რბოლაზე დასწრების უფლებასაც კი არ მოგცემდნენ, ისეთი
ხალხი რომ არ გყავდეთ, რომლებიც კომპიუტერული
მეცნიერებებს არიან დაუფლებული, რადგან მანქანები
საოცარი რაოდენობის მასალას აგროვებენ. გვჭირდება
ადამიანები, რომლებიც წერენ პროგრამებს იმის
გასაგებად, თუ როგორ გავაუმჯობესოთ შედეგი.
ამ ამოცანაში თქვენ იქნებით მხატვარი. ფანქრის გამოყენებით
დახატავთ სხვადასხვა ფიგურებს.
მოძრაობისას მხატვარი ფანქრის კვალს ტოვებს.
ტილოზე სამოძრაოდ "წინ მოძრაობის" ბლოკს
გამოიყენებთ. წინ მოძრაობის ბლოკი აქ
ამბობს: გადაადგილდი წინ 100 პიქსელით. როცა ვაჭერთ
გაშვებას, რა ხდება?
მხატვარი გადაადგილდება რაღაც მანძილზე -
100 პიქსელის მანძილზე.
პიქსელი, პრინციპში, ძალიან პატარა კვადრატია
თქვენს კომპიუტერზე.
ამოცანის კიდევ ერთი ბლოკი ამბობს "მობრუნდი
90 გრადუსით.
თუ მას სამუშაო სივრცეში მოვათავსებთ,
მხატვარი მობრუნდება.
შეგიძლიათ, მხატვარი სხვა ოდენობით მოაბრუნოთ.
90-გრადუსიანი მობრუნებაა. ეს - 120-გრადუსიანი.
გახსოვდეთ: ამ მნიშვნელობების შესაცვლელად რიცხვების
გვერდითა ისრებს უნდა დააჭიროთ.
აბა, ისიამოვნეთ ხატვით!