კომპიუტერებს ქმედებების გამეორება კარგად გამოსდით. თქვენ შეგიძლიათ, დაითვალოთ ათამდე, ოცამდე ან ასამდე... კმპიუტერს მილიარდამდე ან ტრილიონამდე დათვლა შეუძლია! არც მოწყინდება და მხოლოდ რამდენიმე წამიც ეყოფა. როცა ის ხატავს ან ითვლის, შეუძლია, ესა თუ ის ქმედება ასჯერ ან მილიარდჯერ გაიმეოროს. პროგრამირებაში ამას ციკლს ვეძახით. ციკლის დახმარებით კოდს იმეორებთ. შემდეგ ამოცანაში ანას კვადრატის აწყობაში უნდა მიეხმაროთ გამეორების ბლოკით. თუკი ბლოკს გამეორების ბლოკში ჩადებთ, ის გამეორდება იმდენჯერ, რამდენჯერაც გინდათ. კვადრატის დასახატად "წინ წასვლის" და მობრუნების" ბლოკი 4-ჯერ უნდა გამოიყენოთ. უფრო მარტივია, კომპიუტერს თუ ვეტყვით, რომ წინ წავიდეს და 90 გრადუსით შემობრუნდეს, შემდეგ კი ქმედება 4-ჯერ გაიმეოროს. ამის გასაკეთებლად წინ წასვლის და მარჯვნივ მობრუნების ბლოკი გამეორების ბლოკში ჩასვით. გახსოვდეთ, შეგიძლიათ, მიუთითოთ, რამდენჯერ გამეორდეს ქმედება.