WEBVTT 00:00:00.641 --> 00:00:05.038 რეჯინამ ველოსიპედით სახლიდან სკოლამდე 2 მთელი 1/4 კილომეტრი გაიარა, 00:00:05.038 --> 00:00:08.604 შემდეგ კი 1 მთელი 5/8 კილომეტრი - თავისი მეგობრის სახლამდე. 00:00:08.604 --> 00:00:11.454 რამდენი კილომეტრი გაიარა რეჯინამ საერთო ჯამში? 00:00:11.454 --> 00:00:16.908 მან თავდაპირველად გაიარა ორი მთელი 1/4 კილომეტრი, 00:00:16.908 --> 00:00:22.801 შემდეგ კი ერთი მთელი 5/8 კილომეტრი. 00:00:22.801 --> 00:00:27.772 ჯამი იქნება თუ რამდენი კილომეტრი გაიარა მან სულ. 00:00:27.772 --> 00:00:31.392 ავიღოთ ჯამი. ვიცით, რომ მთელი ნაწილები პირდაპირ იკრიბება 00:00:31.392 --> 00:00:35.919 ეს იგივეა, რაც ორს პლუს 1/4 პლუს ერთი პლუს 5/8 00:00:35.919 --> 00:00:39.154 შეგვიძლია შევცვალოთ თანმიმდევრობა. 00:00:39.154 --> 00:00:43.489 ესეიგი, ვკრებთ ერთსა და ორს -- აქეთ დავწერ -- 00:00:43.489 --> 00:00:54.005 ორს პლუს ერთი არის სამი, შემდეგ კი ვკრებთ 1/4-სა და 5/8-ს. 00:00:54.005 --> 00:00:59.462 ამ წილადების შესაკრებად საჭიროა ოთხისა და რვის უმცირესი საერთო ჯერადის პოპვნა 00:00:59.462 --> 00:01:03.435 ეს იქნება ჩვენი მნიშვნელი. 00:01:03.435 --> 00:01:12.358 რვა იყოფა რვაზეც და ოთხზეც, 00:01:12.358 --> 00:01:18.518 ამიტომ უმცირესი საერთო ჯერადი ოთხისა და რვისთვის იქნება რვა. 00:01:18.518 --> 00:01:21.372 ცხადია, 5/8 დარჩება როგორც 5/8. 00:01:21.372 --> 00:01:23.774 აქ კი გვჭირდება მნიშვნელში ოთხის მაგივრად რვა იყოს. 00:01:23.774 --> 00:01:26.572 ამისთვის მნიშვნელი გავამრავლოთ ორზე, შემდეგ კი 00:01:26.572 --> 00:01:30.488 მრიცხველიც გავამრავლოთ ორზე. ერთჯერ ორი არის ორი. 00:01:30.488 --> 00:01:33.571 ცხადია, აქ ეს სამიანი გვაქვს, 00:01:33.571 --> 00:01:37.748 ამიტომ ორ მთელ 1/4-ს პლუს ერთი მთელი 5/8 იგივეა, რაც ეს გამოსახულება, 00:01:37.748 --> 00:01:43.868 ეს კი უდრის -- გვაქვს სამიანი, პლუს 00:01:43.868 --> 00:01:49.041 მნიშვნელში რვა, მრიცხველში კი ორს პლუს ხუთი, 00:01:49.041 --> 00:01:50.720 ანუ 7/8. 00:01:50.720 --> 00:01:55.188 ეს ტოლი იქნება სამი მთელი 7/8 კილომეტრის. 00:01:55.188 --> 00:01:58.355 ესეიგი მან ჯამში გაიარა სამი მთელი 7/8 კილომეტრი. 00:01:58.355 --> 00:02:00.506 ერთ რაღაცას მინდა გავუსვა ხაზი. 00:02:00.506 --> 00:02:02.485 აქამდე, როცა შერეულ წილადებს ვკრებდით, 00:02:02.485 --> 00:02:05.304 წილადი ყოველთვის წესიერი გამოდიოდა. 00:02:05.304 --> 00:02:07.739 მრიცხველი ყოველთვის მნიშვნელზე ნაკლები იყო. 00:02:07.739 --> 00:02:13.055 გავაკეთოთ მაგალითი, როცა მრიცხველი არაა მნიშვნელზე ნაკლები. 00:02:13.055 --> 00:02:24.604 ვთქვათ, გვაქვს ერთ მთელ 5/8-ს პლუს ორი მთელი 4/8. 00:02:24.604 --> 00:02:28.772 მთელი ნაწილების ჯამი არის ერთს პლუს ორი, ანუ სამი. 00:02:28.772 --> 00:02:35.321 5/8 პლუს 4/8 არის 9/8, 00:02:35.321 --> 00:02:38.422 ესეიგი მივიღეთ 3-ს პლუს 9/8. 00:02:38.422 --> 00:02:42.345 უცნაური ჩანს იმისი თქმა, რომ ეს იგივეა რაც სამი მთელი 9/8, 00:02:42.345 --> 00:02:45.515 რადგან გვაქვს შერეული რიცხვი და არაწესიერი წილადი. 00:02:45.515 --> 00:02:47.522 თუ გვინდა რომ გვქონდეს შერეული რიცხვი, 00:02:47.522 --> 00:02:50.484 სასურველია წილადი წესიერი იყოს. 00:02:50.484 --> 00:02:52.689 ამიტომ საჭიროა 9/8-ის წესიერ წილადად გადაქცევა. 00:02:52.689 --> 00:02:59.221 ვიცით, რომ 9/8 იგივეა, რაც ერთი მთელი 1/8. 00:02:59.221 --> 00:03:04.621 რვა ცხრაში ერთხელ მოთავსდება, ნაშთი ერთია, ამიტომ გამოვა ერთი მთელი 1/8. 00:03:04.621 --> 00:03:08.639 ესეიგი ეს იგივეა, რაც სამს პლუს ერთი მთელი 1/8. 00:03:08.639 --> 00:03:10.439 შეგვიძლია მთელი ნაწილები შევკრიბოთ. 00:03:10.439 --> 00:03:14.422 სამს პლუს ერთი არის ოთხი და კიდევ გვაქვს 1/8. 00:03:14.422 --> 00:03:16.244 გამოვიდა ოთხი მთელი 1/8. 00:03:16.244 --> 00:03:21.094 ეს იყო ისეთი შემთხვევის მაგალითი, როცა მიღებულ პასუხში წილადი არაწესიერია.