0:00:00.960,0:00:03.029 მოდით, უკეთ გავერკვეთ ხატვაში. 0:00:03.029,0:00:05.270 რა შეგვიძლია გავაკეთოთ[br]მართკუთხედების გარდა? 0:00:05.270,0:00:07.716 შეგვიძლია გავაკეთოთ[br]ოვალები ellipse-ს გამოყენებით, 0:00:07.716,0:00:09.966 რაც კიდევ ერთი კომპიუტერული ბრძანებაა. 0:00:09.966,0:00:14.751 ბრძანებებისთვის პროგრამირებაში[br]სპეციალური სახელი არსებობს - ფუნქციები. 0:00:14.751,0:00:18.510 ამიერიდან "ბრძანების" ნაცვლად[br]სიტყვა "ფუნქცია"-ს გამოვიყენებ. 0:00:18.510,0:00:23.000 დავწეროთ ფუნქცია სახელად[br]ellipse, შემდეგ () და ბოლოს ; 0:00:23.000,0:00:24.005 არ მუშაობს. 0:00:24.005,0:00:27.367 შეტყობინება გვეუბნება,[br]რომ გვაკლია პარამეტრები. 0:00:27.367,0:00:30.922 შეგიძლიათ მიხვდეთ რა[br]გვაკლია ამ ფუნქციის rect-თან შედარებით? 0:00:30.922,0:00:35.030 როცა ვწერთ ellipse-ს, უნდა მივუთითოთ[br]რიცხვებიც, ისე როგორც rect-ის შემთხვევაში. 0:00:35.030,0:00:37.550 ამ რიცხვებს პარამეტრები ეწოდებათ. 0:00:37.550,0:00:40.500 ვამბობთ, რომ ფუნქციას[br]გადავცემთ პარამეტრებს 0:00:40.500,0:00:45.470 ისინი კი აკონტროლებენ[br]თუ რას იზამს ფუნქცია. 0:00:45.470,0:00:50.211 პარამტერების გარეშე პროგრამამ არ[br]იცის სად და რამხელა უნდა იყოს ელიფსი. 0:00:50.211,0:00:52.530 გასაგებია თუ რატომ მივიღეთ შეტყობინება. 0:00:52.530,0:00:54.717 გადავცეთ ამ ფუნქციას ოთხი პარამეტრი, 0:00:54.717,0:01:00.753 რათა გავაკონტროლოთ თუ სად, რა სიმაღლის[br]და რა სიგრძის უნდა დაიხატება ელიფსი. 0:01:00.753,0:01:08.205 წინანდელივით, შეგვიძლია[br]ელიფსი ვამოძრაოთ და ზომაშიც ვცვალოთ. 0:01:08.205,0:01:14.012 რადგან გავერკვიეთ, დავხაზოთ[br]ელიფსი ზუსტად ფანჯრის შუაში. 0:01:14.012,0:01:17.505 ალბათ გინდათ გაიხსენოთ თუ სადაა შუა. 0:01:17.505,0:01:22.899 ზედა მარცხენა წერტილი[br]არის ნული, მარჯვენა კი 400. 0:01:22.899,0:01:25.490 ზემოდან ქვემოთ დაშორებაც არის 400. 0:01:25.490,0:01:27.761 რა იქნება შუა? 0:01:27.761,0:01:31.285 პირველი ვარაუდით,[br]უნდა იყოს 400-ის ნახევარი, ანუ 200. 0:01:31.285,0:01:33.759 სიმაღლეშიც იგივე,[br]400-ის ნახევარი ანუ 200. 0:01:33.759,0:01:36.746 მოდით დავხატოთ ამ[br]ადგილას, დავწეროთ ellipse ბრძანება, 0:01:36.746,0:01:41.468 გადავცეთ პარამეტრები[br]და დიდი ზომის დავხატოთ. 0:01:41.468,0:01:43.480 ესეც ასე. 0:01:43.480,0:01:46.242 მოდით მართკუთედიც ჩავსვათ. 0:01:46.242,0:01:50.216 დავწეროთ rect(200, 200[br]-- და უფრო მცირე იყოს -- 100, 100); 0:01:50.216,0:01:55.243 საინტერესოა, რას[br]გვიჩვენებს ჩვენი ექსპერიმენტი? 0:01:55.243,0:02:01.767 როგორც ვხედავთ, ელიფსის შემთხვევაში[br]200, 200 გვიჩვენებს ცენტრის მდებარეობას, 0:02:01.767,0:02:05.708 მართკუთხედისთვის კი ეს[br]განსხვავებულია, და გვეუბნება, 0:02:05.708,0:02:09.969 თუ სად უნდა მოვათავსოთ[br]მართკუთხედის მარცხენა ზედა წერტილი. 0:02:09.969,0:02:14.752 ამისი ცოდნა აუცილებელია[br]ფიგურების დახატვისას. 0:02:14.752,0:02:16.825 ახლა გადავიდეთ მონაკვეთებზე. 0:02:16.825,0:02:19.478 მონაკვეთის ფუნქციას ეწოდება line. 0:02:19.478,0:02:21.773 შეგვიძლია ისევ გადავცეთ პარამეტრები, 0:02:21.773,0:02:25.234 თუმცა, მონაკვეთს ზომა არ[br]აქვს როგორც მართკუთხედს არა? 0:02:25.234,0:02:28.485 მაშინ რა რიცხვები უნდა მივუთითოთ? 0:02:28.485,0:02:31.270 პირველი და მეორე პარამეტრები იგივე იქნება, 0:02:31.270,0:02:34.545 რა სიმაღლესა და სიგანეზე[br]უნდა დაიწყოს მონაკვეთი, 0:02:34.545,0:02:36.981 პარამეტრების მეორე წყვილი კი -- 0:02:36.981,0:02:40.077 -- უკაცრავად, მეორე[br]წყვილი, ანუ 90 და 200 -- 0:02:40.077,0:02:46.523 გვიჩვენებს თუ რა სიმაღლესა[br]და სიგანაზე დასრულდება მონაკვეთი. 0:02:46.523,0:02:48.242 რადგან გვესმის თუ ეს როგორ მუშაობს, 0:02:48.242,0:02:52.501 მოდით ახლა ვნახოთ რაღაც,[br]რაც თავიდან უცნაური იქნება. 0:02:52.501,0:03:00.533 რა მოხდება თუ მართკუთხედს[br]ზედა მარცხენა კუთხეში დავიწყებ? 0:03:00.533,0:03:03.991 -- დიდი იყოს -- 0:03:03.991,0:03:07.777 შეგვიძლია უფრო გავზარდოთ,[br]მაგრამ ალბათ ზედმეტი იქნება. 0:03:07.777,0:03:11.910 როგორც ხედავთ, ნელნელა[br]ელიფსი გაქრობას იწყებს. 0:03:11.910,0:03:14.760 შეგვიძლია მთლიანად გავაქროთ. 0:03:14.760,0:03:17.773 საინტერესოა, სად წავიდა? 0:03:17.773,0:03:21.502 საქმე ისაა, რომ კომპიუტერი[br]ფიგურებს თანმიმდევრულად ხატავს. 0:03:21.502,0:03:24.702 ჯერ დახატა ელიფსი, შემდეგ[br]კი ზემოდან მართკუთხედი დაახატა. 0:03:24.702,0:03:26.502 ახლა კი დაემატა მონაკვეთიც. 0:03:26.502,0:03:30.772 ელიფსი ისევ თავის ადგილასაა,[br]უბრალოდ ფიგურებს ქვემოთ. 0:03:30.772,0:03:32.500 ეს მნიშვნელოვანია გვახსოვდეს. 0:03:32.500,0:03:36.498 რა მოხდებოდა ჯერ[br]რომ მონაკვეთი დაგვეხაზა? 0:03:36.498,0:03:38.520 მთლიანად ვერ დავინახავდით, ასე არაა? 0:03:38.520,0:03:41.730 შეიძლება ეს თქვენს[br]პროგრამაში მოხდეს და გაგიკვირდეთ. 0:03:41.740,0:03:45.023 სინამდვილეში ნახატი[br]თავის ადგილზეა, მაგრამ 0:03:45.023,0:03:50.250 ამჯერად მას ელიფსი[br]და მართკუთხედი ფარავენ. 0:03:50.250,0:03:53.501 შეგვიძლია ვაკონტროლოთ[br]რომელი ფიგურა რომლის თავზე დაიხატოს, 0:03:53.501,0:03:58.592 ამისთვის საკმარისია[br]ფუნქციების თანმიმდევრობის კონტროლი. 0:03:58.592,0:04:02.550 სანამ დავასრულებთ, მინდა[br]რამდენიმე ტექნიკური ტერმინი გაგაცნოთ. 0:04:02.550,0:04:04.512 ალბათ როგორც მათემატიკაში გისწავლიათ, 0:04:04.512,0:04:09.216 შეგვიძლია ასო x გამოვიყენოთ[br]იმისთვის, რომ აღვნიშნოთ სიგანე 0:04:09.216,0:04:11.528 და y, რომ აღვნიშნოთ სიმაღლე. 0:04:11.528,0:04:14.001 შესაძლოა ეს ცოტა[br]უცნაურად ჟღერს თუ არ მიჩვენულხართ, 0:04:14.001,0:04:19.493 მაგრამ უფრო მარტივია ასე თქმა:[br]რამდენად მარჯვნივ და რამდენად ქვემოთ" 0:04:19.493,0:04:22.216 ჩვენი ელიფსის პირველი[br]ორი პარამეტრი, მაგალითად, 0:04:22.216,0:04:28.968 გვეუბნება, რომ x[br]უდრის 200-ს, y კი - 229-ს. 0:04:28.968,0:04:33.982 ესეც ასე. იგივეა რაც[br]"რამდენად მარჯვნივ" და "რამდენად ქვემოთ". 0:04:33.982,0:04:36.034 მეორე საკმაოდ კარგი კითხვა ასეთია, 0:04:36.034,0:04:38.794 რა ერთეულებს ვიყენებდით[br]მთელი ამ დროის განმავლობაში? 0:04:38.794,0:04:42.763 200 სანტიმეტრი? ინჩი? იქნებ მილი? 0:04:42.763,0:04:45.260 ჩვენ ვიყენებთ ერთეულებს,[br]სახელად "პიქსელი". 0:04:45.260,0:04:48.477 პიქსელი არის პატარა[br]წერტილი თქვენს ეკრანზე. 0:04:48.477,0:04:52.287 ეს სახატავი ტილო სიგანეში 400 პიქსელია, 0:04:52.287,0:04:56.497 ამიტომ ვამბობთ რომ მარცხენა[br]კუთხე ნულია, მარჯვენა კი 400, 0:04:56.497,0:05:01.508 ანუ 400 პიქსელი. 0:05:01.508,0:05:04.784 იგივენაირად, როცა ვამბობთ[br]200-ს, ვგულისხმობთ 200 პიქსელს. 0:05:04.784,0:05:07.180 ალბათ გასაგებია. 0:05:07.180,0:05:08.303 ძალიან კარგი! 0:05:08.303,0:05:12.253 ახლა უკვე ყველაფერი ვიცით line,[br]ellipse და line-სა და მათ პარამეტრებზე. 0:05:12.253,0:05:16.461 მართალია სულ ახლახან დავიწყეთ სწავლა,[br]მაგრამ თუ იმუშავებთ, მარტივად მიეჩვევით.