აქტივობა უკომპიუტეროდ | ალგორითმები (ემი ჰიროტაკა - code.org) მე-6 გაკვეთილი ალგორითმებზეა. და ეხება აზრის მაქსიმალურად ნათლად გამოხატვის მნიშვნელობას. გაკვეთილი 2 ნაწილისგან შედგება. პირველში ვიყენებთ "თენგრემს", რაც თავსატეხიაა, რომელიც ასე გამოიყურება. თუ თენგრემი არ გაქვათ, შეგიძილით მოსწავლეებთან ერთად ქაღალდიდან ამოჭრათ. დავალებაა, რომ ერთმა მოსწავლემ მეორეს აუხსნას, როგორ დაალაგოს თენგრემის ნაწილები კონკრეტული სახით. მაგრამ მეორე მოსწავლე ვერ ხედავს, ორიგინალურ განლაგებას. აქტივობის მეორე ნახევარში, მოსწავლეებს ვთხოვთ გაარკვიონ რამდენი გზა არის ქაღალდის დაკეცვის, რომ მივიღოთ 16 იდენტური მართკუთხედი. შემდეგ, მოსწავლეებთან განიხილავთ, როგორ შეიძლება, რომ სხვადასხვა გადაწყვეტის გზამ ერთ შედეგამდე მიგვიყვანოს. და რატომაა ზოგი გადაწყვეტა უკეთსი, კონკრეტულ სიტუაციებში.