როდესაც საკუთარ თავს გამოუტყდები, რომ რაღაცის გაკეთება გსურს... და მე მჯერა, რომ ყველა ჩვენგანი დაბადებულია გარკვეული მიზნით. რომ თითოეულ ჩვენგანს გაგვაჩნია რაღაც, რაც უნდა გავაკეთოთ. რომ ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია შესაძლებლობები, და ეს შესაძლებლობები გვაკისრებს პასუხისმგებლობას. რომ გამოვამჟღავნოთ ჩვენი შესაძლებლობები. არ მხოლოდ შეგიძლია გქონდეს ოცნება, არამედ ეს საჭიროც კია. აუცილებელია, რომ გქონდეს ოცნება, რომლისთვისაც იშრომებ და განვითარდები. რომ სამყაროში იმისკენ უნდა ისწრაფვოდე, რაც შენია. ყოველ დღე, როდესაც გაიღვიძებ, უმჯობესია დრო დაუთმო შენს ოცნებას, სწორედ შენს ოცნებას უნდა დაუთმო დრო. დასაკარგი დრო არ გაქვს, ეს სასწრაფოც კია. ის თუ ვინ ხარ, განისაზღვრება შენი თვისებებით და არა შენი წოდებით წარმატება კი არ ქმნის ადამიანს, თვისებები განსაზღვრავს წარმატებას, განსაზღვრავს რწმენას, და ეს სწორედ აქედან იწყება. სავარჯიშოდ გატარებული ათიათასობით საათიდან ერთ-ერთი, დილის 5 საათზე სარბენ ბილიკზე გასვლა და არასოდეს მოდუნება. ამ დროს ხდება გამარჯვების მოპოვება. გამარჯვებულის გული ხომ ნათურასავითაა, რომელიც მუდამ ანათებს. ის არ ინთება და ქრება, როდესაც ვინმე უყურებს - ის მარადიულია. ეს მხოლოდ დამოკიდებულებაზეა - თუ რა მხრიდან შეხედავ მოვლენებს. თუ იქ საკუთარ სახელს დაინახავ, მაშინ კარგად გამოგივა. შენი უმთავრესი მოვალეობა, ნებისმიერ დროს! ზოგიერთის გასაჭირი ისაა, რომ ელოდება სხვის დახმარებას, მაგრამ შენი ოცნება ხომ შენ გეკუთვნის. მე არ მაქვს შენი ვალი - ეს შენი ოცნებაა. თუ გინდა რომ ასრულდეს, გაინძერი და შეასრულე! თუ გინდა რომ შესრულდეს - გაიზარდე და გაიზარდე! და თუ ნებისმიერი რამ იმდენად ძლიერ გინდა, რომ: გახვალ და ამისთვის იბრძოლებ, ამისთვის დღე-და-ღამ იშრომებ, გაიმეტებ საკუთარ დროს, სიმშვიდესა და ძილს, თუ მთელი შენი ოცნება და გეგმები ამაზეა დაკავშირებული და ცხოვრება მის გარეშე გამოუსადეგარი და ფუჭია, და თუ შენ ამისთვის დიდი სიამოვნებით ირჯები და ბოლომდე იღწვი... და თუ შენ უბრალოდ გაჰყვები სასურველ გზას მთელი ძალით, უნარითა და გამჭრიახობით. რწმენით, იმედითა და შეუპოვარი სიმტკიცით... თუ ვერც სიცივე, სიღარიბე, შიმშილი და ვერც ავადმყოფობა ან ტკივილი მოგაშორებს იმას, რაც გინდა... მაშინ... ტიტული სამგზის მოპოვებულია - ოლიმპია! სწორედ ესაა, რასაც "ცხოვრება" ჰქვია და ის მუდამ ცვალებადია. ზოგჯერ მაღლა ხარ, ზოგჯერ კი - დაბლა. ახლავე გეუბნები, და იცოდე, რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად შესაძლოა არ გამოვიდეს, თუმცა ზოგჯერ მაინც გამოვა! და იცოდე, რომ ცხოვრება ზოგჯერ გეთამაშება. მე კი თამაში აღარ მინდა. მე არ მადარდებს თუ რამდენად კარგი და ნიჭიერი ხარ, არ მაღელვებს, თუ რამდენს მუშაობ საკუთარ თავზე, ზოგჯერ ხდება, რომ საქმე კარგად არ მიდის და გამოსავალიც თითქოს არ ჩანს. ასევე არის მომენტები, როდესაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, და ხშირად ხდება კიდეც. მაგრამ სწორედ ასეთ რთულ დროს იწყება ზრდა. სწორედ ამ მომენტში იწყება შრომა. დააკვირდი - ნებისმიერი იგრძობს თავს კარგად, როდესაც გააჩნია ჯანმრთელობა, ოჯახური ბედნიერება და გადასახადებიც გადახდილი აქვს. ამ დროს ხომ ყველას შეუძლია დადებითი იყოს! ასეთ დროს ნებისმიერს შეუძლია ლოგიკური ხედვა ჰქონდეს, ყველა შეძლებს რწმენის შენარჩუნებას ამ მდგომარეობაში. ჭეშმარიტი გამოწვევა კი სწორედ იმ დროს მენტალურად, ემოციურად