გვთხოვენ, გამოვთვალოთ გამოსახულება, a-ს კვადრატს დამატებული 10b, გამოკლებული 8, როცა a უდრის შვიდს და b უდრის უარყოფით ოთხს. რომ გამოვთვალოთ გამოსახულება, ნამდვილად გვჭირდება a შევცვალოთ შვიდით და b შევცვალოთ უარყოფითი ოთხით. რადგან გვეუბნებიან, გამოვთვალოთ ეს, როცა a უდრის შვიდს და b უდრის უარყოფით ოთხს. მოდით, გავაკეთოთ. ყველგან, სადაც a-ს ვხედავთ გამოსახულებაში, უნდა ჩავსვათ 7. a-ს კვადრატის ნაცვლად, უნდა დავწეროთ შვიდის კვადრატს დამატებული ათჯერ b. მაგრამ b-ს ნაცვლად აქ ჩავანაცვლებთ უარყოფითი ოთხით. ასე რომ, ათჯერ უარყოფითი 4, b-ს ნაცვლად, აი, აქ. შემდეგ გვაქვს გამოკლებული 8. ახლა უბრალოდ უნდა გამოვთვალოთ ეს. შვიდი კვადრატში არის 49 და ათჯერ უარყოფითი 4, დაიმახსოვრეთ მოქმედებების თანმიმდევრობა. გამრავლება ხდება დამატებამდე, ამიტომ, უნდა გავამრავლოთ ეს. ათჯერ უარყოფითი 4 არის უარყოფითი 40. ამას დამატებული უარყოფითი 40, და შემდეგ გვაქვს გამოკლებული 8, აი, აქ. ამგვარად, მივიღეთ 49-ს დამატებული უარყოფითი 40, რაც არის იგივე 49-ს გამოკლებული 40, იქნება ცხრა. შემდეგ 8 უნდა გამოვაკლოთ ამას. და მივიღებთ ერთს. 49-ს გამოკლებული 40 არის 9 და გამოკლებული 8 არის 1. ჩვენ დავასრულეთ. ჩვენ გამოვთვალეთ გამოსახულება, როცა a უდრის შვიდს და b უდრის უარყოფით ოთხს.