თუ დღეში მხოლოდ 24 საათი გაქვს, შენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებ ამ 24 საათს. ხალხი საუბრობს ოპრა უინფრიზე, თედ თურნერზე, უერენ ბაფეტზე. მისმინე, არ მაინტერესებს რამდენ ფულს შოულობ, შენ მხოლოდ 24 საათი გაქვს დღეში! და განსხვავება ოპრასა და წარუმატებელ ადამიანს შორის, ისაა რომ ოპრა თავის 24 საათს ჭკვიანურად იყენებს. სულ ესაა, შენ 24 გაქვს. არ მაინტერებს განადგურებული ხარ, თუ ასეთად გაიზარდე. არ მაინტერესებს მდიდარი გაიზარდე თუ არა. არ მაინტერესებს უნივერსიტეტში სწავლობ თუ არა. შენ მხოლოდ 24 საათი გაქვს! მე კი პირდაპირი მნიშვნელობით - ავფეთქდი! სკოლიდან გარიცხული ბავშვიდან იმ ადამიანად ვიქეცი ვინც 6 თვეში 6000 წიგნი გაყიდა. რა მოხდა? ჩემი 24 საათი. თავს შემოვუძახე: ერიკ უნდა ჩაეჭიდო შენს 24 საათს, რადგან განადგურების პირას ხარ და მთელი ცხოვრება ასე დარჩები. სულ ეს იყო რაც მჭრიდებოდა! შემიძლია თქვენს ცხოვრებაზე ყველაფერი გითხრათ, თუ თქვენს 24 საათიან დღის გეგმას დამიწერთ. შემიძლია გითხრათ სად იქნებით 5 წლის შემდეგ. შემიძლია გითხრათ სად იქნებით 10 წლის შემდეგ. შემიძლია გითხრათ სად იქნებით 20 წლის შემდეგ, თუ ამ განრიგით განაგრძობთ ცხოვრებას.