საქმიანობა / გასწრობანა პროგრამირებაში გამარჯობა, მე ანა ვარ! დღეს გასწრობანას ვითამაშებთ. ანუ, კოდს დიდი წნეხის ქვეშ დავწერთ, შემდეგ კი გამოვასწორებთ შეცდომებს, რომლებსაც სიჩქარეში მუშაობისას დავუშვებთ. კოდს კვადრატებიან ფურცელზე დავწერთ და გასწრობანას ვითამაშებთ, ვითომ, საბოლოო ვადა გვაქვს. ასე მუშაობისას გუნდები ერთმანეთ შეეჯიბრებიან კოდის წერაში. მოგიწევთ, ჯგუფელების სამუშაო შეამოწმოთ და შეასწოროთ მათი შეცდომები, დაამატოთ თქვენი ისარი და ისევ ჯგუფელთან მიხვიდეთ და ტეგი გაუკეთოთ. პროგრამისტები ცდილობენ, კოდი გამართონ, იპოვონ შეცდომები კოდსა და ალგორითმში. კოდის გამართვის ბევრი გზაა. ყველაზე მარტივი გზაა ნაბიჯ-ნაბიჯ დაკვირვება და შეცდომის პოვნა და გასწორება. აქ უკუ ხელყირას ვაკეთებ, მაგრამ ვეცემი. თითოეულ ნაწილს ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკვირდები და ვხვდები, რა იყო შეცდომა. მწვრთნელმა მაჩენა, რომ მე ხელებს ძელზე არასწორად ვაყრდნობ. მეორეჯერაც ვცადე, ხელი სხვანაირად დავდე და მოვახერხე! სწორად ვქენი! ძალიან გამიხარდა, რომ გავმართე ჩემი უკუ ხელყირა. გამართვა პრობლემების პოვნასა და გასწორებას ნიშნავს. ყოჩაღ, ანა! კარგია!