ფუტკრები მაგრები არიან, არა? ამ ამოცანებში თქვენი მიზანია, ფუტკარი მიიყვანოთ ყვავილებამდე, ამოაღებინოთ ნექტარი და მიიყვანოთ ფიჭამდე რომ გააკეთოს თაფლი. ამისთვის "ამოიღე ნექტარი" და "გააკეთე თაფლი" ბლოკები დაგჭირდებათ. ყოველ ყვავილს რამდენიმე ნექტარი აქვს: 1,2,3 ან მეტი. ვიცით, რამდენი ნექტარია წითელ ყვავილში, აი, კუთხეში წერია. დარწმუნდით, რომ ყველა ნექტარი აიღეთ სანამ გაფრინდებით. ასევე, ფიჭაში ბევრი თაფლი ვერ ეტევა. 1,2,3 ან მეტი. გააკეთეთ იმდენი თაფლი, რამდენსაც ფიჭა იტევს. თუ ყველა ნექტარი აიღეთ და ყველა თაფლი გააკეთეთ, შემდეგ ეტაპზე გადახვალთ. თუ არა და - ამოცანა თავიდან უნდა დაიწყოთ. ითამაშეთ და გამოსცადეთ, როგორია პროგრამისტობა.