გამრჯობა, მე მქვია ელისი - მე ვარ Code.org-ის სერვისისა და პროგრამირების გუნდის წამყვანი. მე ვმუშაობდი ზუსტად ამ ტუტორიალზე - რომელსაც თქვენ ახლა გადიხართ. აი, ბოლო დონეც დაასრულეთ. გილოცავთ! თქვენ ისწავლეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ ვარსკვლავური ომების საკუთარი თამაშის შესაქმნელად. მეტი არც ინსტრუქციები და არც თავსატეხებია დარჩენილი. ახლა შეგიძლიათ საკუთარი თამაში შექმნათ და თქვენით აირჩიოთ, როგორი იქნება ის. ამის გარდა, რამდენიმე ახალი ხმა და ბრძანებაც გაქვთ. [ლაპარაკობენ მოსწავლეები] მოკლედ, ჩვენ შევქმენით თამაში, რომელშიც გოჭების დაჭერისას ქულები გიგროვდებათ. ხრიკი იმაშია, რომ ყოველჯერ, როცა გოჭს იჭერთ, ჩნდება შტორმტრუპერი. ბოლოს, მთელი ეკრანი სავსეა პაფერ და როცა მათგან 10,000-ს შეეხებით, იგებთ. [საუბრობენ სტუდენტები] ჩვენ შევქმენით თამაში, რომლის წაგებაც შეუძლებელია და ყველფარი, რასაც კლავთ, გაძლევთ ქულებს. ორ ღილაკსა დგილები შევუცვალე: როცა აჭერთ ზემოთ, პერსონაჟი მიდის ქვემოთ და როცა აჭერთ მარჯვნივ, პერსონაჟი მიდის მარცხნივ. ეს მართლა რთულია! ხანდახან არც თუ ისე სამართლიანი უპირატესობა აქვთ თამაშის დეველოპერებს - აი, მაგალითად, როგორიც მე მქონდა! როცა მორჩებით თამაშის შექმნას, აირჩიეთ "გაზიარება" და გაუგზავნეთ ბმული თქვენს მეგობრებს ან ითამაშეთ თქვენი თამაში მობილურზე. გაერთეთ!