გვთხოვენ ამ ათწილადის სიტყვიერად ჩაწერას. ამას ხმამაღლა არ წავიკითხავ, რადგან შემდეგ მარტივად მიხვდებით პასუხს. ჩვენ გვაქვს 63.15 და გვინდა მისი სიტყვიერად ჩაწერა. ათწილადის მარცხენა მხარე პირდაპირაა მოცემული. მოდი გავაფერადოთ შესაბამისი რიცხვები. ანუ ,ჩვენ გვაქვს 63. ყველა განსხვავებულ ფერებში დავწეროთ, რადგან გვაქვს ათწილადი, ერთიც და ხუთიც. ამის ჩასაწერად არსებობს ერთი გავრცეელბული ხერხი, მაგრამ ამ ვიდეოში სხვადასხვა გზები განვიხილოთ. ვიცით, როგორ ჩავწეროთ ის, რაც მარცხენა მხარესაა, ეს ძალიან მარტივია. უბრალოდ სამოცდასამია. ჩავწერ, ანუ სამოცდასამი მთელი ათწილადის ნიშნის ნაცვლად "და" ჩავწეროთ. შემდეგი ნაბიჯისთვის ორი გზა გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ ერთი მეათედი და ხუთი მეასედი ან პირდაპირ შევხედოთ და ვთქვათ 15 მეასედი. ერთი მეათედი არის ათი მეასედი. ასე რომ, ერთი ათეული და ხუთი ასეული არის თხუთმეტი ასეული. შეიძლება ასეც ჩავწეროთ, სამოცდასამი მთელი და თხუთმეტი მეასედი. აი ასე. უფრო ბუნებრივად ხომ არ ჟღერს ვიდრე ერთი მეათედი და ხუთი მეასედი? ასეც შეგიძლიათ თქმა, მაგრამ ეს უფრო რთულად აღსაქმელი იქნება ადამიანის გონებისათვის. ანუ შეგვიძლია ვთქვათ სამოცდასამი -- მოდი დავაკოპირებ და აქ ჩავსვამ. შეიძლება ეს იყოს სამოცდასამი და ის, რისი დაწერაც გვინდოდა, ერთი მეათედი და ხუთი მეასედი. სამოცდასამი მთელი და ერთი მეათედი და ხუთი მეასედი მაგრამ ადამიანთა უმეტესობას გაუჭირდება ამის უცებ აღქმა. მაგრამ თუ ვიტყვით 15 მეასედს, ამას უფრო ადვილად გაიგებენ. დიდად აზრიანი არ არის, მაგრამ ასეც შეგვიძლია დავწეროთ: 1/10 და 5/100 აი აქ, ხუთი გაყოფილი ასზე. ახლა კი შევკრებოთ ესენი, 1/10-ს ვუმატებთ 5/100-ს. მოდი ამოვხსნათ ეს. 1/10-ს როგორ მივუმატოთ 5/100? გვჭირდება საერთო მნიშვნელი. 100-ზე იყოფა ათიც და ასიც, მოდი ორივე მნიშვნელიცა და მრიცხველიც გავამრავლოთ 10-ზე. ზემოთ მივიღებთ 10-ს და დაბლა 100-ს. 1/10 იგივეა რაც 10/100. 10/100-ს მიმატებული 5/100 ტოლია 15/100-ის. ანუ ეს ნაწილი 15/100-ის ტოლია. საბოლოოდ მაინც ვღებულობთ სამოცდასამ მთელსა და თხუთმეტ მეასედს.