1 00:00:00,000 --> 00:00:03,500 როდესაც ადამიანები იგებენ, რომ დროის მართვაზე ვწერ, 2 00:00:04,588 --> 00:00:06,263 ორ რამეს ვარაუდობენ. 3 00:00:07,564 --> 00:00:10,548 პირველი, რომ ყოველთვის პუნქტუალური ვარ, 4 00:00:11,747 --> 00:00:12,984 რასაც ვერ დავეთანხმები. 5 00:00:13,525 --> 00:00:14,870 ოთხი პატარა შვილი მყავს 6 00:00:14,894 --> 00:00:17,710 და ჩემს პერიოდულ დაგვიანებებზე მათ დავადანაშაულებდი, 7 00:00:17,734 --> 00:00:19,842 მაგრამ ზოგჯერ ეს მათი ბრალი არაა. 8 00:00:20,015 --> 00:00:23,812 ერთხელ, საკუთარ სიტყვით გამოსვლაზე დავაგვიანე, რომელიც დროის მართვას ეხებოდა. 9 00:00:23,812 --> 00:00:25,646 (სიცილი) 10 00:00:25,775 --> 00:00:28,972 ყველას ერთად მოგვიწია შეგვეგრძნო ამ მომენტის ირონია. 11 00:00:28,972 --> 00:00:32,191 მეორე რასაც ვარაუდობენ ისაა, რომ დროის აქა-იქ დაზოგვის 12 00:00:32,215 --> 00:00:34,108 ბევრ ხრიკს და ხერხს ვფლობ. 13 00:00:34,132 --> 00:00:37,846 ზოგჯერ ჟურნალებიდან მიკავშირდებიან, როცა ამ თემაზე წერენ, 14 00:00:37,870 --> 00:00:41,197 როგორ დაეხმარონ თავიანთ მკითხველს, დამატებითი ერთი საათის გამონახვაში. 15 00:00:41,221 --> 00:00:44,487 მათი იდეა ისაა, რომ ყოველდღიური აქტივობების დროს ცოტ-ცოტას ვაკლებთ, 16 00:00:44,487 --> 00:00:46,014 ერთმანეთს ვუმატებთ 17 00:00:46,014 --> 00:00:47,980 და კარგი რამეებისთვის დრო გვრჩება. 18 00:00:48,224 --> 00:00:51,308 ეს აზრი საეჭვოდ მეჩვენება, თუმცა ყოველთვის ვინტერესდები რჩევებით, 19 00:00:51,378 --> 00:00:54,061 რომლებიც ჩემთან დაკავშირებმდე აქვთ. 20 00:00:54,405 --> 00:00:55,757 აი, ჩემი რჩეულებიც: 21 00:00:55,757 --> 00:00:59,327 ისეთი დავალებების შესრულება, რომლებსაც მხოლოდ მარჯვნივ მობრუნება სჭირდება. 22 00:00:59,327 --> 00:01:00,349 (სიცილი) 23 00:01:00,349 --> 00:01:02,419 აზრიანად მოვიქცეთ ღუმელის გამოყენებისას: 24 00:01:02,419 --> 00:01:04,976 თუ შეფუთვაზე მოსამაზდებლად 3 - 3,5 წუთია მითითებული, 25 00:01:04,976 --> 00:01:07,246 ეგრევე ქვედა ზღვარს ვირჩევთ. 26 00:01:07,246 --> 00:01:10,299 და ჩემთვის ყველაზე გამორჩეული, რომელიც რაღაც დოზით გონივრულიცაა, 27 00:01:10,299 --> 00:01:13,265 ჩაიწეროთ საყვარელი შოუები, რითაც რეკლამების გადახვევას შეძლებთ. 28 00:01:13,265 --> 00:01:15,497 შედეგად ყოველ ნახევარ საათში რვა წუთს დაზოგავთ. 29 00:01:15,497 --> 00:01:17,594 ანუ ტელევიზორის 2 საათით ყურებისას 30 00:01:17,594 --> 00:01:19,137 ვარჯიშისთვის 32 წუთს გამონახავთ. 31 00:01:19,137 --> 00:01:20,153 (სიცილი) 32 00:01:20,153 --> 00:01:21,438 რაც სიმართლეა. 33 00:01:22,587 --> 00:01:25,208 იცით სხვანაირად როგორ გამონახოთ 32 წუთი ვარჯიშისთვის? 34 00:01:25,629 --> 00:01:27,961 არ უყუროთ ტელევიზორს დღეში 2 საათი. 35 00:01:27,985 --> 00:01:29,001 (სიცილი) 36 00:01:29,025 --> 00:01:32,499 რაც არ უნდა იყოს მათი აზრით აქა-იქ დაზოგილი დროით, 37 00:01:32,523 --> 00:01:34,691 ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ რაც გვსურს. 38 00:01:34,691 --> 00:01:37,903 თუმცა, მას შემდეგ, რაც წარმატებული ადამიანების დროის გამოყენებისა 39 00:01:37,903 --> 00:01:40,814 და საათობრივი განრიგის შესწავლა და მათზე დაკვირვება დავიწყე, 40 00:01:40,814 --> 00:01:43,724 ვფიქრობ რჩევა აბსოლიტურად საპირისპირო უნდა იყოს. 41 00:01:44,305 --> 00:01:47,947 დროის დაზოგვით კი ვერ მოვიწყობთ ისეთ ცხოვრებას როგორიც გვსურს, 42 00:01:48,566 --> 00:01:50,506 არამედ სასურველი ცხოვრების მოწყობით, 43 00:01:50,636 --> 00:01:53,603 დრო თავისით დაიზოგება. 44 00:01:55,194 --> 00:01:56,345 აი, რას ვგულისხმობ. 45 00:01:56,369 --> 00:01:58,423 ახლახან დროის დღიურის პროექტზე ვიმუშავე, 46 00:01:58,423 --> 00:02:02,291 რომლის ფარგლებშიც ძალიან დაკავებული ქალების 1 001 დღეს დავაკვირდი. 47 00:02:02,315 --> 00:02:05,339 მათ ძალიან რთული სამსახურები ჰქონდათ, ზოგს საკუთარი ბიზნესებიც, 48 00:02:05,339 --> 00:02:07,118 ბავშები მოსავლელი და ზოგს მშობლებიც, 49 00:02:07,142 --> 00:02:08,922 საზოგადოებრივი ვალდებულებები... 50 00:02:08,922 --> 00:02:10,739 მოკლედ, ძალიან დაკავებული ხალხი. 51 00:02:10,739 --> 00:02:14,066 ვთხოვე, კვირის განმავლობაში საკუთარი დროის განრიგზე თვალი ედევნებინათ, 52 00:02:14,066 --> 00:02:16,703 რომ გამეგო ჯამში რამდენს მუშაობდნენ და რამდენი ეძინათ, 53 00:02:16,703 --> 00:02:19,376 შემდეგ ჩემი წიგნისთვის მათი სტრატეგიების შესახებ ვკითხე. 54 00:02:19,376 --> 00:02:21,299 ერთ-ერთი ქალი, რომლის განრიგი შევისწავლე, 55 00:02:21,299 --> 00:02:22,976 ოთხშაბათს რაღაცაზე გადის სახლიდან. 56 00:02:22,976 --> 00:02:25,519 დაბრუნებულს კი, წყლის გამათბობელი გაფუჭებული ხვდება 57 00:02:25,519 --> 00:02:27,589 და მთელ სარდაფში წყალი დგას. 58 00:02:28,380 --> 00:02:30,834 თუ ასეთი რამ დაგმართნიათ გეცოდინებათ, 59 00:02:30,858 --> 00:02:34,208 რომ ეს დიდად დამაზარალებელი, საშიში და გამლუმპველი მოვლენაა. 60 00:02:34,208 --> 00:02:36,472 ის მყისვე, იმ ღამესვე რეაგირებს, 61 00:02:36,496 --> 00:02:38,663 მომდევნო დღისთვის უკვე სანტექნიკოსები მოდიან 62 00:02:38,663 --> 00:02:41,897 და შემდეგ დღეს, დასუფთავების სამსახური გაფუჭებული ხალიჩის აღსადგენად. 63 00:02:41,921 --> 00:02:43,987 ეს ყველაფერი კი, დროის დღიურში იწერება. 64 00:02:44,011 --> 00:02:46,311 რაც საბოლოოდ მისი კვირის 7 საათს იკავებს. 65 00:02:47,191 --> 00:02:48,473 7 საათი. 66 00:02:49,179 --> 00:02:51,981 იგივეა რაც დღეში ერთი დამატებითი საათის გამოძებნა. 67 00:02:52,564 --> 00:02:55,628 მაგრამ დარწმუნებული ვარ კვირის დასაწყისში მისთვის რომ გეკითხათ: 68 00:02:55,652 --> 00:02:58,870 "გამოძებნი შვიდ საათს ტრიატლონისთვის"? 69 00:02:59,893 --> 00:03:03,698 "გამოძებნი 7 საათს 7 ღირსეული ადამიანის მენტორობისთვის?" 70 00:03:03,722 --> 00:03:06,583 დარწმუნებული ვარ იმას გიპასუხებდათ, რასაც უმეტესი ჩვენგანი: 71 00:03:06,583 --> 00:03:10,881 "არა, ვერ ხედავ როგორი დაკავებული ვარ?" 72 00:03:11,191 --> 00:03:13,318 მაგრამ როცა მთელი მისი სარდაფი წყალში ცურავდა 73 00:03:13,342 --> 00:03:16,141 იძულებული შეიქმნა 74 00:03:16,165 --> 00:03:18,675 7 საათი გამოენახა. 75 00:03:19,055 --> 00:03:23,206 რამაც დაგვანახა, რომ დრო ძალიან ელასტიურია. 76 00:03:23,594 --> 00:03:25,637 ჩვენ ვერ გამოვიმუშავებთ მეტ დროს, 77 00:03:25,661 --> 00:03:29,840 მაგრამ ჩვენი არჩეული საქმეების მოსაგვარებლად დრო თავისით გაიწელება. 78 00:03:30,366 --> 00:03:32,933 დროის მართვის გასაღებიც ეს არის, 79 00:03:33,541 --> 00:03:35,776 ისე მივუდგეთ ჩვენს პრიორიტეტებს, 80 00:03:35,800 --> 00:03:38,847 როგორც იმ გაფუჭებულ წყლის გამათბობელს. 81 00:03:38,852 --> 00:03:42,732 ამაში რომ დავრწმუნდეთ, ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული ადამიანის სიტყვებს გამოვიყენებ 82 00:03:42,732 --> 00:03:44,685 ვისაც კი გავსაუბრებივარ. 83 00:03:44,685 --> 00:03:47,203 დაკავებულში ვგულისხმობ, რომ პატარა ბიზნესი ჰქონდა, 84 00:03:47,203 --> 00:03:49,036 სადაც 12 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, 85 00:03:49,036 --> 00:03:51,013 თავისუფალ დროს კი 6 შვილთან ატარებდა. 86 00:03:51,013 --> 00:03:53,275 ინტერვიუს ჩასაწერად ვუკავშირდებოდი ხოლმე 87 00:03:53,299 --> 00:03:55,795 თემაზე: "ამ ყველაფერს როგორ ახერხებდა". 88 00:03:55,819 --> 00:03:57,628 მახსოვს ხუთშაბათი დილა იყო, 89 00:03:57,652 --> 00:03:59,659 მას კი ჩემთან სასაუბროდ არ ეცალა. 90 00:03:59,683 --> 00:04:00,839 რა თქმა უნდა, არა? 91 00:04:00,863 --> 00:04:03,282 თუმცა, ჩემთან სასაუბროდ იმიტომ არ ეცალა, 92 00:04:03,306 --> 00:04:05,246 რომ ლაშქრობაზე იყო წასული, 93 00:04:05,270 --> 00:04:07,308 რადგან გაზაფხულის მშვენიერი დილა იყო 94 00:04:07,332 --> 00:04:08,895 და მას ლაშქრობაზე წასვლა მოუნდა. 95 00:04:08,919 --> 00:04:11,256 რა თქმა უნდა ამან ძალიან დამაინტერესა, 96 00:04:11,280 --> 00:04:14,456 და როცა საბოლოოდ გამოვიჭირე ეს შემდეგნაირად ამიხსნა: 97 00:04:14,480 --> 00:04:17,187 "მისმინე ლაურა, ყველაფერი რასაც მე ვაკეთებ, 98 00:04:17,592 --> 00:04:21,205 ყოველ წუთს, რომელსაც ვხარჯავ, ჩემი არჩევანია." 99 00:04:21,640 --> 00:04:23,161 და იმის თქმის ნაცვლად, რომ: 100 00:04:23,161 --> 00:04:25,624 "მე არ მაქვს დრო ამისთვის, იმისთვის" 101 00:04:25,893 --> 00:04:31,007 მან მითხრა: "არ ვაკეთებ ამას და იმას, რადგან ჩემთვის არაა პრიორიტეტული" 102 00:04:31,709 --> 00:04:36,077 "არ მაქვს დრო", უმეტესწილად ნიშნავს, რომ "ეს ჩემთვის პრიორიტეტული არაა." 103 00:04:36,665 --> 00:04:39,417 თუ დაფიქრდებით, ეს ნამდვილად უფრო სწორი ფორმულირებაა. 104 00:04:39,417 --> 00:04:42,821 მაგალითად, მე შეიძლება გითხრათ, რომ ჟალუზების გასაწმენდად დრო არ მაქვს, 105 00:04:42,821 --> 00:04:44,104 მაგრამ ეს სიცრუე იქნება. 106 00:04:44,104 --> 00:04:46,478 თუ მათ გაწმენდაში 100 000 დოლარს შემომთავაზებთ, 107 00:04:46,478 --> 00:04:48,082 ძალიან სწრაფადაც ვიზამდი ამას. 108 00:04:48,082 --> 00:04:48,942 (სიცილი) 109 00:04:48,942 --> 00:04:50,611 რადგან ეს არ მოხდება, 110 00:04:50,611 --> 00:04:53,489 შემიძლია დავადასტურო, რომ ეს დროის ნაკლებობის პრობლემა არაა, 111 00:04:53,489 --> 00:04:55,514 არამედ იმის, რომ ამის გაკეთება არ მინდა. 112 00:04:55,514 --> 00:04:58,194 ეს სიტყვები გვამცნობს, რომ დრო არჩევანია. 113 00:04:58,218 --> 00:04:59,391 ამიტომ მართალია, 114 00:04:59,415 --> 00:05:02,447 ზოგ არჩევანს საშინელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. 115 00:05:02,471 --> 00:05:03,677 ამ აზრს ვეთანხმები, 116 00:05:03,701 --> 00:05:05,323 მაგრამ ჩვენ გონიერი ხალხი ვართ 117 00:05:05,347 --> 00:05:07,205 და გრძელვადიან პერსპექტივაში 118 00:05:07,229 --> 00:05:09,619 ნამდვილად შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება ისე დავგეგმოთ, 119 00:05:09,619 --> 00:05:12,269 როგორც შეგვეფერება. 120 00:05:13,204 --> 00:05:14,492 მაშ, როგორ მოვახერხოთ ეს? 121 00:05:14,957 --> 00:05:16,969 როგორ მივუდგეთ ჩვენს პრიორიტეტებს, 122 00:05:16,969 --> 00:05:19,274 როგორც იმ გაფუჭებულ წყლის გაამთბობელს? 123 00:05:19,531 --> 00:05:21,850 პირველ რიგში პრიორიტეტებში უნდა გავერკვეთ. 124 00:05:21,874 --> 00:05:24,628 ამაზე ფიქრის ორ სტრატეგიას შემოგთავაზებთ. 125 00:05:24,652 --> 00:05:26,410 პირველი, პროფესიული ნაწილი: 126 00:05:26,434 --> 00:05:28,945 დარწმუნებული ვარ, წლის ბოლოსთვის ბევრი ადამიანი 127 00:05:28,969 --> 00:05:31,292 ამზადებს, ან ღებულობს საქმიანობის წლიურ ანგარიშს. 128 00:05:31,316 --> 00:05:33,581 გადახედავთ წლის მიღწევებს, 129 00:05:33,605 --> 00:05:35,650 თქვენს "ზრდის შესაძლებლობებს". 130 00:05:35,674 --> 00:05:37,697 ეს საკუთარ დანიშნულებას ასრულებს, 131 00:05:38,221 --> 00:05:41,531 მაგრამ ჩემი აზრით უფრო ეფექტური იქნება, თუ ამას მომავლისთვის ვიზამთ. 132 00:05:41,531 --> 00:05:43,929 ანუ წარმოიდგინეთ, რომ მომავალი წლის დასასრულია. 133 00:05:44,326 --> 00:05:46,687 აკეთებთ თქვენი შედეგების ანალიზს. 134 00:05:46,711 --> 00:05:51,227 ეს წელი თქვენთვის პროფესიულად შესანიშნავი იყო. 135 00:05:52,034 --> 00:05:57,821 3-დან 5-მდე რა ისეთი საქმე გააკეთეთ, რომ წელი ასეთი შესანიშნავი გამოვიდა? 136 00:05:58,734 --> 00:06:02,534 ანუ თქვენ შეგიძლიათ მომავალი წლის შედეგების მიმოხილვა ახლა დაწეროთ. 137 00:06:02,558 --> 00:06:04,805 ამის გაკეთება პირად ცხოვრებაზეც შეგიძლიათ. 138 00:06:04,829 --> 00:06:07,458 დარწმუნებული ვარ დეკემბრისთის ბევრი თქვენგანი, ჩემსავით 139 00:06:07,482 --> 00:06:11,028 იღებს ფერად-ფერად ბარათებს, 140 00:06:11,491 --> 00:06:16,321 რომლებზეც ჩვეულებისამებრ საოჯახო სადღესასწაულო მილოცვებია დაწერილი. 141 00:06:16,345 --> 00:06:17,983 (სიცილი) 142 00:06:18,007 --> 00:06:20,638 ეს იგივეა რაც უხარისხო ლიტერატურა, 143 00:06:20,662 --> 00:06:24,126 რომელიც დაუსრულებლად გვიყვება, თუ როგორი საყვარელია ოჯახის ყველა წევრი, 144 00:06:24,126 --> 00:06:25,487 ან უფრო მეტად სახალისო, 145 00:06:25,487 --> 00:06:27,456 როგორი დაკავებულია ოჯახის ყველა წევრი. 146 00:06:27,815 --> 00:06:29,464 თუმცა, ამ წერილების დანიშნულებაა, 147 00:06:29,488 --> 00:06:31,695 თქვენს მეგობრებს და ოჯახის წევრებს მოუყვეს 148 00:06:31,719 --> 00:06:35,224 წლის განმავლობაში რა გააკეთეთ ისეთი, რაც თქვენს ცხოვრებაში ღირებული იყო. 149 00:06:35,224 --> 00:06:36,842 მაშ, ეს წელი თითქმის დასრულდა, 150 00:06:36,842 --> 00:06:39,396 მაგრამ მინდა წარმოიდგინოთ, რომ ეს მომდევნო წლის ბოლოა 151 00:06:39,396 --> 00:06:41,704 და რომ ეს არაჩვეულებრივი წელი იყო 152 00:06:42,172 --> 00:06:44,825 როგორც თქვენთვის ისე თქვენი ახლობლებისთვის. 153 00:06:45,391 --> 00:06:50,094 3-დან 5-მდე რა ისეთი საქმე გააკეთეთ, რომ არაჩვეულებრივი წელი გამვიდა? 154 00:06:50,839 --> 00:06:54,980 ანუ ახლავე შეგიძლიათ, მომდევნო წლის მისალოცი ბარათები დაწეროთ. 155 00:06:55,789 --> 00:06:56,982 ოღონდ არ გააგზავნოთ. 156 00:06:57,006 --> 00:06:58,022 (სიცილი) 157 00:06:58,046 --> 00:07:00,684 გთხოვთ, არ გააგზავნოთ. 158 00:07:01,049 --> 00:07:02,439 მაგრამ შეგიძლიათ დაწეროთ. 159 00:07:02,463 --> 00:07:06,177 ახლა კი, შედეგების ანალიზსა და სადღესასწაულო ბარათებამდე 160 00:07:06,201 --> 00:07:09,438 6-დან 10-მდე მიზანი გვაქვს, მომდევნო წლისთვის სამუშაოდ. 161 00:07:09,462 --> 00:07:12,261 ისინი შესრულებად ბიჯებად უნდა დავყოთ. 162 00:07:12,285 --> 00:07:14,493 შეიძლება ოჯახის ისტორიის დაწერა მოგინდეთ. 163 00:07:14,527 --> 00:07:16,780 პირველ რიგში, სტილის გასაცნობად 164 00:07:16,794 --> 00:07:18,816 სხვა ოჯახური ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ. 165 00:07:18,816 --> 00:07:21,287 შემდეგ შეიძლება იფიქროთ რა ჰკითხოთ ნათესავებს, 166 00:07:21,311 --> 00:07:23,160 გასაუბრებისთვის შეხვედრები დანიშნოთ. 167 00:07:23,184 --> 00:07:24,985 ან იქნებ 5 კმ გინდათ გაირბინოთ. 168 00:07:24,985 --> 00:07:27,990 ამისათვის შეჯიბრების პოვნა, დარეგისტრირება, ვარჯიშის დაგეგმვა 169 00:07:27,990 --> 00:07:30,617 და კარადის უკნიდან ფეხსაცმელების გამოღება დაგჭირდებათ. 170 00:07:30,617 --> 00:07:32,193 ამის შემდეგ... ეს საკვანძოა... 171 00:07:32,217 --> 00:07:36,312 ჩვენი პრიორიტეტების განრიგის წინა პლანზე წამოწევით, 172 00:07:36,336 --> 00:07:39,335 მათ ისე ვუდგებით როგორც იმ გაფუჭებულ წყლის გამათბობელს. 173 00:07:39,879 --> 00:07:44,639 ამას კი კვირების წინასწარი დაგეგმვით ვაკეთებთ 174 00:07:44,663 --> 00:07:48,347 ამის გასაკეთებლად ყველაზე კარგი დრო, პარასკევის მეორე ნახევარი მგონია. 175 00:07:48,885 --> 00:07:51,433 პარასკევის ნაშუადღევს ეკონომისტები 176 00:07:51,457 --> 00:07:54,264 "დაბალი ალტერნატიული დანახარჯის" დროს უწოდებენ. 177 00:07:54,764 --> 00:07:57,664 უმეტესობა პარასკევ ნაშუადღევს არ ვამბობთ ხოლმე: 178 00:07:57,688 --> 00:07:59,567 "ამ წუთას მოწადინებული ვარ 179 00:07:59,591 --> 00:08:00,751 ჩემი პროფესიული 180 00:08:00,751 --> 00:08:03,155 და პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის." 181 00:08:03,155 --> 00:08:03,955 (სიცილი) 182 00:08:03,955 --> 00:08:06,590 თუმცა ჩვენ მზად ვართ დავფიქრდეთ ამ შესაძლებლობებზე. 183 00:08:06,590 --> 00:08:08,975 ამიტომ პარასკევს ნაშუადღევს ცოტა დრო გამონახეთ, 184 00:08:08,999 --> 00:08:15,189 ჩამოწერეთ პრიორიტეტების სამი კატეგორია: კარიერა, ურთიერთობები, საკუთარი თავი. 185 00:08:16,382 --> 00:08:19,580 კატეგორიების ეს სია გვახსენებს, 186 00:08:19,604 --> 00:08:23,094 რომ სამივე კატეგორიაში რაღაც უნდა მოვათავსოთ. 187 00:08:23,118 --> 00:08:24,374 კარიერაზე ვფიქრობთ; 188 00:08:24,398 --> 00:08:25,905 ურთიერთობებზე და საკუთარ თავზე 189 00:08:25,929 --> 00:08:27,248 არც ისე. 190 00:08:27,272 --> 00:08:29,370 ნებისმიერ შემთხვევაში, უბრალოდ პატარა სია. 191 00:08:29,370 --> 00:08:30,943 თითოეულში ორი, ან სამი ასპექტით. 192 00:08:31,013 --> 00:08:33,394 შემდეგ მომდევნო კვირას დააკვირდით 193 00:08:33,418 --> 00:08:35,823 და ნახეთ, თუ როდისთვის შეძლებთ მათ შესრულებას. 194 00:08:36,171 --> 00:08:38,181 ეს კი თქვენზეა დამოკიდებული. 195 00:08:38,205 --> 00:08:41,667 ზოგისთვის უფრო ძნელი იქნება, ზოგისთვის ნაკლებად. 196 00:08:41,691 --> 00:08:45,213 ზოგის ცხოვრება ხომ სხვებისაზე უფრო რთულია. 197 00:08:45,674 --> 00:08:48,943 პოეზიის გაკვეთილისთვის დროის გამონახვა გართულდება, 198 00:08:48,967 --> 00:08:51,697 თუ რამდენიმე ბავშვს მარტო უვლით. 199 00:08:52,058 --> 00:08:53,229 ეს მესმის 200 00:08:53,253 --> 00:08:55,460 და ვინმეს ძალისხმევას სულაც არ ვაკნინებ, 201 00:08:55,484 --> 00:09:00,570 მაგრამ მიმაჩნია რომ რიცხვები, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, ნამდვილად დამაიმედებელია. 202 00:09:00,906 --> 00:09:04,913 კვირაში 168 საათია. 203 00:09:05,962 --> 00:09:10,663 ოცდაოთხჯერ შვიდი 168-ის ტოლია. 204 00:09:11,295 --> 00:09:14,028 ეს ძალიან დიდი დროა. 205 00:09:14,627 --> 00:09:17,818 თუკი სრულ განაკვეთზე მუშაობთ, ანუ 40 საათს კვირაში 206 00:09:17,842 --> 00:09:20,934 და ღამით 8 საათი გძინავთ, ანუ 56 საათი კვირაში, 207 00:09:20,958 --> 00:09:23,878 მაშინ სხვა რამეებისთვის 72 საათი გრჩებათ. 208 00:09:24,622 --> 00:09:26,529 ეს კი ძალიან დიდი დროა. 209 00:09:26,956 --> 00:09:28,841 თუ კვირაში 50 საათს მუშაობთ, 210 00:09:28,865 --> 00:09:30,811 შესაძლოა ძირითად და დამატებით სამუშაოზე, 211 00:09:30,835 --> 00:09:33,305 ეს სხვა საქმეებისთის 62 საათს გიტოვებთ. 212 00:09:33,329 --> 00:09:35,229 თუ 60 საათს მუშაობთ, 213 00:09:35,253 --> 00:09:37,681 მაშინ 52 საათი გრჩებათ. 214 00:09:37,705 --> 00:09:39,747 და თუ იტყვით, რომ 60 საათზე მეტს მუშაობთ. 215 00:09:39,771 --> 00:09:41,328 უკაცრავად, დარწმუნებული ხართ? 216 00:09:41,352 --> 00:09:43,086 (სიცილი) 217 00:09:43,110 --> 00:09:46,016 ერთ კვლევაში ხალხის ნავარაუდევი სამუშაო საათების რაოდენობა, 218 00:09:46,040 --> 00:09:47,409 სამუშაო დღიურებს შეადარეს. 219 00:09:47,409 --> 00:09:50,915 აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც 75 სთ-ზე მეტ სამუშაო საათს იბრალებდნენ, 220 00:09:50,915 --> 00:09:52,833 დაახლოებით 25 საათით ცდებოდნენ. 221 00:09:52,833 --> 00:09:53,981 (სიცილი) 222 00:09:54,005 --> 00:09:56,326 მიხვდებით რომელ მხარეს ხომ? 223 00:09:57,117 --> 00:09:59,404 ნებისმიერ შემთხვევაში, კვირაში 168 საათში 224 00:09:59,404 --> 00:10:02,768 შეგვიძლია გამოვნახოთ დრო იმისათვის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. 225 00:10:02,792 --> 00:10:04,990 თუ თქვენ შვილებთან მეტი დროის გატარება გინდათ, 226 00:10:05,014 --> 00:10:07,679 ამასთანავე გინდათ ტესტირებისთვის უფრო მეტად მოემზადოთ. 227 00:10:07,679 --> 00:10:10,688 გინდათ ივარჯოშოთ სამი საათი და მოხალისეობას დაუთმოთ ორი, 228 00:10:10,712 --> 00:10:11,866 თქვენ ამას შეძლებთ. 229 00:10:11,890 --> 00:10:15,531 იმ შემთხვევაშიც კი, თუ სრულ განაკვეთზე ბევრად მეტს მუშაობთ. 230 00:10:15,705 --> 00:10:17,937 მაშ, უამრავი დრო გვქონია, რაც ძალიან მაგარია, 231 00:10:17,961 --> 00:10:19,187 და იცით რატომ? 232 00:10:19,211 --> 00:10:22,049 ამდენი დრო არც კი გვჭირდება საოცარი რამეების გასაკეთებლად. 233 00:10:22,486 --> 00:10:25,533 მაგრამ როცა უმეტესობა ცოტა დროს გამოვნახავთ როგორ ვიქცევით? 234 00:10:25,708 --> 00:10:27,359 ვიღებთ ტელეფონს 235 00:10:27,826 --> 00:10:29,995 და ფოსტის წაშლას ვიწყებთ, არა? 236 00:10:30,381 --> 00:10:32,468 ან სახლში უაზროდ დავბოდიალობთ, 237 00:10:32,492 --> 00:10:33,752 ან ტელევიზორს ვუყურებთ. 238 00:10:34,114 --> 00:10:36,967 პატარა მომენტებს შეიძლება დიდი ძალა ჰქონდეს. 239 00:10:37,657 --> 00:10:39,610 ცოტ-ცოტა დრო 240 00:10:40,094 --> 00:10:42,290 შეგიძლიათ ცოტ-ცოტა სიამოვნებისთვის გამოიყენოთ. 241 00:10:43,195 --> 00:10:46,064 შეიძლება ეს სამსახურამდე გზად 242 00:10:46,088 --> 00:10:47,502 რამე საინტერესოს კითხვა იყოს. 243 00:10:47,502 --> 00:10:50,595 როცა სამსახურამდე მისასვლელად ყოველ დილით, ორი ავტობუსის გამოცვლა 244 00:10:50,595 --> 00:10:52,104 და მეტრო მჭირდებოდა, 245 00:10:52,104 --> 00:10:55,661 შაბათ-კვირას ბიბლიოთეკაში საკითხავის წამოსაღებად შევივლიდი ხოლმე. 246 00:10:55,661 --> 00:10:58,886 რაც ჩემს მგზავრობას, თითქმის სასიამოვნოს ხდიდა. 247 00:10:59,857 --> 00:11:03,044 სამსახურის შესვენება შეიძლება მედიტაციის, ან ლოცვისთვის გამოიყენოთ. 248 00:11:03,434 --> 00:11:06,628 თუკი გიჟური სამუშაო გრაფიკის გამო, გარეთ გიწევთ სადილობა, 249 00:11:06,652 --> 00:11:09,401 ოჯახურმა საუზმემ ეს შეიძლება საუკეთესოდ ჩაანაცვლოს. 250 00:11:09,890 --> 00:11:13,020 ამ გზით ადამიანი მთელს საკუთარ დროს უყურებს 251 00:11:13,044 --> 00:11:15,177 და ხედავს სად ჩასვას სასიამოვნო რამეები. 252 00:11:16,504 --> 00:11:18,217 ამის ნამდვილად მჯერა. 253 00:11:19,054 --> 00:11:21,755 მაშინაც კი მოიძენება დრო, 254 00:11:22,981 --> 00:11:24,633 როცა ძალიან დაკავებულები ვართ. 255 00:11:25,223 --> 00:11:27,352 მნიშნელოვანი რამისთვის ყველას გვაქვს დრო 256 00:11:27,752 --> 00:11:30,264 და როცა იმაზე ვკონცენტრირდებით რაც მნიშვნელოვანია, 257 00:11:30,312 --> 00:11:32,473 შევძლებთ სასურველი ცხოვრების მოწყობას, 258 00:11:32,765 --> 00:11:34,043 იმ დროში რაც გვაქვს. 259 00:11:34,638 --> 00:11:35,793 მადლობა. 260 00:11:35,817 --> 00:11:40,941 (აპლოდისმენტები)