როგორც წესი, პროგრამებს ტექსტურად ვწერთ, მაგრამ ჩვენ Blockly-ის გამოვიყენებთ, რომელშიც ბლოკების გადაქაჩვა-გადმოქაჩვით წერთ პროგრამას. სინამდვილეში, თქვენ მაინც კოდს წერთ. დასაწყისისთვის დავწეროთ კოდი პროგრამისთვის, რომელიც ამ გაბრაზებულ ჩიტს ლაბირინთის გავლასა და ბოროტ ღორებთან მისვლაში დაეხმარება (ღორებმა მისი კვერცხები მოიპარეს!). Blockly სამ ძირითად ნაწილად იყოფა. მარცხნივ ჩიტის ლაბირინთია, სადაც იმუშავებს თქვენი პროგრამა. ლაბირინთის ქვეშ წერია თითოეული ეტაპის ინსტრუქცია. შუა ნაწილია ხელსაწყოთა კოლოფი. თითოეული ბლოკი ბრძანებაა, რომელიც ჩიტს ესმის. მარჯვენა თეთრ სივრცეს სამუშაო სივრცე ჰქვია აქ ავაშენებთ პროგრამას! მოძრაობის ბლოკს სამუშაო სივრცეში თუ ჩავაგდებ და "გაშვებას" დავაჭერ, რა მოხდება? ჩიტი ბადეზე ერთი უჯრით გადაადგილდება. და თუ მინდა, ერთი უჯრით გამოძრავების შემდეგ კიდევ რამე გააკეთოს? შემიძლია, პროგრამას კიდევ ერთი ბლოკი დავუმატო. ავირჩევ "მარჯვნივ მოხვევის" ბლოკს და ჩავაგდებ მოძრაობის ბლოკის ქვეშ, სანამ არ გამოჩნდება ყვითელი ისარი. ხელს რომ გავუშვებ, ორი ბლოკი შეერთდება. "გაშვებას" კიდევ თუ დავაჭერ, ჩიტი შეასრულებს სამუშაო სივრცის ბრძანებებს ზემოდან ქვემოთ. თუ მოგინდებათ, ბლოკი წაშალოთ, გადმოქაჩეთ სივრციდან და ჩააგდეთ ნაგვის ყუთში. გაშვების დაჭერის შემდეგ შეგიძლიათ, ხელახლა დაწყების ღილაკს დააჭიროთ. ჩიტი ახლიდან დაიწყებს. აბა, დავიჭიროთ ეს ოხერი ღორები!