0:00:00.920,0:00:04.400 1987 წელს, ტინა ლორდი საკმაოდ უსიამოვნო [br]მდგომარეობაში აღმოჩნდა. 0:00:04.400,0:00:07.936 ხედავთ, ეს ოქროს მაძიებელი[br]კორდ რობეტსზე დაქორწინდა, 0:00:07.936,0:00:10.536 ზუსტად მის მიერ მემკვიდრეობით[br]მილიონების მიღების წინ. 0:00:10.560,0:00:14.496 როდესაც კორდმა აღმოაჩინა ტინას [br]მისი ფული ისევე უყვარდა როგორც ის, 0:00:14.496,0:00:15.696 მან ტინა მიატოვა. 0:00:15.720,0:00:17.616 კორდის დედა, მარია, აღფრთოვანებული იყო, 0:00:17.640,0:00:19.216 სანამ ისინი კვლავ შერიგდებოდნენ. 0:00:19.216,0:00:21.956 მარიამ ტინასთან რომანის გასაბმელად [br]მაქს ჰოლდენი დაიქირავა 0:00:21.956,0:00:25.200 და კორდს დაუმალა,[br]რომ ტინა მისგან ორსულად იყო. 0:00:25.200,0:00:27.550 ასე რომ, ტინა, რომელიც[br]ჯერ კიდევ ქორწინებაში იყო, 0:00:27.550,0:00:29.226 ფიქრობდა, რომ კორდს აღარ უყვარდა 0:00:29.226,0:00:31.056 და არგენტინაში მაქსთან ერთად გაფრინდა. 0:00:31.056,0:00:32.816 კორდი საბოლოოდ მიხვდა რა ხდებოდა 0:00:32.840,0:00:35.740 და მათ გაეკიდა, თუმცა,[br]უკვე ძალიან გვიანი იყო. 0:00:35.840,0:00:37.416 ტინა უკვე გატაცებული, 0:00:37.440,0:00:40.290 ტივზე მიბმული და ჩანჩქერში[br]გადაგდებული იყო. 0:00:40.360,0:00:43.120 ის და მისი ბავშვი[br]მკვდრებად იყნენ მიჩნეულნი. 0:00:43.320,0:00:46.336 კორდი ცოტახანს სევდიანობდა, 0:00:46.360,0:00:48.236 მაგრამ შემდეგ მდგომარეობიდან გამოვიდა, 0:00:48.236,0:00:51.216 ძალიან ჭკვიანი არქეოლოგის,[br]კეიტის მეშვეობით 0:00:51.240,0:00:52.986 და მათ შესანიშნავი ქორწილი ჰქონდათ 0:00:52.986,0:00:57.056 სანამ ტინა, აშკარად მკვდრეთით აღმდგარი, [br]ბავშვით ხელში, შევარდა ეკლესიაში. 0:00:57.080,0:00:59.180 "გაჩერდით!"- დაიყვირა 0:00:59.200,0:01:00.696 "მეტისმეტად დავაგვიანე? 0:01:00.720,0:01:03.460 კორდ, ისე შორიდან მოვედი. 0:01:03.600,0:01:06.090 ეს შენი ვაჟია." 0:01:06.990,0:01:08.896 და ეს, ქალბატონებო და ბატონებო,[br]არის ის, 0:01:08.920,0:01:12.696 თუ როგორ წარმოადგინა სიყვარულის ამბავი[br]სერიალმა: "ერთი სიცოცხლე, რომ იცხოვრო" 0:01:12.696,0:01:14.176 რომელიც 25 წელი გაგრძელდა. 0:01:14.200,0:01:15.536 (სიცილი) 0:01:15.560,0:01:17.656 თუ ოდესმე გინახავთ სერიალი, [br]გეცოდინებათ, 0:01:17.680,0:01:22.576 რომ ისტორიები და გმირები რეალობისგან[br]განსხვავებით გაზვიადებულია. 0:01:22.600,0:01:25.856 თუ თქვენ ამის მოყვარული ხართ,[br]ეს გაბუქება გაგახალისებთ 0:01:25.880,0:01:27.470 და თუ არა, 0:01:27.600,0:01:30.296 ალბათ არაბუმებრივად,[br]ან პრიმიტიულად ჩათვლით. 0:01:30.320,0:01:32.536 ალბათ ფიქრობთ, რომ სერიალების ყურება 0:01:32.560,0:01:33.816 დროის ფლანგვაა. 0:01:33.840,0:01:38.390 რომ მათი ზომა, მათი გაკვეთილების [br]სიმცირეს, ან არარსებობას ნიშნავს, 0:01:38.560,0:01:40.800 მაგრამ მე პირიქით მგონია. 0:01:41.440,0:01:45.000 სერიალები ცხოვრებას აირეკლავენ,[br]უბრალოდ, უფრო დიდ მასშტაბებში. 0:01:45.100,0:01:49.500 არსებობს ცხოვრებისეული გაკვეთილები,[br]რომლებიც სერიალებიდან შეიძლება ვისწავლოთ 0:01:49.500,0:01:52.246 და ეს გაკვეთილები ისეთივე დიდი[br]და თავგადასავლებით სავსეა, 0:01:52.246,0:01:54.580 როგორც რომელიმე სერიალის ამბავი. 0:01:54.750,0:01:58.686 სერიალების მოყვარული მას შემდეგ ვარ,[br]რაც მეორე კლასში, ავტობუსის გაჩერებიდან 0:01:58.686,0:02:02.142 სახლში მივირბინე, ლუკისა და ლაურას[br]ქორწილის დასასრულისათვის რომ მიმესწრო. 0:02:02.142,0:02:05.186 ეს უდიდესი მომენტი იყო[br]სერიალ "მთავარი საავადმყოფო" ისტორიაში. 0:02:05.186,0:02:06.250 (აპლოდისმენტები) 0:02:06.250,0:02:08.750 წარმოიდგინეთ რა სასიამოვნო იყო[br]ჩემთვის ის 8 წელი, 0:02:08.750,0:02:12.916 რომელიც კასტინგში რეჟისორის მოადგილედ[br]გავატარე სერიალში "დედამიწა რაზეც დგას". 0:02:12.916,0:02:14.696 ჩემი სამუშაო, სერიალების ყურება, 0:02:14.720,0:02:16.136 მათი სცენარების კითხვა 0:02:16.160,0:02:18.936 და სერიალებისთვის[br]მსახიობების კასტინგი იყო. 0:02:18.960,0:02:21.256 ასე რომ, ვიცი ჩემი საქმე. 0:02:21.280,0:02:22.536 (სიცილი) 0:02:22.560,0:02:24.856 დიახ, სერიალები 0:02:24.880,0:02:27.176 უფრო საინტერესოა, ვიდრე ცხოვრება 0:02:27.200,0:02:28.896 ესაა დრამა გრანდიოზული მასშტაბში, 0:02:28.920,0:02:32.656 მაგრამ ჩვენი ცხოვრებაც შეიძლება[br]ასეთივე ინტენსიური, 0:02:32.680,0:02:35.440 რისკები კი ასეთივე მაღალი იყოს. 0:02:35.840,0:02:38.136 ჩვენ ვტრიალებთ ტრაგედიასა[br]და სიხარულს შორის 0:02:38.160,0:02:40.096 ზუსტად ისევე, როგორც გმირები. 0:02:40.120,0:02:44.290 ვკვეთთ ზღუბლებს, ვებრძვით დემონებს[br]და მოულოდნელად ვპოულობთ ხსნას 0:02:44.290,0:02:47.010 და ამას კვლავ და კვლავ ვაკეთებთ, 0:02:47.010,0:02:50.180 მაგრამ სერიალების მსგავსად,[br]ასევე შეგვიძლია სცენარი შევცვალოთ, 0:02:50.180,0:02:52.886 რაც ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია[br]ამ გმირებისგან ვისწავლოთ, 0:02:52.886,0:02:54.310 რომლებიც ბზიკებივით მსგავსად, 0:02:54.310,0:02:57.256 ტრიალებენ და ბრუნავენ ცხოვრებისეულ გზაზე. 0:02:57.256,0:02:59.170 შეგვიძლია ეს გაკვეთილები, 0:02:59.170,0:03:01.920 ჩვენი ცხოვრებისეული ისტორიის[br]შესაქმნელად გამოვიყენოთ. 0:03:01.920,0:03:05.230 სერიალები გვასწავლიან განვდევნოთ ეჭვი 0:03:05.600,0:03:07.776 და ვირწმუნოთ საკუთარი უნარების: 0:03:07.800,0:03:10.416 სიმამაცის, დაუცველობის, 0:03:10.440,0:03:13.256 მოქნილობისა და გამძლეობის. 0:03:13.280,0:03:15.576 და რაც მთავარია ისინი გვიჩვენებენ, 0:03:15.600,0:03:19.050 რომ არასდროსაა გვიანი[br]შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. 0:03:19.120,0:03:22.096 მოდით, ამით დავიწყოთ[br]სერიალის პირველი გაკვეთილი: 0:03:22.120,0:03:24.096 დანებება არჩვანი არ არის. 0:03:24.120,0:03:26.096 (სიცილი) 0:03:26.120,0:03:30.696 სერიალ "ყველა ჩემი შვილის" მსახიობი[br]ერიკა კეინი ჩვენი დროის სკარლეტ ოჰარა იყო, 0:03:30.720,0:03:33.176 გადამეტებული თვითშეფასების მქონე პრინცესა, 0:03:33.200,0:03:36.560 რომელიც შინაგანად[br]შარიანი და გამბედავი იყო. 0:03:36.800,0:03:40.416 41 წლის შემდეგ ტელევიზორში,[br]ერიკას ალბათ ყველაზე ცნობილი სცენაა, 0:03:40.440,0:03:42.416 როდესაც ტყეში მარტოა 0:03:42.440,0:03:45.176 და უეცრად გრიზლის პირისპირ შეეჩეხება. 0:03:45.200,0:03:47.456 მან დაუყვირა დათვს, 0:03:47.480,0:03:48.896 "შენ ამას ვერ იზამ! 0:03:48.920,0:03:50.576 გესმის? 0:03:50.600,0:03:52.496 არ გაბედო ჩემთან მოახლოვება! 0:03:52.520,0:03:54.416 მე ერიკა კეინი ვარ 0:03:54.440,0:03:57.056 და შენ კი ბინძური მხეცი!" 0:03:57.080,0:03:58.896 (სიცილი) 0:03:58.920,0:04:00.576 რა თქმა უნდა, დათვი წავიდა. 0:04:00.600,0:04:02.416 ეს იმას გვასწავლის, 0:04:02.440,0:04:04.496 რომ დაბრკოლებები მოსალოდნელია 0:04:04.520,0:04:08.990 და ჩვენ შეგვიძლია დავნებდეთ,[br]ან წამოდგომა და ბრძოლა ვარჩიოთ. 0:04:09.240,0:04:12.056 კომპანია პანდორას ტიმ ვესტერგრინმა[br]ეს ბევრზე უკეთ იცის. 0:04:12.080,0:04:15.320 შეიძლება მას სილიკონის ველის[br]ერიკა კეინიც კი უწოდოთ. 0:04:15.460,0:04:18.135 ტიმმა და მისმა თანადამაარსებლებმა [br]2 მილიონი დოლარით 0:04:18.135,0:04:19.815 შექმნეს კომპანია. 0:04:19.839,0:04:22.720 შემდეგ წელს მათ ფული გაუთავდათ. 0:04:22.840,0:04:26.540 ბევრი კომპანია ასეთ შემთხვევაში იხურება,[br]მაგრამ ტიმმა ბრძოლა არჩია. 0:04:26.600,0:04:30.776 მან 11 კრედიტი აიღო და [br]ექვსციფრიანი პირადი ვალი დაიდო, 0:04:30.800,0:04:32.630 მაგრამ ეს მაინც არ ეყო. 0:04:32.680,0:04:37.060 ამიტომ, ყოველ ორ კვირაში,[br]ორი წლის მანძილზე ხელფასის დღეს 0:04:37.060,0:04:40.540 თანამშრომლებს სთხოვდა[br]ემსხვერპლათ მათი ხელფასები 0:04:41.120,0:04:42.496 და ამან იმუშავა. 0:04:42.520,0:04:45.336 50-ზე მეტმა ადამიანმა,[br]2 მილიონი დოლარი ჩადო 0:04:45.360,0:04:47.216 და ახლა, 10 წელზე მეტი ხნის შემდეგ, 0:04:47.240,0:04:49.560 პანდორა მილიარდობით ღირს. 0:04:50.360,0:04:52.650 როდესაც გჯერათ, რომ არსებობს გამოსავალი 0:04:52.650,0:04:55.646 გაიაროთ, ან შემოუაროთ,[br]რა დაბრკოლებაც არ უნდა იყოს თქვენს წინ, 0:04:55.646,0:04:57.776 დანებება არჩევანი არ არის. 0:04:57.800,0:05:00.720 შეგიძლათ გადალახოთ[br]უზარმაზარი დაბრკოლებები, 0:05:01.710,0:05:04.246 რასაც სერიალის მეორე [br]გაკვეთილამდე მივყავართ: 0:05:04.246,0:05:08.000 დათმეთ თქვენი ეგო[br]და სრულყოფილების კომპლექსი, 0:05:08.720,0:05:10.296 ეს საშინელებაა. 0:05:10.320,0:05:13.180 საჭიროებების და შეცდომების აღიარება, 0:05:13.260,0:05:14.896 შეიძლება ეს იმის აღიარებაცაა, 0:05:14.920,0:05:18.970 რომ არც ისეთი განსაკუთრებული ვართ,[br]როგორც გვგონია. 0:05:19.120,0:05:21.536 სტეფანი ფორესტერი სერიალ [br]"მელოტი და ლამაზიდან" 0:05:21.560,0:05:23.496 ფოქრობდა, რომ ძალიან განსაკუთრებული იყო. 0:05:23.496,0:05:24.816 ისეთი განსაკუთრებული, 0:05:24.840,0:05:27.536 რომ ხეობის ხარახურა ხალხში[br]გარევა არ ეკადრებოდა 0:05:27.560,0:05:30.386 და მან ეს აცნობა ბრუკს, გოგონას ხეობიდან. 0:05:30.440,0:05:33.856 მაგრამ თითქმის 25 წლის ეპიკური [br]ბრძოლების შემდეგ 0:05:33.880,0:05:37.120 სტეფანი ავად გახდა და ბრუკი ახლოს მიუშვა. 0:05:37.480,0:05:38.866 მათ მოინანიეს შეცდომები 0:05:38.866,0:05:40.736 და მტრები, სულიერი მეგორები გახდნენ. 0:05:40.760,0:05:43.096 სტეფანი ბრუკის მკლავებში გარდაიცვალა 0:05:43.120,0:05:45.350 და აი, ჩვენი გაკვეთილი: 0:05:45.440,0:05:46.976 დათმე შენი ეგო. 0:05:47.000,0:05:48.896 სამყარო შენ გარშემო არ ტრიალებს, 0:05:48.920,0:05:50.536 ის ჩვენ ყველას გვეხება 0:05:50.560,0:05:53.376 და ჩვენს უნარს გამოვცადოთ სიხარული, 0:05:53.400,0:05:55.896 სიყვარული და გავაუმჯობესოთ ჩვენი ცხოვრება, 0:05:55.920,0:05:58.936 რომელიც მხოლოდ მაშინ მოხდება,[br]როცა მოწყვლადები ვხდებით 0:05:58.960,0:06:03.180 და ჩვენ ქმედებასა და უმოქმედობაზე[br]პასუხისმგებლობას ვიღებთ. 0:06:03.180,0:06:06.630 სტარბაკსის აღმასრულებელი დირექტორის,[br]ჰოვარდ შულცის მსგავსად. 0:06:06.630,0:06:09.266 დიდებული ხელმძღვანელობის შემდეგ, 0:06:09.266,0:06:11.256 ჰოვარდი 2000 წელს გადადგა 0:06:11.280,0:06:13.776 და სტარბაკსმა მალევე გადააჭარბა[br]საკუთარ დანახარჯს 0:06:13.776,0:06:15.380 და აქციის ფასები დაეცა. 0:06:15.520,0:06:17.456 ჰოვარდი გუნდს 2008 წელს [br]თავიდან შეუერთდა 0:06:17.480,0:06:19.496 და ერთ-ერთ პირველი რაც გააკეთა, 0:06:19.520,0:06:23.680 ყველა 180 000 თანამშრომელს ბოდიში მოუხადა. 0:06:24.920,0:06:26.480 მან ბოდიში მოიხადა 0:06:26.800,0:06:30.776 და შემდეგ ითხოვა დახმარება,[br]გულწრფელობა და იდეები. 0:06:30.800,0:06:33.376 რაც ჰოვარდი დაბრუნდა, 0:06:33.400,0:06:36.210 სტარბაკსის მოგება ორზე მეტჯერ გაიზარდა. 0:06:36.210,0:06:40.096 ასე რომ, დათმეთ თქვენი სურვილი[br]იყოთ ყოველთვის მართალი, ან უსაფრთხოდ. 0:06:40.120,0:06:43.100 ეს არავის ეხმარება,[br]ყველაზე ნაკლებად კი - თქვენ. 0:06:43.240,0:06:46.310 დათმეთ თქვენი ეგო. 0:06:46.720,0:06:48.696 სერიალის მესამე გაკვეთილი: 0:06:48.720,0:06:51.460 ევოლუცია რეალურია. 0:06:52.240,0:06:54.936 არ უნდა იყოთ სტატიკური პერსონაჟი. 0:06:54.960,0:06:58.896 ტელევიზიაში სტატიკური იგივეა რაც მოსაწყენს[br]და მოსაწყენობა ნიშნავს დათხოვნას. 0:06:58.920,0:07:01.800 პერსონაჟები უნდა იზრდებოდნენ[br]და იცვლებოდნენ. 0:07:02.560,0:07:05.016 ტელევიზიაში ეს დინამიური ცვლილებები, 0:07:05.040,0:07:07.296 ზოგჯერ მკვეთრ გარდასახვებში გამოიხატება. 0:07:07.320,0:07:10.696 კერძოდ, როცა მოქმედი გმირს[br]გუშინ ერთი თამაშობდა 0:07:10.720,0:07:12.960 და დღეს სხვა თამაშობს. 0:07:13.840,0:07:16.920 მსახიობების შეცვლა,[br]სერიალებში მუდმივად ხდება. 0:07:17.560,0:07:19.376 უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, 0:07:19.400,0:07:22.646 ოთხმა სხვადასხვა მსახიობმა განასახიერა [br]კარლი ბენსონის, 0:07:22.716,0:07:25.490 ერთი და იგივე მთავარი როლი,[br]სერიალ "მთავარ ჰოსპიტალში". 0:07:25.720,0:07:30.856 ყოველმა ახალმა სახემ, პერსონაჟის[br]ცხოვრებასა და ხასიათში ცვლილება გამოიწვია. 0:07:30.880,0:07:34.936 კარლს ინდივიდუალობა ყოველთვის გააჩნდა, 0:07:34.960,0:07:39.160 მაგრამ პერსონაჟი და ამბავი ერგებოდა იმას,[br]ვინც მის როლს ასრულებდა. 0:07:39.640,0:07:41.600 ჩვენთვის ეს იმას ნიშნავს, 0:07:41.990,0:07:45.016 რომ მართალია ჩვენ ცხოვრებაში[br]სახეები შეიძლება ვერ შეიცვალოთ, 0:07:45.040,0:07:46.936 მაგრამ შეიძლება განვვითარდეთ. 0:07:46.960,0:07:51.560 შეიძლება ჩვენ წრეში ჩავიკეტოთ, 0:07:52.320,0:07:54.856 ან შეგვიძლია შესაძლებლობებს[br]გავუხსნათ კარი. 0:07:54.880,0:07:59.410 კარლისნაირად, რომელიც ექთნის ფაკულტეტის[br]სტუდენტობიდან სასტუმროს მფლობელი გახდა. 0:07:59.520,0:08:01.350 ან ჯულია ჩაილდის მსგავსად, 0:08:01.720,0:08:04.376 რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჯაშუში იყო 0:08:04.400,0:08:07.966 და როდესაც ომი დამთავრდა, დაქორწინდა, [br]საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად 0:08:07.966,0:08:11.120 და გადაწყვიტა კულინარიის სკოლაში [br]ეცადა ბედი 0:08:11.120,0:08:16.760 ჯულიამ, მისმა წიგნებმა და შოუებმა[br]აშშ-ს კულინარიაში რევულუცია მოახდინა. 0:08:17.640,0:08:20.936 ყველას შეგვწევს იმის ძალა,[br]რომ ჩვენ ცხოვრებაში ცვლილებები წამოვიწყოთ, 0:08:20.960,0:08:23.230 განვვითარდეთ და გარემოს მოვერგოთ. 0:08:23.560,0:08:25.376 არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ, 0:08:25.400,0:08:28.976 მაგრამ ზოგჯერ ცხოვრება ირჩევს[br]ჩვენ მაგივრად, ისე რომ არ გვატყობინებს. 0:08:29.000,0:08:31.176 მოულოდნელობა სახეში გვილაწუნებს, 0:08:31.200,0:08:33.336 მიწაზე ვენარცხებით, ჰაერი არ გვყოფნის 0:08:33.360,0:08:35.659 და რეანიმირება გვჭირდება. 0:08:35.960,0:08:39.135 მადლობა ღმერთს,[br]სერიალის მეოთხე გაკვეთილისთვის: 0:08:39.159,0:08:41.416 აღდგომა შესაძლებელია. 0:08:41.440,0:08:42.856 (სიცილი) 0:08:42.880,0:08:44.720 (აპლოდისმენტები) 0:08:46.960,0:08:51.136 1983 წელს, სტეფანო დიმერა,"ჩვენი ცხოვრების[br]დღეებიდან", გულის შეტევით გარდაიცვალა, 0:08:51.160,0:08:53.696 მაგრამ მთლად არა, რადგან 1984 წელს 0:08:53.720,0:08:56.456 ის მოკვდა, როცა მისი მანქანა [br]ნავსადგურში ჩაიძირა 0:08:56.480,0:09:00.016 და 1985 წელს კვლავ დაბრუნდა,[br]ტვინის სიმსივნით. 0:09:00.040,0:09:01.056 (სიცილი) 0:09:01.080,0:09:03.696 მაგრამ სანამ სიმსივნე მოკლავდა, 0:09:03.720,0:09:08.010 მარლენამ ტყვია ესროლა[br]და ის პოდიუმიდან სასიკვდილოდ გადავარდა 0:09:08.440,0:09:10.736 და ასე გრძელდებოდა 30 წელი. 0:09:10.760,0:09:13.256 (სიცილი) 0:09:13.280,0:09:15.416 მაშინაც კი, როდესაც სხეული ვნახეთ, 0:09:15.440,0:09:16.656 კარგად ვიცოდით. 0:09:16.680,0:09:20.050 მას ფენიქსს უმიზეზოდ არ ეძახდნენ. 0:09:20.720,0:09:22.976 და ჩვენთვის ეს ნიშნავს, 0:09:23.000,0:09:25.456 რომ სანამ შოუ კვლავ ეთერშია, 0:09:25.480,0:09:27.576 ანუ სანამ კვლავ სუნთქავთ, 0:09:27.600,0:09:29.256 არაფერია სამუდამო. 0:09:29.280,0:09:32.270 აღდგომა შესაძლებელია. 0:09:33.560,0:09:36.256 რა თქმა უნდა, ცხოვრების მსგავსად, 0:09:36.280,0:09:39.560 სერიალები საბოლოოდ სრულდება. 0:09:40.320,0:09:45.256 2009 წლის დეკემბერში CBS-მა[br]შეწყვიტა ჩემი შოუ "დედამიწა რაზეც დგას" 0:09:45.280,0:09:48.536 და ბოლო სერია 2010 წლის ივნისში გადავიღეთ. 0:09:48.640,0:09:50.336 ეს იყო კვდომის 6 თვე 0:09:50.360,0:09:53.650 და მე ეს მატარებელი[br]პირდაპირ მთებზე მივმართე 0:09:54.240,0:09:56.976 და მაშინაც კი, როდესაც შუაგულ[br]ეკონომიკურ კრიზისში ვიყავით 0:09:57.000,0:10:00.710 და მილიონობით ადამიანი წვალობდა,[br]რომ სამსახური ეპოვა, 0:10:00.710,0:10:03.136 რატომღაც ვფიქრობდი,[br]რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. 0:10:03.160,0:10:05.856 ბავშვებთან ერთად[br]ბრუკლინის სახლიდან ავიბარგე 0:10:05.880,0:10:09.456 და ალაბამაში, ჩემი ქმრის მშობლებთან[br]გადავედით საცხოვრებლად. 0:10:09.480,0:10:11.560 (სიცილი) 0:10:12.920,0:10:15.656 სამი თვის შემდეგ, ყველაფერი ცუდად იყო. 0:10:15.680,0:10:20.896 მაშინ, როდესაც ეთერში ბოლო[br]სერიას ვუყურე, 0:10:20.920,0:10:24.360 მივხვდი, შოუ არ იყო ერთადერთი მოკვდავი, 0:10:25.040,0:10:26.980 მეც ასეთი ვიყავი. 0:10:27.120,0:10:29.696 უმუშევარი ვიყავი[br]და ჩემი ქმრის მშობლების სახლის 0:10:29.720,0:10:31.220 მეორე სართულზე ვცხოვრობდი. 0:10:31.220,0:10:34.176 ეს საკმარისია, რომ ნებისმიერმა[br]შინაგანი სიკვდილი იგრძნოს. 0:10:34.176,0:10:35.610 (სიცილი) 0:10:35.610,0:10:38.176 თუმცა, ვიცოდი,[br]რომ ჩემი ამბავი დამთარებული არ იყო, 0:10:38.200,0:10:40.416 რომ ის არ შეიძლება დამთავრებულიყო. 0:10:40.440,0:10:45.600 ყველაფერი უნდა გამომეყენებინა,[br]რაც სერიალებიდან ვისწავლე. 0:10:46.360,0:10:49.896 ერიკასავით მამაცი უნდა ვყოფილიყავი[br]და დანებებაზე უარი მეთქვა. 0:10:49.920,0:10:53.120 გადავწყვტე ყოველდღე მებრძოლა. 0:10:54.000,0:10:56.576 სტეოფანივით მოწყვლადი უნდა ვყოფილიყავი 0:10:56.600,0:10:58.136 და დამეთმო ჩემი ეგო. 0:10:58.160,0:11:02.200 დახმარებისთვის ბევრჯერ უნდა მიმემართა,[br]სხვადასხვა შტატში. 0:11:02.760,0:11:06.216 კარლივით მოქნილი უნდა ვყოფილიყავი 0:11:06.240,0:11:09.776 და ჩემი უნარები, აზროვნება[br]და მგდომარეობა განმევითარებინა. 0:11:09.800,0:11:12.776 ასევე სტეფანოსავით გამძლე ვყოფილიყავი 0:11:12.800,0:11:15.456 და მკვდრეთით აღმედგინა[br]ჩემი თავი და ჩემი კარიერა, 0:11:15.480,0:11:18.470 ფერფლიდან წამომდგარი ფენიქსის მსგავსად. 0:11:18.760,0:11:21.080 საბოლოოდ გასაუბრებაზე დამიბარეს. 0:11:21.640,0:11:24.576 ახალ ამბებსა და შოუ ბიზნესში,[br]15 წლიანი მუშაობის 0:11:24.600,0:11:26.536 და ცხრა თვიანი უმუშევრობის შემდეგ, 0:11:26.560,0:11:29.460 მხოლოდ ეს ერთი გასაუბრება 0:11:29.840,0:11:32.900 და დაწყებითი ტიპის სამსახური შემომთავაზეს. 0:11:33.040,0:11:34.896 37 წლის ვიყავი 0:11:34.920,0:11:37.030 და მკვდრეთით აღვდექი. 0:11:38.240,0:11:41.336 ჩვენ ყველა გამოვცდით, თუ როგორია დასასრული 0:11:41.360,0:11:44.070 და შეგვიძლია ის დასაწყისად ვაქციოთ. 0:11:44.120,0:11:48.216 ტინას მსგავსად, რომელიც სასწაულებრივად [br]გადაურჩა ჩანჩქერს. 0:11:48.240,0:11:50.936 რადგანაც მეჯავრება დაუსრულებელი ამბები,[br]ამიტომ გეტყვით, 0:11:50.960,0:11:53.136 რომ ტინა და კორდი განქორწინდნენ, 0:11:53.160,0:11:58.270 მაგრამ სამჯერ ისევ დაქორწინდნენ,[br]სანამ 2012 წელს შოუ არ მოხსნეს ეთერიდან. 0:11:59.080,0:12:00.816 ასე რომ, გახსოვდეთ, 0:12:00.840,0:12:03.560 მანამ სანამ სუნთქავთ, 0:12:04.320,0:12:06.680 არასდროსაა გვიანი შეცვალოთ[br]თქვენი ისტორია. 0:12:07.480,0:12:08.696 მადლობა. 0:12:08.720,0:12:10.520 (აპლოდისმენტები)