სახალისო აქტივობა რეალური ცხოვების ალგორითმები: თესლის დარგვა ალგორითმი გაკვეთილს თესლის დარგვა ჰქვია და მისი დახმარებით უკეთ გავიაზრებთ ალგორითმებს. ალგორითმი ინსტრუქციებია, რომლებიც გვიხსნის, როგორ გავაკეთოთ რამე. ალგორითმებია საუზმის ჭამა ან კბილების გამოხეხვა. ეს აქტივობები პატარ-პატარა ნაბიჯების გავლას მოითხოვს. კომპიუტერი ჭკვიანია, მაგრამ იმისთვის, რომ რამე გაგიკეთოთ, ზუსტად უნდა აუხსნათ, რა გინდათ, ნაბიჯ-ნაბიჯ. ალგორითმებში კარგი ისაა, რომ ინსტრუქციას თუ ზუსტად მიყვებით, ისეთ რამეს გააკეთებთ, რისი კეთებაც არ იცოდით. ეს რეცეპტის მიხედვით მზადებასავითაა. დღეს ალგორითმის დახმარებით ნაყოფს დავრგავთ. ჯერ ქოთანი მიწით უნდა ავავსოთ, ხო? ნაყოფს წებო არ უნდა. კარგი. შექმენით თქვენი ალგორითი სურათების დაჭრით. აირჩიეთ სურათები, რომლებიც დარგვის ნაბიჯებს გვაჩვენებს, შემდეგ კი სწორი თანმიმდევრობით დაალაგეთ. ახლა თქვენი ალგორითმი უნდა შევამოწმოთ. მიყევით ნაბიჯებს დიდი სიფრთხილით. სწორი თანმიმდევრობა გაქვთ? დარგეთ თუ არა ალგორითმით თესლი? ეს სურათებით პროგრამირებასავითაა! შოკოლადის გაკეთება რომ გვინდა, რამდენიმე დიდი ნაბიჯი უნდა გავიაროთ. თითოეულ ნაბიჯში კიდევ უფრო პატარა ნაბიჯებია. არსებობს სხვადასხვა რეცეპტები, ანუ, ალგორითმები, გააჩნია, როგორი შოკოლადის გაკეთება გინდათ. თითოეული ნაბიჯი, პატარაც კი, მნიშვნელოვანია. ერთი ნაბიჯის ჩაგდებაც კი საკმარისია, რომ ყველაფერი ჩაიშალოს. მნიშვნელოვანია, თქვენი ალგორითმი სხვამაც გაიგოს. ამიტომ, ყოველი ნაბიჯი უნდა ჩაიწეროს, რომ სწორი შედეგი მივიღოთ.