმდენად ხშირად ვიყენებთ მას, რომ თითქოს რაღაც რეალური საგანია. 51 00:06:13,928 --> 00:06:18,065 თუმცა ის ძალიან აბსტრაქტულია, 'ხუთი' მხოლოდ რაოდენობაა, 52 00:06:18,065 --> 00:06:26,776 ეს ციფრი შემელო ასე, ან ასე, ან კიდევ სხვანაირადაც გამომესახა. 53 00:06:26,846 --> 00:06:32,090 ყველა მათგანით ვგულისხმობ გარკვეულ ხუთ ცალ ნივთს. 54 00:06:31,336 --> 00:06:38,236 რომ მეთქვა: მაჩვენეთ ხუთი, ბევრი რაღაც ამდაგვარს მაჩვენებდა. 55 00:06:38,236 --> 00:06:45,026 აქაც ხუთის სიმბოლოზე მივანიშნებთ, ეს მართლაც ძალიან აბსტრაქტული იდეაა. 56 00:06:45,026 --> 00:06:49,126 იმედია დაახლოებით მაინც მიხვდით, თუ რას ნიშნავს სიტყვა 'აბსტრაქტული'. 57 00:06:49,126 --> 00:06:58,686 ამ სიტყვის იდეაც საკმაოდ აბსტრაქტულია.