თქვენ უკვე ისწავლეთ თუ როგორ
უნდა ცვლადების შექმნა და გამოყენება.
ახლა შევისწავლით სპეციალურ ცვლადებს:
mouseX და mouseY.
ამ ცვლადების შექმნა
თქვენ არასდროს მოგიწევთ,
არც უნდა სცადოთ,
რადგან ისინი უკვე არსებობენ.
პროგრამა ამ ცვლადებს
მნიშვნელობებს თვითონ ანიჭებს,
ისე, რომ mouseX ყოველთვის
შეესაბამებოდეს თქვენი მაუსის x პოზიციას,
mouseY კი ყოველთვის
შეესაბამებოდეს თქვენი მაუსის y პოზიციას.
ეს საშუალებას იძლევა
ძალიან მაგარი რაღაცები ვაკეთოთ
თქვენი მაუსის პოზიციის მიხედვით.
დავუკვირდეთ ელიფსს რომელიც აქ დავხატე.
ახლა ეს ელიფსი 200, 200-ზე არის დახატული.
თუ გამოვიყენე mouseX და mouseY ცვლადები,
მაშინ შემეძლება მისი mouseX
და mouseY კოორდინატებზე დახატვა.
თუ ჩემს მაუსს ტილოზე გადავიტან, მაშინ
ელიფსი ყოველთვის იქ დაიხატება სადაც მაუსია
დაჰყვება მაუსს.
-- მაგარია, აბა რას ვხატავ? --
თუ აპირებთ mouseX და mouseY-ს
გამოყენებას, არ უნდა დაგავიწყდეთ,
რომ ისინი უნდა
გამოიყენოთ draw = function()-ში.
ვნახოთ რა მოხდება თუ თუ ამ
ორ ხაზს draw = function()-დან გავიტანთ.
ხედავთ?
ეს კოდი მხოლოდ ერთხელ ეშვება,
ანუ ელიფსი იხატება მხოლოდ ერთხელ,
იხატება იქ, სადაც მაუსი
იყო პროგრამის გაშვებისას.
სწორედ ამიტომ არის საჭირო
მისი draw = function()-ში ჩაწერა,
ამ ფუნქციის გამოძახება განმეორებითად
ხდება პროგრამის მიმდინარეობისას.
გვინდა რომ გამოძახებისას
ფუნქციამ შეხედოს მაუსის კოორდინატებს,
ანუ mouseX და mouseY-ს
და ელიფსს ეს კოორდინატები მიანიჭოს.
თუ დაუფიქრდებით,
ეს ძალიან ჰგავს ანიმაციას,
უბრალოდ დროში იცვლება განსხვავებულად.
ახლა უკვე ბევრი რამ შეგვიძლია.
რა მოხდება თუ mouseX და
mouseY-ზე დახატვის მაგივრად,
დავხატავ mouseX-ზე, მაგრამ
mouseY-ს დავაფიქსირებ, მაგალითად, 300-ზე?
ახლა ელიფსი მხოლოდ
მაუსის x კოორდინატს მიჰყვება,
y კოორდიანტს კი ყურადღებას არ აქცევს.
მაშინ, რა მოხდება თუ
დავხატავ mouseX და mouseY-ზე,
მაგრამ წავშლი ფონს?
-- კომენტარად ვაქცევ --
ახლა უკვე რაღაც ფუნჯივით გამოვიდა.
ძალიან მაგარია.
შემილძლია ცვლადებიც
შევცვალო -- დავაბრუნებ ფონს --
აქ ამ ცვლადებს შევცვლი,
mouseX და mouseY და ვნახავ რა მოხდება.
ეს უკვე ძალიან უცნაურია.
თითქოს მაუსი იმის
საპირისპიროს აკეთებს რაც მე მინდა.
მაგრამ ესეც საინტერესოა,
შეგიძლიათ, შექმნათ თამაში,
რომელშიც თქვენი
მიზანი იქნება რაიმეს დახატვა,
ოღონდ მაუსის შებრუნებული ფუნქციებით.
ეს ყველაფერია რაც შეეხება
mouseX და mouseY-ს. ისიამოვნეთ!