ესე იგი, რომელ კლასში ხართ? მეორე, მეათე, პირველ კლასში? მე მერვე კლასში ვიყავი, როცა პროგრამირება ვისწავლე. პირველი კომპიუტერი რომ მიყიდეს, მეექვსე კლასში ვიყავი. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ შემიძლია, ადამიანების პრობლემები მოვაგვარო. შეგიძლია, საკუთარი თავი გამოხატო, ააგო რაღაცები იდეისგან. კომპიუტერული მეცნიერება უამრავი იმ რაღაცის საფუძველია, რასაც სტუდენტები და პროფესიონალები მომვალი ოცი ან ოცდაათ წლის განმავლობაში გააკეთებენ. მე მომწონს პროგრამირება, რადგან მე მომწონს ადამიანების დახმარება. მეძლევა შესაძლებლობა, შექვმნა რაღაც, რაც ადამიანების ცხოვრებას გაამარტივებს. ვფიქრობ, ასე ყველაზე ახლოს დგახარ სუპერძალის ქონასთან. დაწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მეც დამწყები ვარ და მინდა, ჩემთან ერთად ისწავლოთ. მე ჯონ ვექი ვარ, "პოპკაპ გეიმსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. ჩვენ ვქმინით ისეთ თამაშებს, როგორიცაა Plants vs. Zombies, Bejeweled და Peggle თამაშებში ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენად სრულყოფილია შენი კოდი, ან რამდენიად სრულყოფილია გრაფიკა, არამედ ის, თუ როგორ შეგრძნებას განიჭებს და რამდენად სახალისოა თამაში. ამას მხოლოდ თამაშით შეიგრძნობ,