შემდეგი რამოდენიმე წუთის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრებთ ენერგიაზე.
და თემა საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება.
მე შევეცდები შევთხზა ისტორია ენერგიაზე,
და ეს გაგვიადვილდება, თუ ნავთობით დავიწყებთ.
ჩვენ ვისაუბრებთ ენერგიის შესახებ ზოგადად,
მაგრამ ნავთობით დაწყება უფრო ადვილია.
და ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ეს არის შესანიშნავი ნივთიერება.
ავიღოთ 8 ნახშირბადის ატომი,
20 წყალბადის ატომი,
დავაწყოთ ისინი ერთად ზუსტად სწორი გზით
და მივიღებთ საოცარ სითხეს,
ის სავსეა ენერგიით, და ადვილად გადამუშავდება
სასარგებლო პროდუქტებად.
ეს შესანიშნავი ნივთიერებაა.
თუ ვისაუბრებთ ნავთობზე, ის დედამიწაზე საკმარისია.
[სლაიდი: ნავთობი არასდროს არ ამოიწურება]
ეს არის ჩემი ჯიბის რუკა
თუ სად არის ის განთავსებული.
აი, უფრო კარგად რომ დაინახოთ.
მაგრამ სულ ეს არის.
გეოლოგებმა იციან თუ სადაა ნავთობი.
ეს არის დაახლოებით 100 ტრილიონი გალონი
გადაუმუშავებელი ნავთობი
რაც დღეისთვის მოპოვებული არაა.
ეს მხოლოდ ერთი ისტორიაა ნავთობის შესახებ,
და აქ შეგვეძლო დაგვესრულებია და გვეთქვა, რომ
"ნავთობი მუდამ იქნება -
ის ხომ ძალიან ბევრია".
მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ ძალიან შორს ხართ ნავთობისგან,
1000 მეტრის სიღრმეში სადაც თქვენ ზიხართ
არის ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი საბადო მთელს მსოფლიოში.
თუ გინდათ რამოდენიმე დეტალს გაგაცნობთ.
ეს მხოლოდ ერთი ისტორიაა - ნავთობი ბევრია.
მგრამ რა ადგილი უკავია მას ენერგეტიკულ სისტემაში?
აქ არის ნავთობის სურათი 150 წლის განმავლობაში.
და ის დომინირებს მთელს ენერგეტიკულ სისტემაში
ამ 150 წლის განმავლობაში.
ახლა, აქ არის კიდევ ერთი პატარა საიდუმლო და მე ვაპირებ გითხრათ ის.
უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში,
ნავთობი სულ უფრო და უფრო ნაკლებ როლს თამაშობს
გლობალურ ენერგეტიკულ სისტემაში.
1985 წელს იყო ნავთობის მოპოვების პიკი,
როდესაც ნავთობის წილმა გლობალურ ენერგეტიკაში 50% შეადგინა.
ახლა ის დაახლოებით 35%-ა.
ნავთობის წილი ეცემა,
და მე მჯერა, რომ ის გააგრძელებს დაცემას.
2007 წელს აღინიშნებოდა ბენზინის მოხმარების პიკი ა.შ.შ-ში.
ახლა ის ეცემა.
ასე რომ, ნავთობი სულ უფრო ნაკლებ როლს თამაშობს
ყოველ წელს.
25 წლის წინ
იყო ნავთობის პიკი,
როგორც 1920 წელს,
იყო ქვანახშირის მოპოვების პიკი,
და კიდევ ასი წლის წინ,
იყო ხე-ტყის მასალის პიკი.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სურათი, რომელიზეც ენერგეტიკული სისტემის ევოლუციაა ასახული.
რატომ დაიწყო ნავთობის წილმა დაცემა?
პირველ რიგში ბუნებრივი გაზის წყალობით,
და ასევე ბირთვული ენერგიის.
და რა იქნება მომავალში?
კარგი!, მე ვფიქრობ, რომ რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ
იქნება გაზის პიკი.
და მის შემდეგ,
აღდგენადი რესურსები.
ახლა მე თქვენ გეტყვით, პატარა თუმცა მნიშვნელოვან
ამბავს ამ სურათთან დაკავშირებით.
მე არ ვამბობ, რომ ენერგიის მოხმარება საერთო ჯამში
არ იზრდება.
არა, ის იზრდება.
კიდევ ერთ დეტალს გაგაცნობთ.
აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი.
ეს 200 წლის ისტორიაა.
და ამ 200 წლის მანძილზე, ჩვენ სისტემატურად ვანახლებდით
ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას.
მსოფლიოს ენერგეტიკული სისტემა
ხდება პროგრესული, წლიდან-წლამდე,
ათწლეულიდან ათწლეულამდე, საუკუნიდან საუკუნემდე,
და უფრო ნაკლები ნახრიროჟანგი გამოიყოფა.
და ეს გაგრძელდება მომავალშიც -
იმ განახლებადი რესურსების წყალობით რომლებსაც დღეს ჩვენ ვქმნით
ამ რესურსების მოხმარება მიაღწევს ჩვენი ენრეგიის მოხმარების 30%-ს
21-ე საუკუნის ნახევარში.
აქ შეგვეძლო საუბრის დამთავრება:
ყველაფერი გასაგებია - ყველა ჩვეულებრივი რესურსი ახლით ნაცვლდება.
მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ რაღაც უცნაურობაა.
რომ გავიგოთ რა,
შევხედოთ შორეულ მომავალს, დავუშვათ 2100 წელს და შემდეგს.
იქნება მომავალი
მდგრადი? ნახშირბადის გარეშე?
კარგით, პატარა ექსკურსიას მოგიწყობთ.
და ცენტრალური ტეხასიდან დავიწყოთ.
იქ არის კირქვის მარაგი.
ეს მე Marble Falls-იდან ავიღე.
და ის დაახოებით 400 მილიონი წლისაა.
ის მხოლოდ კირქვაა. არაფერი განსაკუთრებული მასში არაა.
ახლა, ეს არის ცაცის ნატეხი.
მე ის მასაჩუჩესის ტექნოლოგურ უნივერსიტეტიდან წამოვიღე. ის ცოტათი ახალია.
და თქვენ ხედავთ, რომ ის კირქვისაგან განსხვავდება.
თქვენ შენობას ამ მასალიდან არ ააშენებთ,
და თქვენ ლექციის დროს არ დაიწყებთ დაფაზე ამით წერას.
კი, ისინი ძალიან განსხვავდებიან. მაგრამ! ისინი არ განსხვავდებიან.
ისინი არ არიან სხვადასხვა. ორივე ერთიდაიგივე მასალისგანაა,
კალციუმის კარბონატი, კალციუმის კარბონატი.
განსხვავება ისაა, თუ როგორ არიან მოლეკულები დალაგებული.
თუ თქვენ იფიქრეთ: " ეს ხომ შესანიშნავია".
მაგრამ, რასაც ახლა გეტყვით ის არის ნამდვილად შესანიშნავი.
ეს კალიფორნის სანაპიროდანაა.
ეს აბალონის მოლუსკის ნიჟარაა.
ყოველ წელს, მილიონობით აბალონი
ასეთ ნიჟარას ქმნის.
ალბათ, უკვე მიხვდით, რომ ეს
იგივე კალციუმის კარბონატია.
იგივე შემადგენლობა, რაც კირვა
და ცარცი.
მაგრამ ნივთი არაა ერთი და იგივე.
ნიჟარა ათასჯერ,
შეიძლება 3 ათასჯერ გამძლე იყოს ამაზე.
და რატომ? იმიტომ რომ მოლუსკი
კალციუმის კარბონატის კრისტალებს
ფენებად ალაგებს.
და წარმოიქმნება ეს შესანიშნავი
ნივთი.
ეს განსაკუთრებული მასალაა,
რომელსაც მილიონობით
მოლუსკი ქმნის
უფასოდ, ყოველ დღე, ყოველ წელს
ეს შესანიშნავი ნივთიერებაა.
მაინც ერთ და იგივე. რაშია განსხვავება?
მოლეკულების შეერთების გზებზე.
რა შუაშია ამასთან ენერგია?
აი ნახშირის ნატეხი.
ა მე გეტყვით, რომ ნახშირი ისევე
შესანიშნავი ნივთიერებაა,
როგორც ცარცი
და რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ საწვავზე,
ან კარიერებზე,
ან სხვა რაიმე
საწვავის ტიპზე,
ბუნებას ისინი არასოდეს არ შეუქმნია,
რადგან ისინი უბრალოდ არ არის საჭირო.
ბუნებას ის არ სჭირდება, რადგან ამ მოლუსკის ნიჟარისგან განსხვავებით,
ამ სახის მასალის შექმნა არაფერს არ მოუტანდა
ბუნებას. ამ დრომდე,
მაგრამ ახლა, შეიძლება ძალიან შესცვალოს
და როდესაც მომავალზე იფირებთ,
წარმოიდგინეთ,
თუ როგორი იქნებოდა,
ჩვენ ამის (ნახშირის) მაგივრად
ამ ნიჟარას ენერგეტიკული ეკვივალენტი,
უბრალოდ მოლეკულების ამგვარად განლაგებით.
აი რა მინდა რომ თქვენ გაგაგებინოთ.
ნავთობი არასდროს არ დამთავრდება.
და არა იმიტომ, რომ ის ბევრია.
არამედ,
იმიტომ
რომ უკვე ათასი წლის წინ
ადამიანები იგონებდნენ რაღაცას
მათ ქონათ იდეები, ინოვაცია, ტექნოლოგია.
და ქვის ხანა დასრულდა,
არა იმიტომ რომ ქვა ამოიწურა.
(სიცილი)
იგივე იდეები, იგივე ტექნოლოგიოები
დაამტავრებს ნავთობის ერას, სანამ ის ამოიწურება.
დიდი მადლობა.
(აპლოდისმენტები)