0:00:00.000,0:00:03.000 გთხოვთ, გაიხსენოთ ის მომენტი 0:00:03.000,0:00:05.000 როდესაც რაღაც ძალიან მოგეწონათ, 0:00:05.000,0:00:07.000 ფილმი, ალბომი, სიმღერა, წიგნი, 0:00:07.000,0:00:10.000 და მთელი გულით ურჩიეთ ის 0:00:10.000,0:00:12.000 თქვენთვის ახლობელ ადამიანს 0:00:12.000,0:00:14.000 და მოუთმენლად მოელოდით მის რეაქციას 0:00:14.000,0:00:17.000 და... მას კი არ მოეწონა. 0:00:17.000,0:00:19.000 აი ზუსტად ასე 0:00:19.000,0:00:21.000 ვგრძნობ თავს 0:00:21.000,0:00:24.000 ყოველ დღე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. 0:00:24.000,0:00:26.000 მე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ვარ. 0:00:26.000,0:00:29.000 ვყიდი პროდუქტს იმ ბაზარზე 0:00:29.000,0:00:32.000 რომელსაც ამ პროდუქტის ყიდვა არ უნდა, მაგრამ კანონი აიძულებს. 0:00:32.000,0:00:35.000 ეს ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. 0:00:35.000,0:00:38.000 ძალიან საინტერესო სტერეოტიპს ვაკვირდები მოსწავლეებში, 0:00:38.000,0:00:40.000 ეს სტერეოტიპი თქვენც გეხებათ. 0:00:40.000,0:00:42.000 თუკი ალგებრის ფინალური 0:00:42.000,0:00:44.000 გამოცდის ვარიანტებს დაგირიგებთ, 0:00:44.000,0:00:46.000 დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ 0:00:46.000,0:00:48.000 25 პროცენტი შეძლებს გამსვლელი ქულის მოგროვებას. 0:00:48.000,0:00:51.000 ორივე მოცემული ფაქტი არაფერს გვეუბნება თქვენსა და ჩემს სტუდენტებზე, 0:00:51.000,0:00:53.000 ისინი მხოლოდ, აშშ–ში მათემატიკის სწავლების მეთოდებს 0:00:53.000,0:00:55.000 უსვამენ ხაზს. 0:00:55.000,0:00:58.000 დასაწყისისათვის, მათემატიკას ორ ნაწილად დავყოფ. 0:00:58.000,0:01:01.000 ერთია გამოთვლები. ესაა ის, რაც თქვენ უკვე დაგავიწყდათ. 0:01:01.000,0:01:03.000 მაგალითად, როგორ დავშალოთ კვადრატული განტოლება 0:01:03.000,0:01:05.000 რომლის კოეფიციენტებიც ერთზე მეტია. 0:01:05.000,0:01:07.000 ეს ყველაფერი ძალიან ადვილი გასახსენებელია, 0:01:07.000,0:01:09.000 თუკი მათემატიკური აზროვნების 0:01:09.000,0:01:11.000 კარგი საფუძველი გაგაჩნიათ. 0:01:11.000,0:01:13.000 მოდი, ამას მათემატიკის 0:01:13.000,0:01:15.000 ცხოვრებაში გამოყენება დავარქვათ. 0:01:15.000,0:01:17.000 ეს ძნელად სასწავლებელია. 0:01:17.000,0:01:19.000 აი ესაა რაც გვინდა რომ სტუდენტებს დაამახსოვრდეთ, 0:01:19.000,0:01:21.000 მაშინაც კი თუ მათი სფერო მათემატიკა არ იქნება. 0:01:21.000,0:01:23.000 მაგრამ სწორედ ესაა ის, რის დამახსოვრებასაც სწავლების ამერიკული 0:01:23.000,0:01:25.000 სისტემა აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის. 0:01:26.000,0:01:27.000 ამიტომ, მინდა ვისაუბრო ამ პრობლემაზე, 0:01:27.000,0:01:30.000 რატომაა ის საფრთხე საზოგადოებისათვის და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის საწინააღმდეგოდ. 0:01:30.000,0:01:32.000 და ბოლოს კი, აგიხსნით თუ რატომაა დღეს საუკეთესო დრო 0:01:32.000,0:01:34.000 იყო მათემატიკის მასწავლებელი. 0:01:34.000,0:01:36.000 მაშ ასე, პირველი ხუთი სიმპტომი, 0:01:36.000,0:01:38.000 რომლებიც მიანიშნებენ, რომ მათემატიკურ აზროვნებას 0:01:38.000,0:01:40.000 არასწორად ასწავლით. 0:01:40.000,0:01:43.000 პირველია – ინიციატივის ნაკლებობა; თქვენი სტუდენტები თავად არაფერს იწყებენ. 0:01:43.000,0:01:45.000 დაამთავრეთ გაკვეთილის ახსნა 0:01:45.000,0:01:47.000 და უმალ ხუთი ხელია აწეული, 0:01:47.000,0:01:49.000 რომლებიც გთხოვენ ყველაფერი თავიდან აუხსნათ. 0:01:49.000,0:01:51.000 მოსწავლეებს ჟინი აკლიათ. 0:01:51.000,0:01:53.000 ჩართულობის ხარისხი დაბალია, და თქვენც 0:01:53.000,0:01:55.000 სემესტრის ბოლოს ყველაფრის თავიდან ახსნა გიწევთ. 0:01:55.000,0:01:57.000 ასევე, რეალური პრობლემისთვის ყურადღების არ მიქცევა, 0:01:57.000,0:01:59.000 რომელიც სტუდენტთა 99%-ს ახასიათებს. 0:01:59.000,0:02:01.000 დანარჩენი ერთი პროცენტი კი 0:02:01.000,0:02:03.000 დაჟინებით ეძებს ფორმულას 0:02:03.000,0:02:05.000 რომელიც მოცემულ ამოცანაში გამოადგება. 0:02:05.000,0:02:07.000 ეს დამღუპველია. 0:02:07.000,0:02:10.000 დავიდ მილჩს, რამოდენიმე სატელევიზიო პროგრამის ავტორს, 0:02:10.000,0:02:13.000 აქვს ამის ძალიან კარგი აღწერა. 0:02:13.000,0:02:15.000 მან აღგვითქვა რომ შექმნიდა 0:02:15.000,0:02:17.000 თანამედროვე დრამას 0:02:17.000,0:02:19.000 რომლის მოვლენებიც აწმყოში განვითარდებოდა 0:02:19.000,0:02:21.000 იმიტომ რომ მან დაინახა, თუ რა მოსდის ადამიანის გონებას 0:02:21.000,0:02:24.000 როდესაც მას ჩვენ ვავსებთ ტელესერიალებით დღეში 4 საათი. 0:02:24.000,0:02:26.000 ეს ყველაფერი ნერვულ სისტემას ისე გარდაქმნის 0:02:26.000,0:02:29.000 რომ ჩვენ მხოლოდ მარტივ პრობლემებს ველით ცხოვრებისაგან. 0:02:29.000,0:02:32.000 მან ამ ფენომენს "პრობლემის გადაჭრის მოუთმენლობა" უწოდა. 0:02:32.000,0:02:35.000 თქვენ მოუთმენელი ხართ იმ პრობლემების მიმართ რომლებიც უცებ არ წყდება. 0:02:35.000,0:02:38.000 მოელით ტელესერიალის-სიდიდის პრობლემას, რომელიც 22 წუთსა და 0:02:38.000,0:02:41.000 და სამ სარეკლამო ტიხარში გადაწყდება. 0:02:41.000,0:02:43.000 მე კი გეტყვით იმას, რაც თქვენ უკვე ისედაც იცით. 0:02:44.000,0:02:47.000 არც ერთი პრობლემა რომელიც გადაჭრას საჭიროებს მარტივი არ არის, 0:02:47.000,0:02:49.000 მე ეს ძალიან მაღელვებს, 0:02:49.000,0:02:52.000 იმიტომ რომ მე მაშინ გავალ პენსიაზე, როდესაც ქვეყნის სათავეში ჩემი მოსწავლეები მოვლენ. 0:02:52.000,0:02:54.000 მე, ხომ, საკუთარ მომავალს და კეთილდღეობას 0:02:54.000,0:02:56.000 ვვნებ როდესაც ასეთი 0:02:56.000,0:02:58.000 მეთოდებით ვასწავლი. 0:02:58.000,0:03:01.000 მე ვარ აქ რათა გითხრათ რომ მეთოდი, რომლის მიხედვითაც ჩვენი სახელმძღვანელოები 0:03:01.000,0:03:04.000 განსაკუთრებით კი ფართო მოხმარების სახელმძღვანელოები გვასწავლიან მათემატიკას 0:03:04.000,0:03:06.000 და მოთმინებას ამოცანის ამოხსნისას, 0:03:06.000,0:03:09.000 ფუნქციურად, მხოლოდ დღის განმავლობაში სერიალის ცქერის ექვივალენტიურია. 0:03:09.000,0:03:11.000 (სიცილი) 0:03:11.000,0:03:14.000 აი მაგალითი ფიზიკის სახელმძღვანელოდან. 0:03:14.000,0:03:16.000 ეს მათემატიკასაც ეხება. 0:03:16.000,0:03:18.000 დააკვირდით, რომ თქვენ გაქვთ 0:03:18.000,0:03:20.000 სამი მონაცემი 0:03:20.000,0:03:22.000 რომელთაგან საბოლოოდ ყველა ჩაჯდება 0:03:22.000,0:03:24.000 სადღაც ფორმულაში 0:03:24.000,0:03:26.000 რომელსაც შემდეგ მოსწავლეები გამოთვლიან. 0:03:26.000,0:03:28.000 მე კი რეალური ცხოვრების მწამს. 0:03:28.000,0:03:30.000 ჰკითხეთ თქვენს თავს, რომელი პრობლემა გადაგიჭრიათ ოდესმე, 0:03:30.000,0:03:32.000 ისეთი, გადაჭრად რომ ღირდეს, 0:03:32.000,0:03:34.000 რომ ყველა ინფორმაცია წინასწარ გქონდეთ მოცემული? 0:03:34.000,0:03:37.000 ან რომ ზედმეტი ინფორმაცია არ გქონდეთ? 0:03:37.000,0:03:39.000 ან რომ ინფორმაცია არ გაკლდებოდეთ 0:03:39.000,0:03:41.000 რომელიც თავად უნდა მოგეძებნათ? 0:03:41.000,0:03:44.000 დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით რომ არც ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ასეთი არაა. 0:03:44.000,0:03:47.000 და მგონი, თავად სახელმძღვანელომაც იცის, რომ ეს ყველაფერი საშიშია მოსწავლეებისათვის. 0:03:47.000,0:03:50.000 იმიტომ რომ ნახეთ, ამოცანები. 0:03:50.000,0:03:52.000 როცა ამოცანებამდე მიდის საქმე 0:03:52.000,0:03:54.000 ჩვენ იგივენაირ ამოცანებს ვაძლევთ 0:03:54.000,0:03:57.000 უბრალოდ რიცხვებს ვცვლით და კონტექსტს ოდნავ ვახალისებთ. 0:03:57.000,0:04:00.000 და თუკი მოსწავლე ვერ ხვდება როგორ უნდა ამოხსნას, 0:04:00.000,0:04:02.000 წიგნი ეხმარება და უთითებს 0:04:02.000,0:04:05.000 თუ რომელ უკვე ამოხსნილ ამოცანას უნდა დაუბრუნდეს რომ საჭირო ფორმულა იპოვოს. 0:04:05.000,0:04:07.000 თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ეს თავი ფიზიკის 0:04:07.000,0:04:10.000 ყოველგვარი ცოდნის გარეშე გაიაროთ 0:04:10.000,0:04:13.000 თუკი იცით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ წიგნი. ეს სამარცხვინოა. 0:04:13.000,0:04:16.000 მათემატიკაში პრობლემის აღწერა უფრო კონკრეტულად შემიძლია. 0:04:16.000,0:04:18.000 აი საინტერესო ამოცანაც. მე მომწონს. 0:04:18.000,0:04:20.000 უნდა ვიპოვოთ დახრა 0:04:20.000,0:04:22.000 სათხილამურო ლიფტის გამოყენებით. 0:04:22.000,0:04:24.000 მაგრამ თქვენ აქ ოთხი ნაწილი გაქვთ. 0:04:24.000,0:04:27.000 მაინტერესებს რამდენი თქვენგანი ხედავს ოთხ განცალკევებულ ნაწილს? 0:04:27.000,0:04:30.000 და განსაკუთრებით თუ როგორ ქმნის ამ ოთხი ნაწილის 0:04:30.000,0:04:32.000 შერწყმა ამოცანის ამოხსნის 0:04:32.000,0:04:35.000 მოუთმენლობას მოსწავლეებში. 0:04:35.000,0:04:37.000 გაჩვენებთ ამ ნაწილებს. აი ვიზუალური ნაწილი. 0:04:37.000,0:04:39.000 მათემატიკური სტრუქტურა, 0:04:39.000,0:04:41.000 რომელიც წარმოგიდგენთ ზომებსა და დასახელებებს, 0:04:41.000,0:04:43.000 წერტილებს, ღერძებს და მისთანებს. 0:04:43.000,0:04:46.000 გვაქვს პატარა ნაბიჯები, რომელთაც მივყავართ კითხვამდე, თუ 0:04:46.000,0:04:48.000 რომელი ნაწილია ყველაზე დამრეცი. 0:04:48.000,0:04:50.000 იმედი მაქვს, თქვენ ამას ხედავთ. 0:04:50.000,0:04:52.000 იმედი მაქვს, ხედავთ რომ ჩვენ ვიღებთ 0:04:52.000,0:04:54.000 საინტერესო პრობლემას, საინტერესო პასუხს 0:04:54.000,0:04:56.000 და ვქმნით მარტივ გზას 0:04:56.000,0:04:58.000 და შემდეგ 0:04:58.000,0:05:00.000 ვულოცავთ მოსწავლეს რომ მარჯვედ 0:05:00.000,0:05:02.000 გადააბიჯა პატარა ორმოებს ამ გზაზე. 0:05:02.000,0:05:04.000 სწორედ ამას ვაკეთებთ. 0:05:04.000,0:05:06.000 თუკი ჩვენ ამ ოთხ ნაწილს სხვანაირად გავყოფთ 0:05:06.000,0:05:08.000 და მერე შევაჯერებთ მოსწავლეებთან ერთად, 0:05:08.000,0:05:11.000 ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ყველაფერს რასაც გვინდა მოთმინებისა და ამოცანის ამოხსნის კუთხით. 0:05:11.000,0:05:13.000 აი, დავიწყოთ ვიზუალით 0:05:13.000,0:05:15.000 მე მყისვე ვეკითხები 0:05:15.000,0:05:17.000 რომელი ნაწილია ყველაზე უფრო დამრეცი? 0:05:17.000,0:05:19.000 და ეს მსჯელობის დაწყებას განაპირობებს. 0:05:19.000,0:05:22.000 იმიტომ რომ სურათი ისეა შექმნილი რომ თქვენ შეგიძლიათ ორი პასუხი გქონდეთ. 0:05:22.000,0:05:24.000 ასე რომ ხალხი ერთმანეთთან კამათს იწყებს. 0:05:24.000,0:05:26.000 მეგობარი მეგობრის წინააღმდეგ 0:05:26.000,0:05:28.000 წყვილებში, ჯგუფებში, მნიშვნელობა არა აქვს. 0:05:28.000,0:05:30.000 და შემდეგ ჩვენ ვხვდებით 0:05:30.000,0:05:32.000 რომ გამაღიზიანებელია 0:05:32.000,0:05:34.000 ილაპარაკო მოთხილამურეზე დაბალ მარცხენა კუთხეში 0:05:34.000,0:05:36.000 ან მოთხილამურეზე შუა ხაზის ოდნავ ზემოთ 0:05:36.000,0:05:38.000 და ვაცნობიერებთ, რომ კარგი იქნებოდა 0:05:38.000,0:05:40.000 თუ A, B, C და D წარწერები გვექნებოდა 0:05:40.000,0:05:42.000 რათა მათ შესახებ უფრო ადვილად გვემსჯელა. 0:05:42.000,0:05:45.000 და მერე როდესაც ჩვენ ვიწყებთ იმის გარკვევას თუ რას ნიშნავს დამრეცი, 0:05:45.000,0:05:47.000 ვხვდებით რომ კარგი იქნებოდა თუ საზომები გვექნებოდა, 0:05:47.000,0:05:50.000 რათა უკეთესად გაგვერკვია ეს ცნება. 0:05:50.000,0:05:52.000 და მხოლოდ ამის შემდეგ 0:05:52.000,0:05:54.000 ჩვენ ვამატებთ მათემატიკურ სტრუქტურას. 0:05:54.000,0:05:56.000 მათემატიკა ემსახურება საუბარს. 0:05:56.000,0:05:58.000 საუბარი არ ემსახურება მათემატიკას. 0:05:58.000,0:06:01.000 და აი აქ მე თქვენ გეტყვით, რომ 10-დან 9 კლასი 0:06:01.000,0:06:03.000 მზადაა კარგად შეისწავლოს ეს პრობლემა. 0:06:03.000,0:06:05.000 მაგრამ თუ თქვენ გინდათ, 0:06:05.000,0:06:07.000 მოსწავლეებს შეუძლიათ ეს ეტაპები ერთად განავითარონ. 0:06:07.000,0:06:10.000 ხედავთ სხვაობას ამასა და ამას შორის? 0:06:10.000,0:06:13.000 რაც ქმნის მოთმინებასა და პრობლემის გადაჭრის სურვილს? 0:06:13.000,0:06:16.000 ეს ჩემთვის ნათელი გახდა ჩემი გამოცდილებიდან. 0:06:16.000,0:06:18.000 მინდა მოვიშველიო აინშტაინი, 0:06:18.000,0:06:20.000 რომელმაც, მჯერა, თავისი ვალი უკვე მოიხადა. 0:06:20.000,0:06:23.000 ის საუბრობდა პრობლემის ფორმულირების უდიდეს მნიშვნელობაზე 0:06:23.000,0:06:25.000 და მაინც, საკუთარი პრაქტიკიდან ვიცი, რომ აქ, აშშ-ში 0:06:25.000,0:06:27.000 პრობლემას მოსწავლეებს უბრალოდ ვაწვდით; 0:06:27.000,0:06:30.000 ჩვენ მათ არ ვრთავთ პრობლემის ფორმულირების პროცესში. 0:06:31.000,0:06:33.000 ასე რომ, მორიგი გაკვეთილისათვის მოსამზადებელი 0:06:33.000,0:06:35.000 დროის 90%-ს ვუთმობ 0:06:35.000,0:06:38.000 იმას რომ ავიღო საინტერესო მაგალითები 0:06:38.000,0:06:40.000 სახელმძღვანელოდან და გადავაკეთო 0:06:40.000,0:06:43.000 ისინი ისე, რომ მათ განავითარონ მათემატიკური აზროვნება. 0:06:43.000,0:06:45.000 და აი თუ როგორ ვახერხებ ამას. 0:06:45.000,0:06:47.000 ძალიან მომწონს ეს ამოცანა. ის წყლის ავზის შესახებაა. 0:06:47.000,0:06:49.000 შეკითხვაა: რა დრო დაჭირდება წყლის ავზის გავსებას? გასაგებია? 0:06:49.000,0:06:51.000 თავდაპირველად, ამოცანიდან ყველა შუალედური ნაბიჯი უნდა ამოვიღოთ. 0:06:51.000,0:06:53.000 მოსწავლეებმა ისინი უნდა განავითარონ. 0:06:53.000,0:06:55.000 თავად უნდა მოიფიქრონ. 0:06:55.000,0:06:58.000 დააკვირდით რომ აქ მოცემული ინფორმაციიდან ყველაფერია საჭირო. 0:06:58.000,0:07:00.000 ეს ყველაფერი გონებას გაუფანტავს მოსწავლეს, ასე რომ ვაცილებთ. 0:07:00.000,0:07:02.000 მოსწავლეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ 0:07:02.000,0:07:04.000 მნიშვნელოვანია თუ არა ავზის სიმაღლე და ზომა? 0:07:04.000,0:07:07.000 მნიშვნელოვანია თუ არა მილის ფერი? რაა მნიშვნელოვანი? 0:07:07.000,0:07:10.000 ასეთი ამოცანები ძალიან იშვიათია მათემატიკის სახემძღვანელოებში. 0:07:10.000,0:07:12.000 გვაქვს წყლის ავზი. 0:07:12.000,0:07:14.000 რა დრო დაჭირდება მის გავსებას? მორჩა! 0:07:14.000,0:07:16.000 და რადგანაც ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, 0:07:16.000,0:07:19.000 და გვირჩევნია აღვიქვათ სამყარო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია 0:07:19.000,0:07:22.000 და არა აბსტრაქტული ხაზებით 0:07:22.000,0:07:24.000 რომლებითაც სავსეა მათემატიკის სახელმძღვანელოები, 0:07:24.000,0:07:26.000 ჩვენ ვიღებთ ავზის სურათს. 0:07:26.000,0:07:28.000 ახლა უკვე სინამდვილეს ვუახლოვდებით. 0:07:28.000,0:07:30.000 რა დრო დასჭირდება მის გავსებას? 0:07:30.000,0:07:32.000 უკეთესია თუკი გადავიღებთ ვიდეოს, 0:07:32.000,0:07:35.000 თუ როგორ ავსებენ ავზს. 0:07:35.000,0:07:37.000 და ავზი ნელა, ძალიან ნელა ივსება. 0:07:37.000,0:07:39.000 ძალიან, ძალიან ნელა. 0:07:39.000,0:07:41.000 მოსწავლეები უყურებენ საათს, იფშვნეტენ თვალებს, 0:07:41.000,0:07:44.000 და ადრე თუ გვიან ყველა დაინტერესდება კითხვით: 0:07:44.000,0:07:47.000 "ჯანდაბა, როდის გაივსება ეს ავზი?" 0:07:47.000,0:07:52.000 (სიცილი) 0:07:52.000,0:07:55.000 ესაა როცა ხვდებით რომ თევზი ანკესს წამოეგო. 0:07:56.000,0:07:59.000 და ეს პრობლემა ძალიან საინტერესოა ჩემთვის, 0:07:59.000,0:08:01.000 იმიტომ რომ 0:08:01.000,0:08:04.000 მცირე სტაჟის გამო 0:08:04.000,0:08:06.000 ვასწავლი ყველაზე ჩამორჩენილ მოსწავლეებს 0:08:06.000,0:08:09.000 მე მყავს მოსწავლეები რომლებიც არ ჩაერთვებიან განხილვაში, 0:08:09.000,0:08:11.000 რადგან სხვამ უკვე იცის ფორმულა 0:08:11.000,0:08:14.000 ან სხვამ უკეთესად იცის თუ როგორ გამოიყენოს ფორმულა. 0:08:14.000,0:08:16.000 ასე რომ მე არ ვილაპარაკებ ამის შესახებ. 0:08:16.000,0:08:19.000 მაგრამ აქ ყველა ერთ დონეზეა, ინტუიციის დონეზე. 0:08:19.000,0:08:22.000 ყველას გაუვსია რაღაც წყლით. 0:08:22.000,0:08:25.000 ამიტომ, მე მათ ვეკითხები თუ რა დრო დასჭირდება ამის გაკეთებას. 0:08:25.000,0:08:28.000 მე ისეთი მოსწავლეებიც მყოლია, რომლებსაც მათემატიკისა და უბრალო საუბრისაც ეშინიათ 0:08:28.000,0:08:30.000 მაგრამ ამ განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ. 0:08:30.000,0:08:33.000 ჩვენ სახელებსა და შესაბამის ვარაუდებს დაფაზე ვწერთ 0:08:33.000,0:08:35.000 და ბავშვები ინტერესდებიან. 0:08:35.000,0:08:37.000 შემდეგ კი, მივყვებით პროცესს რომელიც ზემოთ აღვწერე. 0:08:37.000,0:08:39.000 და აქ ყველაზე კარგი ისაა, 0:08:39.000,0:08:41.000 რომ ჩვენ არ ვამოწმებთ პასუხს მასწავლებლის 0:08:41.000,0:08:43.000 სახელმძღვანელოს უკან მოცემული პასუხებიდან. 0:08:43.000,0:08:46.000 ჩვენ უბრალოდ ბოლომდე ვუყურებთ ფილმს. 0:08:46.000,0:08:48.000 (სიცილი) 0:08:48.000,0:08:50.000 ჰო, ეს ცოტა გამაღიზიანებელია. 0:08:50.000,0:08:52.000 რადგანაც თეორიული მოდელები ყოველთვის 0:08:52.000,0:08:54.000 ემთხვევა წიგნის ბოლოს მოცემულ პასუხებს, 0:08:54.000,0:08:56.000 ეს შესანიშნავია, თუმცა საშიშია 0:08:56.000,0:08:58.000 ილაპარაკო ცდომილებათა წყაროებზე 0:08:58.000,0:09:00.000 რომლებიც თეორიისა და პრაქტიკის შეუთავსებლობას ახლავს თან. 0:09:00.000,0:09:02.000 მაგრამ ეს განხილვები ძალიან მნიშვნელოვანია 0:09:02.000,0:09:04.000 ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანიც. 0:09:04.000,0:09:06.000 მინდა გაუწყოთ, რომ საგნის სწავლისაგან მიღებული სიამოვნება გაიზარდა 0:09:06.000,0:09:08.000 იმ მოსწავლეთა შორისაც, რომელთაც 0:09:08.000,0:09:10.000 პირველ გაკვეთილზე ზემოთ აღნიშნული მოუთმენლობა ახასიათებდათ. 0:09:10.000,0:09:13.000 ესაა მოსწავლეები, რომელთაც უკვე პირველივე სემესტრში 0:09:13.000,0:09:15.000 შემიძლია ახალი ამოცანა დავუდო, 0:09:15.000,0:09:17.000 სულ ახალი, სულ უცხო 0:09:17.000,0:09:19.000 და ისინი მის შესახებ 3-4 წუთით მეტს იმსჯელებენ, ვიდრე 0:09:19.000,0:09:21.000 ამას სემესტრის დასაწყისში გააკეთებდნენ, 0:09:21.000,0:09:23.000 ამის ცქერა დიდი სიამოვნებაა. 0:09:23.000,0:09:26.000 ჩვენ აღარ გვეშინია პრობლემების 0:09:26.000,0:09:29.000 იმიტომ რომ ჩვენ სიტყვა პრობლემას აზრი შევუცვალეთ. 0:09:29.000,0:09:31.000 აღარ გვეშინია მათემატიკის, 0:09:31.000,0:09:33.000 იმიტომ რომ ჩვენ ნელ-ნელა ვსაზღვრავთ თუ რაა მათემატიკა 0:09:33.000,0:09:35.000 ეს ძალიან სახალისოა. 0:09:35.000,0:09:38.000 მე ვურჩევ მათემატიკის მასწავლებლებს გამოიყენონ მულტიმედია, 0:09:38.000,0:09:40.000 რადგან მას შემოაქვს რეალური სამყარო საკლასო ოთახში 0:09:40.000,0:09:42.000 მაღალი ხარისხით და ფერთა მთელი გამით 0:09:42.000,0:09:45.000 გირჩევთ უბიძგოთ მოსწავლეების ინტუიციას ღია სამყაროსაკენ, 0:09:45.000,0:09:47.000 გირჩევთ დასვათ რაც შეიძლება მოკლე კითხვები 0:09:47.000,0:09:50.000 და დაელოდოთ უფრო სპეციფიკური კითხვების მოსწავლეთაგან დასმას, 0:09:50.000,0:09:52.000 გირჩევთ მისცეთ საშუალება სტუდენტებს თავად ააგონ პრობლემა 0:09:52.000,0:09:54.000 იმიტომ რომ აინშტაინი ასე აკეთებდა, 0:09:54.000,0:09:57.000 დაბოლოს, საერთო ჯამში, ნაკლებად დაეხმარეთ მათ 0:09:57.000,0:09:59.000 იმიტომ რომ სახელმძღვანელო თქვენ მხოლოდ ცუდი გზებით გეხმარებათ 0:09:59.000,0:10:02.000 იგი თქვენ საკუთარი მოვალეობის 0:10:02.000,0:10:05.000 არ–შესრულებაში გიწყობთ ხელს. 0:10:05.000,0:10:08.000 და თუ რატომაა დღეს გასაოცარი დრო მათემატიკის მასწავლებლობისათვის 0:10:08.000,0:10:10.000 არის ის რომ ჩვენ გავქვს ყველანაირი შესაძლებლობა 0:10:10.000,0:10:12.000 შევქმნათ მაღალ-ხარისხიანი მათემატიკის სახელმძღვანელოები. 0:10:12.000,0:10:14.000 ეს საყოველთაო და საკმაოდ იაფი პროცესია. 0:10:14.000,0:10:16.000 ასევე, მათი თავისუფლად გავრცელება 0:10:16.000,0:10:18.000 ღია ლიცენზიებით, 0:10:18.000,0:10:21.000 ასეთი იაფი და ხელმისაწვდომი არასოდეს ყოფილა. 0:10:21.000,0:10:23.000 ცოტა ხნის წინ, ჩემს ბლოგზე ვიდეო სერია დავდე, 0:10:23.000,0:10:26.000 რომელიც ორ კვირაში 6,000-მა ადამიანმა ნახა. 0:10:26.000,0:10:29.000 ვიღებ ე-მაილებს მასწავლებლებისგან ისეთი ქვეყნებიდან, სადაც არასდროს ვყოფილვარ 0:10:29.000,0:10:32.000 რომლებივ მეუბნებიან რომ მათ საინტერესო განხილვები აქვთ კლასში 0:10:32.000,0:10:35.000 ასევე მეუბნებიან თუ როგორ გააუმჯობესეს ჩემი მეთოდები. 0:10:35.000,0:10:37.000 ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 0:10:37.000,0:10:39.000 მე ეს მაგალითი ჩემს ბლოგზე დავდე: 0:10:39.000,0:10:41.000 რომელ რიგში ჩადგებოდით მაღაზიაში ყოფნისას: 0:10:41.000,0:10:43.000 რიგში სადაც ერთი მყიდველია, რომელსაც 19 ნივთი აქვს კალათში? 0:10:43.000,0:10:46.000 თუ იმ რიგში სადაც 4 ადამიანია და მათ სამი, ხუთი, ორი და ერთი ნივთი აქვთ საყიდელი. 0:10:46.000,0:10:49.000 და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო ჩემი კლასისთვის 0:10:49.000,0:10:52.000 მაგრამ როგორც აღმოჩნდა არამარტო მათთვის: ამ ამოცანის მეშვეობით 0:10:52.000,0:10:54.000 მე "დილამშვიდობისა ამერიკა"-ზე მოვხვდი. 0:10:54.000,0:10:56.000 და ყველაფერ ამისაგან შემიძლია მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანო 0:10:56.000,0:10:58.000 რომ ხალხს, არა მარტო მოსწავლეებს, 0:10:58.000,0:11:00.000 ეს სურს. 0:11:00.000,0:11:02.000 მათემატიკა სამყაროს აღქმაში გვეხმარება. 0:11:02.000,0:11:04.000 მათემატიკა, თქვენი ინტუიციის 0:11:04.000,0:11:06.000 სიტყვათა მარაგია. 0:11:06.000,0:11:09.000 მე მოგიწოდებთ, როგორც არ უნდა იყოთ განათლებასთან დაკავშირებული, 0:11:09.000,0:11:12.000 ხართ თქვენ მოსწავლე, მშობელი, მასწალებელი, თუ სახელმწიფო მოხელე 0:11:12.000,0:11:15.000 მოითხოვეთ უკეთესი მათემატიკის სახელმძღვანელოები. 0:11:15.000,0:11:18.000 ჩვენ გვჭირდება მეტი, მომთმენი, პრობლემის გადამჭრელები. დიდი მადლობა