WEBVTT 00:00:00.000 --> 00:00:04.000 როგორც წესი, პროგრამებს ტექსტურად ვწერთ, მაგრამ ჩვენ Blockly-ის გამოვიყენებთ, რომელშიც ბლოკების 00:00:04.000 --> 00:00:10.000 გადაქაჩვა-გადმოქაჩვით წერთ პროგრამას. სინამდვილეში, თქვენ მაინც კოდს წერთ. 00:00:10.000 --> 00:00:14.000 დასაწყისისთვის დავწეროთ კოდი პროგრამისთვის, რომელიც ამ გაბრაზებულ ჩიტს ლაბირინთის გავლასა და 00:00:14.000 --> 00:00:19.000 ბოროტ ღორებთან მისვლაში დაეხმარება (ღორებმა მისი კვერცხები მოიპარეს!). Blockly სამ ძირითად 00:00:19.000 --> 00:00:24.000 ნაწილად იყოფა. მარცხნივ ჩიტის ლაბირინთია, სადაც იმუშავებს თქვენი პროგრამა. ლაბირინთის 00:00:24.000 --> 00:00:30.000 ქვეშ წერია თითოეული ეტაპის ინსტრუქცია. შუა ნაწილია ხელსაწყოთა კოლოფი. 00:00:30.000 --> 00:00:35.000 თითოეული ბლოკი ბრძანებაა, რომელიც ჩიტს ესმის. მარჯვენა თეთრ სივრცეს სამუშაო სივრცე ჰქვია 00:00:35.000 --> 00:00:41.000 აქ ავაშენებთ პროგრამას! მოძრაობის ბლოკს სამუშაო სივრცეში თუ ჩავაგდებ და "გაშვებას" დავაჭერ, 00:00:41.000 --> 00:00:47.000 რა მოხდება? ჩიტი ბადეზე ერთი უჯრით გადაადგილდება. 00:00:47.000 --> 00:00:52.000 და თუ მინდა, ერთი უჯრით გამოძრავების შემდეგ კიდევ რამე გააკეთოს? 00:00:52.000 --> 00:00:57.000 შემიძლია, პროგრამას კიდევ ერთი ბლოკი დავუმატო. ავირჩევ "მარჯვნივ მოხვევის" ბლოკს და ჩავაგდებ მოძრაობის ბლოკის ქვეშ, სანამ არ გამოჩნდება ყვითელი ისარი. 00:00:57.000 --> 00:01:03.000 ხელს რომ გავუშვებ, ორი ბლოკი შეერთდება. "გაშვებას" კიდევ თუ დავაჭერ, ჩიტი შეასრულებს სამუშაო 00:01:03.000 --> 00:01:08.000 სივრცის ბრძანებებს ზემოდან ქვემოთ. თუ მოგინდებათ, ბლოკი წაშალოთ, 00:01:08.000 --> 00:01:13.000 გადმოქაჩეთ სივრციდან და ჩააგდეთ ნაგვის ყუთში. 00:01:13.000 --> 00:01:18.000 გაშვების დაჭერის შემდეგ შეგიძლიათ, ხელახლა დაწყების ღილაკს დააჭიროთ. ჩიტი ახლიდან დაიწყებს. 00:01:18.000 --> 00:01:23.501 აბა, დავიჭიროთ ეს ოხერი ღორები!