რომელ კლასში ხართ?
მეორეში
მეათეში
პირველში
მე პროგრამირება მერვე კლასში
ვისწავლე.
მეექვსე ლკასში ვიყავი როდესაც პირველი
კომპიუტერი მიყიდეს
მე ძალიან მახარებს სხვა ადამიანების
დახმარების შესაძლებლობა.
თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი თავი
და თქვენი იდეები განახორციელოთ.
კომპიუტერული მეცნიერება ბევრი
საგნის საფუძველია,
რომელსაც მოსწავლეები და პროფესიონალები
შემდეგი 20-30 წლის განმავლობასი გააკეთებენ
მე მიყვარს პროგრამირება რადგან
ადამიანების დახმარება მიყვარს.
მე მაქვს შესაძლებლობა ჩემი ქმნილებებით
ადამიანებს ცხოვრება გავუადვილო
ჩემი აზრით პროგრამირება ერთგვარი
სუპერძალაა
ყველაზე მნიშვნელოვანია დაწყება.
მე დამწყები ვარ და მინდა
ჩემთან ერთად ისწავლოთ.
მოგდომებიათ ოდესმე თქვენი საყვარელი
ვიდეო თამაშის გაკეთება?
ჩვენ დავიწყებთ თამაშების შექმნას
სათამაშო ლაბორატორიის გამოყენებით.
კარგ თამაშებს ყოველთვის რაიმე
ამბავი გააჩნიათ
და ნებისმიერ თამაშში არიან მსახიობები.
მსახიობები ლაპარაკობენ, მოძრაობენ და
ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ.
თამაშის წესებიდან გამომდინარე ისინი
შეიძლება ქულებს აგროვებდნენ.
დღეს ჩვენ ვისწავლით ამ ყველაფრის
გაკეთებას სახალისო მსახიობებით
ჯადოქრებით, ზომბებით, უცხოპლანეტელებით
და ცხოველებით.
შემდგომ ავაგებთ თამაშს, რომელიც შეგეძლებათ
გააზიაროთ და ტელეფონზე ითამაშოთ.
თვენი ეკრანი დაყოფილია სამ
ძირითად ნაწილად.
მაცხენა ნაწილზე არის ადგილი სადაც
თქვენი პროგრამა გაიშვება.
ინსტრუქციები თითო დონისათვის ქვემოთ
იქნება მოცემული.
შუა არე წარმოადგენს ინსტრუმენტების პანელს.
თითოეული ბლოკი წარმოადგენს კოდს.
მარჯვნივ მდებარეობს სამუშაო ადგილი და
ჩვენ პროგრამას მანდ ავაგებთ.
თავიდან ჩვენ დაგვჭირდება თქვენი ბლოკების
დაკავშირება ნარინჯისფერ "გაშვების" ბლოკთან
თქვენ შეგიძლიათ ბევრი ბლოკი დაუკავშიროთ
ერთმანეთს მათი გაწევით,
სანამ ყვითელ ხაზს არ დაინახავთ და შემდგომ
ისინი შეუერთდებიან ერთმანეთს.
პირველ ამოცანაში ჩვენი მსახიობი არის
პინგვინი და ჩვენ გავაკეთებთ ისე,
რომ მან "გამარჯობა" გვითხრას.
ჩვენ ამას ვიზამთ "ილაპარაკე"
ბლოკის გადატანით
და მისი დაკავშირებით
"როდესაც გაუშვებთ" ბლოკთან
და შიგნით "გამარჯობას" ჩაწერით
ჩვენ ასევე შეგვიძლია ავამოძრავოთ პინგვინი
"მარჯვნივ წასვლის" და "მაცხნივ წასვლის"
ბკოლების მეშვეობით.
როდესაც თქვენი ბლოკები თავიანთ ადგილებზე
იქნებიან დააჭირეთ "გაშვების" ღილაკს
და ნახეთ თუ რა პროგრამა დაწერეთ.
დაიწყეთ და შემდგომ თქვენ შეძლებთ
შექმნათ თქვენი თამაში
მრავალნაირი პერსონაჯით. მათ შეეძლებათ
ურთიერთობა, ბედნიერად ან მოწყენილად ყოფნა,
ქულების აგროვება, ცეცხლოვანი ბურთების
სროლა ან ერთმანეთის გაუჩინარება.
ყველაფერი დამოკიდებულია თქვენზე და
იმაზე თუ როგორი თამაშის შექმნა გინდათ.