მოგესალმებით პრეზენტაციების მეორე ნაკრებში ასაკის ტექსტური ამოცანების შესახებ. აქ მაქვს ერთი ამოცანა. მოდი ვნახოთ, რას გვეუბნება. ის ამბობს, სალმანი (ეს მე ვარ) არის 108 წლის. და ცხადია, ეს ხდება დიდი ხნის შემდეგ. და ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ კალორიული შეზღუდვების დაცვას შევძლებ. სალმანი არის 108 წლის, ჯონათანი 24 წლისაა. რამდენი წელი დასჭირდება სალმანს, რომ ჯონათანზე ზუსტად ოთხჯერ მეტი ასაკის იყოს? მოდი გავარკვიოთ. ჩვენ ვცდილობთ, გავარკვიოთ რამდენი წელი დასჭირდება. მოდი ცვლადი აღვნიშნოთ y-ით, წლების აღსანიშნავად. y ტოლია წლების, მოდი, შემოკლებით სალი დავუძახოთ. სალი არის ოთხჯერ ჯონათანის ასაკის. კეთილი, თუ დღეს მე ან სალი, თუ სალმანი, რთულია საკუთარ თავზე მესამე პირში საუბარი. თუ სალმანი დღეს ასი წლისაა, y წელიწადში სალმანი იქნება 108–ს პლუს y ტოლია სალის y წელიწადში. და ჯონათანი y წელიწადში, ეს მარტივია. ის იქნება 24–ს პლუს y. ეს არის, შემოკლებით ჯონს დავუძახებ, ჯონი y წლის. y წლის. და რას გვეუბნება ამოცანა? გვეუბნება, რამდენ წელიწადში იქნება სალმანი ზუსტად, სხვა ფერს გამოვიყენებ ყურადღების გასამახვილებლად. ზუსტად ოთხჯერ უფროსი ჯონათანზე? კეთილი, და სიზუსტე მნიშვნელოვანია, ვინაიდან, სალმანი, უკვე გაცილებით უფროსია ჯონათანზე, ვიდრე ოთხი წელი. მაგრამ ისინი ცდილობენ გაარკვიონ, სალმანი ზუსტად როდის იქნება ჯონათანზე ოთხჯერ უფროსი. y წელიწადში სალმანი იქნება 108–ს პლუს y. ეს ვიცით. 108–ს პლუს y. და y წელიწადში ის იქნება ოთხჯერ დიდი ჯონათანზე. ზუსტად ოთხჯერ. და ჯონათანი იქნება 24–ს პლუს y წლის. და ახლა ჩვენ მხოლოდ უნდა ამოვხსნათ ამოცანა. მიღებული 108–ს პლუს y ტოლია ოთხჯერ 24–ის. კეთილი, ოთხჯერ 25 არის ასი. და ჩვენ შეგვიძლია გამოვაკლოთ ოთხი ამას. ეს არის 96, პლუს 4y. და ახლა უნდა ამოვხსნათ ამოცანა. მივიღეთ სამი. სამი, ვაპირებ გამოვტოვო გარკვეული საფეხურები, რადგან, ვფიქრობ, ძალიან მარტივია შენთვის. 3y ტოლი იქნება 108–ს მინუს 96 და ჩვენ მივიღეთ, 3y ტოლია, რისი? 12-ის, არა? ანუ, y ტოლია ოთხის. ანუ, ჩვენი ალგებრა გვეუბნება, რომ ოთხ წელიწადში, სალმანი იქნება ზუსტად ოთხჯერ უფროსი ჯონათანზე. მოდი შევამოწმოთ. თუ სალმანი ახლა 108 წლისაა, ოთხ წელიწადში ის იქნება 112–ის. და თუ ჯონათანი ახლა 24 წლისაა, ოთხ წელიწადში იქნება 28–ის. და ხედავ? 28–ჯერ ოთხი არის 80–ს პლუს 32. დიახ, ზუსტად. ის იქნება 112–ის. ეს ამოცანა ამოხსნილია. მშვენიერი. მოდი, სხვა გავაკეთოთ. ვიმედოვნებ არ გსმენია ამის შესახებ, .......... ხედავ რამდენად კარგად ვმუშაობ ამ საიტზე? ......... სხვა ამოცანა ამოვხსნათ. ამას მწვანე ფერით დავბეჭდავ. თარაში დღეს ხუთჯერ უფროსია არმანზე, 85 წლის წინ, ჩვენ საქმე გვაქვს დროის დიდ ინტერვალთან. 85 წლის წინ, თარაში იყო ათჯერ უფროსი არმანზე. რამდენისაა არმანი დღეს? მოდი ვნახოთ თუ შევძლებთ გამკლავებას, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესოა. პარამეტრები, ჩავრთოთ ინსტრუმენტები, კარგი. კეთილი, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება ერთერთი წინა ვიდეოს მსგავსი ცხრილის გაკეთება. ვცდილობთ გავარკვიოთ რამდენი წლისაა არმანი დღეს. ვთქვათ არმანი, და ვაპირებთ მივიღოთ დღეს. ვაპირებთ გავარკვიოთ დროის რა ინტერვალთან გვაქვს საქმე. საქმე გვაქვს 85 წლის წინანდელთან. მოდი ვთქვათ, 85 წლის წინ, გალაქტიკაში ძალიან, ძალიან შორს, არმანი და თარაში, ვცდილობთ გავიგოთ რამდენი წლისაა არმანი დღეს. სიმარტივისთვის ეს x გავხადოთ. ამოცანა ამბობს, თარაში დღეს ხუთჯერ დიდია არმანიზე. ეს გავხაზოთ. თარაში დღეს ხუთჯერ უფროსია არმანიზე. თუ არმანი არის x, მაშინ ეს გვეუბნება, რომ თარაში 5x–ის ტოლია. 85 წლის წინ. ანუ, 85 წლის წინ, არმანი დღეს x–ია, 85 წლის წინ არმანი იქნებოდა x–ს მინუს 85 და თუ თარაში არის 5x დღეს, მაშინ თარაში იქნებოდა 5x–ს მინუს 85. უბრალოდ გამოვაკელი 85 ახლანდელ ასაკს, იმიტომ რომ ვიმყოფებით 85 წლით უკან. და ახლა გვაქვს ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი. რომელიც გვეუბნება, რომ 85 წლის წინ, თარაში იყო 10 წლით უფროსი არმანზე. ანუ ეს რიცხვი ათჯერ დიდი უნდა იყოს ამ რიცხვზე. ეს არის ის, რასაც წინადადება გვეუბნება. 85 წლის წინ, გვაქვს შემთხვევა, თარაში, რომელიც ეს არის, არის 10–ჯერ უფროსი არმანზე. ჩვენ უბრალოდ დავწერეთ ეს ალგებრულად. 85 წლის წინ, თარაში იყო 5x–ს მინუს 85. და წინადადება გვეუბნება, რომ ის იყო ათჯერ უფროსი, ვიდრე არმანი, რომელიც x–ს მინუს 85–ია. ახლა უბრალოდ უნდა ამოვხსნათ განტოლება. ჩვენ მივიღეთ 5x–ს მინუს 85 ტოლია 10x–ს მინუს 815. და შემდეგ მიიღებ, ვაპირებ გამოვტოვო გარკვეული საფეხურები, 5x ტოლია, ვფიქრობ, საკუთარი თავი დავაბნიე. 5x ტოლია 815–ს მინუს 85–ის. მოდი ვნახოთ, რისი ტოლია 815–ს მინუს 85. ეს იქნება 35–ით ნაკლები 800–ზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5x, 35 ნაკლებია 800–ზე. 30 ნაკლებია, 800 გვაძლევს 770–ს, 765, და შემდეგ x ტოლია, მოდი ვნახოთ ხუთი მოთავსდება შვიდში, ერთჯერ ხუთი, 25, ხუთჯერ ხუთი არის 25, 15, ანუ, x ტოლია 153–ის. ჩვენ გვყავს მხრცოვანი ადამიანები. ანუ ჩვენ გავიგეთ, რომ არმანი არის 153 წლის დღეს, ვნახოთ ამაში თუ არის აზრი. თუ ის არის 153–ის, მაშინ, არა, ეს არ შეიძლება იყოს მართებული. მაშინ ის არის ხუთის. ჰეჰ, ფაქტობრივად, არასწორი დრო მაქვს. მოდი ვნახოთ სად შევცდით. თუ არმანი არის x–ის, თარაში 5x–ის, ამაში დევს აზრი. აჰ, მართალია, მართალია. ვფიქრობ, ამაში დევს აზრი. ვფიქრობდი, რომ თარაში უნდა ყოფილიყო არმანზე ახალგაზრდა, მაგრამ არა, თარაში არის ხუთჯერ 153–ის. ანუ თარაში არის 765 წლის. მას დავუძახოთ მაფუსაილი. ანუ, თარაში არის 765 წლის და შემდეგ თუ ჩვენ გადავალთ წარსულში 85 წლით უკან, თარაში იქნება, რა ვთქვით? თუ ჩვენ გადავალთ წარსულში 85 წლით, მოდი დავწეროთ. ის ტოლი იქნება, სწრაფად ვაკეთებ, შენ ეს შეგიძია დამოუკიდებლად შეამოწმო. თუ ის ტოლია 153–ის, მაშინ 5x ტოლი იქნება 765–ის. ეს დიდი რიცხვებია. და შემდეგ 153–ს მინუს 85 კეთილი, 155–ს მინუს 85 იქნება 73. ანუ ეს იქნება 72. და შემდეგ თარაში, 85 წლის. ვფიქრობ, სადღაც შემეშალა. კეთილი, ფაქტობრივად, დარჩენილი მაქვს 10 წამი, ვიდრე იუთუბი ამიკრძალავს ვიდეოს ატვირთვას. ამიტომ, აქ შევჩერდეთ. გმადლობთ.