ჩვენს მთელ სხეულში გვაქვს სისხლის მილები და ამ სისხლის მილებში გვხვდება სხვადასხვა სახის სისხლის უჯრედები. არსებობს სისხლის წითელი უჯრედები, რომელთაც მე ახლა ვხატავ. თუ უყურეთ ვიდეოებს იმუნური სისტემის შესახებ, მაშინ გეცოდინებათ, რომ ასევე გვაქვს T უჯრედები, B უჯრედები, მაკროფაგები და თრომბოციტები. საერთო ჯამში, არსებობს 10 სახის სისხლის უჯრედი, რომლებიც ჩვენს სისხლში მუდმივად იმყოფებიან. ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ თუ სად წარმოიქმებიან ისინი. ასევე მათი წინამორბედი უჯრედების შესახებ, იმიტომ, რომ უჯრედები არაფრისგან არ ჩნდებიან. ისინი წარმოიქმნება წინამორბედი უჯრედების გაყოფის შედეგად . მაშ ასე, იცით საიდან წარმოიქმნებიან ეს უჯრედები? სად წარმოიქმნებიან ისინი? მე შევეცდები დავხატო რაც შეიძლება კარგად წარმოსაჩენად და არა სისხლის მილის მასშტაბის შესაბამისად ეს არის ძვალი და პასუხი კითხვაზე, თუ სად წარმოიქმნება სისხლის უჯრედები, არის - ძვლის ტვინი, რომელიც ძვალში მდებარეობს. როდესაც მე პირველად გავიგე ამის შესახებ ვიფიქრე, "როგორაა შესაძლებელი სისხლის უჯრედების ძვლის შიგნით წარმოქმნა, მათი გადასვლა ძვლის ზედაპირზე და შემდეგ სისხლის მილში მოხვედრა?" შეიძლება გაგიკვირდეთ როდესაც გაიგებთ, რომ ეს ძვლები მდიდარია სისხლის მილებით, თუმცა, ისინი ძალზედ მცირე ზომისაა რომ დავინახოთ. ასე რომ, ამ უჯრედებისთვის ძალზედ მარტივია სისხლძარღვებში გადასვლა. მოდით ახლა ვისაუბროთ წინამორბედი უჯრედების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, და ამის შესახებ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ ვიცოდით, ძვლის ტვინში არსებობს ერთი "ძლიერი" ღეროვანი უჯრედი რომელიც წარმოქმნის ათივე ტიპის სისხლის უჯრედებს და ამ ღეროვან უჯრედს ვუწედებთ ცოტათი რთულად წარმოსათქმელ სახელს, რომელსაც აქ დავწერთ და მას პლურიპოტენტური ეწოდება. თუ კარგად იცით ლათინური, მაშინ გეცოდინებათ, რომ პლურიპოტენტური ლათინურად ნიშნავს "ბევრი საქმის გაკეთების შესაძლებლობას". ეს შეიძლება ცუდი ნათარგმნია, მაგრამ არაუშავს. პლურიპოტენტური ჰემოპოეზური, იმიტომ, რომ ჰემოპოეზი სისხლის უჯრედების წარმოქმნას ნიშნავს. ასე რომ, მას პლურიპოტენტური ჰემოპოეტური ღეროვანი უჯრედი ეწოდება. ღეროვანი უჯრედი, როგორც უკვე იცით, ეწოდება ისეთ უჯრედებს რომლებიც იყოფა სხვადასხვა სახის უჯრედებად. ახლა კი მე მინდა დაგისვათ კითხვა: როგორ ფიქრობთ, მაკროფაგები რომლებიც, თუ იმუნოლოგიის ვიდეოს უყურეთ უკვე გეცოდინებათ, დიდი ფაგოციტური უჯრედებია და შთანთქვავს უცხო სხეულებს ან უჯრედის ნარჩენებს, როგორ ფიქრობთ, მაკროფაგები უფრო ახლოს დგას B უჯრედებთან, რომლებიც, როგორც უკვე იცით, წარმოქმნის ანტისხეულებს თუ სისხლის წითელ უჯრედებთან? შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სწორი პასუხია: მარკოფაგები უფრო ახლოს დგას წითელ უჯრედებთან, რაც, ერთი შეხედვით, უცნაურია, რადგან მაკროფაგებიც და B უჯრედებით იმუნური სისტემის ნაწილია, წითელი უჯრედები კი - არა. პლურიპოტენტური ჰემოპოეზური ღეროვანი უჯრედებიდან წარმოიქმნება ორი ძირითადი შტო, რომელსაც მე ახლა დავხატავ. პირველია მიელოიდური შტო... და მეორეა ლიმფოიდური შტო. ასე რომ, როდესაც პლურიპოტენტური უჯრედი პირველად გაიყოფა, ის წარმოქმნის მათგან ერთ-ერთ უჯრედს. ეს უჯრედების ასევე წინამორბედი უჯრედებია და მათგან წარმოიქმნება ათივე სახის სისხლის უჯრედები. ეს უჯრედები არ მოხვდება ჩვენს სისხლში, ისინი ძვლის ტვინში არიან მოკალათებულნი და მათგან წარმოქმნილი უჯრედები საბოლოოდ სისხლში მოხვდებიან. აღმოჩნდა, რომ ლიმფოიდური პროგენიტორული უჯრედი წარმოქმნის სამ სხვადასხვა სახის იმუნურ უჯრედებს ესენია: NK უჯრედები (ნატურალური მკვლელები), B უჯრედები და T უჯრედები. ეს არის 3 ტიპის უჯრედი ათიდან. დანარჩენი შვიდი წარმადგენს მიოლოიდური შტოს. მაგთან ერთ-ერთია, ალბათ უკვე გამოიცნობდით, სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები). ასევე მეგაკარიოციტები, რომელიც შეიძლება არ გახსოვდეთ თუ რა არის, ამიტომ ახლავე გეტყვით და ეცადეთ რომ დაიმახსოვროთ. მეგაკარიოციტი სინამდვილეში წარმოქმნის სისხლის ფირფიტებს (თრომბოციტებს). მეგაკარიოციტი იკვირტება მრავალ ნაწილად რაც მემბრანით შემოსაზღვრულ ციტოპლაზმას წარმოადგენს და მათ ფირფიტები ეწოდება. მიოლოიდური შტო, გარდა წითელი უჯრედებისა და ფირფიტებისა, ასევე წარმოქმნის იმუნური სისტემის უჯრედებს. თქვენ შიეძლება არ გქონდეთ გაგონილი ამიტომ აქვე გეტყვით. ერთ-ერთია ნეიტროფილი, ყველაზე მეტად სავარაუდოა რომ იცოდეთ მის შესახებ, და დანარჩენი ორია, რომლებიც ძალიან წააგავს ნეიტროფილს, ბაზოფილი და ეოზინოფილი. თუ არ გაგიგონიათ მათ შესახებ, არ იგრძნოთ თავი ცუდად, რადგანე ეს უჯრედები ძალიან იშვიათია, ისინი სისხლში ძალიან მცირე რაოდენობით არიან. ასევე არსებობს მონოციტი, რომელიც ძალიან ჰგავს სამივე ზემოთ ჩამოთვლილ უჯრედს მონოციტი სინამდვილეში უჯრედია, რომელიც მოგვიანებით მაკროფაგად გარდაიქმნება. ალბათ გსმენიათ მაკროფაგის შესახებ, მონოციტი მისი ნაკლებად დიფერენცირებული ვარიანტია. და საბოლოოდ, არსებობს პოხიერი უჯრედი. ეს არის დანარჩენი შვიდი უჯრედი, და როგორც ხედავთ, დასაწყისში რაც ვთქვით სინამდვილეში მართალია. სისხლის წითელი უჯრედები ძალიან ახლოს დგას მონოციტთან (ან შემდგომში მარკოფაგთან), ვიდრე B უჯრედთან ან T უჯრედთან. ახლა მე გავაკეთებ დანართს რომ შევეხოთ კიდევ ერთი სახის უჯრედს, რომლის შესახებაც ადრე ვისაუბრეთ მაგრამ ამ ჩანახაზში ვერ მოხვდა. და ეს დენრიტული უჯრედია. ის ერთ-ერთი ანტიგენწარმდგენი უჯრედია რომლის შესახებაც სხვა ვიდეოში ვისაუბრეთ, და მე მინდა გკითხოთ როგორ ფიქრობთ, დენდრიტული უჯრედი მიელოიდური შტოსაგან წარმოიქმნება თუ ლიმფოიდური? ეს ეშმაკური კითხვაა, რადგან პასუხია, რომ ის ორივე შტოს მიეკუთვნება. დენდრიტული უჯრედი, რომელსაც ახლა ვხატავ, წარმოიქმნება მიოლოიდური შტოსაგან. და ეს დენდრიტული უჯრედი კი - ლიმფოიდური შტოსაგან. როგორც აღმოჩნდა, მიელოიდური შტოს დენდრიტული უჯრედი მონოციტებისაგან წარმოიქმნება, მაშინ როდესაც, ლიმფოიდური შტოს წარმომადგენელი, B ან T უჯრედისაგან კი არა, საერთო წინამორბედი ლიმფოიდური უჯრედისაგან წარმოიქმნება. ამგვარად, დენდრიტული უჯრედი უცნაურ გამონაკლისს წარმოადგენს, რადგან ის ორივე შტოს უჯრედებისაგან შეიძლება წარმოიქმნას. აქვე მინდა დავამატო საჭირო ინფორმაცია ვიმედოვნებ, რომ ინფორმაციით ძალიან არ გადაგტვირთავ, და შეგახსენებთ, რომ მონოციტებისაგან, გარდა დენდრიტული უჯრედებისა, წარმოიქმნება მაკროფაგები. მაკროფაგების შესახებ კი სხვა ვიდეოებში ვისაუბრეთ. ეს არის მაკროფაგი და როგორც უკვე იცით, მაკროფაგები ერთგვარი დარაჯები არიან, ისინი ზიან ქსოვილებში და თვალყურს ადევნებენ "დამპყრობლებს". დენდრიტული უჯრედებიც ამგვარად იქცევიან. მაშ, რა ვიცით მონოციტების შესახებ? აკისრიათ მათ იგივე ფუნქცია? როგორც აღმოჩნდა - არა. მონოციტი მაკროფაგის ან დენდრიტული უჯრედის მიმოქცევაში მყოფი ვარიანტია. რას ვგულისხმობ მიმოქცევაში? ეს ნიშნავს, რომ ისინი სისხლში არიან. მონოციტი მოძრაობს სხეულში სისხლის დახმარებით და შემდეგ გადადიან ქსოვილში და გარდაიქმნებია მცველებად, მაკროფაგის ან დენდრიტული უჯრედების სახით.