ვიპოვოთ ნამრავლი: ოთხჯერ უარყოფითი 5, გამრავლებული უარყოფით 7.5-ზე. ვამრავლებთ 3 რიცხვს, ზოგიერთი დადებითიაზოგერთი უარყოფითი. შეგვიძლია, გავაკეთოთ ნებისმიერი თანმიმდევრობით. დავწყოთ ოთხჯერ უარყოფითი ხუთით და შემდეგ გავამრავლებთ იმას, რასაც მივიღებთ, უარყოფით 7,5-ზე. მოკლედ, დავწეროთ, ისევ, ოთხჯერ უარყოფითი 5, გამრავლებული უარყოფით 7,5-ზე. არ არის საჭირო აქ წერტილის დასმა თუ გაქვთ 4 და შემდეგ ფრჩხილებში უარყოფითი 5, ეს ნიშნავს ოთხჯერ უარყოფით ხუთს. პირველად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ დადებითი გამრავლებული დადებითზე არის დადებითი. დადებითი გამრავლებული უარყოფითზე ან უარყოფითი გამრავლებული დადებითზე სხვადასხვა ნიშნებია და გექნებათ უარყოფითი. ერთნაირი ნიშნები თუ გაქვთ, მაგალითად უარყოფითი გამრავლებული უარყოფითზე გექნებათ დადებითი. მოდით, ვიმუშაოთ ამ მაგალითზე. გაქვთ ოთხჯერ უარყოფითი 5. ოთხჯერ 5 არის 20. -- სხვა ფერს ავიღებ -- მოკლედ, ოთხჯერ 5 იქნება 20. გვაქვს დადებითი გამრავლებული უარყოფითზე, ასე რომ, ეს იქნება უარყოფითი. განსხვავებული ნიშებია და გვექნება უარყოფითი. ეს გახდება უარყოფითი 20 გამრავლებული უარყოფით 7,5-ზე. გავარკვიოთ, ეს რა არის. გამოვთვლი რას უდრის ეს. ოცჯერ 7.5 გამოვთვალოთ აქ. 7,5-ჯერ 20 ნულჯერ 5 არის 0. ნულჯერ 7 არის 0. ნული დავსვათ აქ, რადგან, რეალურად, ვამრავლებთ ოცზე და არა ორზე. ორჯერ 5 არის 10. ორჯერ 7 არის 14, დამატებული 1 არის 15. ჩვენ მივიღეთ 0, 0, 5. ვკრებ ამათ. მივიღეთ 1. შემდეგ ითვლით ციფრებს, რაც ათწილადის წერტილის იქეთ გაქვთ. მხოლოდ 1 ციფრი გვაქვს ათწილადის წერტილის იქეთ, ორივე რიცხვში. ამიტომ, ნამრავლში გექნებათ მხოლოდ 1 ციფრი ათწილადის წერტილის იქეთ. ასე რომ, აქ პასუხი არის 150. ეს არის 150-ის ტოლი. ახლა უნდა დავფიქრდეთ, ეს დადებითი იქნება თუ უარყოფითი. გვაქვს უარყოფითი გამრავლებული უარყოფითზე. ერთი და იგივე ნიშანია, ამიტომ, ეს იქნება დადებითი. ჩვენი საბოლოო პასუხია 150. თუ გვინდა, რომ სიზუსტე დავიცვათ აქ, შეგვიძლია, დავწეროთ 150,0.