0:00:02.940,0:00:08.500 ინტერნეტი: დაშიფვრა და ღია გასაღები 0:00:08.680,0:00:10.950 გამარჯობა, მე მქვია მია გილ-ეპნერი, 0:00:10.950,0:00:13.740 ვსწავლობ კომპიუტერულ[br]მეცნიერებებს ბერკელის უნივერსიტეტში 0:00:13.740,0:00:18.668 და ვმუშაობ თავდაცვის დეპარტამენტში, სადაც[br]ვცდილობ, დავიცვა ინფორმაციის უსააფრთხოება. 0:00:18.668,0:00:22.060 ინტერნეტი ღია და საჯარო სისტემაა. 0:00:22.060,0:00:26.310 ჩვენ ყველა ვაგზავნით და ვიღებთ ინფორმაციას[br]საერთო სადენებით და მაკავშირებლებით. 0:00:26.310,0:00:28.239 მაგრამ, მიუხედავად იმისა,[br]რომ ეს სისტემა ღიაა, 0:00:28.239,0:00:30.619 ჩვენ მაინც ვუზიარებთ ერთმანეთს[br]უამრავ პირად ინფორმაციას, 0:00:30.619,0:00:33.650 მაგალითად საკრედიტო ბარათის[br]ნომრებს, ბანკის ინფორმაციას, 0:00:33.650,0:00:35.890 პაროლებს და ელექტრონულ ფოსტას. 0:00:35.890,0:00:38.570 მაშ, როგორ ვინარჩუნებთ ყველა[br]ამ პირად ინფორმაციას საიდუმლოდ? 0:00:38.570,0:00:41.000 ნებისმიერი სახის ინფორმაცია[br]შეიძლება შენარჩუნდეს საიდუმლოდ 0:00:41.000,0:00:42.500 პროცესით, რომელსაც ჰქვია დაშიფვრა: 0:00:42.500,0:00:46.199 შეტყობინების დამახინჯებით ან შეცვლით,[br]თავდაპირველი ტექსტის დაფარვის მიზნით. 0:00:46.199,0:00:49.490 გაშიფვრა არის თავდაპირველი[br]სახის დაბრუნების პროცესი, 0:00:49.490,0:00:51.900 რომლის შემდეგაც შესაძლებელი[br]ხდება შეტყობინების წაკითხვა. 0:00:51.900,0:00:55.854 ეს მარტივი იდეაა და ადამიანები ამ[br]ხერხს საუკუნეები გაბმავლობაში მიმართავენ. 0:00:55.854,0:01:01.785 ერთ-ერთი პირველი დაშიფრვის მეთოდია კეისრის[br]შიფრი, რომელსაც იულიუს კეისრის სახელი ჰქვია. 0:01:01.785,0:01:05.083 ეს იყო რომაელი გენერალი, რომელიც შიფრავდა[br]სამხედრო ბრძანებებს, რათა არწმუნებულიყო, 0:01:05.083,0:01:09.818 რომ თუ შეტყობინება მტრის ხელში[br]ჩავარდებოდა, ის მას ვერ წაიკითხავდა. 0:01:09.818,0:01:12.979 კეისრის შიფრი არის ალგორითმი,[br]რომელიც თავდაპირველ შეტყობინებას 0:01:12.979,0:01:17.419 ჩამოიყვანს ანბანის რამდენიმე[br]საფეხურით ქვევით. 0:01:17.419,0:01:22.519 თუ რიცხვი მხოლოდ გამგზავნმა და მიმღებმა[br]იციან, მაშინ მას ეწოდება გასაღები. 0:01:22.519,0:01:27.365 მისი საშუალებით, წამკითხავს შეუძლია,[br]გაშიფროს საიდუმლო შეტყობინება. 0:01:27.365,0:01:30.500 მაგალითად, თუ თქვენი თავდაპირველი[br]შეტყობინება იყო "HELLO", 0:01:30.500,0:01:34.466 მაშინ, კეისრის შიფრის ალგორითმის[br]გამოყენებით, რომლის გასაღებიცაა 5, 0:01:34.466,0:01:39.546 დაშიფრული შეტყობინება იქნება ეს... 0:01:39.546,0:01:45.609 შეტყობინებს გასაშიფრად, მიმღები, უბრალოდ,[br]გამოიყენებს გასაღებს და შეაბრუნებს პროცესს. 0:01:45.609,0:01:52.309 მაგრამ კეისრის შიფრს დიდი პრობლემა[br]აქვს - მისი გატეხვა მარტივად შეიძლება, 0:01:52.309,0:01:57.179 ამისთვის საჭიროა ყველა შესაძლო გასაღებიც[br]ცდა, ინგლისურ ანბანში კი მხოლოდ 26 ასოა, 0:01:57.179,0:02:02.759 რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ 26 ცდა[br]დაგჭირდებოდათ მესიჯის გაშიფვრისთვის. 0:02:02.759,0:02:08.530 26 შესაძლო გასაღების ცდა არ არის[br]ძალიან რთული, ერთ ან ორ საათს წაიღებს. 0:02:08.530,0:02:10.700 ამიტომ, მოდით, გავართულოთ.[br]იმის ნაცვლად, რომ 0:02:10.700,0:02:13.185 ყველა ასო ერთი და იმავე[br]რიცხვით გადავაადგილოთ, 0:02:13.185,0:02:15.895 თითოეული ასო გადავანაცვლოთ[br]სხვადასხვა რიცხვით. 0:02:15.895,0:02:22.165 ამ მაგალითში, ათნიშნა გასაღები გვიჩვენებს,[br]რამდენი პოზიციით შეიცვლება თითოეული ასო, 0:02:22.165,0:02:26.560 უფრო გრძელი მესიჯის დასაშიფრად. 0:02:26.560,0:02:30.510 ამ გასაღების გამოცნობა ძალიან რთული[br]იქნება. 10-ნიშნა გასაღების გამოყენებით, 0:02:30.510,0:02:34.160 10 მილიარდი შესაძლო გასაღები გვაქვს. 0:02:34.160,0:02:39.199 ცხადია, ამდენ გასაღებს ვერც ერთი ადამიანი[br]ვერ შეამოწმებს, ამას საუკუნეები დასჭირდებოდა. 0:02:39.199,0:02:42.550 მაგრამ ჩვეულებრივ კომპიუტერს,[br]დღესდღეობით, სულ რამდენიმე წამი დასჭირდება 0:02:42.550,0:02:45.581 ყველა 10 მილიარდი[br]ვარიანტის შესამოწმებლად. 0:02:45.581,0:02:47.746 მაშინ, თანამედროვე სამყაროში, სადაც 0:02:47.746,0:02:50.858 ცუდი ტიპები ფანქრების ნაცვლად[br]კომპიუტერებით არიან შეიარაღებული, 0:02:50.858,0:02:56.742 როგორ შეიძლება დაშიფროთ შეტყობინება ისე[br]დაცულად, რომ მისი გატეხვა ძალიან რთული იყოს? 0:02:56.742,0:02:59.427 ძალიან რთული ნიშნავს, რომ[br]ძალიან ბევრი ვარიანტია იმისთვის 0:02:59.427,0:03:03.108 რომ გამოთვლა გონივრულ[br]ვადაში იყოს შესაძლებელი. 0:03:03.108,0:03:08.540 დღევანდელი დაცული კომუნიკაცია დაშიფრულია[br]256-ბიტიანი გასაღების გამოყენებით. 0:03:08.540,0:03:11.590 ეს ნიშნავს, რომ ცუდ ტიპის კომპიუტერს,[br]რომელიც თქვენს შეტყობინებას მოიპარავს, 0:03:11.590,0:03:19.950 ამდენი ცდის განხორციელება მოუწევს...[br]სანამ მიაგნებს გასაღებს და გატეხს მესიჯს. 0:03:19.950,0:03:23.190 100 000 სუპერ კომპიუტერიც[br]რომ გქონდეთ და თითოეულს 0:03:23.190,0:03:28.130 შეეძლოს მილიარდობით გასაღების[br]შემოწმება ყოველ წამში, 0:03:28.130,0:03:31.510 ყველა ვარიანტის შესამოწმებლად[br]საჭირო იქნებოდა ტრილიონობით წელი 0:03:31.510,0:03:37.690 უბრალოდ ერთი 256-ბიტიანი შიფრით[br]დაცული შეტყობინების გასატეხად. 0:03:37.690,0:03:42.823 რა თქმა უნდა, კომპიუტერული ჩიპები ყოველ[br]წელს ორჯერ სწრაფი და ორჯერ პატარა ხდება. 0:03:42.823,0:03:46.750 თუ ასეთი პროგრესი გაგრძელდება,[br]დღევანდელი გადაუჭრელი პრობლემები 0:03:46.750,0:03:50.680 რამდენიმე ასეულ წელიწადში[br]უკვე გადაჭრადი გახდება 0:03:50.680,0:03:54.268 და 256 ბიტი აღარ იქნება[br]საკმარისი უსაფრთხოებისთვის. 0:03:54.268,0:03:57.476 უფრო მეტიც, გასაღების სიგრძის[br]სტანდარტის გაზრდა უკვე მოგვიწია, 0:03:57.476,0:04:01.009 იმისთვის, რომ დავწეოდით[br]კომპიუტერების სიჩქარეს. 0:04:01.009,0:04:05.540 კარგი ამბავია, რომ უფრო გრძელი გასაღების[br]გამოყენებით შეტყობინების დაშიფვრა არ რთულდება 0:04:05.540,0:04:11.309 მაგრამ ეს ხარისხობრივად ზრდის ცდების[br]რაოდენობას, რაც საჭიროა შიფრის გასატეხად. 0:04:11.309,0:04:16.358 როცა გამგზავნელსა და მიმღებს აქვთ საერთო[br]გასაღები მესიჯის დასაშიფრად და გასაშიფრად, 0:04:16.358,0:04:22.239 ამას ჰქვია სიმეტრიული დაშიფვრა. სიმეტრიული[br]დაშიფვრით, როგორც კეისრის შიფრია, 0:04:22.239,0:04:27.259 საიდუმლო გასაღებზე ორი ადამიანი[br]წინასწარ უნდა შეთანხმდეს. 0:04:27.259,0:04:31.540 ეს მშვენიერია ადამიანებისთვის, მაგრამ[br]ინტერნეტი ღია და საჯაროა, ანუ შეუძლებელია, 0:04:31.540,0:04:37.260 ორი ადამიანი საიდუმლოდ "შეხვდეს[br]ერთმანეთს" და შეთანხმდეს გასაღებზე. 0:04:37.260,0:04:40.345 ამის ნაცვლად, კომპიუტერები იყენებენ[br]ასიმეტრიული დაშიფვრის გასაღებს, 0:04:40.345,0:04:43.897 ღია გასაღებს, რომელიც[br]შეიძლება გავუზიაროთ ნებისმიერს, 0:04:43.897,0:04:47.027 და პირად გასაღებს,[br]რომელსაც არავის ვუზიარებთ. 0:04:47.027,0:04:50.511 ღია გასაღები გამოიყენება ინფორმაციის[br]დასაშიფრად და ნებისმიერს შეუძლია, 0:04:50.511,0:04:53.138 მისი გამოყენებით შექმნას[br]საიდუმლო შეტყობინება, 0:04:53.138,0:04:56.965 მაგრამ ამ შეტყობინების გაშიფვრა[br]შეიძლება მხოლოდ იმ კომპიუტერით, 0:04:56.965,0:04:59.661 რომელსაც აქვს წვდომა პირად გასაღებზე. 0:04:59.661,0:05:03.129 ამის უკან დგას მათემატიკა,[br]რომელსაც ახლა არ ჩავუღრმავდებით. 0:05:03.129,0:05:06.129 ასე იფიქრეთ, რომ გაქვთ[br]პირადი საფოსტო ყუთი, 0:05:06.129,0:05:09.640 სადაც ნებისმიერს შეუძლია მეილის მოთავსება,[br]მაგრამ მათ ამისთვის სჭირდებათ გასაღები. 0:05:09.640,0:05:12.640 შეგიძლიათ, გააკეთოთ[br]დეპოზიტის გასაღების ბევრი ასლი 0:05:12.640,0:05:16.509 და გაუგზავნოთ მეგობარს, ან, უბრალოდ,[br]საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოთ. 0:05:16.509,0:05:19.530 თქვენი მეგობარი ან უცნობი ადამიანი[br]გამოიყენებს ამ ღია გასაღებს 0:05:19.530,0:05:23.146 თქვენს დეპოზიტზე წვდომის მისაღებად[br]და დატოვებს იქ შეტყობინებას, მაგრამ 0:05:23.146,0:05:29.250 საფოსტო ყუთის გაღება და ყველა საიდუმლო[br]შეტყობინების ნახვა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. 0:05:29.250,0:05:31.639 თქვენც შეგიძლიათ, გაუგზავნოთ[br]დაცული შეტყობინება მეგობარს, 0:05:31.639,0:05:35.093 მათი საფოსტო ყუთის[br]ღია გასაღების გამოყენებით, 0:05:35.093,0:05:37.620 ამ გზით ადამიანებს შეუძლიათ,[br]გაცვალონ დაცული შეტყობინებები 0:05:37.620,0:05:40.699 საიდუმლო გასაღებზე[br]წინასწარ შეთანხმების გარეშე. 0:05:40.699,0:05:47.019 ღია გასაღების კრიფტოგრაფია, ღია ინტერნეტის პირობებში,[br]ყველანაირი დაცული შეტყობინებების გაგზავნის საფუძველია. 0:05:47.019,0:05:51.420 მათ შორის თავდაცვის პროტოკოლებისაც,[br]რომლებიც ცნობილია, როგორც SSL და TLS 0:05:51.420,0:05:54.662 რაც გვიცავს, როცა ვებს ვათვალიერებთ. 0:05:54.662,0:05:56.632 თქვენი კომპიუტერი[br]იყენებს ამ მეთოდს ამ წუთასაც. 0:05:56.632,0:06:02.550 ყოველთვის, როცა ხედავთ პატარა ბოქლომს[br]ან ასოებს https ბრაუზერის მისამართის ველში. 0:06:02.550,0:06:06.019 ეს ნიშნავს, რომ თქვენი კომპიუტერი[br]დაცულია ღია გასაღებით დაშიფვრის გზით, 0:06:06.019,0:06:09.299 ვებში მონაცემების უსაფრთხოდ გაცვლისთვის. 0:06:09.299,0:06:14.840 რაც უფრო მეტი ადამიანი უერთდება ინტერნეტს,[br]მით მეტი პირადი ინფორმაცია გაიცვლება, 0:06:14.840,0:06:18.628 და ამ ინფორმაციის დაცვის საჭიროება[br]უფრო მნიშვნელოვანი გახდება. 0:06:18.628,0:06:22.959 და რადგანაც კომპიუტერები უფრო და უფრო სწრაფი[br]ხდება, ჩვენ მოგვიწევს მოვნახოთ ახალი გზები, 0:06:22.959,0:06:25.739 რომ შიფრი კომპიუტერებისთვის[br]ძალიან რთულად გასატეხი იყოს. 0:06:25.739,0:06:30.159 სწორედ ამას ვაკეთებ ჩემს სამსახურში[br]და ის ყოველთვის იცვლება.