ფარენჰეიტის ფორმულის გამოყენებით 25გრადუსი ცელსიუსი გადაიყვანეთ ფარენჰეიტებში. ფარენჰეიტის ფორმულაა: F=9/5C+32, მოცემულია, რომ გვაქვს 25 გრადუსი ცელსიუსი. ჩავსვათ ეს C-ს მაგივრად და ტემპერატურას მივიღებთ ფარენჰეიტებში. მივიღეთ რომ F=9/5– С-ს ნაცვად ჩავსვათ 25, F უდრის 9/5–ჯერ 25 პლუს 32. ახლა შეგვიძლია გავამარტივოთ სანამ 25-ზე გადავამრავლებთ. დაიმახსოვრეთ, ეს იგივეა, რაც 9/5 გამრავლებული 25/1-ზე. შეგვიძლია გავყოთ საბოლოო პროდუქტის მრიცხველი და მნიშვნელი ხუთზე. თუ 25-ს გავყოფთ ხუთზე მივიღებთ ხუთს. თუ ხუთს გავყოფთ ხუთზე მივიღებთ ერთს. გვრჩება: ცხრაჯერ ხუთს პლუს 32. ტემპერატურა ფარენჰეიტებში იქნება: ცხრაჯერ ხუთი არის 45 პლუს 32 გრადუსი, ეს უდრის 77-ს. ამგვარად გვაქვს 77 გრადუსი ფარენჰეიტი.