გვაქვს მინუს 3/4-ს
გამოკლებული 7/6 და გამოკლებული 3/6.
მრავალი გზა არსებობს ამის ამოსახსნელად.
პირველი რასაც ვხედავ არის
ბოლო ორი რიცხვის საერთო მნიშვნელი - ექვსი.
პირველ რიგში ამას მივხედავ. შევხედავ
როგორც მინუს 7/6-ს გამოკლებული 3/6.
გვაქვს მინუს 7/6-ს გამოკლებული 3/6,
ეს იგივეა, რაც მინუს შვიდს
გამოკლებული სამი შეფარდებული ექვსთან.
და, რა თქმა უნდა, გვაქვს ეს მინუს 3/4,
რომელსაც შევაჯამებთ იმასთან, რაც მივიღებთ.
მაშ, ამ ორ გამოსახულებას ვაჯამებთ.
უარყოფით შვიდს გამოკლებული სამი იქნება -10
-10 -ს შეფარდებულს ექვსთან
ვაჯამებთ უარყოფით 3/4-თან.
ახლა კი გავაერთმნიშვნელიანოთ ეს წილადები.
მოდით ერთნაირად ჩავწერ.
ახლა ვიფიქროთ საერთო მნიშვნლზე.
რა არის უმცირესი რიცხვი,
რომელიც იყოფა ოთხზეც და ექვსზეც?
ალბათ 12 გაგახსენდათ ეგრევე;
გაიხსენეთ ოთხის ჯერადები
ან ორივე რიცხვის მარტივი მამრავლებს გადახედეთ.
რომლებია საერთო მარტივი მამრავლები?
ესე იგი, ორჯერ ორი და ორი და სამი.
ანუ სამჯერ ორჯერ ორი, ოთხჯერ სამი - 12.
გადავწეროთ როგორც რაღაც შეფარდებული
12-თან, პლუს რაღაც შეფარდებული 12-თან.
მნიშვნელი ოთხიდან 12-ის
მისაღებად გავამრავლეთ 3-ზე.
მრიცხველიც სამზე გავამრავლოთ.
უარყოფითი სამის სამზე
გამრავლებით მივიღებთ უარყოფით ცხრას.
მნიშვნელში ექვსიდან 12-ის
მისაღებად დაგვჭირდა ორზე გამრავლება.
გავამრავლოთ მრიცხველიც ორზე, (იმისთვის
რომ წილადის მნიშვნელობა არ შეიცვალოს.)
მივიღებთ უარყოფით 20-ს.
ახლა მზად ვართ შეჯამებისთვის.
საერთო მნიშვნელია 12.
და უარყოფით ცხრას დამატებული უარყოფითი 20.
შეგვიძლია პირდაპირ გამოკლება დავწეროთ.
და ეს შეფარდებული 12-თან ტოლი იქნება--
და აქ ვიმსახურებთ დოლზე დაკვრას და ტაშს.
ეს იქნება უარყოფითი 29 შეფარდებული 12-თან.
29 მარტივი რიცხვია და ერთის
გარდა საერთო გამყოფები 12-თან არ ექნება.
ამიტომ ეს, რაც გვაქვს,
ყველაზე გამარტივებული ფორმაა.