1 00:00:00,740 --> 00:00:04,873 მთხოვეს, ამეხსნა, რატომ არის, მაგალითად, 2 00:00:04,873 --> 00:00:12,030 a ხარისხად მინუს b ერთი შეფარდებული a ხარისხად b-ს ტოლი. 3 00:00:12,030 --> 00:00:13,382 ვიდრე ამას ვიზამდე, 4 00:00:13,382 --> 00:00:16,508 მინდა გაიაზროთ, რომ ეს უბრალოდ განსაზღვრებაა. 5 00:00:16,508 --> 00:00:17,920 არ ვიცი, 6 00:00:17,920 --> 00:00:20,950 მათემატიკის გამომგონებელი ერთი ადამიანი არ ყოფილა, 7 00:00:20,950 --> 00:00:23,190 ეს იყო შეთანხმება, რომელიც ნელ-ნელა ჩამოყალიბდა, 8 00:00:23,190 --> 00:00:25,180 მაგრამ მათ განსაზღვრეს ეს ასე, 9 00:00:25,180 --> 00:00:28,634 და განსაზღვრეს ასე გარკვეული მიზეზების გამო, რომლებსაც ახლა გიჩვენებთ. 10 00:00:28,634 --> 00:00:32,577 უფრო სწორად, გიჩვენებთ ერთ-ერთ მიზეზს და ვნახავთ, რომ ეს კარგი განსაზღვრებაა, 11 00:00:32,597 --> 00:00:38,150 რაგდან, როცა ისწავლით ხარისხის თვისებებს, ყველა მათგანი მუდმივი რჩება 12 00:00:38,150 --> 00:00:41,596 უარყოფითი ხარისხისთვისაც და მაშინაც, როცა ნულ ხარისხში აგვყავს. 13 00:00:41,596 --> 00:00:44,740 მოდით, ჯერ ავიღოთ დადებითი ხარისხები. 14 00:00:44,740 --> 00:00:47,180 მგონი, ეს ძალიან ინტუიტიურია. 15 00:00:47,180 --> 00:00:53,940 დადებითი ხარისხები, ანუ a ხარისხად ერთ, a კვადრატში, 16 00:00:53,940 --> 00:00:58,140 a კუბში, a მეოთხე ხარისხში. 17 00:00:58,140 --> 00:01:01,832 რა არის a ხარისხად ერთი? ეს არის a, 18 00:01:01,832 --> 00:01:06,060 და რას ვაკეთებთ a კვადრატის მისაღებად? 19 00:01:06,060 --> 00:01:08,200 ვამრავლებთ a-ზე, ხომ მართალია? 20 00:01:08,200 --> 00:01:10,650 კვადრატული ხარისხი არის a გამრავლებული a-ზე. 21 00:01:10,650 --> 00:01:13,040 შემდეგ, კუბური ხარისხის მისაღებად, რას ვაკეთებთ? 22 00:01:13,040 --> 00:01:15,160 ისევ a-ზე ვამრავლებთ. 23 00:01:15,160 --> 00:01:17,420 და a ხარისხად ოთხთან მისასვლელად რა ვქენით? 24 00:01:17,420 --> 00:01:18,920 ისევ a-ზე გავამრავლეთ. 25 00:01:18,920 --> 00:01:24,480 ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რას ვაკეთებთ ხარისხის შემცირებისას. 26 00:01:24,480 --> 00:01:29,560 ამ შემთხვევაში ვმრავლებთ 1/a-ზე, ან ვყოფთ a-ზე. 27 00:01:29,560 --> 00:01:33,140 კიდევ შესამცირებლად ისევ ვყოფთ a-ზე. 28 00:01:33,140 --> 00:01:37,919 და კვადრატული ხარისხიდან პირველ ხარისხამდე ჩამოსასვლელად, ისევ ვყოფთ a-ზე. 29 00:01:37,919 --> 00:01:41,700 ახლა გამოვიყენოთ ეს პროგრესია, და გავიგოთ, თუ რამდენი იქნება a-ხარისხად ნული. 30 00:01:41,720 --> 00:01:43,900 ეს პირველი რთული შემთხვევაა. 31 00:01:43,900 --> 00:01:45,010 a-ხარისხად ნული. 32 00:01:45,010 --> 00:01:49,900 ახლა თქვენ ხართ გამომგონებლები, მათემატიკის ფუძემდებლები, 33 00:01:49,900 --> 00:01:52,430 და უნდა განვსაზღვროთ, რამდენი იქნება a ხარისხად ნული. 34 00:01:52,430 --> 00:01:56,100 შეიძლება 17-ია, შეიძლება პია. არ ვიცი. 35 00:01:56,100 --> 00:01:58,860 ამის გადაწყვეტა თქვენზეა. 36 00:01:58,860 --> 00:02:02,140 მაგრამ ხომ კარგი იქნებოდა, თუ a ხარისხად ნული გაიმეორებდა ამ შაბლონს? 37 00:02:02,140 --> 00:02:07,274 როცა ყოველი ხარისხის შემცირება ნიშნავს a-ზე გაყოფას? 38 00:02:07,274 --> 00:02:11,700 მაშინ, თუ a ხარისხად ერთიდან ნულ ხარისხზე ჩამოვდივართ, 39 00:02:11,700 --> 00:02:14,160 ხომ კარგი იქნებოდა, თუ a-ზე გავყოფდით? 40 00:02:14,160 --> 00:02:15,189 მოდით, ასე გავაკეთოთ. 41 00:02:15,189 --> 00:02:23,830 თუ ჩამოვდივართ a ხარისხად ერთიდან, რაც არის a და ვყოფთ a-ზე, 42 00:02:23,863 --> 00:02:27,235 რამდენია a გაყოფილი a-ზე? 43 00:02:27,235 --> 00:02:31,000 ეს არის ერთი. 44 00:02:31,000 --> 00:02:37,420 ეს არის ინტუიცია იმაზე, თუ რატომ არის რაღაც ნულ ხარისხში ერთის ტოლი. 45 00:02:37,420 --> 00:02:43,116 რადგან როდესაც ამ რიცხვს ვყოფთ საკუთარ თავზე კიდევ ერთხელ, ვიღებთ ერთს. 46 00:02:43,190 --> 00:02:44,177 ლოგიკურია. 47 00:02:44,177 --> 00:02:45,890 მოდით გადავიდეთ უარყოფით ხარისხებზე. 48 00:02:45,890 --> 00:02:51,891 რა უნდა იყოს a ხარისხად მინუს ერთი? 49 00:02:51,891 --> 00:02:54,410 კიდევ ერთხელ ამ შაბლონის გამოყენება კარგი იქნებოდა. 50 00:02:54,410 --> 00:02:57,682 სადაც ყოველი ხარისხის შემცირებისას ვყოფთ a-ზე. 51 00:02:57,682 --> 00:03:01,546 ანუ, მოდით, ისევ გავყოთ a-ზე, გვექნება ერთი შეფარდებული a-სთან. 52 00:03:01,546 --> 00:03:06,140 ანუ, უნდა ავიღოთ a ხარისხად ნული და გავყოთ a-ზე. 53 00:03:06,140 --> 00:03:09,610 a ხარისხად ნული არის ერთი, და რა არის ერთი გაყოფილი a-ზე? 54 00:03:09,610 --> 00:03:12,090 ესაა ერთი შეფარდებული a-სთან. 55 00:03:12,090 --> 00:03:15,338 მოდით, კიდევ ერთი გავაკეთოთ და შემდეგ, მგონი, გაიგებთ ამ შაბლონს. 56 00:03:15,338 --> 00:03:16,880 მგონი უკვე გაიგეთ. 57 00:03:16,880 --> 00:03:18,420 რა იქნება a ხარისხად მინუს ორი? 58 00:03:18,420 --> 00:03:21,993 ახლა სისულელე იქნებოდა ამ შაბლონის შეცვლა. 59 00:03:21,993 --> 00:03:25,130 ყოველ ჯერზე, როცა ვამცირებთ ხარისხს, ვყოფთ a-ზე. 60 00:03:25,130 --> 00:03:28,330 ანუ, a ხარისხად მინუს ერთიდან a ხარისხად მინუს ორზე ჩამოსასვლელად 61 00:03:28,330 --> 00:03:30,470 ისევ გავყოთ a-ზე. 62 00:03:30,470 --> 00:03:32,550 რას მივიღებთ? 63 00:03:32,550 --> 00:03:36,140 თუ ავიღებთ 1/a-ს და გავყოფთ a-ზე, მივიღებთ ერთი შეფარდებული a-ს კვადრატთან. 64 00:03:36,140 --> 00:03:39,146 შეგვიძლია, გავაგრძელოთ ამ შაბლონის გამოყენება მანამ, 65 00:03:39,146 --> 00:03:44,761 სანამ მივალთ a ხარისხან მინუს b-მდე, რაც არის ერთი შეფარდებული a ხარისხად b. 66 00:03:44,761 --> 00:03:48,790 იმედია, ამ საკითხზე ინტუიცია გამოიმუშავეთ, 67 00:03:48,790 --> 00:03:53,030 ჯერ ერთი, ძალიან უცნაურია, როდესაც რაღაც ნულ ხარისხში არის ერთი, რატომაა ასე? 68 00:03:53,350 --> 00:03:55,970 პირველ რიგში, გახსოვდეს, რომ ეს უბრალოდ განსაზღვრებაა. 69 00:03:55,972 --> 00:03:59,784 ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ერთის ტოლი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას კარგი მიზეზი ჰქონდა. 70 00:03:59,784 --> 00:04:02,617 მას სურდა, შეენარჩუნებინა ეს შაბლონი. 71 00:04:02,617 --> 00:04:07,170 ამავე მიზეზით განსაზღვრეს უარყოფითი ხარისხები ასე. 72 00:04:07,170 --> 00:04:08,654 აქ ყველაზე მაგარი იცით რა არის? 73 00:04:08,654 --> 00:04:13,227 არა მხოლოდ შაბლონს ვინარჩუნებთ, როდესაც ხარისხს ვამცირებთ, ვყოფთ a-ზე 74 00:04:13,227 --> 00:04:16,138 ან როდესაც ვზრდით მას - ვამრავლებთ a-ზე, 75 00:04:16,138 --> 00:04:20,457 არამედ, როგორც ნახავთ ვიდეოებში ხარისხების თვისებებზე, ყველა ეს წესი უცვლელია. 76 00:04:20,460 --> 00:04:25,574 ყველა წესი მუდმივია და შეესადაგება ამ განსაზღვრებას ნულ ხარისხზე 77 00:04:25,574 --> 00:04:28,472 ისევე, როგორც განსაზღვრებას უარყოფით ხარისხზე. 78 00:04:28,472 --> 00:04:30,290 იმედია, არ დაგაბნიეთ 79 00:04:30,290 --> 00:04:34,010 და ცოტა მეტიად გესმით ახლა, რაშია საქმე და ნაკლებად მისტიურად გეჩვენებათ ის, 80 00:04:34,010 --> 00:04:37,545 რაც პირველი შეხებისას მისტიური ჩანს.