1 00:00:00,680 --> 00:00:04,410 ეს არის სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტის ვიდეო. 2 00:00:04,410 --> 00:00:08,520 -- კიდევ უფრო ამაღელვებელია, რომ კომენტატორი გერმანულად ლაპარაკობს -- 3 00:00:08,520 --> 00:00:14,330 -- წესით ამისი გამოყენება შეიძლება, მე ამას მათმატიკური ამოცანისთვის გიჩვენებთ -- 4 00:00:14,330 --> 00:00:19,484 მინდა ამ ვიდეოს უყუროთ და შემდეგ კითხვას დაგისვამთ. 5 00:00:40,854 --> 00:00:44,061 >> როგორც ხედავთ, რა ენაზეც არ უნდა უყუროთ ამაღელვებელი იქნება. 6 00:00:44,061 --> 00:00:49,980 ჩემი კითხვა შემდეგია, რა სიჩქარით გარბოდა უსეინ ბოლტი? 7 00:00:49,980 --> 00:00:54,580 რა იყო მისი საშუალო სიჩქარო იმ მომენტში, როცა მან ასი მეტრის გარბენა დაასრულა? 8 00:00:54,580 --> 00:00:58,741 გირჩევთ ეს ვიდეო იმდენჯერ ნახოთ რამდენჯერაც დაგჭირდებათ. 9 00:00:58,741 --> 00:01:04,205 ცოტა დროს მოგცემთ მოსაფიქრებლად, შემდეგ კი ამოვხსნათ. 10 00:01:07,615 --> 00:01:12,680 გვაინტერესებს თუ რა სიჩქარით გარბოდა უსეინ ბოლტი 100 მეტრის შემდეგ, 11 00:01:12,680 --> 00:01:17,620 ამ ამოცანის ამოხსნისას ვაპირებთ გავიგოთ საშუალო სიჩქარე. 12 00:01:17,620 --> 00:01:20,150 ეს ცნება, ალბათ, ადრეც შეგხვედრიათ. 13 00:01:20,150 --> 00:01:28,870 მანძილი უდრის სიჩქარეს გამრავლებულს დროზე. 14 00:01:28,880 --> 00:01:30,770 გამრავლების ნიშნის დაწერა ასე შეიძლება, 15 00:01:30,770 --> 00:01:37,910 თუმცა მომავალში (ალგებრის სწავლისას) შეიძლება x ცვლადში აგვერიოს 16 00:01:37,920 --> 00:01:40,440 ამიტომ ამის მაგივრად ასე დავწერ. 17 00:01:40,440 --> 00:01:45,840 ესე იგი, მანძილი უდრის სიჩქარისა და დროის ნამრავლს. 18 00:01:45,840 --> 00:01:48,250 იმედია, ეს თქენთვის გასაგებია. 19 00:01:48,250 --> 00:01:52,290 თუ სიჩქარეა ათი მეტრი წამში, მაგალითსთვის, 20 00:01:52,290 --> 00:01:56,140 აუცილებელი არაა ასე იყოს, მაგრამ ვთქვათ ჩვენი სიჩქარეა ათი მეტრი წამში, 21 00:01:56,140 --> 00:02:04,070 თუ ამ სიჩქარით ორი წამის განმავლობაში ვირბენთ, 22 00:02:04,070 --> 00:02:07,190 ლოგიკურია, რომ გარბენილი მანძილი 20 მეტრი იქნება. 23 00:02:07,190 --> 00:02:10,770 დავრბოდით ათი მეტრ-წამი სიჩქარით ორი წამის განმავლობაში. 24 00:02:10,770 --> 00:02:14,970 მათემატიკურადაც ასე გამოდის, ათჯერ ორი უდრის 20-ს. 25 00:02:14,970 --> 00:02:18,050 წამებია მნიშვნელშიც და მრიცხველშიც, 26 00:02:18,050 --> 00:02:21,530 -- წამები s-ით აღვნიშნე -- 27 00:02:21,530 --> 00:02:25,790 მაგრამ ისინი ბათილდება და გვრჩება მხოლოდ მეტრის ერთეული. 28 00:02:25,790 --> 00:02:28,740 ანუ, გვრჩება 20 მეტრი. 29 00:02:28,740 --> 00:02:31,050 იმედია, ეს ლოგიკურია თქვენთვის. 30 00:02:31,050 --> 00:02:37,290 რადგან ეს გავარკვიეთ, ახლა ჩვენი ამოცანა ამოვხსნათ. 31 00:02:37,290 --> 00:02:40,100 კონკრეტულად რა ინფორმაცია გვაქვს? 32 00:02:40,100 --> 00:02:42,920 მანძილი ვიცით? 33 00:02:42,920 --> 00:02:48,054 რა არის მანძილი რომელიც ამ ვიდეოშია მოცემული? 34 00:02:48,054 --> 00:02:53,573 დროს მოგცემთ მოსაფიქრებლად. 35 00:02:53,573 --> 00:03:01,120 მანძილი არის 100 მეტრი. 36 00:03:01,120 --> 00:03:02,300 კიდევ რა ვიცით? 37 00:03:02,300 --> 00:03:05,540 ვცდილობთ გავარკვიოთ მორბენლის სიჩქარე. 38 00:03:05,540 --> 00:03:09,800 კიდევ რა ვიცით ამ განტოლებიდან? 39 00:03:09,800 --> 00:03:13,190 გვაქვს თუ არა დრო მოცემული? 40 00:03:13,200 --> 00:03:23,240 რა დრო დასჭირდა უსეინ ბოლტს 100 მეტრის გასარბენად? მოიფიქრეთ. 41 00:03:23,250 --> 00:03:26,220 საბედნიეროდ დრო დანიშნული იყო 42 00:03:26,220 --> 00:03:29,020 და როგორც აჩვენეს, მსოფლიო რეკორდი დამყარდა. 43 00:03:29,020 --> 00:03:33,450 სწორედ ამდენი წამი დასჭირდა უსეინ ბოლტს 100 მეტრის გასარბენად. 44 00:03:33,460 --> 00:03:40,780 ეს დრო იყო 9.58 წამი. 45 00:03:40,780 --> 00:03:48,730 მოცემული ინფორმაციით უნდა ვცადოთ და ვიპოვოთ მორბენლის სიჩქარე მეტრ-წამებში. 46 00:03:48,730 --> 00:03:51,880 მინდა ცოტა თქვენ თვითონ იფიქროთ, შეგიძლიათ თუ არა ამის გამოთვლა. 47 00:03:51,880 --> 00:03:57,240 ვიცით მანძილი და ვიცით დრო. 48 00:03:57,240 --> 00:04:00,890 მოდით ეს მნიშვნელობები ამ განტოლებაში შევიტანოთ. 49 00:04:00,890 --> 00:04:06,699 ვიცით, რომ მანძილი არის 100 მეტრი, 50 00:04:06,699 --> 00:04:13,720 და უდრის -- სიჩქარე არ ვიცით, ამიტომ აქ დავწერ, იგივე ფერში. 51 00:04:13,720 --> 00:04:18,310 უდრის სიჩქარისა და დროის ნამრავლს. დრო რამდენია? 52 00:04:18,310 --> 00:04:19,327 დროც ვიცით. 53 00:04:19,327 --> 00:04:25,406 ეს არის 9.58 წამი. 54 00:04:25,406 --> 00:04:30,090 გვაინტერესებს სიჩქარე. 55 00:04:30,090 --> 00:04:31,960 როგორ გავიგოთ სიჩქარე? 56 00:04:31,960 --> 00:04:37,520 თუ შევხედავთ განტოლების მარჯვენა მხარეს, გვაქვს 9.58 წამი. 57 00:04:37,520 --> 00:04:45,180 მარჯვენა მხარე რომ გავყოთ 9.58 წამზე, მარჯვნივ მხოლოდ სიჩქარე დაგვრჩება. 58 00:04:45,190 --> 00:04:53,260 რატომ არ შეიძლება, რომ გავყოთ მარჯვენა მხარე 9.58 წამზე? 59 00:04:53,260 --> 00:05:00,300 თუ ასე მოვიქცევით მაშინ ერთეულები ხომ გაბათილდება? 60 00:05:00,300 --> 00:05:04,350 ერთეულები გაბათილდება და ასევე 9.58-ები. 61 00:05:04,350 --> 00:05:08,250 მაგრამ განტოლების ერთი მხარის უბრალოდ გაყოფა რიცხვზე არ შეიძლება, 62 00:05:08,250 --> 00:05:10,870 დასაწყისში ორივე მხარე ერთმანეთის ტოლია. 63 00:05:10,870 --> 00:05:16,650 თუ მარჯვენა მხარეს 9.58-ზე გავყოფთ, იმისთვის, რომ ტოლობა შენარჩუნდეს 64 00:05:16,650 --> 00:05:19,710 საჭიროა მარცხენა მხარეც გავყოთ 9.58-ზე. 65 00:05:19,710 --> 00:05:22,050 ესე იგი, თუ მარჯვენა მყარეს რამეზე ვყოფ, 66 00:05:22,050 --> 00:05:25,510 მარცხენაც ამ რიცხვზე უნდა გავყოთ რომ ტოლობა შენარჩუნდეს. 67 00:05:25,510 --> 00:05:27,410 თუ ვამბობ რომ ერთი რაღაც უდრის მეორეს, 68 00:05:27,410 --> 00:05:29,510 მაშინ თუ ერთს გავყოფ რაღაცაზე, 69 00:05:29,510 --> 00:05:33,290 ამათი ტოლობისთვის საჭიროა მეორეც ამ რაღაცაზე გავყოთ. 70 00:05:33,290 --> 00:05:36,230 ესეიგი ვყოფთ 9.58 წამზე. 71 00:05:36,230 --> 00:05:40,780 მარჯვენა მხარეს ესენი გაბათილდება, 72 00:05:40,780 --> 00:05:44,680 მარცხნივ კი დაგვრჩება 100 შეფარდებული 9.58-თან. 73 00:05:44,680 --> 00:05:51,640 ერთეული არის მეტრი გაყოფილი წამზე, რაც სწორედ სიჩქარის ერთეულია. 74 00:05:51,640 --> 00:05:57,490 100 გაყოფილი 9.58-ზე კალკულატორით გამოვიანგარიშოთ. 75 00:05:57,490 --> 00:06:07,440 გვაქვს 100 მეტრი გაყოფილი 9.58 წამზე, გვაძლევს 10 მთელ -- ვნახოთ -- 76 00:06:07,440 --> 00:06:09,930 აქ სამი მნიშვნელოვანი ციფრია, ვთქვათ 77 00:06:09,930 --> 00:06:11,920 იყოს 10.4. 78 00:06:11,920 --> 00:06:16,375 ეს გვაძლევს 10.4-ს და ამას იგივე ფერში დავწერ რა ფერადაც სიჩქარე დავწერე. 79 00:06:16,375 --> 00:06:30,070 10.4, ერთეულია მეტრი გაყოფილი წამზე, ანუ მეტრ-წამი 80 00:06:30,070 --> 00:06:32,290 შემდეგი კითხვა. მართალია მივიღეთ მეტრ-წამი, 81 00:06:32,290 --> 00:06:35,620 მაგრამ ხშირად პასუხი არა ამ ერთეულებში, არამედ 82 00:06:35,620 --> 00:06:38,690 კილომეტრ-საათში, ან მილი საათში გვაინტერესებს, 83 00:06:38,690 --> 00:06:42,690 მაგალითად, როცა ვატარებთ მანქანას. 84 00:06:42,690 --> 00:06:47,820 შემდეგი დავალებაა სიჩქარის გამოსახვა ამ ერთეულებში. 85 00:06:47,820 --> 00:06:51,140 ვიპოვოთ მორბენლის საშუალო სიჩქარე 100 მეტრზე, 86 00:06:51,140 --> 00:06:56,630 ოღონდ ამჯერად პასუხი კილომეტრ-საათში დავწეროთ. 87 00:06:56,630 --> 00:07:04,430 ვნახოთ თუ როგორ უნდა ამისი გადაყვანა კილომეტრ-საათებში. 88 00:07:04,435 --> 00:07:06,450 გავაკეთოთ ნაბიჯ-ნაბიჯ. 89 00:07:06,450 --> 00:07:09,810 -- ხელახლა დავიწყებ აქედან -- 90 00:07:09,810 --> 00:07:20,780 დავიწყე 10.4 მეტრ-წამით -- მეტრებს ლურჯად დავწერ, წამებს - ჟოლოსფრად. 91 00:07:20,780 --> 00:07:24,330 გვაინტერესებს კილომეტრი საათში, ვიცით მეტრი წამში. 92 00:07:24,330 --> 00:07:25,540 პატარა ნაბიჯებით ვაკეთოთ. 93 00:07:25,540 --> 00:07:30,630 ჯერ შევხედოთ როგორც კილომეტრი წამში. 94 00:07:30,630 --> 00:07:32,970 დროს მოგცემთ იმის მოსაფიქრებლად თუ რა უნდა ვქნათ, 95 00:07:32,970 --> 00:07:37,839 რომ ეს კილომეტრ-საათად გადავაკეთოთ. 96 00:07:37,840 --> 00:07:41,080 ლოგიკა აქ შემდეგია: თუ მივდივარ 10.4 მეტრ-წამი სიჩარით -- 97 00:07:41,080 --> 00:07:45,280 რამდენი კილომეტრია 10.4 მეტრი? 98 00:07:45,280 --> 00:07:49,710 კილომეტრი მეტრზე გაცილებით დიდი საზომი ერთეულია, 1000-ჯერ დიდი. 99 00:07:49,710 --> 00:07:54,170 ესე იგი, 10.4 მეტრი იქნება კილომეტრზე გაცილებით ნაკლები. 100 00:07:54,170 --> 00:07:57,250 მეტრებიდან კილომეტრების მისაღებად, უნდა გავყოთ 1000-ზე. 101 00:07:57,250 --> 00:08:07,160 სხვანაირად თუ შევხედავთ, გვინდა მეტრების მოშორება და კილომეტრების მიღება, 102 00:08:07,160 --> 00:08:09,400 თუ მრიცხველში გვაქვს მეტრები, 103 00:08:09,400 --> 00:08:12,410 შეგვიძლია გავყოთ მეტრებზე და გაბათილდება. 104 00:08:12,410 --> 00:08:14,160 მაგრამ უფრო ლოგიკურად რომ გავიაზროთ, 105 00:08:14,160 --> 00:08:17,830 რადგანაც პატარადან დიდ საზომ ერთეულზე გადავდივართ, კილომეტრზე. 106 00:08:17,830 --> 00:08:21,720 ანუ, 10.4 მეტრი კილომეტრებში გაცილებით პატარა რიცხვი იქნება. 107 00:08:21,720 --> 00:08:25,550 რამდენი მეტრია ერთ კილომეტრში? 108 00:08:25,550 --> 00:08:29,430 ერთი კილომეტრი არის 1000 მეტრი. 109 00:08:29,430 --> 00:08:31,750 1 კილომეტრი გაყოფილი 1000 მეტრზე იგივეა, რაც 110 00:08:31,750 --> 00:08:35,539 ერთი გაყოფილი ერთზე, ამიტომ მნიშნველობა არ იცვლება. 111 00:08:35,539 --> 00:08:38,039 ფაქტობრივად ვამრავლებთ ერთზე. 112 00:08:38,039 --> 00:08:40,860 რას ვიღებთ როცა ასე ვიქცევით? 113 00:08:40,860 --> 00:08:44,260 მეტრები ბათილდება, გვრჩება კილომეტრები და წამები, 114 00:08:44,260 --> 00:08:48,361 რიცხვი კი გამოდის 10.4 გაყოფილი 1000-ზე. 115 00:08:48,361 --> 00:08:54,095 10.4 გაყოფილი 1000-ზე იქნება -- თუ გავყოფთ ათზე, 116 00:08:54,095 --> 00:08:58,531 მივიღებთ 1.04-ს, თუ 100-ზე - 0.104-ს, 117 00:08:58,531 --> 00:09:07,288 თუ გავყოფთ 1000-ზე, უნდა მივიღოთ 0.0104. სწორედ ესაა 10.4 გაყოფილი 1000-ზე. 118 00:09:07,288 --> 00:09:12,999 ერთეულის ადგილზე კი იქნება კილომეტრი შეფარდებული წამთან. 119 00:09:12,999 --> 00:09:18,860 -- ეს კილომეტრებია, წამები კი აქ გვაქვს -- 120 00:09:18,860 --> 00:09:21,040 -- ტოლობის ნიშანს დავწერ -- 121 00:09:21,040 --> 00:09:25,080 ახლა ვცადოთ ამის კილომეტრ-საათში გადაყვანა. 122 00:09:25,080 --> 00:09:29,710 ცოტა დროს მოგცემთ მოსაფიქრებლად. 123 00:09:29,720 --> 00:09:35,720 საათში არის 3600 წამი, ესე იგი, რამდენ კილომეტრსაც გავირბენ წამში, 124 00:09:35,720 --> 00:09:39,490 3600-ჯერ იმდენს გავირბენ საათში. 125 00:09:39,490 --> 00:09:41,740 ერთეულებიც სწორად დაჯდება. 126 00:09:41,740 --> 00:09:48,960 -- თუ ამდენს ვაკეთებ წამში.. ეს იქნება გამრავლებული 3600-ზე -- 127 00:09:48,960 --> 00:09:53,770 -- საათში 3600 წამია -- 128 00:09:53,770 --> 00:09:55,400 სხვანაირად შეგვიძლია ასე შევხედოთ: 129 00:09:55,400 --> 00:09:58,240 მნიშნველში გვინდა იყოს საათები, გვქონდა წამები. 130 00:09:58,240 --> 00:10:00,300 თუ გავამრავლებთ საათში წამების რაოდენობაზე 131 00:10:00,300 --> 00:10:02,430 -- საათში 3600 წამია -- 132 00:10:02,430 --> 00:10:06,410 წამები გაბათილდება და მრიცხველში დაგვრჩება საათები. 133 00:10:06,410 --> 00:10:09,500 წამები ბათილდება და გვრჩება კილომეტრი გაყოფილი საათზე, 134 00:10:09,500 --> 00:10:12,750 მაგრამ ახლა ეს 3600-ზე უნდა გამრავლდეს. 135 00:10:12,750 --> 00:10:16,800 ამისთვის კალკულატორს გამოვიყენებ. 136 00:10:16,800 --> 00:10:27,840 ესეიგი გვაქვს 0.0104 გამრავლებული 3600-ზე, რაც უდრის 37... 137 00:10:27,840 --> 00:10:37,850 იყოს 37.4. ესე იგი, უდრის 37.4 კილომეტრ-საათს. 138 00:10:37,860 --> 00:10:48,390 -- კილომეტრი საათში -- 139 00:10:48,390 --> 00:10:52,000 ესე იგი, ეს არის საშუალო სიჩქარე კილომეტრ-საათში. 140 00:10:52,000 --> 00:10:55,320 ახლა კი, ბოლოს, ამერიკელი ბავშვებისთვის (თუმცა სხვებსაც გამოადგებათ) 141 00:10:55,320 --> 00:10:58,620 მინდა გადავიდე იმპერიულ (იგივე ინგლისურ) სისტემაში. 142 00:10:58,620 --> 00:11:03,390 ირონიულია, რომ ამ სიტემას ინგლისში ნაკლებად იყენებენ. უფრო გამოიყენება ამერიკაში. 143 00:11:03,400 --> 00:11:08,320 გადავიყვანოთ სიჩქარე მილი-საათში. თუ არ იცით, გეტყვით, რომ 144 00:11:08,320 --> 00:11:15,880 1.61 კილომეტრი უდრის ერთ მილს. 145 00:11:15,880 --> 00:11:20,972 ცოტა დროს მოგცემთ რომ გადაყვანა თქვენ თვითონ სცადოთ. 146 00:11:20,972 --> 00:11:27,035 როგორც აქედან ხედავთ, ერთი მილი გარკვეულწილად დიდია ერთ კილომეტრზე. 147 00:11:27,035 --> 00:11:30,641 თუ მივდივართ გარკვეულ დროში 37.4 კილომეტრს გავდივართ, 148 00:11:30,641 --> 00:11:33,890 ამავე დროში გავლილი მილის მაჩვენებელი უფრო მცირე რიცხვი იქნება. 149 00:11:33,890 --> 00:11:37,040 კერძოდ, მოგვიწევს 1.61-ზე გაყოფა მილის გასაგებად. 150 00:11:37,040 --> 00:11:38,490 -- დავწერ -- 151 00:11:38,490 --> 00:11:47,850 თუ გვაქვს 37.4 კილომეტრი საათში, -- უფრო დიდ ერთეულზე გადავდივართ -- 152 00:11:47,850 --> 00:11:49,040 -- გადავდივართ მილებში -- 153 00:11:49,040 --> 00:11:51,800 ამიტომ უნდა გავყოთ ერთზე მეტ რიცხვზე. 154 00:11:51,800 --> 00:11:55,680 გვაქვს ერთი -- ლურჯად დავწერ -- 155 00:11:55,680 --> 00:12:04,068 გვაქვს ერთი მილი, რაც უდრის 1.61 კილომეტრს. 156 00:12:04,068 --> 00:12:07,920 ან შეგვიძლია ვთქვათ, რომ კილომეტრზე 1.61 მილი მოდის. 157 00:12:07,920 --> 00:12:10,042 ერთეულებისთვის ესეც იმუშავებს. 158 00:12:10,042 --> 00:12:13,070 მრიცხველში კილომეტრების მაგივრად გვინდა იყოს მილი, ამიტომ 159 00:12:13,070 --> 00:12:15,410 მნიშვნელში უნდა გავაჩინოთ კილომეტრები. 160 00:12:15,410 --> 00:12:17,700 სწორედ ამიტომ გვაქვს მილი აქ მრიცხველში. 161 00:12:17,700 --> 00:12:20,530 ასერომ, მოდით ისევ გავამრავლოთ, ან, ამ შემთხვევაში, 162 00:12:20,530 --> 00:12:24,550 გავყოთ 1.61-ზე და მივიღებთ -- 163 00:12:24,550 --> 00:12:29,540 გავყოთ შედეგი 1.61-ზე 164 00:12:29,540 --> 00:12:34,122 და მივიღებთ 23... მოდით 23.3-მდე დავამრგვალებ. 165 00:12:34,122 --> 00:12:39,365 მივიღებთ 23.3-ს. 166 00:12:39,365 --> 00:12:51,670 ესე იგი, გვაქვს 23.3 მილი საათში. 167 00:12:51,670 --> 00:12:54,880 ეს ძალიან დიდი სიჩქარეა. უსეინ ბოლტი ყველაზე სწრაფი ადამიანია, თუმცა 168 00:12:54,880 --> 00:12:57,620 ეს სიჩქარე არც ისე დიდია, როგორც შეიძლება თავიდან გვეგონოს 169 00:12:57,620 --> 00:13:00,530 მანქანაში 23.3 მილი საათში არც ისე სწრაფი ჩანს, 170 00:13:00,530 --> 00:13:05,660 არც ცხოველთა სამყაროსთან შედარებით. 171 00:13:05,670 --> 00:13:08,900 ეს სინამდვილეში სპილოს სირბილზე ცოტათი უფრო ნელიც კი არის. 172 00:13:08,900 --> 00:13:13,660 მორბენალი სპილო დაახლოებით 25 მილს ანვითარებს საათში.