1 00:00:01,600 --> 00:00:03,536 მე ბრიტანელი ვარ. 2 00:00:03,560 --> 00:00:05,696 (სიცილი) 3 00:00:05,720 --> 00:00:08,856 (აპლოდისმენტები) 4 00:00:08,880 --> 00:00:12,656 ფრაზას "მე ბრიტანელი ვარ" აქამდე არასდროს გამოუწვევია ასეთი სიბრალული. 5 00:00:12,680 --> 00:00:14,776 (სიცილი) 6 00:00:14,800 --> 00:00:17,536 მე ვარ კუნძულიდან სადაც ბევრ ჩვენგანს მიაჩნია, 7 00:00:17,560 --> 00:00:20,910 რომ ბოლო ათასი წლის მანძილზე უწყვეტი სტაბილურობა იყო. 8 00:00:21,400 --> 00:00:24,136 ისტორიულად ჩვენ სხვებს ვაიძულებდით შეცვლილიყვნენ, 9 00:00:24,160 --> 00:00:26,890 საკუთარ თავს კი ნაკლებად ვცვლიდით. 10 00:00:27,360 --> 00:00:29,816 ამიტომ, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო 11 00:00:29,840 --> 00:00:32,616 როცა 24 ივნისის დილით გავიღვიძე 12 00:00:32,640 --> 00:00:36,496 და აღმოვაჩინე, რომ ჩემმა ქვეყანამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 13 00:00:36,520 --> 00:00:38,376 ჩემი პრემიერმინისტრი გადადგა 14 00:00:38,400 --> 00:00:40,976 და შოტლანდია რეფერენდუმის ჩატარებაზე ფიქრობდა, 15 00:00:41,000 --> 00:00:45,840 რითიც გაერთიანებულმა სამეფომ შეიძლება არსებობა შეწყვიტოს. 16 00:00:46,920 --> 00:00:49,856 ეს დიდი შოკი იყო ჩემთვის 17 00:00:49,880 --> 00:00:52,160 და ასევე იყო ბევრი სხვისთვისაც. 18 00:00:53,080 --> 00:00:56,536 და ასევე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში 19 00:00:56,560 --> 00:00:59,296 ამან სრული პოლიტიკური რღვევა გამოიწვია 20 00:00:59,320 --> 00:01:00,776 ჩემს ქვეყანაში. 21 00:01:00,800 --> 00:01:03,016 ისმოდა განმეორებითი რეფერენდუმის მოთხოვნები, 22 00:01:03,040 --> 00:01:05,576 როგორც სპორტული მატჩის შემდეგ, 23 00:01:05,600 --> 00:01:08,120 მოწინააღმდეგისგან განმეორებით შეხვედრას ითხოვენ. 24 00:01:08,880 --> 00:01:11,260 ყველა ყველაფერს ერთმანეთს აბრალებდა. 25 00:01:11,260 --> 00:01:12,936 ხალხი პრემიერმინისტრს ადანაშაულებდა, 26 00:01:12,960 --> 00:01:15,136 თავად რეფერენდუმის ჩატარებისთვის. 27 00:01:15,160 --> 00:01:18,230 ადანაშაულებდნენ ოპოზიციის ლიდერს არასაკმარისი ბრძოლისთვის. 28 00:01:18,230 --> 00:01:19,896 ახალგაზრდები აბრალებდნენ მოხუცებს. 29 00:01:19,920 --> 00:01:22,800 განათლებულები აბრალებდნენ ნაკლებად განათლებულებს. 30 00:01:23,440 --> 00:01:26,536 ეს სრული რღვევა კიდევ უფრო გაუარესდა, 31 00:01:26,560 --> 00:01:28,656 მისი ყველაზე ტრაგიკული ელემენტის გამო: 32 00:01:28,680 --> 00:01:32,536 ქსენოფობიის დონე და რასობრივი ძალადობა ბრიტანეთის ქუჩებში 33 00:01:32,560 --> 00:01:34,816 ისეთ დონეზე ავიდა როგორზეც მე არასდროს მინახავს 34 00:01:34,840 --> 00:01:36,900 ჩემ ცხოვრებაში. 35 00:01:37,800 --> 00:01:42,176 ხალხი ახლა იმაზე საუბრობს, ვხვდებით თუ არა ჩვენ პატარა ინგლისი, 36 00:01:42,200 --> 00:01:44,296 ან როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა 37 00:01:44,320 --> 00:01:48,496 1950 წლის ნოსტალგიური გასართობი პარკი ხომ არ ვხდებით, 38 00:01:48,520 --> 00:01:50,536 რომელიც ატლანტის ოკეანეში დაცურავს. 39 00:01:50,560 --> 00:01:52,640 (სიცილი) 40 00:01:53,840 --> 00:01:56,376 თუმცა სინამდვილეში ჩემი კითხვაა, 41 00:01:56,400 --> 00:02:00,680 უნდა ვიყოთ თუ არა ასე შოკირებულნი ამ ყველაფრის გამო? 42 00:02:01,290 --> 00:02:03,816 არის ეს ისეთი რამ, რაც ერთ ღამეში დაგვატყდა თავს? 43 00:02:03,840 --> 00:02:08,336 ან იქნებ უფრო ღრმა სტრუქტურული ფაქტორებია რამაც დღევანდელ დღემდე მიგვიყვანა? 44 00:02:08,360 --> 00:02:12,936 მინდა ერთი წამით შევჩერდე და ორი ძალაინ მარტივი კითხვა დავსვა: 45 00:02:12,960 --> 00:02:15,856 პირველი, რას წარმოადგენს "ბრექსიტი"? 46 00:02:15,880 --> 00:02:17,416 არა მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის, 47 00:02:17,440 --> 00:02:20,176 არამედ მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. 48 00:02:20,200 --> 00:02:23,376 და მეორე, რა შეიძლება მოვუხერხოთ? 49 00:02:23,400 --> 00:02:25,736 როგორ უნდა მოვიქცეთ? 50 00:02:25,760 --> 00:02:28,280 მაშ პირველი, რას წარმოადგენს "ბრექსიტი"? 51 00:02:28,960 --> 00:02:31,200 უკანა რიცხვით მსჯელობა მშვენიერი რამაა. 52 00:02:31,840 --> 00:02:35,896 "ბრექსიტი" ბევრ რამეს გვეუბნება ჩვენს საზოგადოებაზე 53 00:02:35,920 --> 00:02:38,280 და სხვა საზოგადოებებზე მსოფლიოში. 54 00:02:39,400 --> 00:02:42,616 ის თვალსაჩინოს ხდის, რომ ჩვენ სამარცხვინო დონეზე არ ვიცით, 55 00:02:42,620 --> 00:02:44,820 თუ რამდენადაა დანაწევრებული ჩვენი საზოგადოებები 56 00:02:44,840 --> 00:02:51,176 ხმები გაიყო ასაკის, განათლების, კლასის და გეოგრაფიის მიხედვით. 57 00:02:51,200 --> 00:02:54,090 ახალგაზრდების დაბალი აქტივობა იყო, 58 00:02:54,130 --> 00:02:56,416 მაგრამ მათ ვინც მიიღო მონაწილეობა დარჩენა სურდათ. 59 00:02:56,416 --> 00:03:00,096 ასაკოვანებს ძალიან უნდოდათ ევროკავშირიდან გასვლა. 60 00:03:00,120 --> 00:03:03,616 გეოგრაფიულად ლონდონი და შოტლანდია იყვნენ ყველაზე მონდომებულები 61 00:03:03,640 --> 00:03:05,656 დარჩენილიყვნენ ევროკავშირში. 62 00:03:05,680 --> 00:03:09,800 მაშინ როცა ქვეყნის სხვა ნაწილებში ხმები გაიყო. 63 00:03:11,000 --> 00:03:15,376 ეს დანაწევრება უნდა გავიაზროთ და სერიოზულად მივუდგეთ. 64 00:03:15,400 --> 00:03:18,256 კიდევ უფრო სიღრმისეული დასკვნაა, რომ ეს რეფერენდუმი 65 00:03:18,280 --> 00:03:20,616 დღევანდელი პოლიტიკის ბუნებას გვაჩვენებს. 66 00:03:20,640 --> 00:03:24,896 თანამედროვე პოლიტიკა აღარაა მხოლოდ მემარჯვენეობა-მემარცხენეობაზე. 67 00:03:24,920 --> 00:03:27,656 ის აღარაა მხოლოდ გადასახადებსა და ხარჯებზე. 68 00:03:27,680 --> 00:03:29,616 ის გლობალიზაციაზეა. 69 00:03:29,640 --> 00:03:34,456 თანამედროვე პოლიტიკის გამყოფი ხაზი არის იმათ შორის ვინც ემხრობა გლობალიზაციას 70 00:03:34,480 --> 00:03:37,480 და იმათ შორის ვისაც ამის ეშინია. 71 00:03:38,320 --> 00:03:40,600 (აპლოდისმენტები) 72 00:03:43,340 --> 00:03:45,870 თუ შევხედავთ, რატომ აირჩიეს გასვლა... 73 00:03:45,870 --> 00:03:48,896 მათ დავარქვათ "გამსვლელები", მოწინააღმდეგეებს კი "დამრჩენები"... 74 00:03:48,920 --> 00:03:51,136 დავინახავთ, რომ გამოკითხვებში 75 00:03:51,160 --> 00:03:52,636 ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი. 76 00:03:52,636 --> 00:03:55,896 პირველი იყო იმიგრაცია და მეორე სუვერენიტეტი. 77 00:03:55,920 --> 00:04:01,376 ეს აჩვენებს ხალხის სურვილს დაიბრუნონ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე 78 00:04:01,400 --> 00:04:05,280 და შეგრძნებას, რომ პოლიტიკოსები მათ არ წარმოადგენენ. 79 00:04:06,560 --> 00:04:11,936 ეს აზრები მიანიშნებს შიშსა და გაუცხოებაზე. 80 00:04:11,960 --> 00:04:16,976 ისინი წარმოადგენენ უკუსვლას ნაციონალიზმისა და საზღვრებისკენ 81 00:04:17,000 --> 00:04:19,469 ისე რომ ამას ბევრი ჩვენგანი შეეწინააღმდეგებოდა. 82 00:04:19,600 --> 00:04:22,590 მინდა გითხრათ, რომ სურათი ამაზე უფრო რთულია 83 00:04:22,590 --> 00:04:24,376 და რომ ლიბერალმა ინტერნაციონალისტებმა 84 00:04:24,400 --> 00:04:27,616 როგორც მე და მე საკუთარ თავს მათ რიცხვში მოვიაზრებ... 85 00:04:27,640 --> 00:04:30,176 კვლავ უნდა ჩავსვათ ჩვენი თავი ამ სურათში, 86 00:04:30,200 --> 00:04:34,280 რომ მივხვდეთ როგორ აღმოვჩნდით იქ სადაც დღეს ვართ. 87 00:04:34,970 --> 00:04:38,296 თუ გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით ხმის მიცემის ხასიათს დავაკვირდებით, 88 00:04:38,320 --> 00:04:40,750 ცხადად დავინახავთ დაყოფებს. 89 00:04:41,240 --> 00:04:43,576 ლურჯი რეგიონები აჩვენებს "დარჩენას" 90 00:04:43,600 --> 00:04:45,696 წითლები კი "გასვლას". 91 00:04:45,720 --> 00:04:46,976 ამის დანახვისას, 92 00:04:47,000 --> 00:04:50,856 რამაც თავში დამარტყა, იყო ის ძალიან ცოტა დრო 93 00:04:50,880 --> 00:04:54,096 რაც წითელ რეგიონებში გამიტარებია ჩემი ცხოვრების მანძილზე. 94 00:04:54,120 --> 00:04:58,460 უცბად გავაცნობიერე, რომ 50 რეგიონში, 95 00:04:58,460 --> 00:05:01,136 რომელმაც ყველაზე მეტად დაუჭირა მხარი გასვლას 96 00:05:01,160 --> 00:05:06,560 ჯამში ჩემი ცხოვრების 4 დღე გავატარე. 97 00:05:07,560 --> 00:05:09,056 ზოგიერთ ადგილას, 98 00:05:09,080 --> 00:05:12,656 საარჩევნო დასახლების სახელიც კი არ ვიცოდი. 99 00:05:12,680 --> 00:05:14,536 ეს ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის 100 00:05:14,560 --> 00:05:16,616 და აჩვენებდა, რომ ჩემნაირი ხალხი, 101 00:05:16,640 --> 00:05:20,500 რომელსაც თავი ტოლერანტი ღია და საყოველთაო ჩართულობის მომხრე ჰგონია 102 00:05:20,500 --> 00:05:23,456 სავარაუდოდ არ იცნობს საკუთარ ქვეყანას და საზოგადოებებს იმდენად, 103 00:05:23,480 --> 00:05:26,096 რამდენადაც გვგონია რომ ვიცით. 104 00:05:26,120 --> 00:05:29,000 (აპლოდისმენტები) 105 00:05:36,200 --> 00:05:39,976 ესაა გამოწვევა, რომ ამ ხალხისთვის გლობალიზაციის ახსნის 106 00:05:40,000 --> 00:05:43,096 ახალი გზები უნდა ვიპოვოთ. 107 00:05:43,120 --> 00:05:47,496 გავიაზროთ, რომ ხალხისთვის, რომელსაც არ უვლია უნივერსიტეტში, 108 00:05:47,520 --> 00:05:49,936 ვინც ინტერნეტხანაში არ გაზრდილა, 109 00:05:49,960 --> 00:05:51,976 ვისაც არ აქვს მოგზაურობის საშუალება, 110 00:05:52,000 --> 00:05:55,856 შეიძლება არ იყოს საკმარისი ის არგუმენტები, რომელიც ჩვენ ხშირად ლიბერალურ წრეებში 111 00:05:55,880 --> 00:05:58,080 საკმარისად მიგვაჩნია. 112 00:05:58,520 --> 00:06:01,920 (აპლოდისმენტები) 113 00:06:03,880 --> 00:06:07,496 ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ფართო მასაზე უნდა გავიდეთ და გავაანალიზოთ. 114 00:06:07,520 --> 00:06:13,536 დატოვების მომხრეებში უმცირესობა ახდენდა შიშის და ზიზღის პედალირებას, 115 00:06:13,560 --> 00:06:16,056 რაც აჩენდა სიცრუეს და უნდობლობას. 116 00:06:16,080 --> 00:06:19,016 მაგალითად, ის აზრი რომ ევროპაზე რეფერენდუმი 117 00:06:19,040 --> 00:06:23,176 შეამცირებდა ლტოლვილების და თავშესაფრის მაძიებლების ევროპაში შემოსვლას, 118 00:06:23,200 --> 00:06:26,456 მაშინ როცა ევროკავშირის დატოვებაზე ხმის მიცემა 119 00:06:26,480 --> 00:06:29,040 არაფერ შუაშია ევროპის გარედან იმიგრაციასთან. 120 00:06:29,120 --> 00:06:32,656 მაგრამ გასვლაზე ხმის მიმცემების მნიშვნელოვანი უმრავლესობისთვის 121 00:06:32,680 --> 00:06:36,336 პრობლემა იყო პოლიტიკური მმართველებისადმი უნდობლობა. 122 00:06:36,360 --> 00:06:38,536 ბევრისთვის ეს პროტესტის ხმა იყო. 123 00:06:38,560 --> 00:06:41,016 შეგრძნება, რომ მათ არავინ წარმოადგენს, 124 00:06:41,040 --> 00:06:44,576 რომ მათ ვერ იპოვეს პოლიტიკური პარტია, რომელიც მათ სურვილებს გაახმოვანებდა 125 00:06:44,576 --> 00:06:48,080 და მათ უარი თქვეს ამ მმართველებზე. 126 00:06:49,440 --> 00:06:54,496 იგივე მეორდება ევროპაში და ლიბარლ- დემოკრატიული მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. 127 00:06:54,520 --> 00:06:59,416 ჩვენ იგივეს ვხედავთ აშშ-ში დონალტ ტრამპის პოპულარობის ზრდაში. 128 00:06:59,440 --> 00:07:03,496 უნგრეთში, ვიქტორ ორბანის მზარდ ნაციონალიზმში. 129 00:07:03,520 --> 00:07:08,216 მარინ ლე პენის გაზრდილ პოპულარობაში საფრანგეთში. 130 00:07:08,240 --> 00:07:12,120 "ბრექსიტის" აჩრდილი ყველა ჩვენ საზოგადოებას დასდევს. 131 00:07:12,890 --> 00:07:16,096 ამიტომ, ვფიქრობ კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ არის ჩემი მეორე კითხვა: 132 00:07:16,120 --> 00:07:19,080 ამ ყველაფერს როგორ უნდა ვუპასუხოთ? 133 00:07:19,280 --> 00:07:25,256 ყველა ჩვენგანს ვისაც ანაღვლებს ლიბარელური, ღია და ტოლერანტი საზოგადოებები 134 00:07:25,280 --> 00:07:27,936 სასწრაფოდ სჭირდება ახალი ხედვა. 135 00:07:27,960 --> 00:07:31,656 უფრო ტოლერანტული, ყოვლისმომცველად გლობალიზაციური. 136 00:07:31,680 --> 00:07:36,120 რომელიც ხალხის უკან ჩამოტოვების ნაცვლად შემოგვიერეთებს. 137 00:07:36,640 --> 00:07:38,576 გლობალიზაციის ასეთი ხედვა, 138 00:07:38,600 --> 00:07:43,416 გლობალზიაციის პოზიტიური სარგებელის გააზრებიდან უნდა დაიწყოს. 139 00:07:43,440 --> 00:07:46,016 ეკონომისტებს შორის კონსენსუსია, 140 00:07:46,040 --> 00:07:48,816 რომ თავისუფალი ვაჭრობა, კაპიტალბრუნვა, 141 00:07:48,840 --> 00:07:50,776 საზღვრებს შორის ხალხის მიმოსვლა, 142 00:07:50,800 --> 00:07:53,536 საერთო ჯამში ყველასთვის სასარგებლოა. 143 00:07:53,560 --> 00:07:56,256 საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს კონსენსუსია, 144 00:07:56,280 --> 00:07:58,896 რომ გლობალიზაციას ურთიერთდამოკიდებულება მოაქვს, 145 00:07:58,920 --> 00:08:01,856 რაც თავის მხრივ ურთიერთთანამშრომლობას და მშვიდობას ამკვიდრებს. 146 00:08:01,880 --> 00:08:06,336 თუმცა, გლობალიზაციას ასევე გადანაწილების ეფექტი აქვს. 147 00:08:06,360 --> 00:08:09,096 ის აჩენს მოგებულებს და წაგებულებს. 148 00:08:09,120 --> 00:08:11,256 ავიღოთ მიგრაციის მაგალითი. 149 00:08:11,280 --> 00:08:14,936 ვიცით, რომ მიგრაცია თითქმის ნებისმიერ პირობებში, 150 00:08:14,960 --> 00:08:17,790 საბოლო ჯამში პოზიტირია ეკონომიკისთვის, 151 00:08:18,360 --> 00:08:21,136 მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ 152 00:08:21,160 --> 00:08:24,216 რომ ამას მოჰყვება გადანაწილება, 153 00:08:24,240 --> 00:08:27,696 რომ დაბალკვალიფიციურმა მიგრაციამ, 154 00:08:27,720 --> 00:08:32,135 შეიძლება ყველაზე ღარიბ საზოგადოებებში ხელფასების დაწევა გამოიცვიოს 155 00:08:32,159 --> 00:08:34,296 და ასევე სახლის ფასებიც გაზარდოს. 156 00:08:34,320 --> 00:08:36,856 ეს მიგრაციის პოზიტიურობას არ აკნინებს, 157 00:08:36,880 --> 00:08:39,865 მაგრამ ნიშნავს, რომ უფრო მეტმა ხალხმა უნდა გაინაწილოს სარგებელი 158 00:08:39,865 --> 00:08:42,270 და გააცნობიეროს ეს. 159 00:08:43,200 --> 00:08:48,096 2002-ში გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა, 160 00:08:48,120 --> 00:08:51,016 იელის უნივერსიტეტში სიტყვა წარმოთქვა 161 00:08:51,040 --> 00:08:55,016 და ეს სიტყვა იყო ყოვლისმომცველ გლობალიზაციაზე. 162 00:08:55,040 --> 00:08:58,096 ეს იყო სიტყვა, რომელმაც გააჩინა ეს ტერმინი. 163 00:08:58,120 --> 00:09:00,896 მის პარაფრაზს გავაკეთებ. მან თქვა: 164 00:09:00,920 --> 00:09:05,620 "გლობალიზაციის შუშის სახლი ყველასთვის ღია უნდა იყოს, 165 00:09:05,620 --> 00:09:09,090 თუ მისი უსაფრთხოების შენარჩუნება გვინდა. 166 00:09:09,280 --> 00:09:12,536 შეუწყნარებლობა და უვიცობა, 167 00:09:12,560 --> 00:09:19,136 გამომრიცხველი და ანტაგონისტური გლობალიზაციის საშინელი სახეა." 168 00:09:19,160 --> 00:09:24,336 ყოვლისმომცველი გლობალიზაციის ეს იდეა ცოტახნით გაცოცხლდა 2008 წელს 169 00:09:24,360 --> 00:09:26,936 პროგრესული მმართველობის კონფერენციაზე, 170 00:09:26,960 --> 00:09:30,400 რომელშიც ევროპული ქვეყნების ბევრი ლიდერი მონაწილეობდა. 171 00:09:31,160 --> 00:09:35,136 მაგრამ ასკეტიზმისა და 2008 წლის ფინანსური კრიზის ფონზე 172 00:09:35,160 --> 00:09:38,256 ეს კონცეპცია თითქმის უკვალოდ გაქრა. 173 00:09:38,280 --> 00:09:42,736 გლობალიზაცია გამოყენებული იქნა ნეოლიბერალური დღის წესრიგის მხარდასაჭერად. 174 00:09:42,760 --> 00:09:45,696 ყველასთვის სარგებლის მომტანი რაღაცის ნაცვლად, 175 00:09:45,720 --> 00:09:48,426 ის აღიქმება როგორც ელიტური დღის წესრიგის ნაწილი. 176 00:09:48,426 --> 00:09:51,936 ამიტომ გლობალიზაცია ბევრად უფრო ყვლისმომცველი უნდა გავხადოთ. 177 00:09:51,960 --> 00:09:53,400 ვიდრე დღესაა. 178 00:09:53,720 --> 00:09:57,456 მაშ, შეკითხვა შემდეგია: როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? 179 00:09:57,480 --> 00:10:02,216 როგორ უნდა დავაბალანსოთ, ერთის მხრივ შიში და გაუცხოება, 180 00:10:02,240 --> 00:10:05,656 მეორეს მხრივ კი შევეწინააღმდეგოთ 181 00:10:05,680 --> 00:10:09,456 ქსენოფობიასა და ნაციონალიზმში გადავარდნას? 182 00:10:09,480 --> 00:10:11,616 ეს კითხვა ყველა ჩვენგანისთვისაა. 183 00:10:11,640 --> 00:10:13,456 როგორც სოციალური მეცნიერი, ვფიქრობ 184 00:10:13,480 --> 00:10:16,690 სოციალურ მეცნიერება გვთავაზობს დასაწყისისთვის გარკვეულ პასუხებს. 185 00:10:17,000 --> 00:10:22,216 ჩვენი ტრანსფორმაცია უნდა ეხებოდეს აზრებსაც და მატერიალურ საგნებსაც. 186 00:10:22,240 --> 00:10:25,856 მინდა 4 იდეა მოგცეთ დასაწყისისთვის. 187 00:10:25,880 --> 00:10:30,416 პირველი ეხება სამოქალაქო განათლებას. 188 00:10:30,440 --> 00:10:32,216 "ბრექსიტიმა" აჩვენა ნაპრალი, 189 00:10:32,240 --> 00:10:36,296 საზოგადოებრივ წარმოდგენებსა და ემპირიულ რეალობას შორის. 190 00:10:36,320 --> 00:10:40,016 ვარაუდობენ, რომ ჩვენ "პოსტფაქტიური" საზოგადოება გავხდით, 191 00:10:40,040 --> 00:10:42,776 სადაც მტკიცებულებას და ჭეშმარიტებას მნიშვნელობა აღარ აქვს 192 00:10:42,776 --> 00:10:46,816 და ტყუილს იგივე ავტორიტეტი აქვს რაც მტკიცებულების სიცხადეს. 193 00:10:46,840 --> 00:10:48,096 მაშ, როგორ... 194 00:10:48,120 --> 00:10:50,816 (აპლოდისმენტები) 195 00:10:50,840 --> 00:10:56,016 როგორ აღვადგინოთ პატივისცემა სიმართლის და მტკიცებულების მიმართ ლიბერალ-დემოკრატიებში 196 00:10:56,040 --> 00:10:57,976 ეს განათლებიდან უნდა დაიწყოს, 197 00:10:58,000 --> 00:11:01,890 მაგრამ ამის საწყისი ამ უზარმაზარი ნაპრალების აღიარებაა. 198 00:11:02,440 --> 00:11:06,616 2014-ში საზოგადოებრივი კვლევის ორგანიზაციამ Ipsos MORI-მ 199 00:11:06,640 --> 00:11:09,936 გამოაქვეყნა გამოკითხვა, რომელიც იმიგრაციას ეხებოდა. 200 00:11:09,960 --> 00:11:13,976 მან აჩვენა, რომ რაც უფრო იზრდება იმიგრაცია, 201 00:11:14,000 --> 00:11:17,216 საზოგადოებრივი წუხილი ამ თემით უფრო მატულობს. 202 00:11:17,240 --> 00:11:19,656 თუმცა, ცხადია ეს არ აჩვენებს მიზეზ-შედეგობრიობას, 203 00:11:19,680 --> 00:11:22,816 რადგან ეს შეიძლება გამოწვეული იყოს არა იმიგრაციის ზრდით, 204 00:11:22,840 --> 00:11:25,780 არამედ მისი პოლიტიკური კომენტარითა და მედია გაშუქებით. 205 00:11:25,800 --> 00:11:29,576 იგივე გამოკითხვამ, იმიგრაციასთან დაკავშირებით 206 00:11:29,600 --> 00:11:31,736 საზოგადეობის უზარმაზარი არაინფორმირებულობა 207 00:11:31,760 --> 00:11:35,496 და გაურკვევლობა აჩვენა. 208 00:11:35,520 --> 00:11:38,736 მაგალითად, ამ გამოკითხვაში გაერთიანებულ სამეფოში 209 00:11:38,760 --> 00:11:41,496 ხალხის წარმოდგენაში ლტოლვილთა წილი იმიგრანტებს შორის 210 00:11:41,520 --> 00:11:44,936 უფრო დიდი იყო ვიდრე სინამდვილეში. 211 00:11:44,960 --> 00:11:48,416 ხალხს ასევე ჰგონია, რომ საერთო მიგრაციიდან 212 00:11:48,440 --> 00:11:51,536 საგანმანათლებლო მიგრაციის წილი ბევრად უფრო დაბალია, 213 00:11:51,560 --> 00:11:53,056 ვიდრე ის არის რეალურად. 214 00:11:53,080 --> 00:11:55,736 ამიტომ ჩვენ უნდა ვუშველოთ ამ გაურკვევლობას 215 00:11:55,760 --> 00:12:00,256 ამ ნაპრალს აღქმასა და რეალობას შორის გლობალზიაციის საკვანძო ასპექტებში. 216 00:12:00,280 --> 00:12:03,096 ამას მხოლოდ სკოლების იმედად ვერ დავტოვებთ, 217 00:12:03,120 --> 00:12:05,536 თუმცაღა მნიშვნელოვანია ეს მცირე ასაკიდან დავიწყოთ. 218 00:12:05,560 --> 00:12:08,856 ეს უნდა იყოს მთელი ცხოვრების მანძილზე სამოქალაქო თანამონაწილეობა 219 00:12:08,856 --> 00:12:12,800 და საჯარო ჩართულობა, რაც მთელმა საზოგადოებამ უნდა წავახალისოთ. 220 00:12:14,000 --> 00:12:16,776 მეორე შანსი ვფიქრობ არის 221 00:12:16,800 --> 00:12:21,416 განსხვავებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ინტენსიური ურთიერთობის წახალისების იდეა. 222 00:12:21,440 --> 00:12:24,800 (აპლოდისმენტები) 223 00:12:25,760 --> 00:12:28,736 ერთი რამ, რაც ჩემთვის თვალშისაცემია, როცა იმიგრაციის მიმართ 224 00:12:28,760 --> 00:12:31,616 გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ვუყურებ, 225 00:12:31,640 --> 00:12:34,030 არის რომ ქვეყნის იმ რეგიონებში, 226 00:12:34,030 --> 00:12:36,605 სადაც ყველაზე ტოლერანტულები არიან იმიგრანტების მიმართ, 227 00:12:36,605 --> 00:12:39,136 იმიგრანტების ყველაზე მაღალი რიცხვია. 228 00:12:39,160 --> 00:12:43,496 მაგალითად ლონდონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში ყველაზე მეტი იმიგრანტია 229 00:12:43,520 --> 00:12:46,656 და ამავე დროს ეს ბევრად უფრო ტოლერანტული რეგიონებია. 230 00:12:46,680 --> 00:12:50,296 ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც იმიგრაციის დონე ყველაზე დაბალია, 231 00:12:50,320 --> 00:12:55,180 სინამდვილეში ყველაზე გამრიყავები და არატოლერანტულები არიან მიგრანტების მიმართ. 232 00:12:55,400 --> 00:12:57,736 მაშ, საჭიროა გაცვლითი პროგრამების წახალისება. 233 00:12:57,760 --> 00:13:01,216 საჭიროა ძველ თაობებს, რომლებიც შესაძლოაა ვერ მოგზაურობენ 234 00:13:01,240 --> 00:13:03,376 ინტერნეტზე წვდომა ჰქონდეთ. 235 00:13:03,400 --> 00:13:05,960 საჭიროა როგორც ლოკალურ, ისე ეროვნულ დონეზე 236 00:13:05,960 --> 00:13:07,976 უფრო მეტი მიმოსვლის, მეტი თანამონაწილეობის, 237 00:13:08,000 --> 00:13:10,796 მეტი ინტერაქციის წახალისება ისეთ ხალხთან, ვისაც არ ვიცნობთ 238 00:13:10,796 --> 00:13:14,250 და ვის აზრსაც შეიძლება მაინცდამაინც არ ვეთანხმებოდეთ. 239 00:13:14,880 --> 00:13:17,090 მესამე რამ, რაც საკვანძო 240 00:13:17,090 --> 00:13:19,346 და ნამდვილად ფუნდამენტური მნიშვნელობის მგონია, 241 00:13:19,346 --> 00:13:21,336 არის ის, რომ გლობალიზაციიდან 242 00:13:21,360 --> 00:13:24,070 სარგებლის წილი ყველამ უნდა მიიღოს. 243 00:13:24,520 --> 00:13:29,256 Financial Times-ის ეს ბრექსიტის შემდგომი ილუსტრაცია 244 00:13:29,280 --> 00:13:33,016 კარგად აჩვენებს ტრაგედიას, რომ ხალხი ვინც ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი 245 00:13:33,040 --> 00:13:36,536 არის სწორედ ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტ მატერიალურ სარგებელს ნახულობდა 246 00:13:36,536 --> 00:13:38,400 ევროკავშირთან ვაჭრობით. 247 00:13:39,080 --> 00:13:41,616 პრობლემაა, რომ ეს ხალხი 248 00:13:41,640 --> 00:13:44,296 არ აღიქვამდა თავს მოსარგებლედ. 249 00:13:44,320 --> 00:13:47,096 მათ არ სჯეროდათ, რომ მართლაც ჰქონდათ წვდომა, 250 00:13:47,120 --> 00:13:52,840 გაზრდილი ვაჭრობით და მობილობით მიღებულ სარგებელზე. 251 00:13:53,800 --> 00:13:57,576 მე ძირითადად ლტოლვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობ 252 00:13:57,600 --> 00:14:00,256 და ერთ-ერთი იდეა რის დამკვიდრებაზეც, 253 00:14:00,280 --> 00:14:03,056 ძირითადად განვითარებად ქვეყნებში, 254 00:14:03,080 --> 00:14:06,656 დიდ დროს ვხარჯავ, არის ის, რომ ლტოლვილების ინტეგრაციის წასახალისებლად 255 00:14:06,680 --> 00:14:09,016 მხოლოდ მათზე ზრუნვა არაა საკმარისი. 256 00:14:09,040 --> 00:14:14,520 ჩვენ ასევე უნდა ვიზრუნოთ მასპინძელი, ადგილობრივი საზოგადოებების წუხილზეც. 257 00:14:15,480 --> 00:14:16,816 ამის მოსაგვარებლად, 258 00:14:16,840 --> 00:14:19,856 ერთ-ერთი გზა არის 259 00:14:19,880 --> 00:14:23,080 საგანმანათლებლო და ჯანდაცვითი შესაძლებლობების, 260 00:14:23,080 --> 00:14:25,676 სოციალურ სერვისებზე წვდომის განსაკუთრებული უზრუნველყოფა 261 00:14:25,676 --> 00:14:27,576 რეგიონებში მაღალი იმიგრაციით. 262 00:14:27,600 --> 00:14:30,416 იმისთვის რომ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოვაგვაროთ. 263 00:14:30,440 --> 00:14:33,236 თუმცა, მაშინ როცა ამას განვითარებად მსოფლიოში ვახალისებთ, 264 00:14:33,236 --> 00:14:34,696 შინ, საკუთარ საზოგადოებებში 265 00:14:34,720 --> 00:14:37,560 იგივეს არ ვაკეთებთ. 266 00:14:38,520 --> 00:14:41,536 უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვინდა მართლაც სერიოზულად მივუდგეთ, 267 00:14:41,560 --> 00:14:44,896 ეკონომიკური სარგებლის ხალხზე განაწილების საჭიროებას, 268 00:14:44,920 --> 00:14:48,576 ბიზნესებსაც და კორპორაციებსაც დასჭირდებათ გლობალიზაციის მოდელი, 269 00:14:48,600 --> 00:14:52,970 რომელიც აღიარებს, რომ მათაც უნდა ჩართონ სარგებელის მიღებაში ხალხი. 270 00:14:53,440 --> 00:14:56,496 ბოლო, მეოთხე იდეა, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, 271 00:14:56,520 --> 00:14:59,710 არის ის, რომ უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკა გვჭირდება. 272 00:15:00,080 --> 00:15:03,216 ძალიან ცოტა სოციოლოგიური კვლევაა, 273 00:15:03,240 --> 00:15:06,056 რომელიც გლობალიზაციის მიმართ განწყობებს ადარებს, 274 00:15:06,080 --> 00:15:08,616 მაგრამ რა გამოკითხვებიც არსებობს, 275 00:15:08,640 --> 00:15:13,376 იქიდან ჩანს, რომ უზარმაზარი განსხვავებებია სხვადასხვა ქვეყნებს 276 00:15:13,400 --> 00:15:15,696 და პერიოდებს შორის ამ ქვეყნებში, 277 00:15:15,720 --> 00:15:17,706 ერთის მხრივ მიგრაციის და მობილობის 278 00:15:17,706 --> 00:15:20,816 და მეორეს მხრივ თავისუფალი ვაჭრობის მიმართ 279 00:15:20,840 --> 00:15:23,356 განწყობების და ტოლერანტობის თვალსაზრისით. 280 00:15:23,356 --> 00:15:28,176 ერთი ჰიპოთეზა, რაც იკვეთება ამ მონაცემებიდან არის ის, 281 00:15:28,200 --> 00:15:34,296 რომ პოლარიზებული საზოგადოებები ნაკლებად ტოლერანტულები არიან გლობალიზაციის მიმართ. 282 00:15:34,320 --> 00:15:35,910 წარსულში შვედეთის 283 00:15:35,910 --> 00:15:38,576 და დღევანდელი კანადისმაგვარი საზოგადოებებია, 284 00:15:38,600 --> 00:15:40,416 სადაც პოლიტიკა ცენტრისტულია, 285 00:15:40,440 --> 00:15:42,986 სადაც მემარჯვენეები და მემარცხენეები ერთად მუშაობენ, 286 00:15:42,986 --> 00:15:46,536 სადაც ვახალისებთ გლობალიზაციის მხარდამჭერ განწყობებს. 287 00:15:46,560 --> 00:15:50,376 რასაც დღეს მსოფლიოში ვხედავთ, ტრაგიკული პოლარიზაციაა. 288 00:15:50,400 --> 00:15:53,416 პოლიტიკურ ექსტრიმებს შორის დიალოგის შეუძლებლობა 289 00:15:53,440 --> 00:15:56,566 და ნაპრალი ცენტრისტური ლიბერალური საყრდენის ადგილას, 290 00:15:56,566 --> 00:16:00,056 რომელიც შეძლებდა კომუნიკაციის და ურთიერთგაგების წახალისებას. 291 00:16:00,080 --> 00:16:01,696 შეიძლება დღეს ამას ვერ მივაღწიოთ, 292 00:16:01,720 --> 00:16:05,536 მაგრამ სულ ცოტა ჩვენს პოლიტიკოსებს და მედიას უნდა მოვუწოდოთ, 293 00:16:05,560 --> 00:16:10,086 რომ შიშის რიტორიკას შეეშვან და ბევრად უფრო ურთიერთტოლერანტულები იყვნენ. 294 00:16:10,086 --> 00:16:13,460 (აპლოდისმენტები) 295 00:16:17,800 --> 00:16:20,576 ეს იდეები მხოლოდ დასაწყისისთვისაა. 296 00:16:20,600 --> 00:16:25,000 ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ყოვლისმომცველი და საზიარო პროექტი. 297 00:16:26,000 --> 00:16:28,400 მე კვლავაც ბრიტანელი ვარ. 298 00:16:28,920 --> 00:16:31,080 მე კვლავაც ევროპელი ვარ. 299 00:16:31,640 --> 00:16:34,640 მე კვლავაც გლობალური მსოფლიოს მოქალაქე ვარ. 300 00:16:35,200 --> 00:16:37,216 მათთვის ვისაც სჯერა, 301 00:16:37,240 --> 00:16:41,336 რომ ჩვენი იდენტობები არაა ურთიერთგამომრიცხავი, 302 00:16:41,360 --> 00:16:44,376 ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, 303 00:16:44,400 --> 00:16:48,096 იმისთვის რომ გლობალიზაციამ ყველა თან წაგვიყოლოს 304 00:16:48,120 --> 00:16:50,336 და არავინ ჩამოიტოვოს. 305 00:16:50,360 --> 00:16:55,936 მხოლოდ მაშინ შევძლებთ დემოკრატიის და გლობალიზაციის შეჯერებას. 306 00:16:55,960 --> 00:16:57,176 მადლობა. 307 00:16:57,200 --> 00:17:09,480 (აპლოდისმენტები)