- გასწრობანა პროგრამირება ძალიან სახალისოა და ის უფრო მეტია, ვიდრე კომპიუტერული მეცნიერება ხანდახან ადამიანები იძაბებიან და განტვირთვა სჭირდებათ და გასწრობანა ძალიან კარგია სამუშაო პროცესის გასახალისებლად. ასე რომ, უნდა დაიყოთ ორ ჯგუფად და დადგეთ რიგში თითოეული მოთამაშე თითოეული ჯგუფიდან მირბის ოთახის მეორე ბოლოში სადაც გაქვთ ნახაზი და ცარიელი ფურცელი თითოეული მოთამაშე ხატავს სურათის შექმნის პირველ ნაბიჯს და მირბის უკან და გზავნის შემდეგ მოთამაშეს რომელიც წერს შემდეგ ნაბიჯს ეს ძალიან გვეხმარება იმის გააზრებაში, რომ საჭიროა გამართვა, ჩვენი ნაშრომის შესწორება და სხვისი ნაშრომის შესწორება მაშინვე ვიაზრებთ, რა მნიშვნელოვანია, გამოიჩინოთ სიფრთხილე კოდის წერისას, როცა მთელი გუნდი თქვენს იმედადაა