მოგესალმებით კოდის ერთ საათზე...
მე ვარ ქეთლი კენედი, ვარსკვლავური ომების
პროდიუსერი. დღეს თქვენ
იმუშავებთ ჩვენს ერთ–ერთ ვარსკვლავთან, BB-8–სთან.
BB-8 არის სფერული დროიდი. ყველაფერი, რასაც იგი აკეთებს,
მისი ყოველი მოძრაობა იმართება კომპიუტერული
პროგრამით. კომპიუტერული მეცნერება გავლენას
ახდენს ყველა ინდუსტრიაზე, მარკეტინგინდან
ჯანდაცვამდე, კინომდე. ფაქტობრივად, ასობით
პროგრამისტი მუშაობს ერთად ვარსკვლავური
ომების მსგავსი ფილის შესაქმნელად.
სალამი, მე ვარ რეიჩელ როუზი. ILM–ის უფროსი
R&D ინჟინერი ვარ და ვხელმძღვანელობს ანიმაციისა
და შემოქმედების გუნდს. მეშვიდე ეპიზოდში მე
ვეხმარები მხატვრებს შექმნან მოწყობილობები,
რომლებიც იმოძრავებს და შორეული გალაქტიკის
პერსონაჟებს
უფრო რეალისტურს გახდის. შემდეგ ერთი
საათის გამავლობაში ჩვენ შევქმნით
ვარსკვლავური ომების ჩვენს საკუთარ თამაშს,
რომელიც თან პროგრამირების საფუძვლებს გასწავლით.
ძირითადად პროგრამირება სულ ტექსტია, მაგრამ
ჩვენ ბლოკებს გამოვიყენებთ, გადავიტანთ და დავდებთ
მათ და ასე დავწერთ პროგრამას. ჯერ რეისთან
ვუმუშავებთ და ვასწავლით BB-8–ს სიარულს და
ნაგლეჯების მოგროვებას. ხედავთ,
რომ ეკრანი სამ ნაწილადაა დაყოფილი.
მარცხნივ არის სათამაშო სივრცე, სადაც
გაეშვება კოდი. ყოველი დონის ინსტრუქციები
სათამაშო სივრცის ქვემოთ არის მოცემული.
შუა სივრცე არის სამუშაო ინსტრუმენტებისა – ყოველი ბლოკი
არის BB-8–ისთვის გასაგები ბრძანება.
თეთრი სივრცე არის სამუშაო სივრცე,
სადაც ჩვენს პროგრამას შევქმნით.
რა მოხდება, თუ სამუშა სივრცეში გადავიტან
ბლოკს moveLeft ? BB-8 ერთი ბლოკით მარცხნივ გადავა.
დავუშვათ, მინდა რომ BB-8-მ კიდევ რაღაც
გააკეთოს მარცხნივ გადასვლის შემდეგ. კიდევ
ერთ ბლოკს დავუმატებ ჩვენს პროგრამას.
ვირჩევ moveUp ბლოკს და გადამაქვს იგი
moveLeft ბლოკის ქვემოთ, სანამ არ გაჩნდება
განათებული ზოლი. შემდეგ ბლოკს ვუშვებ და
ბლოკები ერთმანეთს ემაგრება.
როცა დავაჭერ გაშვებას, BB-8 შეასრულებს
ბრძანებებს ზემოდან ქვემოთ მიმდევრობით.
თუ ოდესმე ბლოკის წაშლა მოგინდათ,
უბრალოდ მოაშორეთ იგი მწკრივს და
გადაიტანეთ უკან, ინსტრუმენტებში. გაშვების
შემდეგ ყოველთვის შეგიძლიათ დაიწყოთ თავიდან
და BB-8 საწყის პოზიციაზე დააბრუნოთ.
ახლა კი დავიწყოთ!