მე ვარ იენს ბერგენსტენი, უფრო ხშირად მეძახიან
ჯებს. მე ვარ mojang.com-ის მაინკრაფტის მთავარი
დეველოპერი. პროგრამირება 11 თუ 12
წლისამ დავიწყე. ძალიან მინდოდა,
შემექმნა თამაშები. მამაჩემის ერთმა
მეგობარმა მითხრა, რომ თამაშების შესაქმნელად
პროგრამირება უნდა მესწავლა. საქმეს შევუდექი.
ძალიან მომწონს დიზაინის შექმნა და
რაღაცების არქიტექტურის გააზრება. ამიტომ
მომწონს მაინკრაფტიც. ამ საათში თქვენ
ისწავლით კომპიუტერული მეცნიერების
საფუძვლებს და ალექს ან სტივს მაინკრაფტის
სამყაროში ამოგზაურებთ. ტრადიციული
პროგრამირება ტექსტის შექმნით ხდება,
ჩვენ კი blockly-ს გამოვიყენებთ: სისტემას, რომელიც
ბლოკების აწევ-დაწევით პროგრამის ჩაწერის
საშუალებას გვაძლევს. ამ სისტემაში თქვენ ქმნით
JavaScript კოდს. კონცეპტებს, რომლებსაც
ისწავლით, პროგრამისტები ყოველ დღე იყენებენ.
სწორედ ესაა კომპიუტერული მეცნიერების
საფუძველი. Mojang-შიც იმავე კონცეპტებით
ვქმნით მაინკრაფტს. სანამ საქმეს შეუდებოდეთ,
აირჩიეთ გმირი. მე ალექსს ავირჩევ. მოდით,
შევქმნათ ისეთი პროგრამის კოდი,
რომელშიც ის ეკრანზე გადაადგილებას შეძლებს.
თქვენი ეკრანი სამ ნაწილადაა გაყოფილი.
მარცხენაზე მაინკრატის თამაშის სივრცეა, სადაც
იმუშავებს თქვენი პროგრამა. ეტაპების
ინსტრუქცია ქვემოთ წერია. შუა სივრცე
ხელსაწყოთა ყუთია, თითოეული ბლოკი
ალექსის ქმედების ასარჩევი ბრძანებაა.
მარჯვენა თეთრი სივრცე სამუშაო სივრცეა.
სწორედ აქ შევქმნით ჩვენს პროგრამას.
moveForward(); ბლოკს ხელს თუ მოვკიდებთ,
სამუშაო სივრცეზე დავაგდებთ და Run-ს დავაჭერთ,
რა მოხდება? ალექსი ბადეზე ერთ სივრცით წინ
წაიწევს. და თუ გვინდა, რომ კიდე რამე
გავაკეთებინოთ ამის მერე? შეგვიძლია,
პროგრამას კიდევ ერთი ბლოკი დავუმატოთ.
turnRight(); ბლოკს ავირჩევ, გადავათრევ
moveForward(); ბლოკის ქვეშ, სანამ არ გაჩნდება
ეს ნარინჯისფერი ხაზი. შემდეგ
დავაგდებ და აი, ორი ბლოკი შეერთდება.
Run-ს რომ დავაჭერთ, ალექსი ჯერ ზედა,
შემდეგ კი ქვედა ბრძანებას შეასრულებს.
თუ გინდათ, რომ
ბლოკი წაშალოთ, სივრციდან ისევ ხელსაწყოების
ყუთში გადაიტანოთ. ცვლილებების წასაშლელად
და თავდაპირველ მდგომარეობაში დასაბრუნებლად
ზედა მარჯვენა კუთხეში Start Over ღილაკს
დააჭირეთ. ჰო, კიდევ ერთი რამ,
ხედავთ ამ პატარა სამკუთხედს turn ბლოკზე?
სამკუთხედს თუ დაინახავთ, ესე იგი,
შეგიძლიათ, სხვა ვარიანტიც აირჩიოთ. აბა,
დავიწყეთ კოდვა!