ჩემგან ხშირად გაიგებთ
სიტყვა 'აბსტრაქტულს',
ამიტომ ვეცდები ამ ცნების განმარტება, ან
უფრ სწორად, ინტუიციური განმარტება მოგცეთ.
ეს სიტყვა შეიძლება ვიხმაროთ, როგორც
ზედსართავი სახელი, მაგალითად
'აბსტრაქტული აზრი'.
არსებობს 'აბსტრაქტული ხელოვნება' ან, ასევე
შეიძლება მისი ზმნად გამოყენება.
შესაძლებელია რაღაც იდეის გააბსტრაქტულება.
'აბსტრაქტს' ასევე იყენებენ, როგორც
არსებით სახელს, ის 'შინაარსის' სინონიმია.
თუმცა რა კონტექტსშიც არ უნდა გაიგოთ ეს
სიტყვა, ძირითადად მის ქვეშ გულისხმობენ
რაიმე არსებული საგნის არსს
იქნება ეს ზმნის, არსებითი სახელის
თუ ზედსართავი სახელის ფორმით.
აქ იყოს ნამდვილი სამყარო,
აქ კი მოვათავსოთ იდეების სამყარო.
აბსტრაგირება ნიშნავს ნამდვილი სამყაროდან
რაიმე საგნის აღებას და
მის იდეების სამყაროში გადატანას.
ჩემთვის აბსტრაქტულობის კარგი მაგალითია
გეომეტრიული ფიგურები.
მაგალითად, კუბის ჩვენება რომ მეთხოვა,
ალბათ მიმითითებდით რაიმე ყუთზე,
ან კამათელზე, ასევე
შეიძლება რუბიკის კუბიკიც გაგხსენებოდათ.
შეიძლება რაიმე კუბის ფორმის
შენობა გეჩვენებინათ.
თქვენ გაქვთ დაახლოებითი წარმოდგენა
იმაზე, თუ რა არის კუბი.
ყველა ეს ნივთი ერთმანეთისგან
განსხვავებულია, გეომეტრიულადაც კი.
თუმცა ყველას ეს კუბის ფორმობა აერთიანებს,
ამ საგნების არსის დაყვანა კუბამდე შეიძლება
გეომეტრიულად, კუბი არის ასეთი ფიგურა,
რომლის ყველა გვერდს თანაბარი სიგრძე აქვს.
სამივე განზომილებაში ამ წიბოების
სიგრძეები ტოლი იქნება.
იმის თქმა მინდა, რომ არსებობს წარმოდგენა,
თუ რა უნდა იყოს კუბი.
ჩვენს სამყაროში არ არსებობს ისეთი ნივთი
რომელიც სრულყოფილი კუბია.
ეს კამათლები ძალიან ზუსტად რომ გაგვეზომა,
ყველა გვერდი ზუსტად ტოლი არ იქნებოდა.
იდეალური კუბის ყველა გვერდის სიგრძე
კი ტოლი უნდა იყოს.
ანუ კამათლის რეალური ფორმა დაგვყავს,
ვამსგავსებთ კუბის იდეას.
სიტყვა 'აბსტრაქტულს' ხელოვნების მიმართაც
ხმარობენ ხოლმე, 'აბსტრაქტული ხელოვნება'
ეს არის ასეთი ხელოვნების მაგალითი და
აქაც მსგავსი რამ ხდება.
აბსტრაქტული ხელოვნება არ ცდილობს რეალობის
ისე ასახვას, როგორც ის სინამდვილეშია.
გაიხსენეთ რენესანსი,
ამ დროს მხატვრები ცდილობდნენ საგნები
მაქსიმალურად ზუსტად, რეალისტურად აესახათ.
თუმცა აბსტრაქტული ხელოვნები ხშირად არც
ცდილობენ ისეთი რამის დახატვას, რაც
ჩვენს სამყაროშია, ისინი
იდეების ასახვას ცდილობენ.
ისინი ცდილობენ ფერებისა და
ტექსტურის ექსპრესიის გამოსახვას.
ეს არის ჯექსონ პოლოკის ნახატი,
რომელიც სტივენ ცუკერმა გადაიღო.
როგორც ამ ნახატზეც ხედავთ, მხატვარი
არ ცდილობს, ვთქვათ,ცხენის ან კატის ასახვას
რაც მან დახატა, სრულიად გამოყოფილია
იმისგან, რასაც სამაყროში ვხედავთ.
აბსტრაგირება ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ
ყველაფრის მიმართ, რასაც ვაკეთებთ.
გარკვეულ საგნებზე საუბრისას ჩვენ ამ
საგნების აბსტრაქციას ვახდენთ სიტყვებად.
მაგალითად, როდესაც ვამბობ სიტყვა "ძაღლს",
ამაში ვგულისხმობ იმ ყველა მახასიათებელს,
რომლებიც ძაღლს შეესაბამება, მაგალითად:
ოთხი ფეხი, ფართხუნა ყურები,
იმას, რომ ძაღლები ადამიანების
საუკეთესო მეგობრები არიან და ა.შ.
ამ სიტყვის გაგონებისას თავში ძაღლი
წარმოგიდგებათ, იმის მიუხედავად, რომ
რეალურად, ბევრნაირი ძაღლი არსებობს და
ყველანი ერთმანეთისგან განსხვავებულები.
არსებობენ დოგები, პატარა პუდელები და ა.შ.
ვხვდებით, რომ მათ
"ძაღლის" იდეა აერთიანებთ.
ასევე ხდება ასოების გამოყენებისასაც,
რომლებიც მრავლადაა ამ გამოსახულებაზე.
იგივე შეეხებათ რიცხვებსაც,
როდესაც ვწერ ციფრ 'ხუთს',
იმდენად ხშირად ვიყენებთ მას,
რომ თითქოს რაღაც რეალური საგანია.
თუმცა ის ძალიან აბსტრაქტულია,
'ხუთი' მხოლოდ რაოდენობაა,
ეს ციფრი შემელო ასე, ან ასე,
ან კიდევ სხვანაირადაც გამომესახა.
ყველა მათგანით ვგულისხმობ
გარკვეულ ხუთ ცალ ნივთს.
რომ მეთქვა: მაჩვენეთ ხუთი,
ბევრი რაღაც ამდაგვარს მაჩვენებდა.
აქაც ხუთის სიმბოლოზე მივანიშნებთ,
ეს მართლაც ძალიან აბსტრაქტული იდეაა.
იმედია დაახლოებით მაინც მიხვდით, თუ რას
ნიშნავს სიტყვა 'აბსტრაქტული'.
ამ სიტყვის იდეაც
საკმაოდ აბსტრაქტულია.