0:00:01.600,0:00:03.536 მე ბრიტანელი ვარ. 0:00:03.560,0:00:05.696 (სიცილი) 0:00:05.720,0:00:08.856 (აპლოდისმენტები) 0:00:08.880,0:00:12.656 ფრაზას "მე ბრიტანელი ვარ" აქამდე[br]არასდროს გამოუწვევია ასეთი სიბრალული. 0:00:12.680,0:00:14.776 (სიცილი) 0:00:14.800,0:00:17.536 მე ვარ კუნძულიდან[br]სადაც ბევრ ჩვენგანს მიაჩნია, 0:00:17.560,0:00:20.910 რომ ბოლო ათასი წლის მანძილზე[br]უწყვეტი სტაბილურობა იყო. 0:00:21.400,0:00:24.136 ისტორიულად ჩვენ სხვებს[br]ვაიძულებდით შეცვლილიყვნენ, 0:00:24.160,0:00:26.890 საკუთარ თავს კი ნაკლებად ვცვლიდით. 0:00:27.360,0:00:29.816 ამიტომ, ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო 0:00:29.840,0:00:32.616 როცა 24 ივნისის დილით გავიღვიძე 0:00:32.640,0:00:36.496 და აღმოვაჩინე, რომ ჩემმა ქვეყანამ[br]ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, 0:00:36.520,0:00:38.376 ჩემი პრემიერმინისტრი გადადგა 0:00:38.400,0:00:40.976 და შოტლანდია რეფერენდუმის[br]ჩატარებაზე ფიქრობდა, 0:00:41.000,0:00:45.840 რითიც გაერთიანებულმა სამეფომ[br]შეიძლება არსებობა შეწყვიტოს. 0:00:46.920,0:00:49.856 ეს დიდი შოკი იყო ჩემთვის 0:00:49.880,0:00:52.160 და ასევე იყო ბევრი სხვისთვისაც. 0:00:53.080,0:00:56.536 და ასევე მომდევნო[br]რამდენიმე დღის განმავლობაში 0:00:56.560,0:00:59.296 ამან სრული პოლიტიკური რღვევა გამოიწვია 0:00:59.320,0:01:00.776 ჩემს ქვეყანაში. 0:01:00.800,0:01:03.016 ისმოდა განმეორებითი[br]რეფერენდუმის მოთხოვნები, 0:01:03.040,0:01:05.576 როგორც სპორტული მატჩის შემდეგ, 0:01:05.600,0:01:08.120 მოწინააღმდეგისგან განმეორებით[br]შეხვედრას ითხოვენ. 0:01:08.880,0:01:11.260 ყველა ყველაფერს ერთმანეთს აბრალებდა. 0:01:11.260,0:01:12.936 ხალხი პრემიერმინისტრს[br]ადანაშაულებდა, 0:01:12.960,0:01:15.136 თავად რეფერენდუმის ჩატარებისთვის. 0:01:15.160,0:01:18.230 ადანაშაულებდნენ ოპოზიციის ლიდერს[br]არასაკმარისი ბრძოლისთვის. 0:01:18.230,0:01:19.896 ახალგაზრდები აბრალებდნენ მოხუცებს. 0:01:19.920,0:01:22.800 განათლებულები აბრალებდნენ[br]ნაკლებად განათლებულებს. 0:01:23.440,0:01:26.536 ეს სრული რღვევა კიდევ უფრო გაუარესდა, 0:01:26.560,0:01:28.656 მისი ყველაზე ტრაგიკული ელემენტის გამო: 0:01:28.680,0:01:32.536 ქსენოფობიის დონე და რასობრივი ძალადობა[br]ბრიტანეთის ქუჩებში 0:01:32.560,0:01:34.816 ისეთ დონეზე ავიდა[br]როგორზეც მე არასდროს მინახავს 0:01:34.840,0:01:36.900 ჩემ ცხოვრებაში. 0:01:37.800,0:01:42.176 ხალხი ახლა იმაზე საუბრობს,[br]ვხვდებით თუ არა ჩვენ პატარა ინგლისი, 0:01:42.200,0:01:44.296 ან როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა 0:01:44.320,0:01:48.496 1950 წლის ნოსტალგიური გასართობი პარკი[br]ხომ არ ვხდებით, 0:01:48.520,0:01:50.536 რომელიც ატლანტის ოკეანეში დაცურავს. 0:01:50.560,0:01:52.640 (სიცილი) 0:01:53.840,0:01:56.376 თუმცა სინამდვილეში ჩემი კითხვაა, 0:01:56.400,0:02:00.680 უნდა ვიყოთ თუ არა ასე შოკირებულნი[br]ამ ყველაფრის გამო? 0:02:01.290,0:02:03.816 არის ეს ისეთი რამ,[br]რაც ერთ ღამეში დაგვატყდა თავს? 0:02:03.840,0:02:08.336 ან იქნებ უფრო ღრმა სტრუქტურული ფაქტორებია[br]რამაც დღევანდელ დღემდე მიგვიყვანა? 0:02:08.360,0:02:12.936 მინდა ერთი წამით შევჩერდე[br]და ორი ძალაინ მარტივი კითხვა დავსვა: 0:02:12.960,0:02:15.856 პირველი, რას წარმოადგენს "ბრექსიტი"? 0:02:15.880,0:02:17.416 არა მხოლოდ ჩემი ქვეყნისთვის, 0:02:17.440,0:02:20.176 არამედ მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. 0:02:20.200,0:02:23.376 და მეორე, რა შეიძლება მოვუხერხოთ? 0:02:23.400,0:02:25.736 როგორ უნდა მოვიქცეთ? 0:02:25.760,0:02:28.280 მაშ პირველი, რას წარმოადგენს "ბრექსიტი"? 0:02:28.960,0:02:31.200 უკანა რიცხვით მსჯელობა მშვენიერი რამაა. 0:02:31.840,0:02:35.896 "ბრექსიტი" ბევრ რამეს გვეუბნება[br]ჩვენს საზოგადოებაზე 0:02:35.920,0:02:38.280 და სხვა საზოგადოებებზე მსოფლიოში. 0:02:39.400,0:02:42.616 ის თვალსაჩინოს ხდის, რომ ჩვენ[br]სამარცხვინო დონეზე არ ვიცით, 0:02:42.620,0:02:44.820 თუ რამდენადაა დანაწევრებული[br]ჩვენი საზოგადოებები 0:02:44.840,0:02:51.176 ხმები გაიყო ასაკის, განათლების, კლასის[br]და გეოგრაფიის მიხედვით. 0:02:51.200,0:02:54.090 ახალგაზრდების დაბალი აქტივობა იყო, 0:02:54.130,0:02:56.416 მაგრამ მათ ვინც მიიღო მონაწილეობა[br]დარჩენა სურდათ. 0:02:56.416,0:03:00.096 ასაკოვანებს ძალიან უნდოდათ[br]ევროკავშირიდან გასვლა. 0:03:00.120,0:03:03.616 გეოგრაფიულად ლონდონი და შოტლანდია[br]იყვნენ ყველაზე მონდომებულები 0:03:03.640,0:03:05.656 დარჩენილიყვნენ ევროკავშირში. 0:03:05.680,0:03:09.800 მაშინ როცა ქვეყნის სხვა ნაწილებში[br]ხმები გაიყო. 0:03:11.000,0:03:15.376 ეს დანაწევრება უნდა გავიაზროთ[br]და სერიოზულად მივუდგეთ. 0:03:15.400,0:03:18.256 კიდევ უფრო სიღრმისეული დასკვნაა,[br]რომ ეს რეფერენდუმი 0:03:18.280,0:03:20.616 დღევანდელი პოლიტიკის ბუნებას გვაჩვენებს. 0:03:20.640,0:03:24.896 თანამედროვე პოლიტიკა აღარაა[br]მხოლოდ მემარჯვენეობა-მემარცხენეობაზე. 0:03:24.920,0:03:27.656 ის აღარაა მხოლოდ გადასახადებსა[br]და ხარჯებზე. 0:03:27.680,0:03:29.616 ის გლობალიზაციაზეა. 0:03:29.640,0:03:34.456 თანამედროვე პოლიტიკის გამყოფი ხაზი[br]არის იმათ შორის ვინც ემხრობა გლობალიზაციას 0:03:34.480,0:03:37.480 და იმათ შორის ვისაც ამის ეშინია. 0:03:38.320,0:03:40.600 (აპლოდისმენტები) 0:03:43.340,0:03:45.870 თუ შევხედავთ,[br]რატომ აირჩიეს გასვლა... 0:03:45.870,0:03:48.896 მათ დავარქვათ "გამსვლელები",[br]მოწინააღმდეგეებს კი "დამრჩენები"... 0:03:48.920,0:03:51.136 დავინახავთ, რომ გამოკითხვებში 0:03:51.160,0:03:52.636 ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი. 0:03:52.636,0:03:55.896 პირველი იყო იმიგრაცია[br]და მეორე სუვერენიტეტი. 0:03:55.920,0:04:01.376 ეს აჩვენებს ხალხის სურვილს[br]დაიბრუნონ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე 0:04:01.400,0:04:05.280 და შეგრძნებას,[br]რომ პოლიტიკოსები მათ არ წარმოადგენენ. 0:04:06.560,0:04:11.936 ეს აზრები მიანიშნებს[br]შიშსა და გაუცხოებაზე. 0:04:11.960,0:04:16.976 ისინი წარმოადგენენ უკუსვლას[br]ნაციონალიზმისა და საზღვრებისკენ 0:04:17.000,0:04:19.469 ისე რომ ამას[br]ბევრი ჩვენგანი შეეწინააღმდეგებოდა. 0:04:19.600,0:04:22.590 მინდა გითხრათ,[br]რომ სურათი ამაზე უფრო რთულია 0:04:22.590,0:04:24.376 და რომ ლიბერალმა ინტერნაციონალისტებმა 0:04:24.400,0:04:27.616 როგორც მე და მე საკუთარ თავს[br]მათ რიცხვში მოვიაზრებ... 0:04:27.640,0:04:30.176 კვლავ უნდა ჩავსვათ ჩვენი თავი ამ სურათში, 0:04:30.200,0:04:34.280 რომ მივხვდეთ[br]როგორ აღმოვჩნდით იქ სადაც დღეს ვართ. 0:04:34.970,0:04:38.296 თუ გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით[br]ხმის მიცემის ხასიათს დავაკვირდებით, 0:04:38.320,0:04:40.750 ცხადად დავინახავთ დაყოფებს. 0:04:41.240,0:04:43.576 ლურჯი რეგიონები აჩვენებს "დარჩენას" 0:04:43.600,0:04:45.696 წითლები კი "გასვლას". 0:04:45.720,0:04:46.976 ამის დანახვისას, 0:04:47.000,0:04:50.856 რამაც თავში დამარტყა,[br]იყო ის ძალიან ცოტა დრო 0:04:50.880,0:04:54.096 რაც წითელ რეგიონებში გამიტარებია[br]ჩემი ცხოვრების მანძილზე. 0:04:54.120,0:04:58.460 უცბად გავაცნობიერე,[br]რომ 50 რეგიონში, 0:04:58.460,0:05:01.136 რომელმაც ყველაზე მეტად[br]დაუჭირა მხარი გასვლას 0:05:01.160,0:05:06.560 ჯამში ჩემი ცხოვრების 4 დღე გავატარე. 0:05:07.560,0:05:09.056 ზოგიერთ ადგილას, 0:05:09.080,0:05:12.656 საარჩევნო დასახლების სახელიც კი არ ვიცოდი. 0:05:12.680,0:05:14.536 ეს ნამდვილი შოკი იყო ჩემთვის 0:05:14.560,0:05:16.616 და აჩვენებდა, რომ ჩემნაირი ხალხი, 0:05:16.640,0:05:20.500 რომელსაც თავი ტოლერანტი ღია[br]და საყოველთაო ჩართულობის მომხრე ჰგონია 0:05:20.500,0:05:23.456 სავარაუდოდ არ იცნობს საკუთარ ქვეყანას[br]და საზოგადოებებს იმდენად, 0:05:23.480,0:05:26.096 რამდენადაც გვგონია რომ ვიცით. 0:05:26.120,0:05:29.000 (აპლოდისმენტები) 0:05:36.200,0:05:39.976 ესაა გამოწვევა, რომ ამ[br]ხალხისთვის გლობალიზაციის ახსნის 0:05:40.000,0:05:43.096 ახალი გზები უნდა ვიპოვოთ. 0:05:43.120,0:05:47.496 გავიაზროთ, რომ ხალხისთვის,[br]რომელსაც არ უვლია უნივერსიტეტში, 0:05:47.520,0:05:49.936 ვინც ინტერნეტხანაში არ გაზრდილა, 0:05:49.960,0:05:51.976 ვისაც არ აქვს მოგზაურობის საშუალება, 0:05:52.000,0:05:55.856 შეიძლება არ იყოს საკმარისი ის არგუმენტები,[br]რომელიც ჩვენ ხშირად ლიბერალურ წრეებში 0:05:55.880,0:05:58.080 საკმარისად მიგვაჩნია. 0:05:58.520,0:06:01.920 (აპლოდისმენტები) 0:06:03.880,0:06:07.496 ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ფართო[br]მასაზე უნდა გავიდეთ და გავაანალიზოთ. 0:06:07.520,0:06:13.536 დატოვების მომხრეებში უმცირესობა[br]ახდენდა შიშის და ზიზღის პედალირებას, 0:06:13.560,0:06:16.056 რაც აჩენდა სიცრუეს და უნდობლობას. 0:06:16.080,0:06:19.016 მაგალითად, ის აზრი რომ[br]ევროპაზე რეფერენდუმი 0:06:19.040,0:06:23.176 შეამცირებდა ლტოლვილების და თავშესაფრის[br]მაძიებლების ევროპაში შემოსვლას, 0:06:23.200,0:06:26.456 მაშინ როცა ევროკავშირის[br]დატოვებაზე ხმის მიცემა 0:06:26.480,0:06:29.040 არაფერ შუაშია[br]ევროპის გარედან იმიგრაციასთან. 0:06:29.120,0:06:32.656 მაგრამ გასვლაზე ხმის მიმცემების[br]მნიშვნელოვანი უმრავლესობისთვის 0:06:32.680,0:06:36.336 პრობლემა იყო[br]პოლიტიკური მმართველებისადმი უნდობლობა. 0:06:36.360,0:06:38.536 ბევრისთვის ეს პროტესტის ხმა იყო. 0:06:38.560,0:06:41.016 შეგრძნება, რომ მათ არავინ წარმოადგენს, 0:06:41.040,0:06:44.576 რომ მათ ვერ იპოვეს პოლიტიკური პარტია,[br]რომელიც მათ სურვილებს გაახმოვანებდა 0:06:44.576,0:06:48.080 და მათ უარი თქვეს ამ მმართველებზე. 0:06:49.440,0:06:54.496 იგივე მეორდება ევროპაში და ლიბარლ-[br]დემოკრატიული მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. 0:06:54.520,0:06:59.416 ჩვენ იგივეს ვხედავთ აშშ-ში[br]დონალტ ტრამპის პოპულარობის ზრდაში. 0:06:59.440,0:07:03.496 უნგრეთში, ვიქტორ ორბანის[br]მზარდ ნაციონალიზმში. 0:07:03.520,0:07:08.216 მარინ ლე პენის გაზრდილ პოპულარობაში[br]საფრანგეთში. 0:07:08.240,0:07:12.120 "ბრექსიტის" აჩრდილი[br]ყველა ჩვენ საზოგადოებას დასდევს. 0:07:12.890,0:07:16.096 ამიტომ, ვფიქრობ კითხვა, რომელიც უნდა[br]დავსვათ არის ჩემი მეორე კითხვა: 0:07:16.120,0:07:19.080 ამ ყველაფერს როგორ უნდა ვუპასუხოთ? 0:07:19.280,0:07:25.256 ყველა ჩვენგანს ვისაც ანაღვლებს[br]ლიბარელური, ღია და ტოლერანტი საზოგადოებები 0:07:25.280,0:07:27.936 სასწრაფოდ სჭირდება ახალი ხედვა. 0:07:27.960,0:07:31.656 უფრო ტოლერანტული,[br]ყოვლისმომცველად გლობალიზაციური. 0:07:31.680,0:07:36.120 რომელიც ხალხის უკან[br]ჩამოტოვების ნაცვლად შემოგვიერეთებს. 0:07:36.640,0:07:38.576 გლობალიზაციის ასეთი ხედვა, 0:07:38.600,0:07:43.416 გლობალზიაციის პოზიტიური სარგებელის[br]გააზრებიდან უნდა დაიწყოს. 0:07:43.440,0:07:46.016 ეკონომისტებს შორის კონსენსუსია, 0:07:46.040,0:07:48.816 რომ თავისუფალი ვაჭრობა, კაპიტალბრუნვა, 0:07:48.840,0:07:50.776 საზღვრებს შორის ხალხის მიმოსვლა, 0:07:50.800,0:07:53.536 საერთო ჯამში ყველასთვის სასარგებლოა. 0:07:53.560,0:07:56.256 საერთაშორისო ურთიერთობების[br]სპეციალისტებს კონსენსუსია, 0:07:56.280,0:07:58.896 რომ გლობალიზაციას[br]ურთიერთდამოკიდებულება მოაქვს, 0:07:58.920,0:08:01.856 რაც თავის მხრივ ურთიერთთანამშრომლობას[br]და მშვიდობას ამკვიდრებს. 0:08:01.880,0:08:06.336 თუმცა, გლობალიზაციას ასევე[br]გადანაწილების ეფექტი აქვს. 0:08:06.360,0:08:09.096 ის აჩენს მოგებულებს და წაგებულებს. 0:08:09.120,0:08:11.256 ავიღოთ მიგრაციის მაგალითი. 0:08:11.280,0:08:14.936 ვიცით, რომ მიგრაცია[br]თითქმის ნებისმიერ პირობებში, 0:08:14.960,0:08:17.790 საბოლო ჯამში[br]პოზიტირია ეკონომიკისთვის, 0:08:18.360,0:08:21.136 მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ 0:08:21.160,0:08:24.216 რომ ამას მოჰყვება გადანაწილება, 0:08:24.240,0:08:27.696 რომ დაბალკვალიფიციურმა მიგრაციამ, 0:08:27.720,0:08:32.135 შეიძლება ყველაზე ღარიბ საზოგადოებებში[br]ხელფასების დაწევა გამოიცვიოს 0:08:32.159,0:08:34.296 და ასევე სახლის ფასებიც გაზარდოს. 0:08:34.320,0:08:36.856 ეს მიგრაციის პოზიტიურობას არ აკნინებს, 0:08:36.880,0:08:39.865 მაგრამ ნიშნავს, რომ უფრო მეტმა ხალხმა[br]უნდა გაინაწილოს სარგებელი 0:08:39.865,0:08:42.270 და გააცნობიეროს ეს. 0:08:43.200,0:08:48.096 2002-ში გაეროს ყოფილმა[br]გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა, 0:08:48.120,0:08:51.016 იელის უნივერსიტეტში სიტყვა წარმოთქვა 0:08:51.040,0:08:55.016 და ეს სიტყვა იყო[br]ყოვლისმომცველ გლობალიზაციაზე. 0:08:55.040,0:08:58.096 ეს იყო სიტყვა,[br]რომელმაც გააჩინა ეს ტერმინი. 0:08:58.120,0:09:00.896 მის პარაფრაზს გავაკეთებ.[br]მან თქვა: 0:09:00.920,0:09:05.620 "გლობალიზაციის შუშის სახლი[br]ყველასთვის ღია უნდა იყოს, 0:09:05.620,0:09:09.090 თუ მისი უსაფრთხოების შენარჩუნება გვინდა. 0:09:09.280,0:09:12.536 შეუწყნარებლობა და უვიცობა, 0:09:12.560,0:09:19.136 გამომრიცხველი და ანტაგონისტური[br]გლობალიზაციის საშინელი სახეა." 0:09:19.160,0:09:24.336 ყოვლისმომცველი გლობალიზაციის ეს იდეა[br]ცოტახნით გაცოცხლდა 2008 წელს 0:09:24.360,0:09:26.936 პროგრესული მმართველობის კონფერენციაზე, 0:09:26.960,0:09:30.400 რომელშიც ევროპული ქვეყნების[br]ბევრი ლიდერი მონაწილეობდა. 0:09:31.160,0:09:35.136 მაგრამ ასკეტიზმისა და[br]2008 წლის ფინანსური კრიზის ფონზე 0:09:35.160,0:09:38.256 ეს კონცეპცია თითქმის უკვალოდ გაქრა. 0:09:38.280,0:09:42.736 გლობალიზაცია გამოყენებული იქნა[br]ნეოლიბერალური დღის წესრიგის მხარდასაჭერად. 0:09:42.760,0:09:45.696 ყველასთვის სარგებლის მომტანი[br]რაღაცის ნაცვლად, 0:09:45.720,0:09:48.426 ის აღიქმება როგორც ელიტური[br]დღის წესრიგის ნაწილი. 0:09:48.426,0:09:51.936 ამიტომ გლობალიზაცია[br]ბევრად უფრო ყვლისმომცველი უნდა გავხადოთ. 0:09:51.960,0:09:53.400 ვიდრე დღესაა. 0:09:53.720,0:09:57.456 მაშ, შეკითხვა შემდეგია:[br]როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? 0:09:57.480,0:10:02.216 როგორ უნდა დავაბალანსოთ,[br]ერთის მხრივ შიში და გაუცხოება, 0:10:02.240,0:10:05.656 მეორეს მხრივ კი შევეწინააღმდეგოთ 0:10:05.680,0:10:09.456 ქსენოფობიასა და ნაციონალიზმში გადავარდნას? 0:10:09.480,0:10:11.616 ეს კითხვა ყველა ჩვენგანისთვისაა. 0:10:11.640,0:10:13.456 როგორც სოციალური მეცნიერი, ვფიქრობ[br] 0:10:13.480,0:10:16.690 სოციალურ მეცნიერება გვთავაზობს[br]დასაწყისისთვის გარკვეულ პასუხებს. 0:10:17.000,0:10:22.216 ჩვენი ტრანსფორმაცია უნდა ეხებოდეს[br]აზრებსაც და მატერიალურ საგნებსაც. 0:10:22.240,0:10:25.856 მინდა 4 იდეა მოგცეთ დასაწყისისთვის. 0:10:25.880,0:10:30.416 პირველი ეხება სამოქალაქო განათლებას. 0:10:30.440,0:10:32.216 "ბრექსიტიმა" აჩვენა ნაპრალი, 0:10:32.240,0:10:36.296 საზოგადოებრივ წარმოდგენებსა[br]და ემპირიულ რეალობას შორის. 0:10:36.320,0:10:40.016 ვარაუდობენ, რომ ჩვენ[br]"პოსტფაქტიური" საზოგადოება გავხდით, 0:10:40.040,0:10:42.776 სადაც მტკიცებულებას და ჭეშმარიტებას[br]მნიშვნელობა აღარ აქვს 0:10:42.776,0:10:46.816 და ტყუილს იგივე ავტორიტეტი აქვს[br]რაც მტკიცებულების სიცხადეს. 0:10:46.840,0:10:48.096 მაშ, როგორ... 0:10:48.120,0:10:50.816 (აპლოდისმენტები) 0:10:50.840,0:10:56.016 როგორ აღვადგინოთ პატივისცემა სიმართლის და[br]მტკიცებულების მიმართ ლიბერალ-დემოკრატიებში 0:10:56.040,0:10:57.976 ეს განათლებიდან უნდა დაიწყოს, 0:10:58.000,0:11:01.890 მაგრამ ამის საწყისი[br]ამ უზარმაზარი ნაპრალების აღიარებაა. 0:11:02.440,0:11:06.616 2014-ში საზოგადოებრივი კვლევის[br]ორგანიზაციამ Ipsos MORI-მ 0:11:06.640,0:11:09.936 გამოაქვეყნა გამოკითხვა,[br]რომელიც იმიგრაციას ეხებოდა. 0:11:09.960,0:11:13.976 მან აჩვენა, რომ რაც უფრო[br]იზრდება იმიგრაცია, 0:11:14.000,0:11:17.216 საზოგადოებრივი წუხილი ამ თემით[br]უფრო მატულობს. 0:11:17.240,0:11:19.656 თუმცა, ცხადია ეს არ აჩვენებს[br]მიზეზ-შედეგობრიობას, 0:11:19.680,0:11:22.816 რადგან ეს შეიძლება გამოწვეული იყოს[br]არა იმიგრაციის ზრდით, 0:11:22.840,0:11:25.780 არამედ მისი პოლიტიკური კომენტარითა[br]და მედია გაშუქებით. 0:11:25.800,0:11:29.576 იგივე გამოკითხვამ,[br]იმიგრაციასთან დაკავშირებით 0:11:29.600,0:11:31.736 საზოგადეობის უზარმაზარი არაინფორმირებულობა 0:11:31.760,0:11:35.496 და გაურკვევლობა აჩვენა. 0:11:35.520,0:11:38.736 მაგალითად, ამ გამოკითხვაში[br]გაერთიანებულ სამეფოში 0:11:38.760,0:11:41.496 ხალხის წარმოდგენაში ლტოლვილთა წილი[br]იმიგრანტებს შორის 0:11:41.520,0:11:44.936 უფრო დიდი იყო ვიდრე სინამდვილეში. 0:11:44.960,0:11:48.416 ხალხს ასევე ჰგონია,[br]რომ საერთო მიგრაციიდან 0:11:48.440,0:11:51.536 საგანმანათლებლო მიგრაციის წილი[br]ბევრად უფრო დაბალია, 0:11:51.560,0:11:53.056 ვიდრე ის არის რეალურად. 0:11:53.080,0:11:55.736 ამიტომ ჩვენ უნდა ვუშველოთ[br]ამ გაურკვევლობას 0:11:55.760,0:12:00.256 ამ ნაპრალს აღქმასა და რეალობას შორის[br]გლობალზიაციის საკვანძო ასპექტებში. 0:12:00.280,0:12:03.096 ამას მხოლოდ სკოლების იმედად ვერ დავტოვებთ, 0:12:03.120,0:12:05.536 თუმცაღა მნიშვნელოვანია[br]ეს მცირე ასაკიდან დავიწყოთ. 0:12:05.560,0:12:08.856 ეს უნდა იყოს მთელი ცხოვრების[br]მანძილზე სამოქალაქო თანამონაწილეობა 0:12:08.856,0:12:12.800 და საჯარო ჩართულობა,[br]რაც მთელმა საზოგადოებამ უნდა წავახალისოთ. 0:12:14.000,0:12:16.776 მეორე შანსი ვფიქრობ არის 0:12:16.800,0:12:21.416 განსხვავებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის[br]ინტენსიური ურთიერთობის წახალისების იდეა. 0:12:21.440,0:12:24.800 (აპლოდისმენტები) 0:12:25.760,0:12:28.736 ერთი რამ, რაც ჩემთვის თვალშისაცემია,[br]როცა იმიგრაციის მიმართ 0:12:28.760,0:12:31.616 გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის[br]დამოკიდებულებას ვუყურებ, 0:12:31.640,0:12:34.030 არის რომ ქვეყნის იმ რეგიონებში, 0:12:34.030,0:12:36.605 სადაც ყველაზე ტოლერანტულები არიან[br]იმიგრანტების მიმართ, 0:12:36.605,0:12:39.136 იმიგრანტების ყველაზე მაღალი რიცხვია. 0:12:39.160,0:12:43.496 მაგალითად ლონდონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში[br]ყველაზე მეტი იმიგრანტია 0:12:43.520,0:12:46.656 და ამავე დროს ეს ბევრად უფრო[br]ტოლერანტული რეგიონებია. 0:12:46.680,0:12:50.296 ქვეყნის იმ რეგიონებში,[br]სადაც იმიგრაციის დონე ყველაზე დაბალია, 0:12:50.320,0:12:55.180 სინამდვილეში ყველაზე გამრიყავები და[br]არატოლერანტულები არიან მიგრანტების მიმართ. 0:12:55.400,0:12:57.736 მაშ, საჭიროა გაცვლითი პროგრამების[br]წახალისება. 0:12:57.760,0:13:01.216 საჭიროა ძველ თაობებს,[br]რომლებიც შესაძლოაა ვერ მოგზაურობენ 0:13:01.240,0:13:03.376 ინტერნეტზე წვდომა ჰქონდეთ. 0:13:03.400,0:13:05.960 საჭიროა როგორც ლოკალურ,[br]ისე ეროვნულ დონეზე 0:13:05.960,0:13:07.976 უფრო მეტი მიმოსვლის,[br]მეტი თანამონაწილეობის, 0:13:08.000,0:13:10.796 მეტი ინტერაქციის წახალისება ისეთ ხალხთან,[br]ვისაც არ ვიცნობთ 0:13:10.796,0:13:14.250 და ვის აზრსაც შეიძლება[br]მაინცდამაინც არ ვეთანხმებოდეთ. 0:13:14.880,0:13:17.090 მესამე რამ, რაც საკვანძო 0:13:17.090,0:13:19.346 და ნამდვილად[br]ფუნდამენტური მნიშვნელობის მგონია, 0:13:19.346,0:13:21.336 არის ის, რომ გლობალიზაციიდან[br] 0:13:21.360,0:13:24.070 სარგებლის წილი ყველამ უნდა მიიღოს. 0:13:24.520,0:13:29.256 Financial Times-ის ეს[br]ბრექსიტის შემდგომი ილუსტრაცია 0:13:29.280,0:13:33.016 კარგად აჩვენებს ტრაგედიას, რომ ხალხი[br]ვინც ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი 0:13:33.040,0:13:36.536 არის სწორედ ის ხალხი, ვინც ყველაზე მეტ[br]მატერიალურ სარგებელს ნახულობდა 0:13:36.536,0:13:38.400 ევროკავშირთან ვაჭრობით. 0:13:39.080,0:13:41.616 პრობლემაა, რომ ეს ხალხი 0:13:41.640,0:13:44.296 არ აღიქვამდა თავს მოსარგებლედ.[br] 0:13:44.320,0:13:47.096 მათ არ სჯეროდათ,[br]რომ მართლაც ჰქონდათ წვდომა, 0:13:47.120,0:13:52.840 გაზრდილი ვაჭრობით და მობილობით[br]მიღებულ სარგებელზე. 0:13:53.800,0:13:57.576 მე ძირითადად ლტოლვილებთან[br]დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობ 0:13:57.600,0:14:00.256 და ერთ-ერთი იდეა რის დამკვიდრებაზეც, 0:14:00.280,0:14:03.056 ძირითადად განვითარებად ქვეყნებში, 0:14:03.080,0:14:06.656 დიდ დროს ვხარჯავ, არის ის,[br]რომ ლტოლვილების ინტეგრაციის წასახალისებლად 0:14:06.680,0:14:09.016 მხოლოდ მათზე ზრუნვა არაა საკმარისი. 0:14:09.040,0:14:14.520 ჩვენ ასევე უნდა ვიზრუნოთ მასპინძელი,[br]ადგილობრივი საზოგადოებების წუხილზეც. 0:14:15.480,0:14:16.816 ამის მოსაგვარებლად, 0:14:16.840,0:14:19.856 ერთ-ერთი გზა არის 0:14:19.880,0:14:23.080 საგანმანათლებლო[br]და ჯანდაცვითი შესაძლებლობების, 0:14:23.080,0:14:25.676 სოციალურ სერვისებზე წვდომის[br]განსაკუთრებული უზრუნველყოფა 0:14:25.676,0:14:27.576 რეგიონებში მაღალი იმიგრაციით. 0:14:27.600,0:14:30.416 იმისთვის რომ ადგილობრივი მოსახლეობის[br]პრობლემები მოვაგვაროთ. 0:14:30.440,0:14:33.236 თუმცა, მაშინ როცა ამას[br]განვითარებად მსოფლიოში ვახალისებთ, 0:14:33.236,0:14:34.696 შინ, საკუთარ საზოგადოებებში 0:14:34.720,0:14:37.560 იგივეს არ ვაკეთებთ. 0:14:38.520,0:14:41.536 უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვინდა[br]მართლაც სერიოზულად მივუდგეთ, 0:14:41.560,0:14:44.896 ეკონომიკური სარგებლის ხალხზე[br]განაწილების საჭიროებას, 0:14:44.920,0:14:48.576 ბიზნესებსაც და კორპორაციებსაც[br]დასჭირდებათ გლობალიზაციის მოდელი, 0:14:48.600,0:14:52.970 რომელიც აღიარებს, რომ მათაც[br]უნდა ჩართონ სარგებელის მიღებაში ხალხი. 0:14:53.440,0:14:56.496 ბოლო, მეოთხე იდეა,[br]რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, 0:14:56.520,0:14:59.710 არის ის, რომ უფრო პასუხისმგებლიანი[br]პოლიტიკა გვჭირდება. 0:15:00.080,0:15:03.216 ძალიან ცოტა სოციოლოგიური კვლევაა, 0:15:03.240,0:15:06.056 რომელიც გლობალიზაციის მიმართ[br]განწყობებს ადარებს, 0:15:06.080,0:15:08.616 მაგრამ რა გამოკითხვებიც არსებობს, 0:15:08.640,0:15:13.376 იქიდან ჩანს, რომ უზარმაზარი განსხვავებებია[br]სხვადასხვა ქვეყნებს 0:15:13.400,0:15:15.696 და პერიოდებს შორის ამ ქვეყნებში, 0:15:15.720,0:15:17.706 ერთის მხრივ მიგრაციის და მობილობის 0:15:17.706,0:15:20.816 და მეორეს მხრივ თავისუფალი ვაჭრობის მიმართ[br] 0:15:20.840,0:15:23.356 განწყობების და ტოლერანტობის თვალსაზრისით. 0:15:23.356,0:15:28.176 ერთი ჰიპოთეზა, რაც იკვეთება[br]ამ მონაცემებიდან არის ის, 0:15:28.200,0:15:34.296 რომ პოლარიზებული საზოგადოებები ნაკლებად[br]ტოლერანტულები არიან გლობალიზაციის მიმართ. 0:15:34.320,0:15:35.910 წარსულში შვედეთის 0:15:35.910,0:15:38.576 და დღევანდელი კანადისმაგვარი[br]საზოგადოებებია, 0:15:38.600,0:15:40.416 სადაც პოლიტიკა ცენტრისტულია, 0:15:40.440,0:15:42.986 სადაც მემარჯვენეები და მემარცხენეები[br]ერთად მუშაობენ, 0:15:42.986,0:15:46.536 სადაც ვახალისებთ გლობალიზაციის[br]მხარდამჭერ განწყობებს. 0:15:46.560,0:15:50.376 რასაც დღეს მსოფლიოში ვხედავთ,[br]ტრაგიკული პოლარიზაციაა. 0:15:50.400,0:15:53.416 პოლიტიკურ ექსტრიმებს შორის[br]დიალოგის შეუძლებლობა 0:15:53.440,0:15:56.566 და ნაპრალი ცენტრისტური[br]ლიბერალური საყრდენის ადგილას, 0:15:56.566,0:16:00.056 რომელიც შეძლებდა კომუნიკაციის[br]და ურთიერთგაგების წახალისებას. 0:16:00.080,0:16:01.696 შეიძლება დღეს ამას ვერ მივაღწიოთ, 0:16:01.720,0:16:05.536 მაგრამ სულ ცოტა ჩვენს პოლიტიკოსებს[br]და მედიას უნდა მოვუწოდოთ, 0:16:05.560,0:16:10.086 რომ შიშის რიტორიკას შეეშვან და ბევრად[br]უფრო ურთიერთტოლერანტულები იყვნენ. 0:16:10.086,0:16:13.460 (აპლოდისმენტები) 0:16:17.800,0:16:20.576 ეს იდეები მხოლოდ დასაწყისისთვისაა. 0:16:20.600,0:16:25.000 ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს[br]ყოვლისმომცველი და საზიარო პროექტი. 0:16:26.000,0:16:28.400 მე კვლავაც ბრიტანელი ვარ. 0:16:28.920,0:16:31.080 მე კვლავაც ევროპელი ვარ. 0:16:31.640,0:16:34.640 მე კვლავაც[br]გლობალური მსოფლიოს მოქალაქე ვარ. 0:16:35.200,0:16:37.216 მათთვის ვისაც სჯერა, 0:16:37.240,0:16:41.336 რომ ჩვენი იდენტობები[br]არაა ურთიერთგამომრიცხავი, 0:16:41.360,0:16:44.376 ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, 0:16:44.400,0:16:48.096 იმისთვის რომ გლობალიზაციამ[br]ყველა თან წაგვიყოლოს 0:16:48.120,0:16:50.336 და არავინ ჩამოიტოვოს. 0:16:50.360,0:16:55.936 მხოლოდ მაშინ შევძლებთ[br]დემოკრატიის და გლობალიზაციის შეჯერებას. 0:16:55.960,0:16:57.176 მადლობა. 0:16:57.200,0:17:09.480 (აპლოდისმენტები)