1 00:00:08,380 --> 00:00:09,561 მადლობა. 2 00:00:16,270 --> 00:00:21,200 ერთ დროს ცხოვრობდა ინდოეთის მეფე, მაჰარაჯა და მის დაბადების დღეზე ბრძანება გაიცა, 3 00:00:21,200 --> 00:00:24,200 რომ ყველა ბელადს, მეფის შესაფერისი საჩუქარი უნდა მოეტანა. 4 00:00:24,400 --> 00:00:28,370 ზოგმა სუფთა აბრეშუმი მოიტანა, ვიღაცამ მშვენიერი ხმლები, 5 00:00:28,370 --> 00:00:29,490 ზოგმა კი - ოქრო. 6 00:00:29,490 --> 00:00:32,549 ბოლოს მოვიდა ნაოჭიანი პატარა მოხუცი კაცი, 7 00:00:32,549 --> 00:00:36,630 რომელმაც სოფლიდან მრავალი დღე ზღვით იარა. 8 00:00:36,630 --> 00:00:41,150 მოსულს მეფის შვილმა ჰკითხა: "რა საჩუქარი მოუტანე მეფეს?" 9 00:00:41,457 --> 00:00:44,750 მოხუცმა კაცმა ძალიან ნელა გაშალა ხელი და გამოაჩინა 10 00:00:44,750 --> 00:00:49,600 ძალიან ლამაზი ნიჟარა, იასამნისფერი, ყვითელი, წითელი და ლურჯი ხვეულებით. 11 00:00:50,160 --> 00:00:51,380 მეფის შვილმა უთხრა: 12 00:00:51,460 --> 00:00:54,400 "ეს მეფის შესაფერისი საჩუქარი არაა! ეს რა საჩუქარია?" 13 00:00:54,600 --> 00:00:57,400 მოხუცმა ნელა ახედა და უთხრა: 14 00:00:57,590 --> 00:01:00,750 "გრძელი გზა... საჩუქრის ნაწილი" 15 00:01:01,060 --> 00:01:02,560 (სიცილი) 16 00:01:02,900 --> 00:01:05,970 ცოტა ხანში საჩუქარს გაჩუქებთ. 17 00:01:05,970 --> 00:01:08,270 საჩუქარს, რომელის გავრცელებაც ვფიქრობ ღირს. 18 00:01:08,290 --> 00:01:10,050 თუმცა, მანამდე ნება მომეცით 19 00:01:10,050 --> 00:01:11,960 ჩემს გრძელ გზაზე წაგიყვანოთ. 20 00:01:12,160 --> 00:01:13,740 როგორც უმეტესობა თქვენგანი, 21 00:01:13,740 --> 00:01:15,320 მეც ცხოვრება პატარაობაში დავიწყე. 22 00:01:15,320 --> 00:01:17,600 რამდენმა დაიწყეთ თქვენი ცხოვრება როგორც პატარამ? 23 00:01:17,600 --> 00:01:18,590 ახალგაზრდა დაიბადეთ? 24 00:01:18,740 --> 00:01:20,500 დაახლოებით ნახევარმა... კარგი... 25 00:01:20,570 --> 00:01:21,590 (სიცილი) 26 00:01:21,820 --> 00:01:24,910 დანარჩენები? ზრდასრულები დაიბადეთ? 27 00:01:25,060 --> 00:01:27,640 უჰ, თქვენს დედას ვნახავდი! 28 00:01:27,820 --> 00:01:29,460 დაუჯერებლობას რაც შეეხება! 29 00:01:30,560 --> 00:01:34,740 პატარობაში ყოველთვის მქონდა შეუძლებელი რამეების კათების ხიბლი. 30 00:01:35,620 --> 00:01:38,880 დღეს ის დღეა, რომელსაც ბევრი წელი ველოდი 31 00:01:38,880 --> 00:01:41,000 რადგან დღეს ის დღეა, როცა თქვენ თვალწინ, 32 00:01:41,020 --> 00:01:43,620 შეუძლებელი უნდა ვცადო 33 00:01:43,620 --> 00:01:45,460 სწორედ აქ TEDxMaastricht-ზე. 34 00:01:45,800 --> 00:01:48,160 ვაპირებ დასასრულის გათქმით დავიწყო 35 00:01:48,760 --> 00:01:50,880 ვაპირებ დასასრულის გათქმით დავიწყო 36 00:01:51,220 --> 00:01:52,640 და ვაპირებ დაგიმტკიცოთ, 37 00:01:52,640 --> 00:01:54,940 რომ შეუძლებელი არ არის შეუძლებელი. 38 00:01:55,300 --> 00:01:58,210 და ვაპირებ დავასრულო საჩუქრით, რომლის გავრცელებაც ღირს. 39 00:01:58,210 --> 00:02:01,730 ვაპირებ გაჩვენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შეუძლებელი თქვენ ცხოვრებაში. 40 00:02:02,660 --> 00:02:05,420 შეუძლებელის შეძლების გზაზე აღმოვაჩინე, 41 00:02:05,420 --> 00:02:08,229 რომ მსოფლიოში ყველა ადამიანს ორი უნივერსალური რამ აქვს. 42 00:02:08,229 --> 00:02:09,870 ყველას აქვს შიშები 43 00:02:09,870 --> 00:02:11,960 და ყველას აქვს ოცნებები. 44 00:02:12,900 --> 00:02:17,560 შეუძლებელის შეძლების გზაზე აღმოვაჩინე სამი რამ, 45 00:02:17,560 --> 00:02:20,100 რაც ვაკეთე ცხოვრებაში 46 00:02:20,110 --> 00:02:23,290 და რამაც შეუძლებელი შემაძლებინა: 47 00:02:24,040 --> 00:02:27,250 დოჯბოლი, ან "Trefbal" (თამაში ბურთის მორტყმაზე/თავის არიდებაზე) 48 00:02:27,290 --> 00:02:28,360 სუპერმენი, 49 00:02:28,460 --> 00:02:29,350 და კოღო. 50 00:02:29,350 --> 00:02:31,040 ეს არის ჩემი სამი საკვანძო სიტყვა. 51 00:02:31,040 --> 00:02:33,500 ახლა იცით რატომ შევძელი შეუძლებელი ცხოვრებაში. 52 00:02:33,610 --> 00:02:36,220 მაშ, ვაპირებ სამოგზაუროდ წაგიყვანოთ ჩემ გრძელ გზაზე 53 00:02:36,320 --> 00:02:38,680 შიშებიდან ოცნებებამდე, 54 00:02:38,740 --> 00:02:40,980 სიტყვებიდან ხმლებამდე, 55 00:02:41,160 --> 00:02:42,740 დოჯბოლებიდან 56 00:02:42,850 --> 00:02:44,020 სუპერმენობამდე 57 00:02:44,020 --> 00:02:45,340 კოღოებამდე, 58 00:02:45,800 --> 00:02:47,360 და ვიმედოვნებ გაჩვენოთ, 59 00:02:47,360 --> 00:02:49,900 თუ როგორ შეძლოთ შეუძლებელი თქვენ ცხოვრებაში. 60 00:02:52,480 --> 00:02:54,934 2007 წლის 4 ოქტომებრი, 61 00:02:55,840 --> 00:02:58,120 გული სწრაფად მიცემდა, მუხლები მიკანკალებდა 62 00:02:58,120 --> 00:02:59,460 როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის 63 00:02:59,460 --> 00:03:00,930 სანდერსის თეატრის სცენაზე 64 00:03:01,040 --> 00:03:03,240 გავდგი ფეხი 65 00:03:03,240 --> 00:03:06,160 2007 წლის იგნობელის (Ig Nobel) პრემიის მისაღებად 66 00:03:06,160 --> 00:03:08,450 სამედიცინო სამეცნიერო სტატიისთვის, 67 00:03:08,450 --> 00:03:10,700 რომლის თანაავტორიც ვიყავი სახელად "ხმლის ყლაპვა 68 00:03:10,700 --> 00:03:12,050 და მისი გვერდითი მოვლენები" 69 00:03:12,050 --> 00:03:13,275 (სიცილი) 70 00:03:13,840 --> 00:03:17,880 ის გამოქვეყნდა პატარა ჟურნალში, რომელიც იქამდე არასდროს წამეკითხა 71 00:03:18,460 --> 00:03:20,419 "British Medical Journal"-ში 72 00:03:21,360 --> 00:03:24,740 და ჩემთვის ეს იყო შეუძლებელი ოცნების ახდენა. 73 00:03:24,900 --> 00:03:28,120 ეს მოულოდნელი სიურპრიზი იყო ჩემნაირი ადამიანისთვის. 74 00:03:28,130 --> 00:03:31,459 ეს დაუვიწყარი პატივი იყო. 75 00:03:31,459 --> 00:03:34,539 მაგრამ ეს არ იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი. 76 00:03:35,540 --> 00:03:37,640 1967 წლის 4 ოქტომბერს 77 00:03:38,020 --> 00:03:40,260 ეს შეშინებული, მორცხვი, გამხდარი, სუსტი ბავშვი 78 00:03:41,100 --> 00:03:43,120 ძლიერი შიშებისგან იტანჯებოდა. 79 00:03:43,460 --> 00:03:45,579 როცა სცენაზე გასასვლელად ემზადებოდა, 80 00:03:45,579 --> 00:03:47,234 გული სწრაფად უცემდა, 81 00:03:47,500 --> 00:03:49,162 მუხლები უკანკალებდა. 82 00:03:49,780 --> 00:03:52,440 მან გააღო პირი, რომ რაღაც ეთქვა 83 00:03:56,490 --> 00:03:58,130 და სიტყვები არ ამოდიოდა. 84 00:03:58,130 --> 00:04:00,040 ის იდგა და ცრემლიანი კანკალებდა. 85 00:04:00,630 --> 00:04:02,360 პანიკისგან პარალიზებული იყო, 86 00:04:02,360 --> 00:04:03,790 შიშისგან გაშეშებული. 87 00:04:03,960 --> 00:04:06,210 ეს შეშინებული, მორცხვი, გამხდარი, უსუსური ბავშვი 88 00:04:06,210 --> 00:04:08,142 ძლიერი შიშებისან იტანჯებოდა. 89 00:04:08,649 --> 00:04:10,330 მას სიბნელის შიში ჰქონდა, 90 00:04:10,520 --> 00:04:11,640 ჰქონდა სინათლის შიში, 91 00:04:11,640 --> 00:04:13,040 ობობების და გველების შიში... 92 00:04:13,040 --> 00:04:15,250 რომელიმე თქვენგანს ეშინია ობობების და გველების? 93 00:04:15,280 --> 00:04:16,660 კი, რამდენიმეს... 94 00:04:16,660 --> 00:04:19,079 მას ჰქონდა წყლის და ზვიგენების შიში... 95 00:04:19,079 --> 00:04:21,939 ექიმების, ექთნების და დენტისტების შიში 96 00:04:21,939 --> 00:04:24,680 და ნემსების და ბურღის და ბასრი საგნების. 97 00:04:24,680 --> 00:04:27,380 მაგრამ ყველაზე მეტად მას ეშინოდა 98 00:04:27,470 --> 00:04:28,470 ხალხის. 99 00:04:29,270 --> 00:04:31,530 ეს შეშინებული, მორცხვი, გამხდარი, უსუსური ბავშვი 100 00:04:31,540 --> 00:04:32,570 მე ვიყავი. 101 00:04:33,320 --> 00:04:36,367 მე მქონდა წარუმატებლობის და უარყოფის შიში, 102 00:04:37,300 --> 00:04:39,520 დაბალი თვითშეფასება, არასრულფასოვნების კომპექსი 103 00:04:39,520 --> 00:04:42,840 და რაღაც, რაც იმ დროს არც იცოდი, რომ შეიძლება გქონოდა: 104 00:04:42,840 --> 00:04:44,660 სოციალური შფოთვითი აშლილობა. 105 00:04:44,955 --> 00:04:48,610 რადგან შიშები მქონდა, მჩაგვრელები მაღიზიანებდნენ და მცემდნენ ხოლმე. 106 00:04:48,610 --> 00:04:52,240 დამცინოდნენ და მლანძღავდნენ, არასდროს მათამაშებდნენ 107 00:04:52,300 --> 00:04:54,260 ჯგუფურ თამაშებს. 108 00:04:55,020 --> 00:04:58,056 აა, იყო ერთი თამაში რომელსაც მათამაშებდნენ... 109 00:04:58,100 --> 00:04:59,400 დოჯბოლი... 110 00:04:59,400 --> 00:05:01,703 და მე არ ვიყავი კარგი ბურთისთვის თავის არიდებაში. 111 00:05:01,760 --> 00:05:03,740 მჩაგვრელები ჩემს სახელს დაიძახებდნენ ხოლმე 112 00:05:03,740 --> 00:05:05,970 და როცა ავხედავდი დავინახავდი წითელ ბურთს, 113 00:05:05,970 --> 00:05:08,200 რომელიც ჩემი სახისკენ საოცარი სისწრაფით მოქროდა 114 00:05:08,210 --> 00:05:09,950 ბამ, ბამ, ბამ! 115 00:05:10,580 --> 00:05:13,220 და მახსოვს დიდი ხანი სკოლიდან სახლში მომავალს 116 00:05:13,300 --> 00:05:18,180 სახე მქონდა წითელი და მწველი. ყურები მქონდა წითელი და რეკდა. 117 00:05:18,180 --> 00:05:21,140 თვალები ტირილისგან მეწვოდა 118 00:05:21,180 --> 00:05:23,515 და მათი სიტყვები ყურებს მწვავდა. 119 00:05:23,740 --> 00:05:25,000 და ვინც თქვა რომ: 120 00:05:25,020 --> 00:05:28,970 "ჯოხმა და ქვამ შეიძლება ძვლები მომტეხოს, მაგრამ სიტყვები არასდროს დამაზიანებს..." 121 00:05:28,970 --> 00:05:30,131 ტყუილია. 122 00:05:30,310 --> 00:05:31,980 სიტყვა დანასავით ჭრის. 123 00:05:31,980 --> 00:05:34,030 სიტყვა ხმალივით ხვრეტს. 124 00:05:34,210 --> 00:05:36,040 სიტყვა იმდენად ღრმა ჭრილობას ტოვებს, 125 00:05:36,040 --> 00:05:37,780 რომ დანახვა შეუძლებელია. 126 00:05:38,150 --> 00:05:41,070 მაშ, მე მქონდა შიშები და სიტყვა ჩემი ყველაზე უარესი მტერი იყო. 127 00:05:41,260 --> 00:05:42,491 დღესაც არის. 128 00:05:43,355 --> 00:05:45,300 მაგრამ მე ასევე მქონდა ოცნებები. 129 00:05:45,300 --> 00:05:47,980 მივიდოდი სახლში და სუპერმენზე კომიქსებში გადავეშვებოდი. 130 00:05:47,980 --> 00:05:49,774 ვკითხულობდი სუპერმენზე კომიქსებს 131 00:05:49,774 --> 00:05:53,110 და ვოცნებობდი, მინდოდა სუპერმენივით სუპერგმირი ვყოფილიყავი. 132 00:05:53,110 --> 00:05:55,770 მინდოდა სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლა. 133 00:05:55,770 --> 00:05:57,240 მინდოდა მებრძოლა არამზადების 134 00:05:57,240 --> 00:06:00,130 და კრიპტონიტის წინააღმდეგ (სუპერმენისთვის საზიანო სუბსტანცია) 135 00:06:00,130 --> 00:06:03,625 მინდოდა მსოფლიო შემომეფრინა გმირობები ჩამედინა და სიცოცხლეები გადამერჩინა 136 00:06:03,625 --> 00:06:05,850 ასევე რეალური რამეებიც მიტაცებდა. 137 00:06:05,860 --> 00:06:09,580 გინესს და "Ripley's Believe It or Not" (წიგნი უჩვეულო მიღწევებზე) ვკითხულობდი. 138 00:06:09,580 --> 00:06:12,900 წაგიკითხავთ ვინმეს გინესის ან "Ripley's" წიგნები? 139 00:06:12,900 --> 00:06:14,230 მიყვარს ეს წიგნები! 140 00:06:14,230 --> 00:06:16,460 იქ ვნახე ნამდვილი ადამიანების ნამდვილ მიღწევები 141 00:06:16,460 --> 00:06:17,900 და ვთქვი: ამის გაკეთება მინდა. 142 00:06:17,900 --> 00:06:19,070 თუ მჩაგვრელები 143 00:06:19,070 --> 00:06:21,030 არცერთ მათ სპორტულ თამაშში არ მათამაშებენ, 144 00:06:21,030 --> 00:06:23,445 ნამდვილი საოცრების, ნამდვილი გმირობის ჩადენა მინდა. 145 00:06:23,445 --> 00:06:26,809 მინდა რამე ძალიან უჩვეულოს გაკეთება, რასაც ის მჩაგვრელები ვერ აკეთებენ. 146 00:06:26,809 --> 00:06:28,609 ჩემი მიზნის და მოწოდების პოვნა მინდა. 147 00:06:28,609 --> 00:06:30,729 მინდა ვიცოდე, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი აქვს. 148 00:06:30,729 --> 00:06:33,320 მინდა რაღაც გავაკეთო და შევცვალო მსოფლიო. 149 00:06:33,320 --> 00:06:36,960 მინდა დავამტკიცო, რომ შეუძლებელი არაა შეუძლებელი. 150 00:06:38,340 --> 00:06:40,240 10 წლით წინ გადავხტეთ... 151 00:06:40,240 --> 00:06:42,706 ჩემი 21-ე დამადების დღის წინა კვირა იყო, 152 00:06:42,819 --> 00:06:46,799 ამ ერთ დღეს ორი რაღაც მოხდა, რამაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. 153 00:06:47,040 --> 00:06:49,391 ტამილ ნადუში, სამხრეთ ინდოეთში ვცხოვრობდი 154 00:06:49,540 --> 00:06:51,020 იქ მისიონერად ვიყავი 155 00:06:51,020 --> 00:06:53,090 და ჩემმა დამრიგებელმა და მეგობარმა მკითხა: 156 00:06:53,090 --> 00:06:54,720 "გაქვს 'თრომები', დანიელ?" 157 00:06:54,720 --> 00:06:57,440 მე ვუთხარი: "თრომები? რა არის თრომები?" 158 00:06:57,440 --> 00:07:00,490 მან თქვა: "თრომები ცხოვრების მთავარი მიზნებია. 159 00:07:00,490 --> 00:07:04,630 ეს ოცნებების და მიზნების კომბინაციაა. 160 00:07:04,630 --> 00:07:07,240 რომ შეგეძლოს აკეთო რაც გინდა, წახვიდე სადაც გინდა 161 00:07:07,240 --> 00:07:08,479 და იყო ვინც გინდა. 162 00:07:08,479 --> 00:07:10,356 სად წახვიდოდი? რას გააკეთებდი? 163 00:07:10,356 --> 00:07:11,280 ვინ იქნებოდი?" 164 00:07:11,280 --> 00:07:14,500 მე ვთქვი: "არ შემიძლია! ზემდეტად მეშინია! ბევრი შიში მაქვს!" 165 00:07:14,500 --> 00:07:17,800 იმ ღამეს ჩემი ჩალის მატრასი სახლის სახურავზე ავიტანე 166 00:07:17,810 --> 00:07:19,259 ვარსკვლავებს ქვემოთ დავუწექი, 167 00:07:19,259 --> 00:07:21,869 ღამურების კოღოებზე ნადირობას ვუყურებდი 168 00:07:21,869 --> 00:07:26,200 და მხოლოდ თრომებზე, ოცნებებზე და მიზნებზე ფიქრი შემეძლო 169 00:07:26,200 --> 00:07:28,360 და მჩაგვრელებზე დოჯბოლებით. 170 00:07:28,760 --> 00:07:30,730 რამდენიმე საათის შემდეგ გამეღვიძა. 171 00:07:31,220 --> 00:07:33,940 გული სწრაფად მიცემდა, მუხლები მიკანკალებდა. 172 00:07:34,080 --> 00:07:36,020 ამჯერად ეს შიში არ იყო. 173 00:07:36,420 --> 00:07:38,395 მთელი ჩემი სხეული იკრუნჩხებოდა 174 00:07:38,500 --> 00:07:40,180 და შემდეგი 5 დღე 175 00:07:40,330 --> 00:07:44,199 ხან გონზე და ხან უგონოდ, მომაკვდავი, გადარჩენისთვის ვიბრძოდი. 176 00:07:44,199 --> 00:07:48,239 ტვინი მიხრუდა 40 გრადუსიანი მალარიის ცხლებით. 177 00:07:48,390 --> 00:07:51,600 და როცა გონზე ვიყავი, მხოლოდ თრომებზე ფიქრი შემეძლო. 178 00:07:51,600 --> 00:07:53,820 ვფიქრობდი: "რა მინდა ჩემი ცხოვრებისგან" 179 00:07:53,950 --> 00:07:56,380 ბოლოს, ჩემი 21-ე დაბადების დღის წინა ღამეს, 180 00:07:56,380 --> 00:07:58,030 გონების სიცხადის მომენტში 181 00:07:58,030 --> 00:07:59,639 მივხვდი: 182 00:07:59,639 --> 00:08:02,100 მივხვდი, რომ ეს პატარა კოღო, 183 00:08:02,620 --> 00:08:05,020 ანოფელეს სტეფენსი, 184 00:08:05,280 --> 00:08:06,610 ეს პატარა კოღო, 185 00:08:06,610 --> 00:08:08,390 რომელიც 5 მიკროგრამზე ნაკლებს იწონის, 186 00:08:08,390 --> 00:08:09,810 მარილის მარცვალზე ნაკლებს, 187 00:08:09,810 --> 00:08:12,780 თუ ამ კოღოს შეეძლო 80 კილოიანი კაცის გათიშვა, 188 00:08:12,780 --> 00:08:14,860 მივხვდი ეს ჩემი კრიპტონიტი იყო. 189 00:08:14,860 --> 00:08:17,150 შემდეგ მივხვდი, არა, არა, ეს კოღო არაა, 190 00:08:17,150 --> 00:08:19,480 ეს პატარა პარაზიტია კოღოში, 191 00:08:19,480 --> 00:08:23,160 პლაზმოდიუმ ფალციპარუმი, რომელიც მილიონზე მეტ ადამიანს კლავს წელიწადში. 192 00:08:23,509 --> 00:08:26,079 შემდეგ მივხვდი, არა, არა, ეს იმაზე კიდევ უფრო პატარაა, 193 00:08:26,079 --> 00:08:28,550 მაგრამ მე ის იმხელად მეჩვენებოდა. 194 00:08:28,550 --> 00:08:29,640 მე მივხვდი, 195 00:08:29,640 --> 00:08:31,270 შიში იყო ჩემი კრიპტონიტი, 196 00:08:31,270 --> 00:08:32,140 ჩემი პარაზიტი, 197 00:08:32,140 --> 00:08:34,990 რომელმაც დაასხიჩრა და დააპარალიზა მთელი ჩემი ცხოვრება. 198 00:08:35,200 --> 00:08:38,080 იცით, საფრთხესა და შიშს შორის განსხვავებაა. 199 00:08:38,109 --> 00:08:39,698 საფრთხე რეალურია, 200 00:08:39,990 --> 00:08:42,010 შიში კი - არჩევანი. 201 00:08:42,080 --> 00:08:44,309 და მე მივხვდი, რომ არჩევანი მქონდა: 202 00:08:44,309 --> 00:08:48,180 შემეძლო შიშში მეცხოვრა და ხელმოცარული მოვმკვდარიყავი იმ ღამეს, 203 00:08:49,070 --> 00:08:52,080 ან ჩემი შიშები მომეკლა 204 00:08:52,080 --> 00:08:56,060 და ოცნებებს შევწვდენოდი, შემეძლო ცხოვრება გამებედა. 205 00:08:56,680 --> 00:08:59,560 იცით, არის რაღაც მომაკვდავად ყოფნაში 206 00:08:59,560 --> 00:09:04,080 და სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვისას განსაკუთრებით გინდა იცხოვრო. 207 00:09:04,180 --> 00:09:07,400 მე მივხვდი, რომ ყველა კვდება, მაგრამ სინამდვილეში ყველა არ ცხოვრობს. 208 00:09:08,040 --> 00:09:09,890 სიკვდილის დროს ვცხოვრობთ. 209 00:09:09,890 --> 00:09:11,580 იცით, როცა სიკვდილს ისწავლით, 210 00:09:11,580 --> 00:09:13,150 სინამდვილეში ცხოვრებას სწავლობთ. 211 00:09:13,150 --> 00:09:15,140 ამიტომ გადავწყვიტე, 212 00:09:15,140 --> 00:09:16,710 ჩემი ისტორია იმ ღამეს შემეცვალა. 213 00:09:16,915 --> 00:09:18,230 სიკვდილი არ მინდოდა, 214 00:09:18,230 --> 00:09:20,010 პატარა ლოცვა წარმოვთქვი: 215 00:09:20,010 --> 00:09:22,230 "ღმერთო, თუ 21-ე დაბადების დღემდე მაცოცხლებ, 216 00:09:22,230 --> 00:09:24,644 შიშს ჩემი ცხოვრების მართვის საშუალებას აღარ მივცემ. 217 00:09:24,670 --> 00:09:26,520 შიშების მოკვლას ვაპირებ. 218 00:09:26,520 --> 00:09:29,530 ვაპირებ ჩემს ოცნებებს შევწვდე. 219 00:09:29,530 --> 00:09:31,270 ჩემი დამოკიდებულებების შეცვლა მინდა. 220 00:09:31,270 --> 00:09:33,540 მინდა რაღაც საოცრება გავუკეთო ჩემს ცხოვრებას. 221 00:09:33,540 --> 00:09:35,550 მინდა ჩემი მიზანი და მოწოდება ვიპოვო. 222 00:09:35,550 --> 00:09:38,632 მინდა ვიცოდე, რომ შეუძლებელი არაა შეუძლებელი." 223 00:09:38,780 --> 00:09:42,820 გადავრჩი თუ არა იმ ღამეს, არ გეტყვით. ამას გამოსაცნობად დაგიტოვებთ. 224 00:09:42,850 --> 00:09:43,978 (სიცილი) 225 00:09:43,978 --> 00:09:47,100 მაგრამ იმ ღამეს მე შევადგინე ჩემი თრომების პირველი 10-ეული: 226 00:09:47,100 --> 00:09:50,210 გადავწყვიტე, რომ მინდოდა 7 ძირითადი კონტინენტი მომენახულებინა; 227 00:09:50,210 --> 00:09:51,820 მსოფლიოს 7 საოცრება მენახა; 228 00:09:51,820 --> 00:09:53,410 მესწავლა ბევრი ენა; 229 00:09:53,410 --> 00:09:54,940 მეცხოვრა უკაცრიელ კუნძილზე; 230 00:09:54,940 --> 00:09:56,480 მეცხოვრა გემზე ოკეანეში; 231 00:09:56,480 --> 00:09:58,650 მეცხოვრა ინდიელების ტომთან ამაზონის ჯუნგლებში; 232 00:09:58,650 --> 00:10:01,210 ავსულიყავი შვედეთის უმაღლეს მთაზე; 233 00:10:01,210 --> 00:10:03,180 მინდოდა მენახა ევერესტი მზის ამოსვლისას; 234 00:10:03,190 --> 00:10:05,390 მემუშავა მუსიკალურ ბიზნესში ნეშვილში; 235 00:10:05,400 --> 00:10:07,060 მემუშავა ცირკში 236 00:10:07,080 --> 00:10:09,220 და მინდოდა გადმოვმხტარიყავი თვითმფრინავიდან; 237 00:10:09,220 --> 00:10:12,380 შემდეგი 20 წლის მანძილზე, ამ თრომების უმეტესობა შევასრულე. 238 00:10:12,410 --> 00:10:14,740 ყოველ ჯერზე, როცა სიიდან შესრულებულ თრომს ვშლიდი, 239 00:10:14,740 --> 00:10:18,190 ახალ ხუთს, ან ათს ვამატებდი და ჩემი სია იზრდებოდა. 240 00:10:18,800 --> 00:10:23,280 შემდეგი 7 წლის მანძილზე, ბაჰამის პატარა კუნძულზე ვიცხოვრე 241 00:10:23,320 --> 00:10:25,360 დაახლოებით 7 წელი 242 00:10:25,370 --> 00:10:27,274 ჩალის ქოხში, 243 00:10:29,480 --> 00:10:33,820 საჭმელად ზვიგენებზე და თევზებზე შუბით ვნადირობდი, მარტოდმარტო კუნძულზე, 244 00:10:33,820 --> 00:10:36,249 წელზე ნაჭრით. 245 00:10:36,680 --> 00:10:39,160 ზვიგენებთან ერთად ცურვა ვისწავლე. 246 00:10:39,160 --> 00:10:40,980 იქიდან მექსიკაში წავედი 247 00:10:40,980 --> 00:10:45,000 და შემდეგ ამაზონის მდინარის აუზში, ეკვადორში, 248 00:10:45,241 --> 00:10:48,100 პუჯო პონგოში, ეკვადორში, იქ ტომთან ერთად ვცხოვრობდი 249 00:10:48,100 --> 00:10:52,180 და ნელ-ნელა თრომების საშუალებით თავდაჯერებულობა მემატებოდა. 250 00:10:52,180 --> 00:10:55,100 წავედი მუსიკალურ ბიზნესში, ნეშვილში და შემდეგ შვედეთში, 251 00:10:55,110 --> 00:10:57,870 სტოქჰოლმში. იქ მუსიკალურ ბიზნესში მუშაობდი, 252 00:10:57,870 --> 00:11:01,920 სადაც მთა კებნეკაისეაზე ავედი პოლარული წრეზე მაღლა. 253 00:11:03,300 --> 00:11:04,750 ვისწავლე ჯამბაზობა, 254 00:11:04,750 --> 00:11:05,860 ჟონგლიორობა 255 00:11:05,860 --> 00:11:07,480 და ოჩოფეხებით სიარული, 256 00:11:07,480 --> 00:11:10,440 ერთბორბლიანზე სიარული, ცეცხლის ჭამა, შუშის ჭამა. 257 00:11:10,450 --> 00:11:13,620 1997-ში გავიგე, რომ ათზე ნაკლები ხმლის მყლაპავი იყო დარჩენილი 258 00:11:13,620 --> 00:11:15,410 და ვთქვი: "ეს უნდა გავაკეთო!" 259 00:11:15,420 --> 00:11:18,290 შევხვდი ხმლის მყლაპავს და რჩევები ვკითხე. 260 00:11:18,290 --> 00:11:20,190 მან თქვა: "კი, ორ რჩევას მოგცემ: 261 00:11:20,190 --> 00:11:21,926 პირველი: ძალიან სახიფათოა, 262 00:11:21,926 --> 00:11:23,948 ამის კეთებისას ხალხი მომკვდარა. 263 00:11:23,948 --> 00:11:24,953 მეორე: 264 00:11:24,953 --> 00:11:26,206 არ სცადო!" 265 00:11:26,206 --> 00:11:27,520 (სიცილი) 266 00:11:27,540 --> 00:11:29,540 და მე ის ჩემი თრომების სიას მივამატე. 267 00:11:30,440 --> 00:11:33,320 მე ვვარჯიშობდი 10 - 12-ჯერ დღეში ყოველდღე, 268 00:11:33,660 --> 00:11:35,160 4 წლის მანძილზე. 269 00:11:35,209 --> 00:11:36,709 გამოვთვალე... 270 00:11:36,709 --> 00:11:40,020 4 x 365 [x 12] 271 00:11:40,020 --> 00:11:42,660 დაახლოებით 13 000 წარუმატებელი ცდა დამჭირდა, 272 00:11:42,660 --> 00:11:45,420 სანამ პირველი ხმალი ჩავუშვი ყელში 2001-ში. 273 00:11:46,002 --> 00:11:47,630 ამ დროს დავისახე თრომი, 274 00:11:47,630 --> 00:11:50,940 რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი გავხდებოდი ხმლის ყლაპვაში. 275 00:11:50,970 --> 00:11:53,820 მოვძებნე ყველა წიგნი, ჟურნალი, გაზეთი და სტატია. 276 00:11:53,820 --> 00:11:57,670 ყველა სამედიცინო ანგარიში. შევისწავლე ფსიქოლოგია, ანატომია, 277 00:11:57,676 --> 00:11:59,719 ვესაუბრე ექიმებს და ექთნებს, 278 00:11:59,719 --> 00:12:01,760 დავაკავშირე ყველა ხმლის მყლაპავი, 279 00:12:01,760 --> 00:12:04,250 ხმლის მყლაპავთა საერთაშორისო ასოციაციაში 280 00:12:04,250 --> 00:12:06,650 და 2 წელში დავამუშავე სამედიცინო სამეცნიერო ნაშრომი 281 00:12:06,650 --> 00:12:08,940 თემაზე: "ხმლის ყლაპვა და მისი გვერდითი მოვლენები" 282 00:12:08,940 --> 00:12:11,240 რომელიც "British Medical Journal"-ში გამოქვეყნდა. 283 00:12:11,240 --> 00:12:11,970 (სიცილი) 284 00:12:11,970 --> 00:12:12,940 მადლობა. 285 00:12:12,960 --> 00:12:17,748 (აპლოდისმენტები) 286 00:12:18,200 --> 00:12:21,570 არაჩვეულებრივი რაღაცეები გავიგე ხმლის ყლაპვაზე, 287 00:12:21,571 --> 00:12:25,260 რაზეც დარწმუნებული ვარ არასდროს გიფიქრიათ, მაგრამ დღეის შემდეგ იფიქრებთ. 288 00:12:25,260 --> 00:12:28,550 შემდეგზე, როცა სახლში მიხვალთ და ხორცს გაჭრით დანით, 289 00:12:28,550 --> 00:12:32,009 ან ხმლითმ ან "bestek"-ით ეს გაგახსენდებათ... 290 00:12:33,657 --> 00:12:36,589 გავიგე რომ ხმლის ყლაპვა ინდოეთში დაიწყო.. 291 00:12:36,589 --> 00:12:39,889 სწორედ იქ სადაც ის 20 წლისამ პირველად ვნახე... 292 00:12:39,889 --> 00:12:42,460 დაახლოებით 4000 წლის წინ, დაახლოებით ძვ. წ. 2000 წელს. 293 00:12:42,460 --> 00:12:45,580 ბოლო 150 წლის მანძილზე ხმლის მყლაპავებს იხმარენ 294 00:12:45,590 --> 00:12:47,400 მედიცინის და მეცნიერების სფეროში, 295 00:12:47,480 --> 00:12:51,160 მკვრივი ენდოსკოპის შექმნისთვის 296 00:12:51,160 --> 00:12:53,820 1868 წელს ადოლფ კუსმაულის მიერ, ფრაიბურგში, გერმანიაში; 297 00:12:53,880 --> 00:12:56,639 1906 წელს ელექტროკარდგიორამისთვის, უელსში, 298 00:12:56,639 --> 00:13:00,240 ყლაპვის მოშლილობების და მონელების შესასწავლად 299 00:13:00,240 --> 00:13:02,020 ბრონქოსკოპებისთვის, ამ ტიპის რაღაცაში. 300 00:13:02,020 --> 00:13:03,840 მაგრამ ბოლო 150 წლის მანძილზე 301 00:13:03,840 --> 00:13:07,860 ცნობილია ასობით ტრავმა და ათობით სიკვდილი... 302 00:13:07,880 --> 00:13:14,560 აი, მკვრივი ენდოსკოპი, რომელიც ადოლფ კუსმაულმა შექმნა, 303 00:13:14,740 --> 00:13:18,679 მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ბოლო 150 წლის მანძილზე 29 მოკვდა 304 00:13:18,679 --> 00:13:22,922 ლონდონში, ამ ხმლის მყლაპავის ჩათვლით, რომელსმაც საკუთარი გული ხმლით გახვრიტა. 305 00:13:23,142 --> 00:13:25,340 ჩვენ ასევე გავიგეთ, რომ 3-დან 8-მდე 306 00:13:25,340 --> 00:13:27,780 სერიოზული ხმლის ტრავმა ფიქსირდება ყოველ წელს. 307 00:13:27,780 --> 00:13:29,880 მე ეს ვიცი, რადგან მირეკავენ. 308 00:13:29,880 --> 00:13:31,150 ახლახანს ორმა დამირეკა, 309 00:13:31,150 --> 00:13:34,320 ერთმა შვედეთიდან და მეორემ ორლანდოდან მხოლოდ ბოლო ორ კვირაში, 310 00:13:34,320 --> 00:13:37,399 ხმლის მყლაპავებმა, რომლებიც საავადმყოფოებში არიან ტრავმირებულები. 311 00:13:37,399 --> 00:13:38,819 ასე რომ, ეს ძალიან სახიფათოა. 312 00:13:38,819 --> 00:13:41,629 ასევე გავიგე, რომ ბევრს 313 00:13:41,629 --> 00:13:44,320 2-დან 10 წლამდე საჭირდება იმისთვის, 314 00:13:44,320 --> 00:13:45,610 რომ ხმლის ყლაპვა ისწავლოს. 315 00:13:45,610 --> 00:13:48,020 მაგრამ ყველაზე საოცარი აღმოჩენა ის იყო, 316 00:13:48,020 --> 00:13:51,360 თუ როგორ სწავლობენ ხმლის მყლაპავები, რომ შეძლონ შეუძლებელი 317 00:13:51,460 --> 00:13:53,460 და ვაპირებ ერთი საიდუმლო გითხრათ: 318 00:13:53,520 --> 00:13:57,580 ნუ კონცენტრირდებით იმ 99.9%-ზე, რომელიც შეუძლებელია. 319 00:13:57,580 --> 00:14:02,370 კონცენტრირდით 0.1%-ზე რომელიც შესაძლებელია და გაარკვიეთ როგორაა შესაძლებელი. 320 00:14:02,817 --> 00:14:06,140 ახლა ნება მომეცით სამოგზაუროდ, ხმლის მყლაპავის გონებაში წაგიყვანოთ. 321 00:14:06,140 --> 00:14:09,269 იმისთვის რომ ხმალი გადაყლაპოთ, საჭიროა მედიტაცია, 322 00:14:09,269 --> 00:14:12,670 სამართებელივით მახვილი კონცენტრაცია, ქინძისთავის სიზუსტე იმისთვის, 323 00:14:12,670 --> 00:14:16,610 რომ შინაგანი ორგანოების იზოლაცია მოახდინოთ და სხეულის ინსტიქტური რეფლექსები დაძლიოთ 324 00:14:16,610 --> 00:14:20,370 გაძლიერებული ტვინის სინაფსებით განმეორებითი მოტორული მეხსიერებით 325 00:14:20,450 --> 00:14:23,720 10 000-ზე მეტჯერ მიზანმიმართული ვარჯიშით. 326 00:14:24,020 --> 00:14:28,090 ახლა ნება მომეცით სამოგზაუროდ ხმლის მყლაპავის სხეულში წაგიყვანოთ. 327 00:14:28,310 --> 00:14:30,130 იმისთვის რომ ხმალი გადავყლაპო, 328 00:14:30,130 --> 00:14:32,250 იგი ჩემ ენაზე უნდა გავაცურო, 329 00:14:32,250 --> 00:14:34,940 საყლაპავის კისრის ნაწილში პირღებინების რეფლექსი შევიკავო, 330 00:14:34,940 --> 00:14:37,740 ჩავაბრუნო 90 გრადუსით ხორხსარქველში, 331 00:14:38,240 --> 00:14:41,040 გავიარო ბეჭდხახა, საყლაპავის ზედა სპინქტერი, 332 00:14:41,060 --> 00:14:42,600 შევიკავო პერისტალტიკის რეფლექსი, 333 00:14:42,600 --> 00:14:44,380 ჩავაცურო ხმალი გულმკერდის ღრუში 334 00:14:44,380 --> 00:14:45,960 ფილტვებს შორის, 335 00:14:46,080 --> 00:14:48,349 ამ დროს, 336 00:14:48,399 --> 00:14:50,389 გული გევრდით უნდა მივწიო. 337 00:14:50,389 --> 00:14:51,740 თუ კარგად დააკვირდებით, 338 00:14:51,740 --> 00:14:53,690 დაინახავთ რომ გული ხმალთან ერთად ფეთქავს, 339 00:14:53,690 --> 00:14:55,339 რადგან ის გულზეა მიბჯენილი, 340 00:14:55,339 --> 00:14:58,859 რომლისგან სანტიმეტრის მესამედი სისქის საყლაპავი მილის ქსოვილი აცალკევებს. 341 00:14:58,859 --> 00:15:00,310 ამის გაყალბება შეუძლებელია. 342 00:15:00,320 --> 00:15:02,480 შემდეგ ხმალმა მკერდის ძვალი უნდა გაიაროს, 343 00:15:02,480 --> 00:15:05,250 საყლაპავის ქვედა სპინქტერს გაცდეს კუჭამდე, 344 00:15:05,250 --> 00:15:08,680 კუჭში ღებინების რეფლექსი უნდა შევიკავო და ბოლოს თორმეტგოჯა ნაწლავამდე. 345 00:15:08,680 --> 00:15:09,750 უადვილესია. 346 00:15:09,750 --> 00:15:10,930 (სიცილი) 347 00:15:10,930 --> 00:15:12,880 ამის იქით რომ წავსულიყავი, 348 00:15:12,880 --> 00:15:17,720 ბოლომდე ფალოპის მილებამდე. 349 00:15:17,720 --> 00:15:20,980 ბიჭებო, ამაზე შეგიძლიათ თქვენს ცოლებს ჰკითხოთ მოგვიანებით... 350 00:15:22,160 --> 00:15:23,900 ხალხი მეკითხება: 351 00:15:23,900 --> 00:15:26,740 "დიდი სიმამაცე სჭირდება სიცოცხლის გარისკვას, 352 00:15:26,740 --> 00:15:28,800 გულის მიწევას და ხმლის გადაყლაპვას..." 353 00:15:28,800 --> 00:15:30,600 არა, რაც ნამდვილად მოითხოვს სიმამაცეს 354 00:15:30,600 --> 00:15:33,200 არის შეშინებული, მორცხვი, გამხდარი, უსუსური ბავშვისთვის 355 00:15:33,200 --> 00:15:35,620 წარუმატებლობის და უარყოფის გარისკვა, 356 00:15:35,620 --> 00:15:37,040 გულის გადაშლა 357 00:15:37,040 --> 00:15:38,240 და სიამაყის გადაყლაპვა 358 00:15:38,240 --> 00:15:41,060 და აქ, სრულიად უცხო ადამიანების წინაშე გამოსვლა 359 00:15:41,060 --> 00:15:43,670 და მისი ამბის მოყოლა, საკუთარ შიშებზე და ოცნებებზე, 360 00:15:43,680 --> 00:15:47,880 პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით შიგნეულობის გამოფენის გარისკვა, 361 00:15:48,280 --> 00:15:49,450 იცით... მადლობა. 362 00:15:49,450 --> 00:15:53,710 (აპლოდისმენტები) 363 00:15:53,760 --> 00:15:55,770 იცით, მართლაც საოცარი რამაა, 364 00:15:55,770 --> 00:15:58,960 რომ ყოველთვის მინდოდა რაღაც არაჩვეულებრივის გაკეთება ჩემ ცხოვრებაში 365 00:15:58,960 --> 00:15:59,780 და ახლა ვაკეთებ. 366 00:15:59,780 --> 00:16:02,880 მაგრამ ნამდვილად არაჩვეულებრივი რამ ის კი არაა, 367 00:16:02,880 --> 00:16:06,260 რომ 21 ხმლის გადაყლაპვა შემიძლია ერთდროულად, 368 00:16:07,640 --> 00:16:10,500 ან 6 მეტრზე წყლის ქვეშ ავზში 88 ზვიგენით და თევზით 369 00:16:10,500 --> 00:16:12,307 "Ripley's Believe It or Not"-თვის 370 00:16:13,840 --> 00:16:17,600 ან 815°-მდე ცხელის"Stan Lee's Superhumans" -თვის (არაჩვეულებრივი უნარების შოუ) 371 00:16:17,610 --> 00:16:19,470 როგორც "ფოლადის კაცს: სუპერმენს!" 372 00:16:19,520 --> 00:16:21,934 და ეს ოხერი მართლაც ცხელი იყო! 373 00:16:22,494 --> 00:16:24,920 ან მანქანის ხმლით გათრევა "Ripley's"-თვის 374 00:16:24,930 --> 00:16:26,290 ან გინესისთვის, 375 00:16:26,290 --> 00:16:28,760 ან ამერიკული ნიჭიერის ფინალში გასვლა, 376 00:16:28,820 --> 00:16:31,540 ან 2007 წლის იგნობელის პრიზის მიღება მედიცინაში. 377 00:16:31,550 --> 00:16:33,900 არა, ეს არ არის ნამდვილი საოცრება. 378 00:16:33,900 --> 00:16:36,350 ხალხი ასე ფიქრობს. არა, არა, არა. ეს არაა. 379 00:16:36,350 --> 00:16:37,800 ნამდვილი საოცრება ისაა, 380 00:16:37,800 --> 00:16:40,660 რომ ღმერთმა ამ შეშინებულ, მორცხვ, გამხდარ, უსუსურ ბავშვს 381 00:16:40,660 --> 00:16:42,200 ვისაც სიმაღლის ეშინოდა, 382 00:16:42,200 --> 00:16:43,890 წყლის და ზვიგენების, 383 00:16:43,890 --> 00:16:46,240 ექიმების და ექთნების, ნემსების და ბასრი საგნების 384 00:16:46,240 --> 00:16:47,810 და ადამიანებთან საუბრის ეშინოდა, 385 00:16:47,810 --> 00:16:49,800 შემაძლებინა, რომ ახლა მე მსოფლიოს გარშემო 386 00:16:49,800 --> 00:16:51,320 9 000 მ. სიმაღლეზე დავფრინავ 387 00:16:51,320 --> 00:16:53,900 ვყლაპავ ბასრ საგნებს წყალქვეშ ზვიგენიან ავზებში 388 00:16:53,900 --> 00:16:57,430 და მსოფლიოს გარშემო ვესაუბრები ექიმებს და ექთნებს და თქვენნაირ პუბლიკას. 389 00:16:57,430 --> 00:16:59,480 ეს არის ნამდვილად საოცარი რამ ჩემთვის. 390 00:16:59,480 --> 00:17:01,630 მე ყოველთვის მინდოდა შეუძლებელი შემძლებოდა... 391 00:17:01,630 --> 00:17:02,410 მადლობა. 392 00:17:02,410 --> 00:17:03,760 (აპლოდისმენტები) 393 00:17:03,760 --> 00:17:05,220 მადლობა. 394 00:17:05,660 --> 00:17:09,040 (აპლოდისმენტები) 395 00:17:09,700 --> 00:17:12,569 ყოველთვის მინდოდა შეუძლებელი შემძლებოდა და ახლა შემიძლია. 396 00:17:12,569 --> 00:17:15,588 მინდოდა რაღაც მექნა ჩემი ცხოვრებისთვის და მსოფლიო შემეცვალა 397 00:17:15,588 --> 00:17:16,749 და ახლა ვაკეთებ ამას. 398 00:17:16,749 --> 00:17:19,929 სულ მინდოდა მსოფლიოს გარშემო მეფრინა სუპერადამიანური გმირობებისთვის 399 00:17:19,929 --> 00:17:21,979 და ადამიანები გადამერჩინა და ახლა ვაკეთებ. 400 00:17:21,979 --> 00:17:22,890 და იცით რა? 401 00:17:22,890 --> 00:17:25,569 ჯერ კიდევ არსებობს პატარა ბიჭის დიდი ოცნების რაღაც ნაწილი 402 00:17:25,569 --> 00:17:27,290 ღრმად გულში. 403 00:17:30,320 --> 00:17:36,197 (სიცილი) (აპლოდისმენტები) 404 00:17:37,000 --> 00:17:40,240 და იცით, ყოველთვის მინდოდა მეპოვა ჩემი მიზანი და მოწოდება 405 00:17:40,270 --> 00:17:41,530 და ახლა ვიპოვე ის. 406 00:17:41,540 --> 00:17:42,920 მაგრამ იცით რა? 407 00:17:42,920 --> 00:17:46,230 ეს არაა ხმლებზე, ის არაა რაზეც ფიქრობთ ჩემ ძლიერ მხარეებზე. 408 00:17:46,230 --> 00:17:48,510 ის ჩემს სისუსტეს შეეხება, ჩემს სიტყვებს. 409 00:17:48,510 --> 00:17:51,090 ჩემი მიზანი და მოწოდება მსოფლიოს შეცვლაა 410 00:17:51,090 --> 00:17:52,390 შიშის გაპობით, 411 00:17:52,390 --> 00:17:54,910 თითო ხმლით, თითო სიტყვით, 412 00:17:55,070 --> 00:17:57,450 თითო დანით, თითო ცხოვრებით, 413 00:17:57,540 --> 00:17:59,700 შთავაგონო ადამიანებს იყვნენ სუპერგმირები 414 00:17:59,700 --> 00:18:01,860 და შეძლონ შეუძლებელი მათ ცხოვრებაში. 415 00:18:02,060 --> 00:18:04,680 ჩემი მიზანია დავეხმარო სხვებს იპოვონ საკუთარი. 416 00:18:04,680 --> 00:18:05,680 რა არის თქვენი? 417 00:18:05,680 --> 00:18:06,960 რა არის თქვენი მიზანი? 418 00:18:06,960 --> 00:18:08,960 რისთვის ხართ მოვლენილები? 419 00:18:09,260 --> 00:18:11,590 მე ვფიქრობ ყველანი სუპერგმირობისთვის ვართ აქ. 420 00:18:12,160 --> 00:18:14,260 რა არის თქვენი განსკუთრებულობა? 421 00:18:14,560 --> 00:18:17,990 მსოფლიო მოსახლეობის 7 მილიარდი ადამიანიდან, 422 00:18:17,990 --> 00:18:20,250 რამდენიმე ათეულზე ნაკლები ხმლის მყლაპავია 423 00:18:20,250 --> 00:18:21,781 დარჩენილი მსოფლიოში დღესდღეობით. 424 00:18:21,781 --> 00:18:23,740 მაგრამ მსოფლიოში მხოლოდ ერთი თქვენ ხართ. 425 00:18:23,740 --> 00:18:24,780 თქვენ უნიკალური ხართ. 426 00:18:24,780 --> 00:18:25,830 რა არის თქვენი ამბავი? 427 00:18:25,830 --> 00:18:27,760 რა განგასხვავებთ სხვისგან? 428 00:18:27,760 --> 00:18:29,180 მოყევით თქვენი ამბავი. 429 00:18:29,180 --> 00:18:31,430 მაშინაც თუ თქვენი ხმა წვრილი და მერყევია. 430 00:18:31,430 --> 00:18:32,570 რა არის თქვენი თრომები? 431 00:18:32,570 --> 00:18:36,310 ნებისმიერი რამის გაკეთება რომ შეგეძლოთ, იყოთ ვინც გინდათ, წახვიდეთ სადაც გინდათ 432 00:18:36,310 --> 00:18:37,850 რას გააკეთებდით? სად წახვიდოდით? 433 00:18:37,850 --> 00:18:38,650 რას გააკეთებდით? 434 00:18:38,650 --> 00:18:40,340 რა გინდათ უქნათ თქვენს ცხოვრებას? 435 00:18:40,340 --> 00:18:41,760 რა არის თქვენი დიდი ოცნებები? 436 00:18:41,760 --> 00:18:44,450 რა იყო თქვენი დიდი ოცნებები პატარაობაში? გაიხსენეთ. 437 00:18:44,450 --> 00:18:46,240 დარწმუნებული ვარ ეს არ იყო, არა? 438 00:18:46,333 --> 00:18:48,180 რა იყო თქვენი ყველაზე გიჟური ოცნებები, 439 00:18:48,180 --> 00:18:50,450 რომელიც ძალიან უცნაური და გაუგებარი გეგონათ? 440 00:18:50,450 --> 00:18:54,040 დარმწუნებული ვარ ეს თქვენს ოცნებებს ისე უცნაურად აღარ აჩენს, არა? 441 00:18:55,370 --> 00:18:57,050 რა არის თქვენი ხმალი? 442 00:18:57,050 --> 00:18:58,650 ყოველ თქვენგანს აქვს ხმალი. 443 00:18:58,650 --> 00:19:00,600 ორლესული შიშების და ოცნებების ხმალი. 444 00:19:00,600 --> 00:19:03,520 გადაყლაპეთ თქვენი ხმალი რაც არ უნდა იყოს ის. 445 00:19:03,620 --> 00:19:05,990 გაყევით თქვენს ოცნებებს, ბატონებო და ქალბატონებო, 446 00:19:05,990 --> 00:19:09,300 არასდროსაა გვიანი, იყოთ ის რაც გინდოდათ რომ ყოფილიყავით. 447 00:19:09,720 --> 00:19:12,920 იმ დოჯბოლებიან მჩაგვრელებს რაც შეეხება, იმ ბავშვებს ვისაც ეგონათ, 448 00:19:12,920 --> 00:19:14,916 რომ მე ვერასდროს შევძლებდი შეუძლებელს, 449 00:19:15,060 --> 00:19:17,645 მხოლოდ ერთი რამ მინდა ვუთხრა: 450 00:19:17,645 --> 00:19:18,841 მადლობა. 451 00:19:18,940 --> 00:19:22,220 რადგან ის არამზადები რომ არა, სუპერგმირები არ გვეყოლებოდა. 452 00:19:23,020 --> 00:19:27,237 აქ იმისთვის ვარ რომ დაგიმტკიცოთ, შეუძლებელი არაა შეუძლებელი. 453 00:19:28,300 --> 00:19:32,310 ეს ძალიან სახიფათოა. ამან შეიძლება მომკლას. 454 00:19:32,340 --> 00:19:33,720 იმედი მაქვს ისიამოვნებთ. 455 00:19:33,720 --> 00:19:35,260 (სიცილი) 456 00:19:36,350 --> 00:19:38,700 თქვენი დახმარება დამჭირდება ამაში. 457 00:19:46,731 --> 00:19:48,405 აუდიტორია: ორი, სამი. 458 00:19:48,405 --> 00:19:52,100 დენ მეიერი: არა, არა, არა. თქვენი დახმარება თვლისას მჭირდება. ყველასი კარგი? 459 00:19:52,100 --> 00:19:53,210 (სიცილი) 460 00:19:53,210 --> 00:19:56,010 სიტყვები თუ იცით? კარგი? დაითვალეთ ჩემთან ერთად. მზად ხართ? 461 00:19:56,010 --> 00:19:56,964 ერთი. 462 00:19:56,964 --> 00:19:58,150 ორი. 463 00:19:58,170 --> 00:19:58,980 სამი. 464 00:19:58,980 --> 00:20:01,190 არა, ეს ორია, მაგრამ თქვენ მიხვდით. 465 00:20:06,760 --> 00:20:07,780 აუდიტორია: ერთი. 466 00:20:07,840 --> 00:20:08,750 ორი. 467 00:20:08,800 --> 00:20:10,010 სამი. 468 00:20:11,260 --> 00:20:13,280 (სუნთქვა) 469 00:20:14,360 --> 00:20:15,940 (აპლოდისმენტები) 470 00:20:16,251 --> 00:20:17,450 დ.მ.: აჰა! 471 00:20:17,450 --> 00:20:23,100 (აპლოდისმენტები)(ოვაციები) 472 00:20:23,100 --> 00:20:24,820 დიდი მადლობა. 473 00:20:25,450 --> 00:20:28,800 მადლობა, მადლობა, მადლობა. მადლობა ჩემი გულის ფსკერიდან. 474 00:20:28,800 --> 00:20:31,290 პრინციპში მადლობა ჩემი კუჭის ფსკერიდან. 475 00:20:31,620 --> 00:20:35,020 გითხარით რომ აქ შეუძლებელის შეძლებისთვის მოვედი და ახლა ეს გავაკეთე. 476 00:20:35,030 --> 00:20:37,730 მაგრამ ეს არ იყო შეუძლებელი. ამას ყოველდღე ვაკეთებ. 477 00:20:37,800 --> 00:20:42,460 შეუძლებელი იყო იმ შეშინებული, მორცხვი, გამხდარი, უსუსური ბავშვისთვის 478 00:20:42,460 --> 00:20:45,360 საკუთარი შიშებისთვის თვალში ჩახედვა TEDx სცენაზე გამსოვლა. 479 00:20:45,360 --> 00:20:47,100 და მსოფლიოს შეცვლა, თითო სიტყვით, 480 00:20:47,100 --> 00:20:49,080 თითო ხმლით, თითო ცხოვრებით. 481 00:20:49,080 --> 00:20:52,060 თუ ახლებურად დაგაფიქრეთ, თუ დაგაჯერეთ, 482 00:20:52,060 --> 00:20:54,460 რომ შეუძლებელი არაა შეუძლებელი, 483 00:20:54,460 --> 00:20:57,960 თუ დაგარწმუნეთ, რომ შეგიძლიათ შეუძლებელი თქვენ ცხოვრებაში, 484 00:20:58,120 --> 00:21:01,020 მაშინ ჩემი საქმე შესრულებულია და თქვენი კი ახლა იწყება. 485 00:21:01,020 --> 00:21:04,100 არასდროს შეწყვიტოთ ოცნება. არასდროს შეწყვიტოთ რწმენა. 486 00:21:04,820 --> 00:21:06,280 მადლობა რომ დამიჯერეთ 487 00:21:06,280 --> 00:21:08,330 და მადლობა რომ იყავით ჩემი ოცნების ნაწილი. 488 00:21:08,330 --> 00:21:09,610 და აი ჩემი საჩუქარი თქვენ: 489 00:21:09,610 --> 00:21:11,486 შეუძლებელი არ არის... 490 00:21:11,486 --> 00:21:12,920 აუდიტორია: შეუძლებელი. 491 00:21:12,920 --> 00:21:14,920 გრძელი გზა... საჩუქრის ნაწილი. 492 00:21:15,100 --> 00:21:19,560 (აპლოდისმენტები) 493 00:21:19,560 --> 00:21:21,020 მადლობა. 494 00:21:21,060 --> 00:21:25,360 (აპლოდისმენტები) 495 00:21:25,580 --> 00:21:27,560 (ოვაციები) 496 00:21:27,780 --> 00:21:30,240 წამყვანი: მადლობა, დენ მეიერ, ვაუ!