1 00:00:00,610 --> 00:00:07,470 ბავშვის მაისურს სჭირდება 4/5 მეტრი ქსოვილი 2 00:00:07,470 --> 00:00:11,190 რამდენი მაისური შეიკერება 48 მეტრის სიგრძის ქსოვილით? 3 00:00:11,190 --> 00:00:18,433 გამოდის, უნდა გავიგოთ 48 მთელი მეტრიდან რამდენი 4/5 მეტრი გამოვა. 4 00:00:18,433 --> 00:00:30,620 48 მეტრი 4/5 მეტრიან ჯგუფებად უნდა გავყოთ და ვნახოთ, რამდენი ჯგუფი გამოვა. 5 00:00:30,620 --> 00:00:33,760 (თითო ჯგუფში ერთი ბავშვის მაისურის სამყოფი მასალა იქნება) 6 00:00:33,760 --> 00:00:37,310 თუ 4/5 მეტრი ქსოვილი ჰყოფნის ერთ მაისურს, 7 00:00:37,310 --> 00:00:40,720 მაშინ მიღებული ჯგუფების და მაისურების რაოდენობა ტოლი იქნება. 8 00:00:40,720 --> 00:00:52,360 ვიცით, რომ წილადზე გაყოფა იგივე მის შებრუნებულზე გამრავლებაა. 9 00:00:52,365 --> 00:00:57,400 4/5-ის შებრუნებული არის 5/4. 10 00:00:57,400 --> 00:01:00,709 თუ მთელი რიცხვის წილადზე გაყოფა გაბნევთ, 11 00:01:00,709 --> 00:01:04,099 გაიხსენეთ, რომ ნებისმიერ მთელი რიცხვი შეიძლება წილადის სახით ჩაიწეროს 12 00:01:04,099 --> 00:01:19,390 48/1 გამრავლებული 5/4-ზე. დავიწყოთ გამრავლება. რამდენია 48-ჯერ 5 გაყოფილი 4-ზე? 13 00:01:19,390 --> 00:01:23,720 დიდი რიცხვი გამოვა და მისი გაყოფა გაგვიჭირდება, ამიტომ, სჯობს, ახლავე შევკვეცოთ. 14 00:01:23,720 --> 00:01:26,230 შეგვიძლია მრიცხველი და მნიშვნელი ოთხზე შევკვეცოთ. 15 00:01:26,230 --> 00:01:34,070 ან შეგვიძლია 48-ჯერ ხუთი გავყოთ ოთხზე. 16 00:01:34,070 --> 00:01:40,510 მაგრამ პირველი ვარიანტი უფრო მარტივი ჩანს. 48 გავყოთ ოთხზე, მივიღებთ 12-ს. 17 00:01:40,510 --> 00:01:45,760 და იგივე უნდა გავაკეთოთ მნიშვნელშიც. ოთხი გაყოფილი ოთხზე არის ერთი. 18 00:01:45,760 --> 00:01:58,530 დარჩება 12-ჯერ ხუთი, რაც 60-ის ტოლია. 12-ჯერ 5 გაყოფილი 1-ზე არის 60/1, ანუ 60. 19 00:01:58,540 --> 00:02:07,100 ესე იგი, 48 მეტრიდან 60 ბავშვის მაისური გამოვა, თუ თითოზე 4/5 მეტრს გამოვიყენებთ.