ესაა გაკვეთილი ორობით სამაჯურებში.
ვაპირებთ, საკუთარი ინიციალები ისეთ
სამაჯურებს დავაწეროთ, რომლებსაც მერე გავიკეთებთ
და ყველას ვაჩვეებთ!
ორობითი - ბინარული - სისტემა ინფორმაციის
მხოლოდ ორი შესაძლო მნიშვნელობით წარმოდგენის გზაა.
ხანდახან ადამიანებს გონიათ, რომ ეს მხოლოდ 1-იანი
და 0-იანია.
შეგიძლიათ, ბინარული სისტემა "ჩართვა-გამორთვის",
"ზედა-ქვედას", "
შიდა-გარეთას" და ნებისმიერი მოპირდაპირეების
წყვილით წარმოადგინოთ.
გამარჯობა, მე ვარ ორაიონი და Playl-ში რობოტებს
ვაპროგრამებ.
კომპიუტერებისა და რობოტების ტვინების
საფუძველი ელექტრონული ჭიშკრებია.
როცა ჭიშკარი ღიაა, ელექტრობა გადის. როცა
ჩაკეტილია - ვერა.
ბინარული სისტემის რობოტზე გამოყენება
მისი თვალებია.
რობოტის თვალები LED-ა და სინათლე
ან ჩართულია, ან - არა.
ორობითი სისტემაა, ან ერთი, ან - მეორე.
შეგვიძლია, სინათლეებით ორობითი რიცხვები
გამოვსახოთ.
თუ გვყავს რამდენიმე რობოტი, ვთქვათ, რომ
პირველი რობოტი 1-იანების ადგილზეა
მეორე რობოტი 2-იანების ადგილზეა, მესამე - 4-იანების
და ა.შ.
აი, ასე წარმოადგენ ორობით რიცხვს.
რობოტი
ამას თავისი ბინარული თვალებით გააკეთებს
და დაგითვლის.