აქ მოცემულია 12 ცალი კამფეტი, ყავისფრად შეღებილები გარედან შოკოლადითაა დაფარული ხოლო რომლებსაც ასო C აწერიათ, შიგნით ქოქოსს შეიცავენ მაგალითად, ეს კამფეტი გარედან შოკოლადითაა დაფარული, თუმცა ქოქოსს არ შეიცავს ხოლო ეს კი გარედან თან შოკოლადითაა დაფარული და თანაც ქოქოსსაც შეიცავს ეს შოკოლადით არ არის დაფარული, თუმცა ქოქოსს შეიცავს ეს კი არც შოკოლადითაა დაფარული და არც ქოქოსს შეიცავს მინდა, რომ ამ ინფორმაციის წარმოჩენის ხერხი ვიპოვო ეს შეგვიძლია ვენის დიაგრამის დახმარებით ჯერ ვხაზავთ მართკუთხედს, რომელიც შეიცავს ყველაფერს, ამ შემთხვევაში ყველა კამფეტს რომ შევკრიბოთ მასში შემავალი წევრები, 12 უნდა მივიღოთ ახლა ჩავხაზავ წრეებს, რათა გამოვხატო ის ჯგუფები, რომელიც მე მაინტერესებს ვთქვათ, ეს წრე იყოს შოკოლადიანი კამფეტების ჯგუფი ხოლო ეს ქოქოსიანი კამფეტების კომპლექტი. ორივე წრეს ერთი სიდიდისას დავხატავ იმის მიუხედავად, რომ შოკოლადიანების კომპლექტი უფრო დიდი გამოდის ახლა შეგვიძლია, შევავსოთ რამდენი კამფეტია ისეთი, რომ შოკოლადი ქონდეთ, მაგრამ ქოქოსი არა? დავითვალოთ, ასეთი იქნება ექვსი. ექვსს აქვს შოკოლადი მაგრამ არ აქვს ქოქოსი ამიტომ ამ სექციაში ექვსი ცალი მოხვდება ეს მთლიანი წრე არ არის, მხოლოდ მისი ნაწილია რომელიც მწვანედ გავაფერადე რამდენს აქვს შოკოლადი და ქოქოსი ერთად? დავითვალოთ, სამს სამს ექნება შოკოლადიც და ქოქოსიც. ეს იქნება ორი წრის გადაკვეთა ეს სამი ორივე წრეში შედის, მათ შოკოლადიც აქვთ და ქოქოსიც სულ რამდენს აქვს შოკოლადი? ექვსს პლუს სამს, ცხრას ახლა გავიგებთ თუ სულ რამდენს აქვს ქოქოსი რამდენს აქვს ქოქოსი და არ აქვს შოკოლადი? აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთს ეს ერთი ამ ნაწილს წარმოადგენს სულ რამდენი ქოქოსიანი კამფეტია? ერთს პლუს სამი, ოთხი ექვსს პლუს სამი პლუს ერთი მხოლოდ 10-ია რა ვუყოთ დანარჩენ ორს? ისინი არც შოკოლადს შეიცავენ და არც ქოქოსს. ამიტომ შემიძლია, ისინი აქ ჩავსვა ასე შეგვიძლია ამ ინფორმაციის წარმოჩენა, თუ რამდენი შეიცავს ქოქოსს, შოკოლადს ან არცერთს თუმცა ეს სხვანაირადაც შეგვიძლია, მაგალითად, ორმხრივი ცხრილით ვერტიკალურ ღერძზე აღვნიშნოთ "შოკოლადი აქვს" და "შოკოლადი არ აქვს" ჰორიზონტალურ ღერძზე კი აღვნიშნოთ "ქოქოსი აქვს" და "ქოქოსი არ აქვს" დავხაზავ ცხრილს ახლა შევავსოთ, რამდენი შევა ამ უჯრაში? ანუ, რამდენს აქვს თან შოკოლადი თან ქოქოსი ვიცით, რომ ასეთი სამი იქნება, ამიტომ, ჩავწეროთ ამ უჯრაში უნდა ჩავწეროთ ისეთები, რომლებსაც შოკოლადი აქვთ, მაგრამ ქოქოსი არ აქვთ ასეთი არის ეს ექვსი ცალი, ჩავწეროთ ამ უჯრაში უნდა ჩავწეროთ ისინი, რომლებსაც შოკოლადი არ აქვთ, მაგრამ ქოქოსი აქვთ ასეთი კი ერთია აქ უნდა ჩავწეროთ უქოქოსო და უშოკოლადო. ასეთი ორი იქნება ასევე, შეგვიძლია, ცხრილში აღვნიშნოთ, თუ სულ რამდენია მოცემულ კატეგორიაში ვერტიკალურად სამს პლუს ერთი ოთხია ექვსს პლუს ორი რვაა ეს ოთხი არის ის კამფეტები, რომლებსაც ქოქოსი აქვთ, შოკოლადიანები და უშოკოლადოებიც ეს რვა კი არის უქოქოსო კამფეტების ჯამი ეს იქნება ამ ექვსს პლუს ორი ჰორიზონტალურად: სამს პლუს ექვსი ცხრაა, ერთს პლუს ორი კი სამი ცხრა აღნიშნავს შოკოლადიანების ჯამს, სამი კი უშოკოლადოების ჯამს.