მე ბრიტანელი ვარ. (სიცილი) (აპლოდისმენტები) ფრაზას "მე ბრიტანელი ვარ" აქამდე არასდროს გამოუწვევია ასეთი სიბრალული. (სიცილი) მე ვარ კუნძულიდან სადაც ბევრ ჩვენგანს მიაჩნია, რომ ბოლო ათასი წლის მანძილზე უწყვეტი სტაბილურობა იყო. ისტორიულად ჩვენ სხვებს ვაიძულებდით შეცვლილიყვნენ, საკუთარ თავს კი ნაკლებად ვცვლიდით. ამიტომ, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო როცა 24 ივნისის დილით გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ ჩემმა ქვეყანამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, ჩემი პრემიერმინისტრი გადადგა და შოტლანდია რეფერენდუმის ჩატარებაზე ფიქრობდა, რითიც გაერთიანებულმა სამეფომ შეიძლება არსებობა შეწყვიტოს. ეს დიდი შოკი იყო ჩემთვის და ასევე იყო ბევრი სხვისთვისაც. და ასევე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ამან სრული პოლიტიკური რღვევა გამოიწვია ჩემს ქვეყანაში. ისმოდა განმეორებითი რეფერენდუმის მოთხოვნები, როგორც სპორტული მატჩის შემდეგ, მოწინააღმდეგისგან განმეორებით შეხვედრას ითხოვენ. ყველა ყველაფერს ერთმანეთს აბრალებდა. ხალხი პრემიერმინისტრს ადანაშაულებდა, თავად რეფერენდუმის ჩატარებისთვის. ადანაშაულებდნენ ოპოზიციის ლიდერს არასაკმარისი ბრძოლისთვის. ახალგაზრდები აბრალებდნენ მოხუცებს. განათლებულები აბრალებდნენ ნაკლებად განათლებულებს. ეს სრული რღვევა კიდევ უფრო გაუარესდა, მისი ყველაზე ტრაგიკული ელემენტის გამო: ქსენოფობიის დონე და რასობრივი ძალადობა ბრიტანეთის ქუჩებში ისეთ დონეზე ავიდა როგორზეც მე არასდროს მინახავს ჩემ ცხოვრებაში. ხალხი ახლა იმაზე საუბრობს, ვხვდებით თუ არა ჩვენ პატარა ინგლისი, ან როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა 1950 წლის ნოსტალგიური გასართობი პარკი ხომ არ ვხდებით, რომელიც ატლანტის ოკეანეში დაცურავს. (სიცილი) თუმცა სინამდვილეში ჩემი კითხვაა, უნდა ვიყოთ თუ არა ასე შოკირებულნი ამ ყველაფრის გამო? არის ეს ისეთი რამ, რაც ერთ ღამეში დაგვატყდა თავს? ან იქნებ უფრო ღრმა სტრუქტურული ფაქტორებია რამაც დღევანდელ დღემდე მიგვიყვანა? მინდა ერთი წამით შევჩერდე და ორი ძალაინ მარტივი კითხვა დავსვა: პირველი, რას წარმოადგენს "ბრექსიტი"? არა მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის, არამედ მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. და მეორე, რა შეიძლება მოვუხერხოთ? როგორ უნდა მოვიქცეთ? მაშ პირველი, რას წარმოადგენს "ბრექსიტი"? უკანა რიცხვით მსჯელობა მშვენიერი რამაა. "ბრექსიტი" ბევრ რამეს გვეუბნება ჩვენს საზოგადოებაზე და სხვა საზოგადოებებზე მსოფლიოში. ის თვალსაჩინოს ხდის, რომ ჩვენ სამარცხვინო დონეზე არ ვიცით, თუ რამდენადაა დანაწევრებული ჩვენი საზოგადოებები ხმები გაიყო ასაკის, განათლების, კლასის და გეოგრაფიის მიხედვით. ახალგაზრდების დაბალი აქტივობა იყო, მაგრამ მათ ვინც მიიღო მონაწილეობა დარჩენა სურდათ. ასაკოვანებს ძალიან უნდოდათ ევროკავშირიდან გასვლა. გეოგრაფიულად ლონდონი და შოტლანდია იყვნენ ყველაზე მონდომებულები დარჩენილიყვნენ ევროკავშირში. მაშინ როცა ქვეყნის სხვა ნაწილებში ხმები გაიყო. ეს დანაწევრება უნდა გავიაზროთ და სერიოზულად მივუდგეთ. კიდევ უფრო სიღრმისეული დასკვნაა, რომ ეს რეფერენდუმი დღევანდელი პოლიტიკის ბუნებას გვაჩვენებს. თანამედროვე პოლიტიკა აღარაა მხოლოდ მემარჯვენეობა-მემარცხენეობაზე. ის აღარაა მხოლოდ გადასახადებსა და ხარჯებზე. ის გლობალიზაციაზეა. თანამედროვე პოლიტიკის გამყოფი ხაზი არის იმათ შორის ვინც ემხრობა გლობალიზაციას და იმათ შორის ვისაც ამის ეშინია. (აპლოდისმენტები) თუ შევხედავთ, რატომ აირჩიეს გასვლა... მათ დავარქვათ "გამსვლელები", მოწინააღმდეგეებს კი "დამრჩენები"... დავინახავთ, რომ გამოკითხვებში ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი. პირველი იყო იმიგრაცია და მეორე სუვერენიტეტი. ეს აჩვენებს ხალხის სურვილს დაიბრუნონ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე და შეგრძნებას, რომ პოლიტიკოსები მათ არ წარმოადგენენ. ეს აზრები მიანიშნებს შიშსა და გაუცხოებაზე. ისინი წარმოადგენენ უკუსვლას ნაციონალიზმისა და საზღვრებისკენ ისე რომ ამას ბევრი ჩვენგანი შეეწინააღმდეგებოდა. მინდა გითხრათ, რომ სურათი ამაზე უფრო რთულია და რომ ლიბერალმა ინტერნაციონალისტებმა როგორც მე და მე საკუთარ თავს მათ რიცხვში მოვიაზრებ... კვლავ უნდა ჩავსვათ ჩვენი თავი ამ სურათში, რომ მივხვდეთ როგორ აღმოვჩნდით იქ სადაც დღეს ვართ. თუ გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ხმის მიცემის ხასიათს დავაკვირდებით, ცხადად დავინახავთ დაყოფებს. ლურჯი რეგიონები აჩვენებს "დარჩენას" წითლები კი "გასვლას". ამის დანახვისას, რამაც თავში დამარტყა, იყო ის ძალიან ცოტა დრო რაც წითელ რეგიონებში გამიტარებია ჩემი ცხოვრების მანძილზე. უცბად გავაცნობიერე, რომ 50 რეგიონში, რომელმაც ყველაზე მეტად დაუჭირა მხარი გასვლას ჯამში ჩემი ცხოვრების 4 დღე გავატარე. ზოგიერთ ადგილას, საარჩევნო დასახლების სახელიც კი არ ვიცოდი. ეს ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის და აჩვენებდა, რომ ჩემნაირი ხალხი, რომელსაც თავი ტოლერანტი ღია და საყოველთაო ჩართულობის მომხრე ჰგონია სავარაუდოდ არ იცნობს საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებებს იმდენად, რამდენადაც გვგონია რომ ვიცით. (აპლოდისმენტები) ესაა გამოწვევა, რომ ამ ხალხისთვის გლობალიზაციის ახსნის ახალი გზები უნდა ვიპოვოთ. გავიაზროთ, რომ ხალხისთვის, რომელსაც არ უვლია უნივერსიტეტში, ვინც ინტერნეტხანაში არ გაზრდილა, ვისაც არ აქვს მოგზაურობის საშუალება, შეიძლება არ იყოს საკმარისი ის არგუმენტები, რომელიც ჩვენ ხშირად ლიბერალურ წრეებში საკმარისად მიგვაჩნია. (აპლოდისმენტები) ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ფართო მასაზე უნდა გავიდეთ და გავაანალიზოთ. დატოვების მომხრეებში უმცირესობა ახდენდა შიშის და ზიზღის პედალირებას, რაც აჩენდა სიცრუეს და უნდობლობას. მაგალითად, ის აზრი რომ ევროპაზე რეფერენდუმი შეამცირებდა ლტოლვილების და თავშესაფრის მაძიებლების ევროპაში შემოსვლას, მაშინ როცა ევროკავშირის დატოვებაზე ხმის მიცემა არაფერ შუაშია ევროპის გარედან იმიგრაციასთან. მაგრამ გასვლაზე ხმის მიმცემების მნიშვნელოვანი უმრავლესობისთვის პრობლემა იყო პოლიტიკური მმართველებისადმი უნდობლობა. ბევრისთვის ეს პროტესტის ხმა იყო. შეგრძნება, რომ მათ არავინ წარმოადგენს, რომ მათ ვერ იპოვეს პოლიტიკური პარტია, რომელიც მათ სურვილებს გაახმოვანებდა და მათ უარი თქვეს ამ მმართველებზე. იგივე მეორდება ევროპაში და ლიბარლ- დემოკრატიული მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. ჩვენ იგივეს ვხედავთ აშშ-ში დონალტ ტრამპის პოპულარობის ზრდაში. უნგრეთში, ვიქტორ ორბანის მზარდ ნაციონალიზმში. მარინ ლე პენის გაზრდილ პოპულარობაში საფრანგეთში. "ბრექსიტის" აჩრდილი ყველა ჩვენ საზოგადოებას დასდევს. ამიტომ, ვფიქრობ კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ არის ჩემი მეორე კითხვა: ამ ყველაფერს როგორ უნდა ვუპასუხოთ? ყველა ჩვენგანს ვისაც ანაღვლებს ლიბარელური, ღია და ტოლერანტი საზოგადოებები სასწრაფოდ სჭირდება ახალი ხედვა. უფრო ტოლერანტული, ყოვლისმომცველად გლობალიზაციური. რომელიც ხალხის უკან ჩამოტოვების ნაცვლად შემოგვიერეთებს. გლობალიზაციის ასეთი ხედვა, გლობალზიაციის პოზიტიური სარგებელის გააზრებიდან უნდა დაიწყოს. ეკონომისტებს შორის კონსენსუსია, რომ თავისუფალი ვაჭრობა, კაპიტალბრუნვა, საზღვრებს შორის ხალხის მიმოსვლა, საერთო ჯამში ყველასთვის სასარგებლოა. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს კონსენსუსია, რომ გლობალიზაციას ურთიერთდამოკიდებულება მოაქვს, რაც თავის მხრივ ურთიერთთანამშრომლობას და მშვიდობას ამკვიდრებს. თუმცა, გლობალიზაციას ასევე გადანაწილების ეფექტი აქვს. ის აჩენს მოგებულებს და წაგებულებს. ავიღოთ მიგრაციის მაგალითი. ვიცით, რომ მიგრაცია თითქმის ნებისმიერ პირობებში, საბოლო ჯამში პოზიტირია ეკონომიკისთვის, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ რომ ამას მოჰყვება გადანაწილება, რომ დაბალკვალიფიციურმა მიგრაციამ, შეიძლება ყველაზე ღარიბ საზოგადოებებში ხელფასების დაწევა გამოიცვიოს და ასევე სახლის ფასებიც გაზარდოს. ეს მიგრაციის პოზიტიურობას არ აკნინებს, მაგრამ ნიშნავს, რომ უფრო მეტმა ხალხმა უნდა გაინაწილოს სარგებელი და გააცნობიეროს ეს. 2002-ში გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა, იელის უნივერსიტეტში სიტყვა წარმოთქვა და ეს სიტყვა იყო ყოვლისმომცველ გლობალიზაციაზე. ეს იყო სიტყვა, რომელმაც გააჩინა ეს ტერმინი. მის პარაფრაზს გავაკეთებ. მან თქვა: "გლობალიზაციის შუშის სახლი ყველასთვის ღია უნდა იყოს, თუ მისი უსაფრთხოების შენარჩუნება გვინდა. შეუწყნარებლობა და უვიცობა, გამომრიცხველი და ანტაგონისტური გლობალიზაციის საშინელი სახეა." ყოვლისმომცველი გლობალიზაციის ეს იდეა ცოტახნით გაცოცხლდა 2008 წელს პროგრესული მმართველობის კონფერენციაზე, რომელშიც ევროპული ქვეყნების ბევრი ლიდერი მონაწილეობდა. მაგრამ ასკეტიზმისა და 2008 წლის ფინანსური კრიზის ფონზე ეს კონცეპცია თითქმის უკვალოდ გაქრა. გლობალიზაცია გამოყენებული იქნა ნეოლიბერალური დღის წესრიგის მხარდასაჭერად. ყველასთვის სარგებლის მომტანი რაღაცის ნაცვლად, ის აღიქმება როგორც ელიტური დღის წესრიგის ნაწილი. ამიტომ გლობალიზაცია ბევრად უფრო ყვლისმომცველი უნდა გავხადოთ. ვიდრე დღესაა. მაშ, შეკითხვა შემდეგია: როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? როგორ უნდა დავაბალანსოთ, ერთის მხრივ შიში და გაუცხოება, მეორეს მხრივ კი შევეწინააღმდეგოთ ქსენოფობიასა და ნაციონალიზმში გადავარდნას? ეს კითხვა ყველა ჩვენგანისთვისაა. როგორც სოციალური მეცნიერი, ვფიქრობ სოციალურ მეცნიერება გვთავაზობს დასაწყისისთვის გარკვეულ პასუხებს. ჩვენი ტრანსფორმაცია უნდა ეხებოდეს აზრებსაც და მატერიალურ საგნებსაც. მინდა 4 იდეა მოგცეთ დასაწყისისთვის. პირველი ეხება სამოქალაქო განათლებას. "ბრექსიტიმა" აჩვენა ნაპრალი, საზოგადოებრივ წარმოდგენებსა და ემპირიულ რეალობას შორის. ვარაუდობენ, რომ ჩვენ "პოსტფაქტიური" საზოგადოება გავხდით, სადაც მტკიცებულებას და ჭეშმარიტებას მნიშვნელობა აღარ აქვს და ტყუილს იგივე ავტორიტეტი აქვს რაც მტკიცებულების სიცხადეს. მაშ, როგორ... (აპლოდისმენტები) როგორ აღვადგინოთ პატივისცემა სიმართლის და მტკიცებულების მიმართ ლიბერალ-დემოკრატიებში ეს განათლებიდან უნდა დაიწყოს, მაგრამ ამის საწყისი ამ უზარმაზარი ნაპრალების აღიარებაა. 2014-ში საზოგადოებრივი კვლევის ორგანიზაციამ Ipsos MORI-მ გამოაქვეყნა გამოკითხვა, რომელიც იმიგრაციას ეხებოდა. მან აჩვენა, რომ რაც უფრო იზრდება იმიგრაცია, საზოგადოებრივი წუხილი ამ თემით უფრო მატულობს. თუმცა, ცხადია ეს არ აჩვენებს მიზეზ-შედეგობრიობას, რადგან ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არა იმიგრაციის ზრდით, არამედ მისი პოლიტიკური კომენტარითა და მედია გაშუქებით. იგივე გამოკითხვამ, იმიგრაციასთან დაკავშირებით საზოგადეობის უზარმაზარი არაინფორმირებულობა და გაურკვევლობა აჩვენა. მაგალითად, ამ გამოკითხვაში გაერთიანებულ სამეფოში ხალხის წარმოდგენაში ლტოლვილთა წილი იმიგრანტებს შორის უფრო დიდი იყო ვიდრე სინამდვილეში. ხალხს ასევე ჰგონია, რომ საერთო მიგრაციიდან საგანმანათლებლო მიგრაციის წილი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ის არის რეალურად. ამიტომ ჩვენ უნდა ვუშველოთ ამ გაურკვევლობას ამ ნაპრალს აღქმასა და რეალობას შორის გლობალზიაციის საკვანძო ასპექტებში. ამას მხოლოდ სკოლების იმედად ვერ დავტოვებთ, თუმცაღა მნიშვნელოვანია ეს მცირე ასაკიდან დავიწყოთ. ეს უნდა იყოს მთელი ცხოვრების მანძილზე სამოქალაქო თანამონაწილეობა და საჯარო ჩართულობა, რაც მთელმა საზოგადოებამ უნდა წავახალისოთ. მეორე შანსი ვფიქრობ არის განსხვავებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ინტენსიური ურთიერთობის წახალისების იდეა. (აპლოდისმენტები) ერთი რამ, რაც ჩემთვის თვალშისაცემია, როცა იმიგრაციის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ვუყურებ, არის რომ ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ყველაზე ტოლერანტულები არიან იმიგრანტების მიმართ, იმიგრანტების ყველაზე მაღალი რიცხვია. მაგალითად ლონდონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში ყველაზე მეტი იმიგრანტია და ამავე დროს ეს ბევრად უფრო ტოლერანტული რეგიონებია. ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც იმიგრაციის დონე ყველაზე დაბალია, სინამდვილეში ყველაზე გამრიყავები და არატოლერანტულები არიან მიგრანტების მიმართ. მაშ, საჭიროა გაცვლითი პროგრამების წახალისება. საჭიროა ძველ თაობებს, რომლებიც შესაძლოაა ვერ მოგზაურობენ ინტერნეტზე წვდომა ჰქონდეთ. საჭიროა როგორც ლოკალურ, ისე ეროვნულ დონეზე უფრო მეტი მიმოსვლის, მეტი თანამონაწილეობის, მეტი ინტერაქციის წახალისება ისეთ ხალხთან, ვისაც არ ვიცნობთ და ვის აზრსაც შეიძლება მაინცდამაინც არ ვეთანხმებოდეთ. მესამე რამ, რაც საკვანძო და ნამდვილად ფუნდამენტური მნიშვნელობის მგონია, არის ის, რომ გლობალიზაციიდან სარგებლის წილი ყველამ უნდა მიიღოს. Financial Times-ის ეს ბრექსიტის შემდგომი ილუსტრაცია კარგად აჩვენებს ტრაგედიას, რომ ხალხი ვინც ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი არის სწორედ ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტ მატერიალურ სარგებელს ნახულობდა ევროკავშირთან ვაჭრობით. პრობლემაა, რომ ეს ხალხი არ აღიქვამდა თავს მოსარგებლედ. მათ არ სჯეროდათ, რომ მართლაც ჰქონდათ წვდომა, გაზრდილი ვაჭრობით და მობილობით მიღებულ სარგებელზე. მე ძირითადად ლტოლვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობ და ერთ-ერთი იდეა რის დამკვიდრებაზეც, ძირითადად განვითარებად ქვეყნებში, დიდ დროს ვხარჯავ, არის ის, რომ ლტოლვილების ინტეგრაციის წასახალისებლად მხოლოდ მათზე ზრუნვა არაა საკმარისი. ჩვენ ასევე უნდა ვიზრუნოთ მასპინძელი, ადგილობრივი საზოგადოებების წუხილზეც. ამის მოსაგვარებლად, ერთ-ერთი გზა არის საგანმანათლებლო და ჯანდაცვითი შესაძლებლობების, სოციალურ სერვისებზე წვდომის განსაკუთრებული უზრუნველყოფა რეგიონებში მაღალი იმიგრაციით. იმისთვის რომ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოვაგვაროთ. თუმცა, მაშინ როცა ამას განვითარებად მსოფლიოში ვახალისებთ, შინ, საკუთარ საზოგადოებებში იგივეს არ ვაკეთებთ. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვინდა მართლაც სერიოზულად მივუდგეთ, ეკონომიკური სარგებლის ხალხზე განაწილების საჭიროებას, ბიზნესებსაც და კორპორაციებსაც დასჭირდებათ გლობალიზაციის მოდელი, რომელიც აღიარებს, რომ მათაც უნდა ჩართონ სარგებელის მიღებაში ხალხი. ბოლო, მეოთხე იდეა, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, არის ის, რომ უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკა გვჭირდება. ძალიან ცოტა სოციოლოგიური კვლევაა, რომელიც გლობალიზაციის მიმართ განწყობებს ადარებს, მაგრამ რა გამოკითხვებიც არსებობს, იქიდან ჩანს, რომ უზარმაზარი განსხვავებებია სხვადასხვა ქვეყნებს და პერიოდებს შორის ამ ქვეყნებში, ერთის მხრივ მიგრაციის და მობილობის და მეორეს მხრივ თავისუფალი ვაჭრობის მიმართ განწყობების და ტოლერანტობის თვალსაზრისით. ერთი ჰიპოთეზა, რაც იკვეთება ამ მონაცემებიდან არის ის, რომ პოლარიზებული საზოგადოებები ნაკლებად ტოლერანტულები არიან გლობალიზაციის მიმართ. წარსულში შვედეთის და დღევანდელი კანადისმაგვარი საზოგადოებებია, სადაც პოლიტიკა ცენტრისტულია, სადაც მემარჯვენეები და მემარცხენეები ერთად მუშაობენ, სადაც ვახალისებთ გლობალიზაციის მხარდამჭერ განწყობებს. რასაც დღეს მსოფლიოში ვხედავთ, ტრაგიკული პოლარიზაციაა. პოლიტიკურ ექსტრიმებს შორის დიალოგის შეუძლებლობა და ნაპრალი ცენტრისტური ლიბერალური საყრდენის ადგილას, რომელიც შეძლებდა კომუნიკაციის და ურთიერთგაგების წახალისებას. შეიძლება დღეს ამას ვერ მივაღწიოთ, მაგრამ სულ ცოტა ჩვენს პოლიტიკოსებს და მედიას უნდა მოვუწოდოთ, რომ შიშის რიტორიკას შეეშვან და ბევრად უფრო ურთიერთტოლერანტულები იყვნენ. (აპლოდისმენტები) ეს იდეები მხოლოდ დასაწყისისთვისაა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ყოვლისმომცველი და საზიარო პროექტი. მე კვლავაც ბრიტანელი ვარ. მე კვლავაც ევროპელი ვარ. მე კვლავაც გლობალური მსოფლიოს მოქალაქე ვარ. მათთვის ვისაც სჯერა, რომ ჩვენი იდენტობები არაა ურთიერთგამომრიცხავი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, იმისთვის რომ გლობალიზაციამ ყველა თან წაგვიყოლოს და არავინ ჩამოიტოვოს. მხოლოდ მაშინ შევძლებთ დემოკრატიის და გლობალიზაციის შეჯერებას. მადლობა. (აპლოდისმენტები)