წარმოიდგინეთ რომ დგახართ ქუჩაში, სადმე ამერიკაში
იაპონელი მოდის და გეკითხება
"უკაცრავად, ამ კორპუსის სახელს ხომ ვერ მეტყვით?"
თქვენ კი ეუბნებით, "ეს არის ოუკ სტრიტი, ის ელმ სტრიტი.
ეს 26-ე, ის 27-ე."
ის გპასუხობთ, "ეგ გასაგებია, და იმ უბანს რა ჰქვია?"
თქვენ ეუბნებით, "ჰმ, ქუჩებს არ აქვთ სახელები.
ქუჩებს აქვთ სახელები; უბნები უბრალოდ
უსახელო სივრცეებია მათ შორის."
მოსაუბრე მიდის, დაბნეული და იმედგაცრუებული.
ეხლა წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ქუჩაში, სადმე იაპონიაში.
ტრიალდებით გვერდზე მდგომისკენ და ეკითხებით,
"უკაცრავად, რა ჰქვია ამ ქუჩას?"
ის გპასუხობთ, "ეს არის უბანი 17 და ის უბანი 16."
თქვენ ეუბნებით, "კარგი, მაგრამ რა ჰქვია ამ ქუჩას?"
ის გეუბნებათ, "ქუჩებს არ აქვთ სახელები.
უბნებს აქვთ სახელები.
აი შეხედეთ რუქას. აგერ უბანი 14, 15,16, 17, 18, 19.
ყველა ამ უბანს აქვს სახელი.
ქუჩები უბრალოდ უსახელო სივრცეებია მათ შორის.
"კარგი," ამბობთ თქვენ, "მაშინ როგორ იგებთ სახლის მისამართს?"
"ძალიან მარტივად, ეს არის მერვე რაიონი.
აგერ უბანი 17, სახლი ნომერი ერთი."
თქვენ ამბობთ, "კარგი. მაგრამ გარშემო სეირნობისას,
შევნიშნე რომ სახლების ნომრები არ არის თანმიმდევრული."
"როგორ არა!", გპასუხობთ ის. "სახლები დანომრილია მათი აშენების დროის მიხედვით.
პირველი სახლი რომელიც ამ უბანში აშენდა არის სახლი ნომერი ერთი.
მეორე -- სახლი ნომერი ორი.
მესამე -- მესამე. ძალიან მარტივი და ბუნებრივია."
მიყვარს როდესაც ვხედავ, რომ ხანდახან უნდა
შემოვუაროთ მსოფლიოს მეორე მხრიდან
იმ სტერეოტიპების გამოსააშკარავებლად, რომელიც არც კი ვიცოდით რომ გვქონდა
და გავიაზროთ რომ მათი საპირისპიროც მართალია.
მაგალითად, ჩინეთში არიან ექიმები
რომლებიც თვლიან რომ მათი მოვალეობაა ჯანმრთელად "შეგინახონ".
შესაბამისად, ყოველ თვე, რომელსაც ჯანმრთელად გაატარებთ, ფული უნდა გადაუხადოთ
და როდესაც ავად გახდებით მაშინ არა, იმიტომ რომ მოვალეობა კარგად ვერ შეასრულეს.
ისინი მდიდრდებიან როდესაც ჯანმრთელად ხართ და არა პირიქით.
(ოვაცია)
უმეტესაც "ერთი" წარმოგვიდგენია
როგორც რითმის საწყისი მუსიკაში. ერთი, ორი, სამი, ოთხი.
მაგრამ დასავლეთ აფრიკულ მუსიკაში "ერთი"
განიხილება როგორც მისი დასასრული,
როგორც წერტილი წინადადების ბოლოს.
ეს თვასაჩინოდ ჩანს რითმის ათვლისას.
ორი, სამი, ოთხი, ერთი.
და ეს რუქაც სწორია.
(სიცილი)
არსებობს გამოთქმა, რომ ნებისმიერ სიმართლეს ინდოეთის შესახებ,
აქვს საპირისპირო მტკიცება, რომელიც ასევე მართალია.
ასე რომ, მოდით ნუ დავივიწყებთ, TED-ზე თუ სადმე სხვაგან,
რომ რაც არ უნდა გენიალური იდეა გქონდეთ, ან მოისმონოთ
მისი საპირისპირო შეიძლება ასევე მართალი იყოს.
Domo arigato gozaimashita.