(ჯენეტი - ზინგას ინჟინერი)
პროგრამისტობა ყველას შეუძლია.
ხიფათის მოყვარული უნდა იყოთ,
სწავლა უნდა გინდოდეთ, და ერთი
კარგი იდეა მაინც უნდა გქონდეთ.
ფუნქციებისა და პარამეტრების ასახსნელად
საჭმლის შეკვეთის ანალოგიას გამოვიყენებ.
ვთქვათ, უკვეთავთ სენდვიჩს და სასმელს.
პარამეტრები ასეთი იქნებოდა
რისი სასმელი გინდათ და რამხელა სენდვიჩი.
ამგვარადვე იღებენ
კომპიუტერები პარამეტრებს. თქვენ შეგიძლიათ,
რამხელაა ფიგურა ან
რა ფერისაა ის.
ვთქვათ, გვინდა, დავხატოთ ბევრი სამკუთხედი
სხვადასხვა ზომებით?
ახლა შეგიძლიათ, ფუნქციის დახმარებით
დაბლოკოთ ან ჩაამატოთ რიცხვები
და მიიღოთ სხვადასხვა ზომის ფიგურები.
სამკუთხედის დახატვის ფუნქციაზე ვარსკვლავს
თუ დააჭერთ,
შესაყვან სახელს შესაყვან ბლოკში ჩააგდებთ;
x-ის ადგილას სიგრძეს
თუ ჩაწერთ და ენტერს დააჭერთ,
ფუნქციის სიგრძესაც შეიყვანთ.
ვარსკვვლავს დააჭერთ და დახურავთ.
ახლა ცვლადების კატეგორიას უნდა დააჭიროთ
და სიგრძის ბლოკი წინ სიარულის ბლოკში
უნდა ჩააგდოთ.
ძველი რიცხვის ბლოკი ამოიღეთ და
ახლა უკვე გაქვთ ფუნქციის ბლოკი,
რომელშიც სამკუთხედის
გვერდების სიგრძეების შეყვანა შეგიძლიათ.
ამას ჰქვია პარამეტრებიანი ფუნქცია.
მის გამოსაყენებლად დააჭირეთ
ფუნქციის კატეგორიას
და ამოიღეთ სამკუთხედის დახატვა
სიგრძის ფუნქციით.
ახლა მათემატიკის ბლოკით შეგიძლიათ
სხვადასხვა რიცხვი შეიყვანოთ
და სხვადასხვა ზომის სამკუთხედები
დახატოთ.
სცადეთ და მალე პროგრამირების მხეცი
იქნებით.