ესაა გაკვეთილი ორობით სამაჯურებში. ვაპირებთ, საკუთარი ინიციალები ისეთ სამაჯურებს დავაწეროთ, რომლებსაც მერე გავიკეთებთ და ყველას ვაჩვეებთ! ორობითი - ბინარული - სისტემა ინფორმაციის მხოლოდ ორი შესაძლო მნიშვნელობით წარმოდგენის გზაა. ხანდახან ადამიანებს გონიათ, რომ ეს მხოლოდ 1-იანი და 0-იანია. შეგიძლიათ, ბინარული სისტემა "ჩართვა-გამორთვის", "ზედა-ქვედას", " შიდა-გარეთას" და ნებისმიერი მოპირდაპირეების წყვილით წარმოადგინოთ. გამარჯობა, მე ვარ ორაიონი და Playl-ში რობოტებს ვაპროგრამებ. კომპიუტერებისა და რობოტების ტვინების საფუძველი ელექტრონული ჭიშკრებია. როცა ჭიშკარი ღიაა, ელექტრობა გადის. როცა ჩაკეტილია - ვერა. ბინარული სისტემის რობოტზე გამოყენება მისი თვალებია. რობოტის თვალები LED-ა და სინათლე ან ჩართულია, ან - არა. ორობითი სისტემაა, ან ერთი, ან - მეორე. შეგვიძლია, სინათლეებით ორობითი რიცხვები გამოვსახოთ. თუ გვყავს რამდენიმე რობოტი, ვთქვათ, რომ პირველი რობოტი 1-იანების ადგილზეა მეორე რობოტი 2-იანების ადგილზეა, მესამე - 4-იანების და ა.შ. აი, ასე წარმოადგენ ორობით რიცხვს. რობოტი ამას თავისი ბინარული თვალებით გააკეთებს და დაგითვლის.