გვაქვს მინუს 3/4-ს გამოკლებული 7/6 და გამოკლებული 3/6. მრავალი გზა არსებობს ამის ამოსახსნელად. პირველი რასაც ვხედავ არის ბოლო ორი რიცხვის საერთო მნიშვნელი - ექვსი. პირველ რიგში ამას მივხედავ. შევხედავ როგორც მინუს 7/6-ს გამოკლებული 3/6. გვაქვს მინუს 7/6-ს გამოკლებული 3/6, ეს იგივეა, რაც მინუს შვიდს გამოკლებული სამი შეფარდებული ექვსთან. და, რა თქმა უნდა, გვაქვს ეს მინუს 3/4, რომელსაც შევაჯამებთ იმასთან, რაც მივიღებთ. მაშ, ამ ორ გამოსახულებას ვაჯამებთ. უარყოფით შვიდს გამოკლებული სამი იქნება -10 -10 -ს შეფარდებულს ექვსთან ვაჯამებთ უარყოფით 3/4-თან. ახლა კი გავაერთმნიშვნელიანოთ ეს წილადები. მოდით ერთნაირად ჩავწერ. ახლა ვიფიქროთ საერთო მნიშვნლზე. რა არის უმცირესი რიცხვი, რომელიც იყოფა ოთხზეც და ექვსზეც? ალბათ 12 გაგახსენდათ ეგრევე; გაიხსენეთ ოთხის ჯერადები ან ორივე რიცხვის მარტივი მამრავლებს გადახედეთ. რომლებია საერთო მარტივი მამრავლები? ესე იგი, ორჯერ ორი და ორი და სამი. ანუ სამჯერ ორჯერ ორი, ოთხჯერ სამი - 12. გადავწეროთ როგორც რაღაც შეფარდებული 12-თან, პლუს რაღაც შეფარდებული 12-თან. მნიშვნელი ოთხიდან 12-ის მისაღებად გავამრავლეთ 3-ზე. მრიცხველიც სამზე გავამრავლოთ. უარყოფითი სამის სამზე გამრავლებით მივიღებთ უარყოფით ცხრას. მნიშვნელში ექვსიდან 12-ის მისაღებად დაგვჭირდა ორზე გამრავლება. გავამრავლოთ მრიცხველიც ორზე, (იმისთვის რომ წილადის მნიშვნელობა არ შეიცვალოს.) მივიღებთ უარყოფით 20-ს. ახლა მზად ვართ შეჯამებისთვის. საერთო მნიშვნელია 12. და უარყოფით ცხრას დამატებული უარყოფითი 20. შეგვიძლია პირდაპირ გამოკლება დავწეროთ. და ეს შეფარდებული 12-თან ტოლი იქნება-- და აქ ვიმსახურებთ დოლზე დაკვრას და ტაშს. ეს იქნება უარყოფითი 29 შეფარდებული 12-თან. 29 მარტივი რიცხვია და ერთის გარდა საერთო გამყოფები 12-თან არ ექნება. ამიტომ ეს, რაც გვაქვს, ყველაზე გამარტივებული ფორმაა.