WEBVTT 00:00:01.000 --> 00:00:03.000 დილა მშვიდობის. 00:00:03.000 --> 00:00:06.000 მიხარია ამდენი კარგი ადამიანის 00:00:06.000 --> 00:00:08.810 და ამდენი მომღიმარი სახის აქ ხილვა. 00:00:09.000 --> 00:00:11.000 მე ძალიან სპეციფიური 00:00:11.000 --> 00:00:13.000 ისტორია, დამოკიდებულება და მიდგომა მაქვს 00:00:13.000 --> 00:00:15.000 რეალური მსოფლიოსადმი, 00:00:15.000 --> 00:00:17.000 რადგან ილუზიონისტი ვარ. 00:00:17.000 --> 00:00:20.000 სიტყვა 'ჯადოქარს' ამ ტერმნის ვამჯობინებ, 00:00:20.000 --> 00:00:22.000 რადგან ჯადოქარი რომ ვიყო, 00:00:22.000 --> 00:00:24.000 მაშინ შელოცვებით, მაგიებით 00:00:24.000 --> 00:00:27.000 და უცნაური ჟესტებით, 00:00:27.000 --> 00:00:30.000 ნამდვილ ჯადოქრობას მოვახდენდი. 00:00:30.000 --> 00:00:32.000 არა, ამას არ ვაკეთებ; მე ილუზიონისტი ვარ, 00:00:32.000 --> 00:00:35.000 ადამიანი, რომელიც ნამდვილ ჯადოქარს თამაშობს 00:00:35.000 --> 00:00:38.000 (სიცილი) NOTE Paragraph 00:00:38.000 --> 00:00:41.000 მაშ, როგორ ვაკეთებთ ამას? 00:00:41.000 --> 00:00:43.000 ჩვენ ვეყრდნობით იმ ფაქტს, 00:00:43.000 --> 00:00:45.000 რომ თქვენნაირ აუდიტორიას 00:00:45.000 --> 00:00:47.000 ვარაუდები ახასიათებს. 00:00:47.000 --> 00:00:49.000 მაგალითად, როცა მე აქ გამოვედი 00:00:49.000 --> 00:00:51.000 და სადგამიდან მიკროფონი ჩამოვხსენი 00:00:51.000 --> 00:00:52.440 და ჩავრთე, 00:00:52.440 --> 00:00:55.700 თქვენ ივარაუდეთ, რომ ეს მიკროფონი იყო, სინამდვილეში ასე არ არის. 00:00:55.700 --> 00:00:57.000 (სიცილი) 00:00:57.000 --> 00:00:59.000 სინამდვილეში, ეს ისაა, 00:00:59.000 --> 00:01:02.000 რის შესახებაც ამ აუდიტორიის ნახევარზე მეტმა არ იცის. 00:01:02.000 --> 00:01:05.000 ეს წვერის მჭრელია, ხედავთ? 00:01:05.000 --> 00:01:07.000 ის მიკროფონად არ იმუშავებს; 00:01:07.000 --> 00:01:09.000 ბევრჯერ ვცადე. (სიცილი) 00:01:09.000 --> 00:01:11.000 თქვენი კიდევ ერთი ვარაუდია... 00:01:11.000 --> 00:01:13.000 და ეს პატარა გაკვეთილია იმისა 00:01:13.000 --> 00:01:14.430 რომ თქვენ, 00:01:14.430 --> 00:01:17.340 არა მხოლოდ შეგიძლიათ ივარაუდოთ, არამედ ივარაუდებთ კიდეც, 00:01:17.340 --> 00:01:19.000 თუ სწორად მოგაწვდიან. 00:01:19.000 --> 00:01:21.000 თქვენ გგონიათ, რომ მე გიყურებთ. 00:01:21.000 --> 00:01:24.000 ტყუილია. მე თქვენ არ გიყურებთ. მე თქვენ ვერც გხედავთ 00:01:24.000 --> 00:01:27.000 ვიცი რომ აქ ხართ, კულისებში მითხრეს, რომ დარბაზი სავსეა. 00:01:27.000 --> 00:01:29.000 ვიცი რომ აქ ხართ, რადგან მესმის თქვენი, 00:01:29.000 --> 00:01:31.530 მაგრამ ვერ გხედავთ, რადგან მე სათვალეს ვხმარობ. 00:01:31.530 --> 00:01:34.000 ეს კი სათვალე არაა. ეს ცარიელი ჩარჩოებია. (სიცილი) 00:01:34.000 --> 00:01:36.000 უბრალოდ ცარიელი ჩარჩოები. NOTE Paragraph 00:01:36.000 --> 00:01:39.000 რატომ უნდა გამოვსულიყავი ზრდასრული კაცი 00:01:39.000 --> 00:01:41.000 თქვენ წინაშე, თვალებზე ცარიელი ჩარჩოებით? 00:01:41.000 --> 00:01:43.150 რომ გამებითურებინეთ, ქალბატონებო და ბატონებო, 00:01:43.150 --> 00:01:46.000 რომ შეცდომაში შემეყვანეთ, რომ მეჩვენებინა, 00:01:46.000 --> 00:01:48.000 თქვენ ვარაუდობთ რაღაცეებს. 00:01:48.000 --> 00:01:50.000 ეს არასდროს დაგავიწყდეთ. 00:01:50.000 --> 00:01:52.290 პირველ რიგში, ნამდვილი სათვალე უნდა გავიკეთო, 00:01:52.290 --> 00:01:54.000 რომ დაგინახოთ. 00:01:54.000 --> 00:01:57.000 ასე უფრო კომფორტული იქნება ალბათ, არ ვიცი. 00:01:57.000 --> 00:01:59.360 კარგად არ შემიხედავს. არც ისეთი კომფორტულია. NOTE Paragraph 00:01:59.360 --> 00:02:01.000 (სიცილი) NOTE Paragraph 00:02:01.000 --> 00:02:03.000 ახლა ისეთი რამის გაკეთებას ვაპირებ, 00:02:03.000 --> 00:02:05.000 რაც ჯადოქრისთვის ცოტა უცნაური იქნება. 00:02:05.000 --> 00:02:07.000 ვაპირებ წამალი დავლიო. 00:02:07.000 --> 00:02:10.770 ეს Calms Forte-ს მთელი ბოთლია. 00:02:11.000 --> 00:02:13.000 ამას ცოტა ხანში აგიხსნით. 00:02:13.000 --> 00:02:15.000 ინსტრუქციებს არ მივაქცევ ყურადღებას, 00:02:15.000 --> 00:02:17.990 მათი დაწერა სახელმწიფოს ვალდებულებაა, 00:02:17.990 --> 00:02:20.000 რომ დაგაბნიოთ. 00:02:20.000 --> 00:02:23.180 საკმარის დოზას მივიღებ. 00:02:25.550 --> 00:02:28.960 მთელს ბოთლს. 00:02:32.000 --> 00:02:35.000 Calms Forte-ს 32 ტაბლეტს. NOTE Paragraph 00:02:35.000 --> 00:02:38.000 ახლა, როცა დავლიე, 00:02:38.000 --> 00:02:40.000 უნდა გითხრათ, 00:02:40.000 --> 00:02:42.000 რომ მე მსახიობი ვარ. 00:02:42.000 --> 00:02:45.000 მსახიობი ვარ, რომელიც სპეციფიურ როლს თამაშობს 00:02:45.000 --> 00:02:47.000 ჯადოქრის როლს ვთამაშობ, 00:02:47.000 --> 00:02:50.000 მაგის თუ გნებავთ, ნამდვილი ჯადოქრის. 00:02:50.000 --> 00:02:53.000 აქ, ჩემს წინაშე, ამ სცენაზე ვინმე რომ გამოსულიყო 00:02:53.000 --> 00:02:55.000 და სერიოზულად განეცხადებინა, 00:02:55.000 --> 00:02:58.000 რომ ის დანიის ანტიკური პრინცი ჰამლეტია, 00:02:58.000 --> 00:03:00.000 თქვენ შეურაცხყოფილი იქნებოდით 00:03:00.000 --> 00:03:02.000 და სამართლიანადაც. 00:03:02.000 --> 00:03:04.000 რატომ უნდა იფიქროს ვინმემ, 00:03:04.000 --> 00:03:06.000 რომ თქვენ ასეთ სისულელეს დაიჯერებთ? 00:03:06.000 --> 00:03:08.000 მაგრამ არსებობს 00:03:08.000 --> 00:03:11.000 ხალხის ძალიან დიდი რაოდენობა, 00:03:11.000 --> 00:03:12.710 რომელიც გეტყვით, 00:03:12.710 --> 00:03:15.000 რომ ისინი ექსტრასენსულ, ჯადოსნურ ძალებს ფლობენ 00:03:15.000 --> 00:03:17.000 და მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლიათ 00:03:17.000 --> 00:03:19.530 რომ მათ გარდაცვლილებთან კონტქატზე გასვლა შეუძლიათ. 00:03:19.530 --> 00:03:21.000 ასევე ასტროლოგიას 00:03:21.000 --> 00:03:24.340 და სხვა მკითხაობის მეთოდებს მოგყიდიან. 00:03:25.000 --> 00:03:27.000 დიახ, სიამოვნებით მოგყიდიან ამეებს 00:03:27.000 --> 00:03:29.000 და ასევე გეტყვიან, 00:03:29.000 --> 00:03:31.000 რომ შეუძლიათ მუდმივმოქმედი ძრავი 00:03:31.000 --> 00:03:33.000 და თავისუფალი ენერგიის გენერატორი მოგცენ. 00:03:33.000 --> 00:03:35.530 ისინი განგიცხადებენ, რომ ექსტრასენსები არიან, 00:03:35.530 --> 00:03:37.670 განსაკუთრებული უნარებით, ნებისმიერი რამ. NOTE Paragraph 00:03:37.670 --> 00:03:39.500 ერთი რამ, 00:03:39.500 --> 00:03:42.000 რაც ბოლო დროს 00:03:42.000 --> 00:03:44.000 განსაკუთრებით პოპულარული გახდა, 00:03:44.000 --> 00:03:46.230 მკვდრებთან საუბარია. 00:03:47.000 --> 00:03:49.000 ჩემი მეამიტური ტვინისთვის, 00:03:49.000 --> 00:03:50.830 მკვდარი ნიშნავს, 00:03:50.830 --> 00:03:53.000 რომ მას კომუნიკაცია არ შეუძლია 00:03:53.000 --> 00:03:55.000 (სიცილი) 00:03:55.000 --> 00:03:57.000 თქვენ შეიძლება დამეთანხმოთ, 00:03:57.000 --> 00:04:00.000 მაგრამ ეს ხალხი გეუბნებათ, 00:04:00.000 --> 00:04:02.370 რომ არა მხოლოდ მკვდრებთან კომუნიკაცია შეუძლიათ... 00:04:02.370 --> 00:04:04.000 "ეი, გამარჯობა!" 00:04:04.000 --> 00:04:06.000 არამედ მათ მკვდრების ხმაც ესმით 00:04:06.000 --> 00:04:09.000 და შეუძლიათ ამ ინფორმაციის ცოცხლებისთვის გადაცემა. 00:04:09.000 --> 00:04:11.000 საინტერესოა ეს სიმართლე თუა. 00:04:11.000 --> 00:04:13.000 არ მგონია, 00:04:13.000 --> 00:04:15.000 რადგან ეს ხალხი, 00:04:15.000 --> 00:04:18.000 ზუსტად იმავე ხრიკებს იყენებს, რასაც ილუზიონისტები, 00:04:18.000 --> 00:04:20.000 ზუსტად იგივეს. 00:04:20.000 --> 00:04:23.000 იგივე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მეთოდებს... 00:04:23.000 --> 00:04:26.000 მათ ეფექტურად და ღრმად შეჰყავთ 00:04:26.000 --> 00:04:28.100 მსოფლიოში მილიონობით ადამიანი 00:04:28.100 --> 00:04:30.000 თავისდა სავალალოდ შეცდომაში. 00:04:30.000 --> 00:04:32.000 ისინი აცდნენ ამ ადამიანებს, 00:04:32.000 --> 00:04:34.000 რომლებსაც ეს ძვირი უჯდებათ 00:04:34.000 --> 00:04:36.000 და ემოციურადაც იტანჯებიან. 00:04:36.000 --> 00:04:38.000 ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 00:04:38.000 --> 00:04:41.000 მილიარდობით დოლარი იხარჯება 00:04:41.000 --> 00:04:43.000 ამ შარლატანებზე. NOTE Paragraph 00:04:43.000 --> 00:04:45.000 შესაძლებლობა რომ მომცემოდა, 00:04:45.000 --> 00:04:47.000 ორ კითხვას დავუსვამდი 00:04:47.000 --> 00:04:49.000 ამ ხალხს. 00:04:49.000 --> 00:04:52.000 პირველი: გამოძახების თხოვნა რომ მინდოდეს.. 00:04:52.000 --> 00:04:54.000 მათ ხომ ყურით ესმით. 00:04:54.000 --> 00:04:56.000 ისინი ამ სულებს ასე უსმენენ... 00:04:56.000 --> 00:04:59.000 ბებიაჩემის სულის გამოძახებას ვთხოვდი, 00:04:59.000 --> 00:05:01.000 რადგან როცა ის მოკვდა, მას ანდერძი ჰქონდა 00:05:01.000 --> 00:05:03.000 რომელიც სადღაც დამალა. ჩვენ არ ვიცით სად. 00:05:03.000 --> 00:05:05.640 ამიტომ, ბებოს ვკითხავდით: "სად არის ანდერძი, ბებო?" 00:05:05.640 --> 00:05:09.000 რას გვპასუხობს ბებო? გვპასუხობს: "მე სამოთხეში ვარ და აქ შესანიშნავია. 00:05:09.000 --> 00:05:11.000 აქ ყველა ჩემი ძველი გარდაცვლილი მეგობარი 00:05:11.000 --> 00:05:13.000 და ჩემი ოჯახის წევრები მყავს. 00:05:13.000 --> 00:05:16.000 ასევე ყველა ძაღლი და კატა, რომელიც მყოლია ბავშვობაში. 00:05:16.000 --> 00:05:19.000 მიყვარხარ და ყოველთვის შენთან ვიქნები. 00:05:19.000 --> 00:05:20.750 მშვიდობით" 00:05:20.750 --> 00:05:23.480 და მან არ უპასუხა იმ ოხერ შეკითხვას! 00:05:23.480 --> 00:05:25.000 სადაა ანდერძი? 00:05:25.000 --> 00:05:27.000 მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა: 00:05:27.000 --> 00:05:29.800 "უი, ის მეორე თაროზეა ენციკლოპედიის უკან" 00:05:29.800 --> 00:05:32.000 მაგრამ ის არ ამბობს ამას, არა. 00:05:32.000 --> 00:05:35.000 არანაირ საჭირო ინფორმაციას არ გვაწვდის. 00:05:35.000 --> 00:05:37.000 ჩვენ ძვირი გადავიხადეთ ამ ინფორმაციაში, 00:05:37.000 --> 00:05:39.000 მაგრამ არ მიგვიღია. NOTE Paragraph 00:05:39.000 --> 00:05:42.000 მეორე კითხვა რასაც დავუსვამდი საკმაოდ მარტივია: 00:05:42.000 --> 00:05:44.000 დავუშვათ მე მათ ვთხოვე 00:05:44.000 --> 00:05:47.000 ჩემი გარდაცვლილი სიმამრის სულის გამოძახება. 00:05:47.000 --> 00:05:49.000 რატომ ამბობენ ჯიუტად... 00:05:49.000 --> 00:05:51.000 დაიმახსოვრეთ ისინი ამ ყურში საუბრობენ 00:05:51.000 --> 00:05:55.640 რატომ ამბობენ: "ჩემი სახელი იწყება ჯ-ზე, ან მ-ზე?" 00:05:56.000 --> 00:05:58.000 ეს რა ნადირობაა? 00:05:58.000 --> 00:06:00.000 ნადირობა, თუ თევზაობა? რა არის ეს? 00:06:00.000 --> 00:06:03.000 20 კითხვა აქვთ? არა, უფრო 120-ზე მეტი. 00:06:03.000 --> 00:06:06.710 ეს სისასტიკეა, უზნეობა 00:06:07.000 --> 00:06:10.000 და აბსოლუტური უნამუსობა... 00:06:10.000 --> 00:06:11.850 კარგად ვიქნები, მშვიდად იყავით. 00:06:11.850 --> 00:06:13.000 (სიცილი) 00:06:13.000 --> 00:06:15.000 ...თამაში რასაც ისინი თამაშობენ. 00:06:15.000 --> 00:06:18.000 ისინი სარგებლობენ უმწეო და მეამიტი, 00:06:18.000 --> 00:06:21.000 დამწუხრებული და გაჭირვებული ხალხის მდგომარეობით. NOTE Paragraph 00:06:21.000 --> 00:06:23.000 ესაა პროცესი, 00:06:23.000 --> 00:06:26.300 რომელსაც "ცივი კითხვა" ჰქვია 00:06:27.000 --> 00:06:29.000 ერთი ტიპია, 00:06:30.000 --> 00:06:32.000 ვან პრააღი ჰქვია, ჯეიმს ვან პრააღი. 00:06:32.000 --> 00:06:34.460 ის მსგავსი ამბების ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტია 00:06:34.460 --> 00:06:37.000 კიდევ ჯონ ედუარდი, სილვია ბრაუნი 00:06:37.000 --> 00:06:40.000 და როზმერი ალტეა. 00:06:40.000 --> 00:06:43.000 ასეთები ასობით არიან მსოფლიოში, მაგრამ ამ ქვეყანაში 00:06:43.000 --> 00:06:45.000 ჯეიმს ვან პრააღია ძლიერი. 00:06:45.000 --> 00:06:47.000 მაშ, რას აკეთებს ის? ის გეუბნებათ 00:06:47.000 --> 00:06:49.000 თუ როგორ გარდაიცვალა გარდაცვლილი. 00:06:49.000 --> 00:06:52.000 ადამიანი რომელსაც ის საკუთარი ყურით ელაპარაკება. 00:06:52.000 --> 00:06:55.000 რასაც ხშირად ამბობს დაახლოებით ასე ჟღერს: 00:06:55.000 --> 00:06:58.650 "ის მეუბნება, მეუბნება, რომ სანამ გარდაიცვლებოდა 00:06:59.000 --> 00:07:01.000 სუნთქვა უჭირდა" 00:07:01.000 --> 00:07:03.890 მეგობრებო, სიკვდილი სხვა კი არაფერია! 00:07:03.890 --> 00:07:05.000 (სიცილი) 00:07:05.000 --> 00:07:07.000 წყვეტ სუნთქვას და მკვდარი ხარ. 00:07:07.000 --> 00:07:09.000 ასე მარტივადაა. 00:07:09.000 --> 00:07:12.000 და ესაა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გაწვდიან? 00:07:12.000 --> 00:07:13.280 არ მგონია. 00:07:13.280 --> 00:07:16.000 ეს ადამიანები ეცდებიან გამოიცნონ, ისინი ამბობენ: 00:07:16.000 --> 00:07:18.000 "რატომ მოდის ელექტრობა? 00:07:18.000 --> 00:07:21.000 ის მეუბნება: 'ელექტრობა' 00:07:21.000 --> 00:07:23.000 ელექტრიკოსი იყო?" "არა" 00:07:23.000 --> 00:07:25.000 "ელექტრო სამართებელი ჰქონია როდესმე?" "არა" 00:07:25.000 --> 00:07:27.000 მსგავსი კითხვა-პასუხის თამაშია. 00:07:27.000 --> 00:07:29.000 ამას აკეთებენ. NOTE Paragraph 00:07:29.000 --> 00:07:31.000 ჯეიმს რანდის საგანმანათლებო ფონდში 00:07:31.000 --> 00:07:33.000 ხალხი ხშირად გვეკითხება 00:07:33.000 --> 00:07:36.630 ისინი მირეკავენ და ამბობენ: "რატომ ხართ ასე შეწუხებული ამით მისტერ რანდი? 00:07:36.630 --> 00:07:38.000 ეს ხომ სახალისოა?" 00:07:38.000 --> 00:07:41.000 არა, ეს არაა სახალისო. ეს სასტიკი ფარსია. 00:07:41.000 --> 00:07:44.000 შეიძლება ის ხალხს გარკვეულ კომფორტს სთავაზობს, 00:07:44.000 --> 00:07:46.000 მაგრამ ეს კომფორტი მხოლოდ 00:07:46.000 --> 00:07:48.000 სულ რაღაც 20 წუთი გასტანს. 00:07:48.000 --> 00:07:50.260 შემდეგ კი ხალხი სარკეში ჩაიხედავს და იტყვის 00:07:50.260 --> 00:07:52.000 ამდენი გადავიხადე და ამ პროცესში 00:07:52.000 --> 00:07:55.000 და მან კი რა მითხრა? "მე შენ მიყვარხარ!" 00:07:55.000 --> 00:07:57.000 ისინი ყოველთვის ამას ამბობენ. 00:07:57.000 --> 00:07:59.010 ეს ხალხი არანაირ ინფორმაციას არ იღებს. 00:07:59.010 --> 00:08:01.940 ისინი არ ღებულობენ არანაირ სარგებელს იმაში, რასაც იხდიან. NOTE Paragraph 00:08:01.940 --> 00:08:03.550 სილვია ბრაუნი დიდი მანიპულატორია 00:08:03.550 --> 00:08:05.000 ჩვენ მას "ბრჭყალებს" ვეძახით. 00:08:05.000 --> 00:08:07.000 სილვია ბრაუნი... მადლობა... 00:08:07.000 --> 00:08:10.000 სილვია ბრაუნი ამ სფეროს 00:08:10.000 --> 00:08:12.000 დიდი სპეციალისტია ამჟამად. 00:08:12.000 --> 00:08:15.000 სილვია ბრაუნი, რომ გაჩვენოთ... 00:08:15.000 --> 00:08:18.000 ის 700 დოლარს იღებს 00:08:18.000 --> 00:08:21.000 ტელეფონით 20 წუთიანი სეანსისთვის. 00:08:21.000 --> 00:08:23.000 ის პირადად არც კი მიდის 00:08:23.000 --> 00:08:25.000 და მას 2 წლამდე უნდა ელოდოთ, 00:08:25.000 --> 00:08:27.580 რადგან მისი მომსახურება ამდენი ხნით ადრეა დაჯავშნული. 00:08:27.580 --> 00:08:29.750 თქვენ იხდით საკრედიტო ბარათით, ან სხვა ფორმით 00:08:29.750 --> 00:08:31.000 და შემდეგ ის დაგირეკავთ 00:08:31.000 --> 00:08:33.000 როდისმე შემდეგი 2 წლის განმავლობაში. 00:08:33.000 --> 00:08:35.410 თქვენ მას იცნობთ: "გამარჯობა, ეს სილვია ბრაუნია" 00:08:35.410 --> 00:08:38.130 ეგრევე იცნობთ, რომ ისაა. 00:08:39.000 --> 00:08:42.000 მონტელ უილიამსი გონიერი კაცია. 00:08:42.000 --> 00:08:45.000 ყველა ვიცნობთ ვინცაა ტელევიზიაში. 00:08:45.000 --> 00:08:47.000 ის განათლებული და ჭკვიანია. 00:08:47.000 --> 00:08:49.200 მან იცის რას აკეთებს სილვია ბრაუნი, 00:08:49.200 --> 00:08:51.000 მაგრამ ეს არ ადარდებს. 00:08:51.000 --> 00:08:54.000 ფეხებზე ჰკიდია. 00:08:55.000 --> 00:08:58.000 რადგან საბოლოო ჯამში სპონსორებს უყვართ ის 00:08:58.000 --> 00:09:00.000 და უილიამსი ყოველთვის გამოაჩენს მას 00:09:00.000 --> 00:09:02.000 ტელევიზიით, ყველას დასანახად. NOTE Paragraph 00:09:02.000 --> 00:09:05.000 მაშ, რას გთავაზობთ სილვია ბრაუნი იმ 700 დოლარის სანაცვლოდ? 00:09:05.000 --> 00:09:08.000 პირველ რიგში, ის გეტყვით თქვენი მფარევლი ანგელოზების სახელებს. 00:09:08.000 --> 00:09:10.070 ამის გარეშე როგორ უნდა ვიარსებოთ საერთოდ? 00:09:10.070 --> 00:09:11.000 (სიცილი) 00:09:11.000 --> 00:09:14.000 ის გეტყვით თქვენ სახელებს, 00:09:14.000 --> 00:09:16.000 თუ ვინ იყავით წინა ცხოვრებებში. 00:09:16.000 --> 00:09:17.620 აჰა.. 00:09:17.620 --> 00:09:20.000 როგორც აღმოჩნდა ყველა ქალი, 00:09:20.000 --> 00:09:22.000 რომელსაც ის სესიებს უტარებს 00:09:22.000 --> 00:09:25.000 ბაბილონის პრინცესა, ან რამე მსგავსი იყო. 00:09:25.000 --> 00:09:27.750 კაცი კი ყველა აგამემნონთან მებრძოლი 00:09:27.750 --> 00:09:30.000 ბერძენი მეომარი. 00:09:30.000 --> 00:09:32.000 არაფერი არ თქმულა 00:09:32.000 --> 00:09:34.490 14 წლის ფეხსაცმლის მწმენდავზე ლონდონის ქუჩებში, 00:09:34.490 --> 00:09:36.000 რომელიც ტუბერკულოზით მოკვდა. 00:09:36.000 --> 00:09:39.000 მისი ხსენება არ ღირს, ცხადია. 00:09:39.000 --> 00:09:42.000 ყველაზე უცნაური რამ, რაც შეიძლება თქვენც შეამჩნიეთ, 00:09:42.000 --> 00:09:44.260 როცა მათ ეკრანზე ხედავთ. 00:09:44.260 --> 00:09:47.510 ისინი არასდროს იძახებენ ვინმეს ჯოჯოხეთიდან. 00:09:47.510 --> 00:09:49.470 (სიცილი) 00:09:49.470 --> 00:09:51.770 ყველას სამოთხიდან იძახებენ. 00:09:51.770 --> 00:09:54.370 თუ ისინი რომელიმე ჩემს მეგობარს გამოიძახებენ, 00:09:54.370 --> 00:09:56.470 მაშინ... მოკლედ თქვენ ხვდებით NOTE Paragraph 00:09:56.470 --> 00:09:58.520 (სიცილი) NOTE Paragraph 00:09:59.000 --> 00:10:02.000 სილვია ბრაუნი გამონაკლისია. 00:10:02.000 --> 00:10:04.000 გარკვეული კუთხით გამონაკლისი, 00:10:04.000 --> 00:10:07.000 რადგან ჯაიმს რანდის საგანმანათლებლო ფონდი 00:10:07.000 --> 00:10:09.780 1 მილიონ დოლარის პრიზს სთავაზობს ბრუნვად აქციებად, 00:10:09.780 --> 00:10:11.490 რომელიც ძალიან ადვილი მოსაგებია. 00:10:11.490 --> 00:10:14.000 ერთადერთი რაც გესაჭიროებათ, ნებისმიერი პარანორმალური 00:10:14.000 --> 00:10:16.590 ან ზებუნებრივი მოვლენის, ან ძალის არსებობის დამტკიცებაა 00:10:16.590 --> 00:10:18.360 შესაბამისი დაკვირვებების პირობებში. 00:10:18.360 --> 00:10:20.330 1 მილიონი დოლარის მოგება ძალიან მარტივია. 00:10:20.330 --> 00:10:22.700 სილვია ბრაუნი ერთადერთი გამონაკლისია, 00:10:22.700 --> 00:10:25.520 პროფესიონალი ექსტრასენსებიდან 00:10:25.520 --> 00:10:27.910 მთელ მსოფლიოში, 00:10:27.910 --> 00:10:30.000 რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა. 00:10:30.000 --> 00:10:33.000 მან ეს "ლარი კინგის ლაივ" შოუზე გააკეთა CNN-ზე 00:10:33.000 --> 00:10:36.000 ექვს ნახევარი წლის წინ. 00:10:36.000 --> 00:10:39.000 მას მერე მისგან არაფერი გვსმენია. უცნაურია. 00:10:39.000 --> 00:10:42.000 მან თქვა, რომ პირველ რიგში, არ იცის როგორ დამეკონტაქტოს. 00:10:42.000 --> 00:10:43.890 აჰა... 00:10:43.890 --> 00:10:46.770 პროფესიონალ ექსტრასენსს, რომელიც მკვდრებს ესაუბრება, 00:10:47.000 --> 00:10:49.000 მე ვერ მეკონტაქტება? 00:10:49.000 --> 00:10:51.000 (სიცილი) 00:10:51.000 --> 00:10:53.000 თუ შეამჩნიეთ ცოცხალი ვარ. 00:10:53.000 --> 00:10:55.670 კარგად მაინც ვარ. 00:10:56.000 --> 00:10:59.000 ის ვერ დამეკონტაქტა. ახლა ამბობს, რომ არ უნდა დაკონტაქტება, 00:10:59.000 --> 00:11:02.000 რადგან მე უღმერთო ადამიანი ვარ. 00:11:02.000 --> 00:11:04.000 მითუმეტეს უნდა გამომართვა მილიონი დოლარი, 00:11:04.000 --> 00:11:06.000 ასე არაა, სილვია? NOTE Paragraph 00:11:06.000 --> 00:11:09.000 ეს ხალხი სერიოზულად უნდა შევაჩეროთ ახლავე. 00:11:09.000 --> 00:11:11.000 უნდა შევაჩეროთ, რადგან ეს სასტიკი ფარსია. 00:11:11.000 --> 00:11:14.000 ჩვენ ფონდში ხალხი მუდმივად მოდის. 00:11:14.000 --> 00:11:17.000 ისინი ფინანსურად და ემოცირად განადგურებულები არიან, 00:11:17.000 --> 00:11:19.000 რადგან მათ საკუთარი ფული და რწმენა მისცემს 00:11:19.000 --> 00:11:21.000 იმ ხალხს. NOTE Paragraph 00:11:21.000 --> 00:11:23.000 მე რაღაც ტაბლეტები დავლიე დასაწყისში. 00:11:23.000 --> 00:11:25.000 უნდა აგიხსნათ რა იყო ეს. 00:11:25.000 --> 00:11:28.000 ჰომეოპათია, მოდით გავარკვიოთ რა არის ეს. 00:11:28.000 --> 00:11:30.000 გსმენიათ მის შესახებ. 00:11:30.000 --> 00:11:33.000 ეს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია, არა? 00:11:33.000 --> 00:11:36.000 ჰომეოპათია სინამდვილეში შედგება... და ეს სწორედ ის არის. 00:11:36.000 --> 00:11:39.000 ეს Calms Forte-ა. 00:11:39.000 --> 00:11:42.000 32 საძილე ტაბლეტები! დამავიწყდა მეთქვა. 00:11:42.000 --> 00:11:44.000 ახლახანს მივიღე 00:11:44.000 --> 00:11:47.000 ექვსნახევარი დღის შესაბამისი საძილე ტაბლეტები. 00:11:47.000 --> 00:11:49.000 (სიცილი) 00:11:49.000 --> 00:11:51.660 ექვსნახევარი დღე, ეს ნამდვილად ფატალური დოზაა. 00:11:51.660 --> 00:11:53.000 აქვე უწერია: 00:11:53.000 --> 00:11:55.000 "დოზის გადაჭარბების შემთვევაში, 00:11:55.000 --> 00:11:57.560 სასწრაფოდ მიმართეთ მოწამვლის კონტროლის ცენტრს" 00:11:57.560 --> 00:11:59.000 და წერია ნომერი. 00:11:59.000 --> 00:12:01.000 დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება. 00:12:01.000 --> 00:12:03.000 ეს ნამდვილად არ მჭირდება, 00:12:03.000 --> 00:12:05.000 რადგან უკვე ბოლო 8-10 წელია 00:12:05.000 --> 00:12:08.000 ამას ვაკეთებ მაყურებლისთვის 00:12:08.000 --> 00:12:10.000 მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 00:12:10.000 --> 00:12:13.000 ანუ ვიღებ ჰომეოპათიური საძილე საშუალების ფატალურ დოზას. NOTE Paragraph 00:12:13.000 --> 00:12:15.000 რატომ არ მოქმედებს ის ჩემზე? 00:12:15.000 --> 00:12:17.000 (სიცილი) 00:12:17.000 --> 00:12:20.000 (აპლოდისმენტები) 00:12:20.000 --> 00:12:22.000 პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ. 00:12:22.000 --> 00:12:23.630 რა არის ჰომეოპათია? 00:12:23.630 --> 00:12:27.050 ეს არის მუშა წამლის გაზავება 00:12:27.050 --> 00:12:30.320 ავოგადროს მუდმივაზე ბევრად დაბალ დონემდე. 00:12:30.320 --> 00:12:33.966 იმ დონემდე გაზავება, რომ პრეპარატი აღარ რჩება. 00:12:33.966 --> 00:12:35.333 (სიცილი) 00:12:35.333 --> 00:12:38.160 მეგობრებო, ეს მხოლოდ მეტაფორა არაა 00:12:38.160 --> 00:12:40.000 ეს მართლაც ასეა. 00:12:40.000 --> 00:12:42.000 ეს ზუსტად იმის ტოლფასია, 00:12:42.000 --> 00:12:46.000 ერთი 325 მგ ასპირინის ტაბლეტი რომ ავიღოთ, 00:12:46.000 --> 00:12:49.000 ტაჰოს ტბაში ჩავაგდოთ, 00:12:49.000 --> 00:12:52.000 შემდეგ დიდი ჯოხით მოვურიოთ, 00:12:52.000 --> 00:12:54.000 დაველოდოთ დაახლოებით 2 წელი, 00:12:54.000 --> 00:12:57.000 სანამ ხსნარი ერთგვაროვანი არ გახდება 00:12:57.000 --> 00:12:59.000 და შემდეგ როცა თავი აგტკივათ, 00:12:59.000 --> 00:13:02.000 მოსვამთ ამ ტბიდან და უცებ თავის ტკივილი გაგივლით! 00:13:02.000 --> 00:13:04.000 (სიცილი) 00:13:04.000 --> 00:13:07.000 ეს მართლაც ასეა. ასე მუშაობს ჰომეოპათია. NOTE Paragraph 00:13:07.000 --> 00:13:10.000 კიდევ ერთი რასაც ამბობენ... თქვენ მოგეწონებათ... 00:13:10.000 --> 00:13:13.000 არის ის, რომ წამლის რაც უფრო ნაკლები კონცეტრაციაა, 00:13:13.000 --> 00:13:15.220 მით უფრო ძლიერი ეფექტი აქვს ხსნარს. 00:13:15.220 --> 00:13:18.000 თქვენ გსმენიათ იმ ტიპზე ფლორიდიდან. 00:13:18.000 --> 00:13:20.000 საწყალი კაცი, ჰომეპათიურ მკურნალობაზე იყო 00:13:20.000 --> 00:13:22.000 და დოზის გადამეტებისგან მოკვდა. 00:13:22.000 --> 00:13:24.000 მას ტაბლეტის მიღება დაავიწყდა. 00:13:24.000 --> 00:13:26.000 (სიცილი) 00:13:26.000 --> 00:13:29.120 იფიქრეთ ამაზე, იფიქრეთ. 00:13:30.000 --> 00:13:33.400 სასაცილო რამეა, აბსოლუტური სისულელეა. 00:13:33.400 --> 00:13:35.260 არ ვიცი რას ვფიქრობთ, 00:13:35.260 --> 00:13:38.000 როცა ყველა ამ უაზრობის გვჯერა ამდენი წლის მანძილზე. NOTE Paragraph 00:13:38.000 --> 00:13:40.000 ნება მომეცით გითხრათ, 00:13:40.000 --> 00:13:42.000 რომ ჯეიმს რანდის საგანმანათლებლო ფონდმა 00:13:42.000 --> 00:13:44.000 საკმაოდ მსუყე ნადავლი გამოჰკიდა, 00:13:44.000 --> 00:13:46.200 მაგრამ ის ფაქტი, 00:13:46.200 --> 00:13:49.000 რომ არავის მიუღია ეს გამოწვევა 00:13:49.000 --> 00:13:52.170 არ ნიშნავს, რომ მსგავსი ძალები არ არსებობს. 00:13:52.170 --> 00:13:54.000 შეიძლება სადმე არიან. 00:13:54.000 --> 00:13:56.480 შეიძლება ეს ხალხი უბრალოდ ძალიან მდიდარია. 00:13:56.480 --> 00:13:59.090 პრინციპში სილვია ბრაუნის შემთხვევაში ვფიქრობ ასეც არის. 00:13:59.090 --> 00:14:02.510 700 დოლარი 20 წუთიანი სეანსისთვის ტელეფონით 00:14:03.170 --> 00:14:05.640 ეს იურისტზე დიდი შემოსავალია. 00:14:05.640 --> 00:14:08.040 ეს საოცრად დიდი ფულია. 00:14:08.040 --> 00:14:11.040 ალბათ ამ ხალხს არც სჭირდება მილიონი, 00:14:11.040 --> 00:14:13.620 მაგრამ არ ფიქრობთ, რომ მაინც უნდა მიიღონ გამოწვევა, 00:14:13.620 --> 00:14:15.840 მხოლოდ იმიტომ, რომ სულელად გამომიყვანონ? 00:14:15.840 --> 00:14:18.000 ეს უღმერთო კაცი რომ გააჩერონ, 00:14:18.000 --> 00:14:21.000 რომელზეც სილვია ბრაუნი სულ ლაპარაკობს. NOTE Paragraph 00:14:21.000 --> 00:14:23.000 ვფიქრობ ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. 00:14:23.000 --> 00:14:26.000 თქვენი რჩევა ნამდვილად გვჭირდება იმაზე, 00:14:26.000 --> 00:14:29.000 თუ როგორ მივმართოთ ფედერალურ, საშტატო 00:14:29.000 --> 00:14:31.000 და ლოკალურ ხელისუფლებებს, 00:14:31.000 --> 00:14:33.000 რომ რაღაც იღონონ. 00:14:33.000 --> 00:14:36.000 თუ აღმოაჩენთ... რა თქმა უნდა მე მესმის, 00:14:36.000 --> 00:14:38.000 რომ დღესაც გვესაუბრება ხალხი 00:14:38.000 --> 00:14:40.000 შიდსის ეპიდემიაზე, 00:14:40.000 --> 00:14:42.000 მოშიმშილე ბავშვებზე მსოფლიოში 00:14:42.000 --> 00:14:45.000 და წყლის დაბინძურებაზე, რომლისგანაც ხალხი იტანჯება. 00:14:45.000 --> 00:14:47.000 ყველა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, 00:14:47.000 --> 00:14:49.000 კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის 00:14:49.000 --> 00:14:52.000 და რაღაც უნდა ვიღონოთ მათ მოსაგვარებლად, 00:14:52.000 --> 00:14:53.710 მაგრამ ამავე დროს, 00:14:53.710 --> 00:14:56.000 როგორც ართურ კლარკმა თქვა: 00:14:56.000 --> 00:14:58.000 "ადამიანის ტვინის გადაგვარება" 00:14:58.000 --> 00:15:00.000 პარანორმალურის და იდუმალის, 00:15:00.000 --> 00:15:02.000 ზებუნებრივის რწმენის ამბები... 00:15:02.000 --> 00:15:04.000 მთელი ეს უაზრობები... 00:15:04.000 --> 00:15:06.000 ეს შუასაუკონეობრივი აზროვნება... 00:15:06.000 --> 00:15:08.000 ვფიქრობ რაღაც უნდა ვიღონოთ ამაზეც 00:15:08.000 --> 00:15:10.000 და ეს განათლების ამბავია. 00:15:10.000 --> 00:15:12.730 ეს დიდწილად მედიის დამსახურებაა. 00:15:12.730 --> 00:15:17.550 მათ მიერ ყველა სახის უაზრობის სამარცხვინო პოპულარიზაცია, 00:15:18.000 --> 00:15:21.500 რადგან ეს სპონსორებს სიამოვნებთ. 00:15:22.000 --> 00:15:24.000 საბოლოოდ ესაა დოლარების ამბავი. 00:15:24.000 --> 00:15:26.000 ამას უყურებენ მხოლოდ. NOTE Paragraph 00:15:26.000 --> 00:15:28.000 ჩვენ მართლაც უნდა ვუშველოთ ამას რაღაც. 00:15:28.000 --> 00:15:30.000 მზად ვარ მივიღო თქვენი რჩევები 00:15:30.000 --> 00:15:32.000 და მინდა, 00:15:32.000 --> 00:15:35.000 რომ ეწვიოთ ჩვენს საიტს. 00:15:35.000 --> 00:15:38.000 მისამართია www.randi.org. 00:15:38.000 --> 00:15:40.000 შედით და ნახეთ არქივი 00:15:40.000 --> 00:15:42.000 და თქვენ ბევრად უფრო კარგად გაიგებთ, 00:15:42.000 --> 00:15:44.000 თუ რაზე ვისაუბრე დღეს აქ. 00:15:44.000 --> 00:15:46.000 თქვენ ნახავთ ჩანაწერებს 00:15:46.000 --> 00:15:48.640 არაფერი არაა იმაზე უარესი, როცა ბიბლიოთეკაში ზიხართ 00:15:48.640 --> 00:15:50.000 და მოდის ოჯახი 00:15:50.000 --> 00:15:53.000 და ამბობს, რომ დედამ მთელი თავისი ქონება გასცა. 00:15:53.000 --> 00:15:55.000 გაყიდა CD-ები 00:15:55.000 --> 00:15:58.000 გასცა აქციები და სერტიფიკატები, 00:15:58.000 --> 00:16:00.000 ეს მართლაც სამწუხარო მოსასმენია... 00:16:00.000 --> 00:16:03.000 და ეს მათ ოდნავაც არ დაეხმარათ, 00:16:03.000 --> 00:16:05.000 ამან არცერთი პრობლემა არ მოუგვარათ. 00:16:05.000 --> 00:16:07.640 დიახ, ამერიკული ტვინი შეიძლება გადაგვარდეს 00:16:07.640 --> 00:16:10.000 და ასევე ყველა ტვინი მსოფლიოში, 00:16:10.000 --> 00:16:13.550 თუ ჩვენ სერიოზულად არ დავიწყებთ ამაზე ფიქრს. NOTE Paragraph 00:16:14.000 --> 00:16:16.120 ჩვენ ამ ნადავლის შეთავაზება გავაკეთეთ, 00:16:16.120 --> 00:16:18.060 როგორც ვამბობ, ჩამოვუკიდეთ ეს ნადავლი. 00:16:18.060 --> 00:16:20.610 ჩვენ ველოდებით როდის ეცემიან მას ექსტრასენსები. 00:16:20.610 --> 00:16:22.390 პრინციპში, ბევრი ეცემა კიდეც ხოლმე, 00:16:22.390 --> 00:16:24.000 ასობით ყოველ წელს. 00:16:24.000 --> 00:16:26.000 ეს დაუზერები არიან და ხალხი, 00:16:26.000 --> 00:16:28.990 რომელიც ფიქრობს, რომ მათაც შეუძლიათ მკვდრებთან საუბარი. 00:16:28.990 --> 00:16:31.860 მაგრამ ეს გამოუცდელი ხალხია. მათ არ იციან როგორ უნდა გაზომონ 00:16:31.860 --> 00:16:33.000 საკუთარი ე.წ. ძალები 00:16:33.000 --> 00:16:35.000 პროფესიონალები ახლოსაც კი არ გვეკარებიან, 00:16:35.000 --> 00:16:37.000 სილვია ბრაუნის შემთხვევის გარდა, 00:16:37.000 --> 00:16:39.610 რომელზეც ცოტა ხნის წინ გიამბეთ. 00:16:40.000 --> 00:16:43.000 მან მიიღო გამოწვევა და შემდეგ უკან დაიხია. 00:16:43.000 --> 00:16:46.000 ქალბატონებო და ბატონებო, 00:16:46.000 --> 00:16:49.000 მე ჯეიმს რანდი ვარ 00:16:49.000 --> 00:16:52.000 და მე გელოდებით. NOTE Paragraph 00:16:52.000 --> 00:16:54.000 მადლობა. NOTE Paragraph 00:16:54.000 --> 00:16:57.000 (აპლოდისმენტები)